სოფიან ფეგული “ვესტ ჰემიდან” წავიდა

თურქული “გალათასარაის” ხელმძღვანელები ოფიციალურად ადასტურებენ “ვესტ ჰემის” კუთვნილებაში მყოფი სოფიან ფეგულის ტრანსფერს. ტრანსფერის ფასად კი 4.25 მილიონი ევრო სახელდება.

როგორც იცით, ფეგული “ჩაქუჩების” რიგებში გასულ სეზონში ჩაირიცხა. ის ლონდონში “ვალენსიადან” გადაბარგდა და სლავენ ბილიჩთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ასე რომ, ფეგულიმ თურქულ კლუბთან 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და მათი რიგით მეშვიდე შენაძენი გახდა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე.

სავარაუდოდ, ფეგულის ვილიამ კარვალიო შეცვლის, რომლის სანაცვლოდაც ინგლისელები რეკორდული თანხის, 30 მილიონი ევროს გადახდას გეგმავენ.

“მანჩესტერ იუნაიტედი” – “ვესტ ჰემი”: მანჩესტერელების ბრწყინვალე სტარტი (ვიდეო)

პრემიერ ლიგის 2017/18 წლების სეზონის პირველი ტურის ბოლო მატჩში “მანჩესტერ იუნაიტედი” სლავენ ბილიჩის “ვესტ ჰემს” დაუპირისპირდა და საკმაოდ იოლადაც დაამარცხა.

მატჩში აგარიში 33-ე წუთზე გაიხსნა, როდესაც რეშფორდმის პასი რომელუ ლუკაკუმ გამოიყენა და პირველი გოლიც გაიტანა “მანჩესტერ იუნაიტედის” მაისურით პრემიერ ლიგაში. 53-ე წუთზე კი დუბლის გაფორმება შეძლო ბელგიელმა ფეხბურთელმა.

87-ე და 90-ე წუთზე კი გულგატეხილი ჯო ჰარტის კარი ანტონი მარსიალმა და პოლ პოგბამ აიღეს. შედეგად, “იუნაიტედმა” 4:0 მოიგო და პირველი ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილის სათავეშიც მოექცა.

მომდევნო ტურში ჟოზეს გუნდი “სუონსის” ეწვევა, სლავენ ბილიჩის – “საუთჰემპტონს”.


“მანჩესტერ იუნაიტედი”: დე ხეა; ბლინდი, ჯონსი, ბაილი, ვალენსია; პოლ პოგბა, ნემანია მატიჩი; რეშფორდი, მხითარიანი, მატა (ფელაინი 75′); რომელუ ლუკაკუ

მთავარი მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

“ვესტ ჰემი”: ჯო ჰარტი; საბალეტა, რიდი, ოგბონა, მასუაკუ; ნოუბლი (რაისი 61′), ობიანგი; ანდრე აიუ, ფერნანდესი (სახო 60′), არნაუტოვიჩი; ჩიჩარიტო

მთავარი მწვრთნელი: სლავენ ბილიჩი


მოურინიო: “ბრძოლა მინდა, სირთულეებისთვის მზად ვარ”

“ვესტ ჰემთან” გასამართი მატჩის წინ, ჟოზე მოურინიომ პრესასთან საკუთარ გუნდზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ წელს “წითელი ეშმაკები” ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ.

“მინდა “ვესტ ჰემის” წინააღმდეგ დიდი ბრძოლა გავმართოთ, შემდეგ კი “სუონსის” იგივე მიზნით ვეწვიოთ. მინდა ჩემპიონთა ლიგა დაიწყოს. მინდა, ძალიან მინდა, ბრძოლისთვის მზად ვარ. მაგრამ, ჭკვიანურად მოვიქცევი, თამაშგარიდანაც რომ გაგვიტანონ.

ეს უკვე ჩემი გუნდია, მეორე სატრანსფერო ფანჯარა უკვე სრულდება. ადრე ვფიქრობდი, რომ სამი სატრანსფერო ფანჯარა დამჭირდებოდა, მაგრამ ორიც საკმარისი აღმოჩნდა. შესანიშნავი გუნდი მყავს.

წელს გაცილებით უფრო კარგად ორგანიზებულები ვართ, ყველა ასპექტში. ასე რომ, მიმდინარე სეზონში ბოლომდე ვიბრძოლებთ, ტიტულს ვუმიზნებთ და სირთულეებისთვის მზად ვართ,” – აცხადებს პორტუგალიელი სპეციალისტი.

მოურინიო: “ჩემს გუნდში ჩიჩარიტოსთვის ადგილი ყოველთვის არის”

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ “ვესტ ჰემის” ახალწვეულზე, ხავიერ ერნანდესზე საუბრისას საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა.

“ჩიჩარიტომ კლუბი (“მანჩესტერ იუნაიტედი”) რამდენიმე წლის წინ დატოვა. ნამდვილად არ ვიცი, ეს მისი გადაწყვეტილება იყო, თუ მთავარი მწვრთნელის.

