დუბლიორთა ტურნირის ოცდამეოთხე ტური

2014 წლის 31 მარტს გაიმართა საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის ოცდამეოთხე ტურის შეხვედრები. საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” რეზერვისტებმა საკუთარ ბაზაზე მარტვილის ”მერანის” მეორე გუნდს უმასპინძლეს.

ზესტაფონელებმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზეს: მეშველიანი, გელაშვილი, თედ. გრიგალაშვილი, გაგოშიძე, ენდელაძე, აჯურუ (ბარბაქაძე, 65), მარგველაშვილი (იელიჩი, 71), მაკარიძე (კალაჯიშვილი, 60), კაკუშაძე, ეგუტიძე (გოგია, 65), კაპანაძე (კვარაცხელია, 60).

შეხვედრა მასპინძელთა შეტევებით დაიწყო და უკვე 12-ე წუთზე ზუსტი თავურით ბურთი მარტვილელთა კარის ბადეშითორნიკე კაპანაძემ გადაგზავნა. საერთოდ, დღევანდელი მატჩი თორნიკე კაპანაძის ერთგვარ “ბენეფისად” იქცა – 15-ე და 23-ე წუთებზე გატანილი კიდევ ორი გოლის წყალობით ზესტაფონელთა ფორვარდმა “ჰეთ-თრიკი” პირველსავე ტაიმში შეასრულა…

მასპინძლები ამის შემდეგაც განაგრძობდნენ სტუმართა შევიწროვებას და 25-ე წუთზე იმერლებმა მეოთხე გოლი გაიტანეს – “ზესტაფონის” კარგი შეტევა ბექა კაკუშაძის ზუსტი დარტყმით დასრულდა. პირველი ტაიმის მიწურულს (39-ე წუთი) კი მარტვილელთა კარი მეხუთედ ავთანდილ ეგუტიძემ აიღო.

მეორე ტაიმის დაწყებიდან 5 წუთში ანგარიში ისევ შეიცვალა – თავი ისევ თორნიკე კაპანაძემ გამოიჩინა. 52-ე წუთზე სტუმრებმა ანგარიშის “დასველება” მოახერხეს – მიზანს თორნიკე ბარბაქაძის შორეულმა გასროლამ მიაღწია. სათამაშო დროის 1 საათის გასვლის შემდეგ მოედანი დღევანდელი მატჩის გმირმა, თორნიკე კაპანაძემ კი დატოვა, თუმცა მანამ, სანამ შეიცვლებოდა, კერძოდ 55-ე წუთზე, მან თავის დღევანდელ მონაგარს კიდევ ერთი გოლი შემატა და ძალიან იშვიათი ინდივიდუალური მიღწევის – “პენტა-თრიკის”ავტორი გახდა!

იმერელთა გულშემატკივართათვის ძალიან სასიამოვნო ამბავი მოხდა შეხვედრის 71-ე წუთზე – მძიმე ტრავმით გამოწვეული თითქმის 8-თვიანი იძულებითი უქმობის შემდეგ, მოედანს ზესტაფონელთა სერბი ნახევარმცველი იგორ იელიჩი დაუბრუნდა. რაც შეეხება დღევანდელი უხვგოლიანი მატჩის დასკვნით ნაწილს, 81-ე წუთზე ბექა კაკუშაძემ დუბლი შეასრულა და იმერულ-მეგრული დაპირისპირების საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 8-1.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

“ზესტაფონი” ბაზას თბილისის ზღვაზე აშენებს

პოზიტიური ამბები ზესტაფონიდან. იმერული კლუბი თბილისში საკუთარ ბაზას აშენებს, სადაც აღმოსავლეთ საქართველოში გასამართი მატჩებისთვის მოემზადება. თბილისურ ბაზაზე “ზესტაფონის” საფეხბურთო სკოლაც იფუნქციონირებს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით “ზესტაფონის” პრესატაშე, სერგო ფუტკარაძეს გავესაუბრეთ.

– მშენებლობლობის დასრულება როდის იგეგმება? 

– ამ ეტაპზე შუალედურ გეგმაზე ვართ ორიენტირებულები. ზაფხულში, გეგმის მიხედვით ორი მინდორი შევა ექსპლუატაციაში. ახლა ნიადაგის გასწორებასთან დაკავშირებული საკმაოდ ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს.

