მესიმ ჩავის მიულოცა

ესპანეთის ჩემპიონატის 33-ე ტურში “ბარსელონამ” თანაქალაქელი “ესპანიოლი” ანგარიშით 2:0 დაამარცხა. მატჩის შემდეგ “ბლაუგრანას” ლიდერმა ლიონელ მესიმ ჩავის პრიმერადივიზიონში ჩატარებული მე-500 შეხვედრა მიულოცა.

ესპანელმა ფეხბურთელმა “ბარსელონას” რიგებში პირველი მატჩი 1998 წლის 3 ოქტომბერს “ვალენსიას” წინააღმდეგ ჩაატარა.

“ბარსელონურ დერბიში დიდებული გამარჯვება მოვიპოვეთ. ვულოცავ ჩავის მე-500 მატჩის ჩატარებას. ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მივიწევთ”, – დაწერა მესიმ სოციალურ ქსელში.

 

“ალ სადი” ჩავის ტრანსფერს ადასტურებს

“ბარსელონას” ნახევარმცველი ჩავი ერნანდესი კარიერას ყატარში გააგრძელებს. ამ ინფორმაციას “ალ სადის” გენერალური დირექტორი აბდულა ალ-ბერიკი ადასტურებს.

“ალ სადიმ” “ბარსელონას” კაპიტან ჩავის დამატება მოახერხა, რომელიც ფოტოზე ჩვენი კლუბის სპორტულ დირექტორ მუჰამედ გულამთან ერთად არის”, – დაწერა სოციალურ ქსელში “ალ სადის” გენერალურმა დირექტორმა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მხარეებს შორის სამწლიანი კონტრაქტი გაფორმდება. sport-es-ის ცნობით, 35 წლის ესპანელი ნახევარმცველი წელიწადში ჯამაგირის სახით 10 მილიონ ევროს მიიღებს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჩავი ყატარის ნაკრებში კონსულტანტადაც იმუშავებს და გუნდს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატისთვის მოამზადებს.

 

ჩავი “ნიუ იორკ სიტიში” გადასვლაზე თანახმაა

“ბარსელონას” ნახევარმცველი ჩავი ერნანდესი კარიერას, სავარაუდოდ, “ნიუ იორკ სიტიში” გააგრძელებს.

Cadena Ser-ის ცნობით, ამერიკული კლუბის წარმომადგენლები 35 წლის ფეხბურთელს შეხვდნენ და მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს კიდეც. შეხვედრას ესპანელი ნახევარმცველის მამა და აგენტი ესწრებოდნენ.

ცნობისთვის, ჩავის კატალონიურ გუნდთან მოქმედი კონტრაქტი 2016 წლის ზაფხულში ეწურება.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული კლუბის წევრი უკვე გახდა “ბარსელონას” ყოფილი თავდამსხმელი დავიდ ვილია. გარდა ამისა, “ნიუ იორკ სიტის” ზაფხულში შესაძლოა, ფრენკ ლამპარდიც შეუერთდეს, რომელიც დღესდღეობით “მანჩესტერ სიტიში” იჯარის წესით თამაშობს.

შეგახსენებთ იმასაც, რომ “ნიუ იორკ სიტის” MLS-ში დებიუტი წელს ექნება.

 

ჩავიც “ნიუ იორკ სიტიში” მიდის?

“ბარსელონას” ნახევარმცველი ჩავი ერნანდესი შესაძლოა, ამ ზაფხულს “ნიუ იორკ სიტის” მორიგი შენაძენი გახდეს.

sport.es-ის ცნობით, 35 წლის კატალონიელი ფეხბურთელის მიმართ ინტერესს ამერიკული კლუბის სპორტული დირექტორი კლაუდიო რეინა იჩენს და სრულიად შესაძლებელია, რომ ჩავი “ნიუ იორკ სიტის” მორიგი შენაძენი გახდეს. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული კლუბის წევრი უკვე გახდა “ბარსელონას” ყოფილი თავდამსხმელი დავიდ ვილია. გარდა ამისა, “ნიუ იორკ სიტის” ზაფხულში შესაძლოა, ფრენკ ლამპარდიც შეუერთდეს, რომელიც დღესდღეობით “მანჩესტერ სიტიში” იჯარის წესით თამაშობს.

შეგახსენებთ, რომ “ნიუ იორკ სიტის” MLS-ში დებიუტი წელს ექნება.

 

ჩავი: “ყოველთვის იმას ვფიქრობ, რა იქნება კატალონიელი ხალხისთვის უკეთესი”

“ბარსელონას” ნახევარმცველმა ჩავი ერნანდესმა კატალონიაში არსებული პოლიტიკური სიტუაციის შესახებ ისაუბრა.

“ყოველთვის იმას ვფიქრობ, რა იქნება კატალონიელი ხალხისთვის უკეთესი. აქ ვცხოვრობ, ჩემი ფესვები აქედან არის. ნათელია, რომ მადრიდში ჩვენ არავინ მოგვისმენს. არანაირი დიალოგი არ არის და ვფიქრობ, არც იქნება. ეს იგივეა, ჩემი მეგობარი იყოთ, ტელეფონით გირეკავდეთ და ყურმილს არ იღებდეთ”, – ციტირებს ჩავის სიტყვებს კატალონიური გამოცემა “მუნდო დეპორტივო”.