ის ძალიან კარგი ფეხბურთელია, მას გოლის გატანისთვის ბევრი დრო სულაც არ სჭირდება. ის იმ ფეხბურთელთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელთა ადგილიც ყოველთვისაა ჩემს გუნდში,” – აცხადებს პორტუგალიელი სპეციალისტი.

ოფიციალურად: არნაუტოვიჩი “ვესტ ჰემის” ფეხბურთელია

“ვესტ ჰემის” ოფიციალური ვებ-გვერდი “სტოკ სიტის” ავსტრიელი ვარსკვლავის, მარკო არნაუტოვიჩის ტრანსფერს ადასტურებს. წყაროს ცნობით, შემტევმა ფეხბურთელმა უკვე გაიარა სამედიცინო შემოწმება ახალ კლუბში.

ავსტრიელმა არნაუტოვიჩმა ლონდონურ კლუბთან 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და ასეთი განცხადებაც გააკეთა: “ჩემთვის განსაკუთრებული გრძნობაა ისეთი კლუბის მაისურით თამაში, როგორიც “ვესტ ჰემია.”

ცნობისთვის გეტყვით, რომ მარკო არნაუტოვიჩი სლავენ ბილიჩის რიგით მესამე დანამატია მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ჯო ჰარტისა და პაბლო საბალეტას გადაბირების შემდეგ.

“ლაციოს” პრეზიდენტი: “კეიტას ტრანსფერის თაობაზე წინადადებები მივიღეთ”

რომის “ლაციოს” პრეზიდენტი, კლაუდიო ლოტიტო ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, კლუბმა კეიტა ბალდეს ტრანსფერის თაობაზე რამდენიმე შეთავაზება უკვე მიიღო.

როგორც იცით, 22 წლის ფეხბურთელის მიმართ, რომელმაც გასული სეზონის 31 მატჩში 16 გოლის გატანა შეძლო, “ინტერის”, “იუვენტუსისა” და “ვესტ ჰემის” მფლობელები იჩენენ ინტერესს.

“თუ სიტუაცია მნიშვნელოვნად არ შეიცვლება, ის მომავალ სეზონშიც “ლაციოს” ღირსებას დაიცავს და ინძაგი (მწვრთნელი) მას სურვილისამებრ გამოიყენებს.

“ინტერისა” და “იუვენტუსისგან” წინადადება ჯერ არ მიგვიღია, მაგრამ არის რამდენიმე შეთავაზება უცხოეთიდან. თუ კეიტას წასვლა უნდა, მას გავუშვებთ, ოღონდ ამისთვის შესაბამისი წინადადება უნდა მივიღოთ,” – აცხადებს ლოტიტო.

“ვესტ ჰემი” არნაუტოვიჩის ტრანსფერში 24 მილიონს იხდის

Sky sports-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, “სტოკ სიტის” ნახევარმცველის, მარკო არნაუტოვიჩის ტრანსფერით “ვესტ ჰემის” ხელმძღვანელები არიან დაინტერესებულები.

როგორც ცნობილი ხდება, “ჩაქუჩებისთვის” ავსტრიელი ფეხბურთელის გადაბირება მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს და მზად არიან ამ ტრანსფერისთვის 24 მილიონი ფუნტიც გაიღონ.

ბრიტანული წყაროს ცნობით, ეს “ვესტ ჰემის” რიგით მესამე შეთავაზება იქნება. აქვე გეტყვით იმასაც, რომ არნაუტოვიჩის ტრანსფერიდან შემოსული თანხის 20 პროცენტი “სტოკმა” ბრემენის “ვერდერს” უნდა გადაუხადოს.

ჯო ჰარტმა “ვესტ ჰემში” სამედიცინო შემოწმება გაიარა

“მანჩესტერ სიტის” მეკარემ, ჯო ჰარტმა ლონდონურ “ვესტ ჰემში” სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა. ამ ინფორმაცაის ბრიტანული Sky Sports ადასტურებს.

როგორც ცნობილი ხდება, ინგლისელი მეკარე “ვესტ ჰემში” არენდის წესით, სეზონის ბოლომდე ითამაშებს. ამ დროის გასვლის შემდეგ კი, მისი შეძენა “ჩაქუჩებს” 10 მილიონ ევროდ შეეძლებათ.

როგორც იცით, ჯო ჰარტს პეპ გვარდიოლას “ეტიჰად სტედიუმზე” მისვლის შემდეგ გეგმები ცუდად წაუვიდა და გასული სეზონი “ტორინოში” გაატარა.

“ვესტ ჰემი” კელეჩი იჰეანაჩოს ტრანსფერით ინტერესდება

Sky Sports-ის მიერ გავრცელებული უახლესი ცნობების მიხედვით, “ვესტ ჰემის” ხელმძღვანელები ზაფხულში კელეჩი იჰეანაჩოს ტრანსფერის განხორციელებას გეგმავენ.