– რა დატვირთვა ექნება თბილისურ ბაზას? 

– მოგეხსენებათ, აღმოსავლეთ საქართველოში ჩასატარებელი თამაშების წინ გუნდს ნორმალურად მომზადების საშუალება არ აქვს. ინფრასტრუქტურული პრობლემები ჩვენს ქვეყანაში ძალიან მტკივნეული თემაა. ხშირ შემთხვეაში უხარისხო მინდვრებზე გვიწევდა მომზადება, რაც თამაშზეც აისახებოდა.

ახალი ბაზის მშენებლობით, აღნიშნული პრობლემა მოიხსნება. ვთანამშრომლობთ საკმაოდ კომპეტენტურ უკრაინელ სპეციალისტებთან, რომლებიც ზესტაფონის ბაზის მშენებლობაშიც აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ.

– ზესტაფონში მდებარე ბაზის დასრულება როდის იგეგმება? 

– ზესტაფონურ ბაზაზე სამივე მინდორი მოქმედია. ძალიან კმაყოფილები ვართ მათი ხარისხით. საცხოვრებელი კორპუსიც მალე იქნება მზად.

მსგავსი ტიპის საცხოვრებელი თბილისურ ბაზას არ ექნება. თუმცა, სავარაუდოდ მცირე ტრიბუნებს დავამონტაჟებთ. ეს საკითხი ჯერ კიდევ განხილვის სტადიაშია.

– თბილისურ ბაზაზე ბავშვთა სკოლაც იფუნქციონერებს? 

– დიახ. სამწუხაროდ, მოსახლეობის მიგრაცია საკმაოდ დიდია და თბილისში ბევრი ზესტაფონელი ცხოვრობს. ჩვენ პირველ რიგში ამ რესურსიც გამოყენება გვინდა. მოგეხსენებათ, ზეტაფონში ბავშვთა ფეხბურთი უფასოა და იმედია ამის განხორციელებას თბილისშიც მოვახერხებთ.

ფოტო: fczestafoni.ge

ცენტრალურში “დინამომ” მოიგო

უმაღლესი ლიგის ტური და სეზონის ერთ-ერთი ცენტრალური შეხვედრა “დინამო არენაზე” შედგა, სადაც თბილისის “დინამომ” უახლოეს მდევარ “ზესტაფონს” უმაპსნიძლა და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.

მატჩი სტუმარტა ტეროტორიული უპირატესობით დაიწყო. გეგუჩაძის გუნდი მოედნის ცენტრში და საჯარიმოს მისადგომებთან ბურთს კარგად აკონტროლებდა და საკმაოდ კომბინაციურ ფეხბურთს თამაშობდა, თუმცა საგოლე მომენტებამდე საქმე არ მისულა.

“დინამოელები” იშვიათად გადადიდონენ გააზრებულ შეტევებში. პირველი მეტნაკლებად საფიხათო მომენტი 29-ე წუთზე მერებაშცილი – მარცვალაძის კომბინაციას მოჰყვა. თუმცა, ოთარის დარტყმა სუსტი აღმოჩნდა. ტაიმის ბოლო მასპინძლებმა კიდევ ორი მომენტი შემქნეს. პირველ შემთხვევაში “ზესტაფონი” შარიქაძემ იხსნა და დინამოელებს გოლის გატანის საშუალება არ მისცა. 45-ე წუთზე კი მარცვალაძემ მკერდით ჩამოიყო ბურთი და მიწაზე დაუშვებლად დაარტყა კარში, თუმცა პავლოვიჩი ადგილზე იყო.

მეორე ნახევარში გუნდებმა სიფრთხილეს მოუმატეს. 51-ე წუთზე ძარიამ გაისროლა შორიდან. ბურთი მცირე მანძილით ასცდა კარს. დაახლოებით იგივე დისტანიციიდან დაემუქრა ლორიას კარს გეწაძე – ისევ არაზუსტად.

73-ე წუთზე კი შეხვედრაში ერთადერთი გოლი გავიდა. ოთარ მარცვალაძის შესანიშნავი დარტყმის შემდეგ პავლოვიჩი უძლური იყო.