შეგახსენებთ, რომ ჩავი ერნანდესი “ბარსელონაში” 1991 წლიდან გამოდის. 1997 წელს მან კატალონიური გრანდის მეორე გუნდში პირველი შეხვედრა ჩაატარა. იმავე სეზონში ის მთავარ გუნდში გადაიყვანეს. ჩავის “ბარსელონას” რიგებში ჩატარებულ 486 მატჩში 57 გოლი აქვს გატანილი.

ჩავი ერნანდესი ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში 2000-დან 2014 წლამდე გამოდიოდა. მას “ფურია როხას” რიგებში ჩატარებულ 133 შეხვედრაში 12 გოლი გაუტანია.

 

კასილასი ჩავის დაეწია

მადრდის “რეალის” მეკარე იკერ კასილასი უეფას ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული მატჩების რაოდენობით “ბარსელონას” ნახევარმცველ ჩავი ერნანდესს დაეწია.

“ლივერპულის” წინააღმდეგ “ენფლდზე” გამართული შეხვედრა “სამეფო კლუბის” კიპერისთვის 143-ე გამოდგა.

ამრიგად, ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული შეხვედრების რაოდენობით ჩავი და კასილასი 143-143 მატჩით პირველ-მეორე ადგილებს ინაწილებენ.

შეგახსენებთ, რომ “რეალმა” “ლივერპული” ანგარიშით 3:0 დაამარცხა.

 

“ბარსელონამ” ახალი კაპიტანი აირჩია

“ბარსელონამ” ახალი სეზონისთვის ახალი კაპიტანი აირჩია. გუნდის კაპიტნის სამკლავურს ჩავი ერნანდესი მოირგებს.

ვიცე-კაპიტანი ანდრეს ინიესტა იქნება, მესამე კაპიტანი – ლიონელ მესი, მეოთხე კი – სერხიო ბუსკეტსი.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ჩავი გუნდის ვიცე-კაპიტანი იყო და საჭიროების შემთხვევაში, კარლეს პუიოლს ცვლიდა, რომელმაც გასული სეზონის ბოლოს კარიერა დაასრულდა.

 

კრუიფი: „ვინც ჩავის „ბარსელონაში“ დარჩენა-არდარჩენის საჭიროებას განიხილავს, სულელია“

ჰოლანდიური ფეხბურთის ლეგენდარული ფიგურა იოჰან კრუიფი ამბობს, რომ ჩავი ერნანდესი კვლავაც დიდ სარგებელს მოუტანს „ბარსელონას“, ხოლო ის, ვისაც ესპანელი ფეხბურთელის კატალონიურ გუნდში დარჩენის საჭიროებაში ეჭვი ეპარება, სულელია.

„ჩავი მომდევნო სეზონშიც პროდუქტიული იქნება. ამაში ეჭვი არავის შეეპაროს. ის, ვინც მის „ბარსელონაში“ დარჩენა-არდარჩენის საკითხს განიხილავს, სულელია“, – კრუიფის სიტყვებს barcastuff-ი ციტირებს.

შეგახსენებთ, რომ ჩავი „ბარსელონას“ პირველ გუნდში 1998 წლიდან გამოდის.

 

დელ ბოსკემ დაასახელა, თუ ვის მისცა ხმა „ოქროს ბურთის“ გამოკითხვაში

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ გაამჟღავნა, თუ ვის მისცა ხმა „ოქროს ბურთის“ გამოკითხვაში. ფეხბურთის ესპანელმა სპეციალისტმა უპირატესობა თავის ფეხბურთელებს მიანიჭა.

„ხმა ჩავის და ინიესტას მივეცი. ისინი პრეტენდენტთა შორის იყვნენ და უბრალოდ არ შემეძლო, რომ სხვა ფეხბურთელები დამესახელებინა. მესამე მოთამაშე, რომელსაც ხმა მივეცი, ეს ფრანკ რიბერი გახლავთ. იგი ლოგიკური მიზეზით ავირჩიე: „ბაიერნთან“ ერთად მოიგო გერმანიის ჩემპიონატი, ქვეყნის თასი და ჩემპიონთა ლიგა. გარდა ამისა, მან საფრანგეთის ნაკრებთან ერთად 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვა“, – დელ ბოსკეს სიტყვებს Football Espana ციტირებს.

შეგახსენებთ, რომ „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონიალი 2014 წლის 13 იანვარს, ციურიხში შედგება.

ბექა დოგრაშვილი

ჩავი: „მადრიდში ცდილობენ, ნეიმარს სიმულანტის იარლიყი მიაკერონ“

„ბარსელონას“ ნახევარმცველი ჩავი ერნანდესი თვლის, რომ კლუბის ახალწვეულ ნეიმარის მიმართ მადრიდში შავი პიარის აგორებას ცდილობენ.

ცოტა ხნის წინათ, ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელს სიმულაციაში დასდეს ბრალი. კერძოდ, მადრიდის „რეალის“ ყოფილმა და ლონდონის „ჩელსის“ ამჟამინდელმა მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ ნეიმარი სიმულანტია და იქვე ისიც დაამატა, რომ ამ მოვლენას ყველამ უნდა ებრძოლოს.

„ეს იმის გამო ხდება, რომ ჩვენ ბევრი მტერი გვყავს. მადრიდში ცდილობენ, ნეიმარს ეთიკის დამრღვევი ფეხბურთელის იარლიყი მიაკერონ, რისთვისაც რაღაც მასალებს ეძებენ. ის ყურადღების ცენტრშია, თუმცა სიმულანტი არ გახლავთ“, – აღნიშნა ჩავიმ.

ბექა დოგრაშვილი