როგორც ცნობილი ხდება, “ჩაქუჩები” ტრავმირებული ენდი ქეროლისა და დიაფრა სახოს ჩამნაცვლებლად სწორედ “მანჩესტერ სიტის” ახალგაზრდა შემტევს მოისაზრებენ.

იჰეანაჩოსა და მანჩესტერულ კლუბს შორის არსებული კონტრაქტი 2021 წელს იწურება, მის გამოსასყიდ თანხად კი ხელშეკრულებაში 20 მილიონი ფუნტია მითითებული.

მიუხედავად იმისა, რომ გასულ სეზონში იჰეანაჩო ძალიან კარგად გამოიყურებოდა, პეპ გვარდიოლა მას დიდ ნდობას ნამდვილად არ უცხადებს – მისი მოსვლის შემდეგ, იჰეანაჩომ პრემიერ ლიგის ერთადერთი მატჩი დაიწყო სასტარტოდან – ისიც “ბარნლისთან”.

“ლივერპულმა” “ვესტ ჰემი” გაანადგურა (ვიდეო)

პრემიერ ლიგის 37-ე ტურის მატჩში იურგენ კლოპის “ლივერპული” “ოლიმპიურ სტადიონს” ეწვია და შინ გამარჯვებულის სტატუსითა და სამი ქულით დაბრუნდა.

მატჩი სტუმართა უპირატესობით წარიმართა. 90 წუთის მანძილზე “წითლებმა” ადრიენის კარში ოთხი გოლის გატანა შეძლეს (სტარიჯი, კოუტინიო 2x, ორიჯი).

შედეგად, “ლივერპული” ამ დროისთვის 73 ქულით მესამე პოზიციაზე იმყოფება და “მანჩესტერ სიტის” მარცხს ელოდება.


“ვესტ ჰემი”: ადრიანი; კოლინსი, რაიდი, ფონტე (ფლეტჩერი 55′); ქრესველი, ნორდტვეიტი, ფერნანდესი, ბირამი; ლანცინი, ანდრე აიუ (სნოდგრასი 77′); კალერი (ფეგული)

მთავარი მწვრთნელი: სლავენ ბილიჩი

“ლივერპული”: მინოლე; კლაინი, მატიპი, ლოვრენი, მილნერი; ვეინალდუმი, ჯანი, კოუტინიო; ლალანა; ორიჯი, სტარიჯი (ლუკას ლეივა 86′)

მთავარი მწვრთნელი: იურგენ კლოპი


ოფიციალურად: ანტონიომ “ვესტ ჰემთან” გაახანგრძლივა

“ვესტ ჰემის” ხელმძღვანელების მიერ დადასტურებული ინფორმაციის მიხედვით, მაიკლ ანტონიომ “ჩაქუჩებთან” ახალი, საკმაოდ გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმა.

როგორც ცნობილი ხდება, ანტონიო, რომელიც ამჟამად სერიოზულად არის ტრავმირებული, ლონდონურ კლუბში 2021 წლამდე აპირებს დარჩენას.

“სიხარულით ღრუბლებში დავფრინავ, ძალიან მიყვარს აქ გატარებული დრო და ბედნიერი ვარ, რომ მოვლენები ამგვარად განვითარდა – შემიძლია კიდევ რამდენიმე სეზონი დავყო ამ კლუბში.

ეს წელი გასული წელზე უკეთესი იყო, რადგანაც უფრო მეტი სათამაშო დრო მეძლეოდა, რაზეც ბავშვობიდანვე ვოცნებობდი. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი ასევე გაგრძელდება,” – აცხადებს ანტონიო კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდთან საუბრისას.

მატიჩი სლავენ ბილიჩს: “ტოტენჰემს” თუ დაამარცხებ…”

ლონდონის “ტოტენჰემთან” მოგებული მატჩის (1-0) შემდეგ, “ვესტ ჰემის” მთავარმა მწვრთნელმა, სლავენ ბილიჩმა აღიარა, რომ მატჩის წინ “ჩელსის” ფეხბურთელმა, ნემანია მატიჩმა მას შეტყობინება გაუგზავნა.

“ჩაქუჩების” თავკაცის ცნობით, მატიჩმა მას ასეთი რამ შესთავაზა: “თუ “ტოტენჰემის” შეჩერებას შეძლებ, სადილზე დაგპატიჟებ”.

“მატიჩი მშვენიერი ბიჭია, დიდებული ფეხბურთელი. დიდი სიამოვნებით მივიღებ მის ამ წინადადებს,” – დაამატა ბილიჩმა Sport Klub-თან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ “ოლიმპიურ სტადიონზე” წაგებული მატჩის შემდეგ ლონდონის “ჩელსიმ” თითქმის გაინაღდა ჩემპიონობა – “არისტოკრატებს” ისღა დარჩენიათ, დარჩენილ 4 მატჩში 5 ქულაზე მეტი დააგროვონ.