გოლიდან ერთ წუთში სტუმრებს ანგარიშის გათანაბრების საშუალება მიეცათ. საბანაძის დარტყმა ლორიამ კარის ხაზზე მოიგერია. ზესტაფონელები შეტევაში წავიდნენ, თუმცა რეალური კვლავ ვერაფერი ვერ შექმნეს. ბოლო წუთებში აღსანიშნავია დარკო გლიშიჩის ორი დარტყმა, შეცვლაზე შემოსული პაპუნაშვილი აქტიური თამაში  და “ზესტაფონელთა” ანგარიშის გათანაბრების უშედეგო მცდელობები.

 

მატჩის შემდეგ

გია გეგუჩაძე: ვულოცავ დინამოს გამარჯვებას. როგორ მოსალოდნელი იყო, საკმაოდ დაძაბული თამაში გამოვიდა. პირველი ტაიმი კარგად ჩავატარეთ, თუმცა მეორე ტაიმში მოვდუნდით და გოლიც გავუშვით. გათანაბრების შანსი გვქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. ერთი შეცდომა გადამწყვეტი გამოდგა. ჩვენი მიზანი მიმდინარე ჩემპიონატში ევროსაგზურის მოპოვებაა

მალხაზ ჟვანია: დაძაბული თამაში გამოვიდა. პირველ ნახევარში გაგვიჭირდა, მოწინააღმდეგემ ბურთის ფლობაში გვაჯობა. ამას გავუძელით და მეორე ტაიმში უკვე ჩვენ მოვიპოვეთ ინიციატივა, რასაც შედეგი მოჰყვა. 

დინამო: ლორია, იანსე, რეხვიაშვილი, გველესიანი, კვირკველია, გორგიაშვილი (პაპუნაშვილი 58′) , პაპავა, ძარია, მერებაშვილი (გლიშიჩი 77′), ჩისკო, მარცვალაძე (მოდებაძე 88′)

მწვრთნელი: მალხაზ ჟვანია

ზესტაფონი: პავლოვიჩი, ღონღაძე, ჭელიძე, ფერეირა, გურული, ჭანტურიშვილი (ფანცულაია 76′), შარიქაძე, კუხიანიძე (ჭანკოტაძე 64′), დოლიძე (ტატანაშვილი 86′), გეწაძე, საბანაძე.

გოლი: მარცვალაძე 73′

დღის მეორე შეხვედრაში “მეტალურგმა” – “ჩიხურას” უმასპინძლა და 2:0 მოუგო. გოლები საჯაიამ და გიგაურმა გაიტანეს.

მატჩისწინა ვარჯიში

დღეს დინამოელებმა ზესტაფონთან შეხვედრამდე მორიგი წვრთნა გამართეს. მალხაზ ჟვანიამ ფეხბურთელები დინამო არენაზე ავარჯიშა. შეგახსენებთ, რომ ხვალ საქართველოს ჩემპიონატის კალენდარულ მატჩში დინამოელები ზესტაფონს დაუპირიპირდებიან. დინამო TV გთავაზობთ დღევანდელი ვარჯიშის ამსახველ ვიდეო–კოლაჟს.

download

download (1)

file

FCDinamo.GE

დინამო VS ზესტაფონი – ბილეთები ინტერნეტით

29 მარტს, 18:00 საათზე, დინამო არენაზე საქართველოს ჩემპიონატის ოცდამეოთხე ტურის შეხვედრაში, დინამო თბილისი ზესტაფონს უმასპინძლებს.

შეხვედრაზე დასასწრები ბილეთების ელექტრონული ვერსიის შეძენა ინტერნეტის მეშვეობით  www.biletebi.ge ზე შეგეძლებათ.

ჩემპიონატის ლიდერთა მატჩის მოლოდინში

შაბათს, 29 მარტს, საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ეროვნული პირველობის მორიგ მატჩს გამართავს. თბილისის სტადიონი “დინამო-არენა” ზესტაფონელთადა თბილისელ დინამოელთა რიგით ოცდამეთორმეტე საჩემპიონატო დაპირისპირებას უმასპინძლებს – ოცდამეოთხე ტურის შეხვედრაში მარგველებიმიმდინარე პირველობის ერთპიროვნულ ლიდერსესტუმრებიან.

დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ხანაში ყველაზე მეტი ტიტულის შემგროვებელ დინამოელებთან ქალაქ ზესტაფონის წარმომადგენელი კლუბების დაპირისპირებათა ისტორია ათვლას რიგით მეორე ეროვნული ჩემპიონატიდან მოყოლებული იწყებს… 1991-2003 წლებში გამართულ მატჩებში ”მარგვეთმა” და ”მეტალურგმა” ვერ ახერხებდნენ თბილისელთათვის დიდი წინააღმდეგობის გაწევას, თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ დინამოელთა ულაპარაკო დომინირების პირობებშიც კი (“დინამომ” გასული საუკუნის 90-იან წლებში ჩატარებული ყველა ეროვნული ჩემპიონატი მოიგო) ზესტაფონის “მარგვეთმა” თბილისელები ორ შეხვედრაში მაინც დაამარცხა…

რაც შეეხება დინამოელებთან საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” “ურთიერთობებს” – სადღეისოდ ეროვნულ ჩემპიონატში გუნდებმა ერთმანეთში 31 შეხვედრა გამართეს. ამ მატჩებში 17-ჯერ გაიმარჯვეს თბილისელებმა, 6 დასრულდა ფრედ, 8 კი მოიგეს ზესტაფონელებმა. გატანილი და გაშვებული ბურთების სხვაობაში უპირატესობას სწორედ თბილისელი ფეხბურთელები ფლობენ –45:28.

საკმაოდ ხშირი გახლდათ თბილისურ-ზესტაფონური “ჯახები” დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის გათამაშებაშიც. უნდა ითქვას, რომ აქ უპირატესობა იმერლების მხარესაა: სადღეისოდ გამართულ 8 სათასო შეხვედრაში 3-ჯერ იმერლებმა იმარჯვეს, 2-ჯერ დედაქალაქელებმა, 3 მატჩიც ფრედ დასრულდა, ბურთების სხვაობა 5:4 ”ზესტაფონის” სასარგებლოდ. ერთხელაც გუნდები სუპერთასისათვის მატჩში შეხვდნენ ერთმანეთს და ის შეხვედრა თბილისელთა მინიმალური გამარჯვებით (1-0) დასრულდა.

სულ, 2004 წლის შემდეგ, “დინამოსა” და “ზესტაფონს” შორის 40 შეხვედრაა ჩატარებული, აქედან 20-ში დედაქალაქელებმა იმარჯვეს, 11-ში იმერლებმა, 9 მატჩი კი დასრულდა ფრედ, ბურთების სხვაობა 50:33 ”დინამოს” სასარგებლოდ.

საკმაოდ საინტერესოა ის, რომ ზესტაფონელთაგან დინამოელთა კარში სხვაზე ხშირად ჯაბა დვალს გაუტანია – ჯაბას “დინამოს” კარში 4 გოლი აქვს გატანილი. 2-2-ჯერ თბილისელთა კარის ბადე ერთბაშად 6 ზესტაფონელ ფეხბურთელს (შოთა ბაბუნაშვილი, თორნიკე გორგიაშვილი, ზურაბ იონანიძებექა გოცირიძე, ზაალ ელიავა და ნიკოლოზ გელაშვილი) შეურხევია. დღესდღეობით მარგველთა რიგებში მოასპარეზე ფეხბურთეთაგან კი “დინამოს” კარში ფეროელთა მაისურით ასპარეზობისას გატანილი გოლებით გიორგი ჭანკოტაძე, თეიმურაზ ღონღაძე და ვახტანგ ჭანტურიშვილი იწონებენ თავს …

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

“ზესტაფონის” სამი ქულის მომტანი მატჩი რუსთაველებთან

2014 წლის 25 მარტს გაიმართა საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის მორიგი მატჩები. მიმდინარე საფეხბურთო პირველობის მეორე ეტაპის სასტარტო, რიგით კი ოცდამესამე ტურის შეხვედრაში საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” რუსთავის საფეხბურთო კლუბ ”მეტალურგს” უმასპინძლა.

შეხვედრა მასპინძელთა იერიშებითა და მათივე სწრაფი გოლით დაიწყო – ანგარიშის გახსნის რამდენიმე უშედეგო მცდელობის შემდეგ, 13-ე წუთზე ზესტაფონელებმა სწრაფად გაითამაშეს კუთხური და რევაზ გეწაძის უზუსტესი გადაცემის შემდეგ ნიკა საბანაძემ ბურთი გრიგოლ ბედიაშვილის კარის ბადეში გადაგზავნა. გაშვებული გოლის შემდეგ გააქტიურდნენ რუსთაველები, რომლებიც მიზნის მიღწევას შორეული დარტყმებით ცდილობდნენ. მაგრამ აქვე უნდა ითქვას, რომ მარგველთა სერბი გოლკიპერი ბოიან პავლოვიჩი, წინა შეხვედრების მსგავსად, დღესაც საიმედოდ გამოიყურებოდა და საბოლოოდ, ისევ მოახერხა საკუთარი კარის მშრალად შენახვა.

თანდათანობით ზესტაფონელებმა მატჩის სადავეები ისევ იგდეს ხელთ და 34-ე წუთზე ანგარიშში სხვაობა ორამდე გაზარდეს. ეპიზოდში, რომელიც მეორე გოლის გატანას წინ უძღოდა, აღსანიშნავია თეიმურაზ ღონღაძის კარგი თამაში. მან ბურთისათვის ბოლომდე იბრძოლა, ამ ბრძოლაში გამარჯვებული დარჩა და ჩინებული გადაცემა გაუკეთა დიმიტრი ტატანაშვილს – თავის მხრივ, მიმდინარე ეროვნული ჩემპიონატის საკეთესო მეგოლემ ბოძებული შანსი ცივსისხლიანად გამოიყენა.

პირველთან შედარებით, შეხვედრის მეორე ნახევარი ნაკლებად სანახაობრივი გამოდგა. ზესტაფონელები მშვიდად აკონტროლებდნენ მატჩის მიმდინარეობას და თავის უპირატესობა ეჭვქვეშ წამითაც არ დაუყენებიათ. მეტიც, ნიკა საბანაძის, გიორგი გურულისა და ვახტანგ ჭანტურიშვილის დარტყმების შემდეგ მასპინძლებს ანგარიშის კიდევ უფრო გაზრდის შანსებიც მიეცათ. “ზესტაფონის” მორიგი გამარჯვება ანგარიშით 2-0.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

“ზესტაფონი” “მეტალურგთან” გასამართი მატჩისათვის ემზადება

გთავაზობთ ტელეკომპანია ”არგოს” სიუჟეტს, რომელიც სამშაბათს, 25 მარტს გასამართი საქართველოს XXV ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონსა” და რუსთავის “მეტალურგს” შორის მატჩისათვის მარგველთა მზადების შესახებ მოგვითხრობს.

რუსთავის “მეტალურგთან” ხვალ გასამართი შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

მეორე ეტაპის სასტარტო მატჩის წინ

სამშაბათს, 25 მარტს, საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ეროვნული პირველობის მორიგ მატჩს გამართავს. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გასამართ საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის მეორე ეტაპის სასტარტო, რიგით კი ოცდამესამე ტურის შეხვედრაში იმერული კლუბი რუსთავის “მეტალურგს” უმასპინძლებს.

რაც შეეხება რუსთაველებთან (“ოლიმპი” და “მეტალურგი”) საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” დაპირისპირებათა ისტორიას – სადღეისოდ ეროვნული ჩემპიონატის ეგიდით ამ გუნდებს ერთმანეთში 23 მატჩი აქვთ გამართული. აქვე უნდა შეგახსენოთ ისიც, რომ აქედან ერთ შეხვედრაში შედეგი არ დაფიქსირებულა – ზესტაფონში 2010 წლის 20 მარტს გამართული მატჩი, რომელშიც 89-ე წუთამდე 1-1 იყო, არბიტრმა გიორგი ვადაჭკორიამ მინდორზე შექმნილი არასაფეხბურთო სიტუაციის გამო არ დაამთავრა და საბოლოოდ ორივე გუნდს მარცხი (0-3) ჩაეთვალა. დანარჩენ მატჩებში 9-ჯერ იმარჯვეს ზესტაფონელებმა, 7 დასრულდა ფრედ, 6 კი მოიგეს რუსთაველებმა. გატანილი და გაშვებული ბურთების სხვაობაშიც უპირატესობა იმერელ ფეხბურთელებს გააჩნიათ – 23:16.

ორივე გუნდის ქომაგებს კარგად ახსოვს რუსთავურ-ზესტაფონური დაპირისპირებები დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის გათამაშებაშიც. უნდა ითქვას, რომ აქ აშკარა უპირატესობა იმერლების მხარესაა: სადღეისოდ გამართულ 6 სათასო შეხვედრაში 4-ში იმერლებმა იმარჯვეს, ხოლო 2 მატჩი დასრულდა ფრედ, ბურთების სხვაობა 7:1 ”ზესტაფონის” სასარგებლოდ.

საინტერესოა ისიც, რომ გატანილი გოლებით ზესტაფონელთაგან ქვემოქართლელები სხვაზე ხშირად ნიკოლოზ გელაშვილს გაუტანია – დღესდღეობით აზერბაიჯანული “ყარაბახის” ფორვარდს რუსთაველთა კარში 6 გოლი აქვს გატანილი (სათასო მატჩების ჩათვლით – 8). ჯაბა დვალს “ოლიმპისა” და “მეტალურგის” კარი 3-ჯერ აქვს აღებული (თასის ჩათვლით – 4), 2-2-ჯერ კი რუსთაველთა კარის ბადე ერთბაშად 5 ზესტაფონელ ფეხბურთელს (ჟილვან გომეს ვიეირა, გოგი ფიფია, ბექა გოცირიძე, თორნიკე გორგიაშვილი და შოთა გრიგალაშვილი) შეურხევია…

რუსთავის “მეტალურგთან” 25 მარტს გასამართი შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირი ინტერნეტ-ტრანსლაცია კი საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” ოფიციალურ ვებ-გვერდზე გადაიცემა.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

“ზესტაფონი” მეორე ეტაპის სტარტისათვის ემზადება

ორდღიანი დასვენების შემდეგ იმერლები ზესტაფონში შეიკრიბნენ და საკუთარ საწვრთნელ ბაზაზე ვარჯიშს შეუდგნენ. გუშინ საღამოს გუნდმა ერთხელ ივარჯიშა, დღევანდელი დღე კი დავით აბაშიძის სახელობის სტადიონის სატრენაჟორო დარბაზში დატვირთვებით დაიწყო და საღამოს გამართული ორმხრივი მატჩით დასრულდა.

ზესტაფონელები 25 მარტს რუსთავის “მეტალურგთან” საშინაო კედლებში გასამართი შეხვედრისათვის სრული შემადგენლობით ემზადებიან. სასიამოვნო სიახლეთა რიცხვს მიეკუთვნება ის ამბავი, რომ გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშს შეუდგა გუნდის სერბი ნახევარმცველი იგორ იელიჩი, რომელსაც ტრავმის გამო რამდენიმე თვე გაუცდა.

გთავაზობთ მცირე ფოტირეპორტაჟს, რომელიც ზესტაფონელთა დღევანდელი ვარჯიშის მიმდინარეობას ასახავს.

DSC06205

DSC06003

DSC06020

DSC06038

DSC06040

DSC06042

DSC06045

DSC06051

DSC06052

DSC06058

DSC06060

DSC06063

DSC06078

DSC06088

DSC06110

DSC06158

DSC06164

DSC06190

DSC06201

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

გიორგი დევდარიანი: “სირცხვილია იმ ჩემპიონატის ყურება, სადაც მატჩების უმრავლესობა გარიგებულია”

რამდენიმე საათის წინ, ახალგაზრდა ქართველი მწვრთნელი გიორგი დევდარიანი სოციალური ქსელის საშუალებით ბოლო დროს გავრცელებულ ამბებს საკმაოდ ვრცელი განცხადებით გამოეხმაურა, რომელსაც ჩვენ აქვე გთავაზობთ.

შეგახსენებთ, რომ დევდარიანმა რამდენიმე დღის წინ, ტელეკომპანია “იმედის” გადაცემა “პოლიტიკის დროში” დარეკა და თქვა, რომ მას რცხვენია.

“ბოდიშს ვიხდი გადაცემაში დაუსრულებელი აზრი, ამდენ ხანს რომ ვერ დავამთავრე. მიზეზი ნამდვილად მქონდა.

მინდა, დავიწყო იმით, რომ რაგბისტებს გამარჯვება მივულოცო, მათ ეს დაიმსახურეს. რამდენიმე წლის წინ კიკეთში ვიმყოფებოდი, სადაც ასეთ ფაქტს შევესწარი: ტყეში ერთი პატარა რაგბისტი დაიკარგა. არ ვიცი, როგორ მოახერხეს, მაგრამ ძალიან მოკლე დროში, თბილისში მყოფი ყველა რაგბისტი, დაწყებული პრეზიდენტით და დამთავრებული პატარა რაგბისტებით, დარზმულები გაჩდნენ იმ ადგილას. შეესივნენ ტყეს, დაიწყეს ძებნა და მანამ არ წავიდნენ სახლში, სანამ ის ბავშვი არ იპოვეს. როგორც მახსოვს ღამის გათენება ტყეში მოუხდათ, ბავშვს ორი დღე ეძებდნენ. იპოვეს და გაიმარჯვეს. სხვანაირად ვერ მოიგებ. ერთობას გაუმარჯოს.

ახლა, რაც შეეეხება გადაცემას. პირველ რიგში, მინდა, ვთქვა, რომ არც არავიზე უკეთესი მგონია ჩემი თავი. მე ისეთივე ცოდვით სავსე ვარ, ვისზეც ვიძახი, მრცხვენია-თქო. ძალიან მინდა, ყველა უკეთესად ვიყოთ. იმ გადაცემის შემდეგ, ბევრი ადამიანი მხვდება და მეუბნება, რისი თქმა გინდოდაო.

ბევრმა ისე გაიგო, თითქოს, რაც ვთქვი ფედერაციის მისამართით იყო გამოთქმული. ვეცდები განვმარტო. იმ დღეს, ფედერაციის მიმართ არაფერი მითქვამს და არა იმიტომ, რომ ვთვლი, უშეცდომოდ მუშაობენ და უნაკლო ორგანიზაციაა. უნაკლო ორგანიზაციას კი არა, კაცს ვერ ნახავ უშეცდომოს. მეც ფედერაციაში ვმუშაობ და თუ რამე არ მომწონს ან არ ვეთანხმები, არავინ მიშლის ჩემი აზრის გამოთქმას. ხან მეთანხმებიან, ხან – არა, თუმცა ეს ნორმალურიცაა. ფედერაციას ისედაც ხშირად აკრიტიკებენ.

კრიტიკა აუცილებელია და ვერც ამაში ვხედავ რაიმე საგანგაშოსა და სამარცხვინოს. მე მინდა იმას შევეხო, რისიც მრცხვენია და ვთვლი, რომ მარტო ფედერაცია ვერ მოერევა, თუ ყველა ჩვენთაგანი, ვისაც ფეხბურთი უყვარს, არ გამოიჩენს პრინციპულ პოზიციას. ჯერ მინდა, გადაცემის ყველა სტუმრის მიმარტ პატივისცემა გამოვხატო, იქ პირადული პრობლემა არავისთან მქონია. ჩემი მიზანი იყო და არის, რომ ქართულ ფეხბურთში სიტუაცია გაუმჯობესდეს.

მე არც პროკური ვარ და არც გამომძიებელი. ჩემი სურვილი არ არის და არც არასოდეს იქნება ვინმეს დაჭერა და გაუბედურება. არც ის ვიცი ზუსტად, ვინ ვისგან რას იღებს და რას უბრუნებს, მაგრამ ყველგან იმაზე მიდის საუბარი, თუ რა უმსგავსობა ხდება. სწორედ ამაზე ვთქვი, რომ მრცხვენია და მართლაც, ძალიან მრცხვენია ამდენი შურისა და გაუტანლობის. მაისურაძემ (“ლოკომოტივი” – ავტ.) “ბარსელონას” მოუგო და ასე თქვეს, მესამე გუნდს მოუგესო (მაგ სიმართლით იარონ). მრცხვენია განკითხვისა და ტყუილების. გამარტოკაცების მრცხვენია და მეშინია, რომ ეს ჩვენი მომავალი თაობებისათვის ნორმად არ იქცეს, არადა ბევრიც არაფერი უკლია.

სირცხვილია იმ ჩემპიონატის ყურება, სადაც მატჩების უმრავლესობა გარიგებულია (გეგუჩაძის გარდა, თავს ვერავიზე დავდებ რო არა, მაგრამ ვერ დაუმტკიცებ). პირველი ლიგა ხომ სულ ქარვასლაა, წაგვლეკეს აზიის ტოტალიზატორებმა და თან რა მოედნებზე. ეს ოქროსავით ნაკრების ბიჭები რომ ჩაგვყავს სათამაშოდ, სიტყვების პოვნაც კი ჭირს, რომ მოტივაცია მოუძებნო. არადა, ხვალ ელიტ-რაუნდი ელით და მსოფლიოს ჩემპიონატზე გასასვლელად ემზადებიან.

მრცხვენია, რომ აქა-იქ გუნდებში მოსახვედრად ისევ გაისმა “სტავკების” შესახებ. ამაზე ყველა აქტიურად საუბრობს, თანაც, როცა ლაპარაკობენ, სულ დედას გვაგინებენ. ბავშვები ადამიანების ნდობას კარგავენ და არ მრცხვენოდეს? ერთი კაცის გამო, ჩირქი ას კაცს ეცხება. ყველა ერთ ქვაბში ვიხარშებით და თუ მალე, გონზე არ მოვალთ, დავიღუპებით.

მოვა სულ მალე არჩევნები და აირჩიეთ, ვინც გინდათ. სხვა თუ არაფერი, ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები ნაღდად სამართლიანი იყო. მგონია, ახლაც ასე იქნება. მაგრამ, არჩევნებამდეც გავრისკოთ, ერთად დავდგეთ და ვნახოთ, რა გამოვა.

თქვე კაი ხალხო, ადამიანები ოთახიდან გამოუსვლელად, გამოქვაბულებში ნახულობენ იმათ, ვინც ჭირდებათ. დავიჯერო ძნელია, ფედერაციასთან ერთად, გინდ მის გარეშეც, შეიქმნას რაიმე ჯგუფი, რომელიც 24 საათი იმუშავებს მაგ საქმეებზე და იმათ ვინც ხელებს აფათურებს, ხელების ფათურსა უკრძალავს.

კიდევ ერთხელ, მე არავის დაჭერა არ მინდა. მინდა, რომ ქვეყანაში თავაწეულებმა ვიაროთ, ისევე როგორც ჩვენი რაგბისტები, წყალბურთელები, კალათბურთელები და მოჭიდავეები დადიან.”

“სიონთან” მარიგი დაპირისპირების წინ

საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ქვეყნის პირველობის მორიგი მატჩისათვის ემზადება. მიმდინარე წლის 16 მარტს საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის ოცდამეორე ტურის შეხვედრაში მარგველები ბოლნისის საფეხბურთო კლუბ ”სიონს” მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე ესტუმრებიან.

ბოლო წლების განმავლობაში ორივე კლუბი ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის უცვლელი ბინადარი გახლავთ და ერთმანეთში ურთიერთობებს ზედიზედ მეათე სეზონია არკვევს. ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში “ზესტაფონისა” და “სიონის” ურთიერთშეხვედრები სადღეისოდ 26 დაპირისპირებას ითვლის. ამ შეხვედრებში დიდი უპირატესობა მარგველთა მხარესაა – 15 მოგება, 7 ფრე (საინტერესოა, რომ შვიდივეჯერ 0-0) და 4 წაგება, გატანილი და გაშვებული ბურთების სხვაობა – 31:9.

აქვე უნდა ითქვას, რომ დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის გათამაშებაში ზესტაფონელებმა და ბოლნისელებმა ერთმანეთში პირველად სწორედ მიმდინარე გათამაშებაში იასპარეზეს. “სიონმა” იმერლები ორივე შეხვედრაში მინიმალური ანგარიშით 1-0 დაამარცხა და თასის გათამაშების მეოთხედფინალური სტადიის საგზურიც მოიპოვა.

ბოლნისის “სიონთან” კვირას გასამართი შეხვედრა 15:00 საათზე დაიწყება.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური