აბრამოვიჩი მოურინიოს მხარს უჭერს

ლონდონის „ჩელსის“ მფლობელი რომან აბრამოვიჩი გუნდის მთავარ მწვრთნელს ჟოზე მოურინიოს კვლავ დიდ ნდობას უცხადებს. ამის შესახებ „The Times“-ი წერს.

წყაროს ცნობით, სეზონის ძალია ცუდი სტარტის მიუხედავად, აბრამოვიჩი პორტუგალიელ სპეცილიასტს მაინც ენდობა და მის გაშვებაზე ჯერ არ დაფიქრებულა.

შეგახსენებთ, რომ პრემიერლიგის ხუთი ტურის შემდეგ „ჩელსი“ ოთხი ქულით მე-17 ადგილზე იმყოფება.

ჟოზე მოურინიო რობერტო მარტინესს გაუჯავრდა

“ტელეგრაფის” ცნობით, ინგლისის პრემიერლიგის მე-5 ტურში ლივერპულის “ევერტონსა” და “ჩელსის” შორის გამართული მატჩის (3:1) შემდეგ ლონდონელთა მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო მერსისაიდელთა თავკაც რობერტო მარტინესს გაუჯავრდა.

წყაროს ცნობით, პორტუგალიელი სპეციალისტი უკმაყოფილო დარჩა იმ ფაქტით, რომ მოცდა მოუწია, სანამ მარტინესი მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე გამოსვლას დაასრულებდა.

როგორც “ტელეგრაფი” წერს, როდესაც მარტინესი საპრესკონფერენციო დარბაზიდან გამოვიდა, მოურინიომ მას უთხრა: “რობერტო, მომდევნო ჯერზე თქვი, რომ პირველი მე წარვდგები ჟურნალისტების წინაშე, რადგან ჩვენ შინისაკენ უნდა გავემგზავროთ”. მარტინესმა უპასუხა, რომ ეს მისი საქმე არ არის, რაზეც მოურინიომ უხამსად მიუგო: “F*** hell” (“ეშმაკსაც წაუღიხარ!”).

 

ვარანი: „მოურინიომ წიხლი ჩამარტყა“

მადრიდის „რეალის“ მცველმა რაფაელ ვარანმა ჟურნალისტებს ჟოზე მოურინიოსთან მუშაობის გამოცდილების შესახებ უამბო. ფეხბურთელის თქმით, ვარჯიშზე მან პორტუგალიელისგან ბოლომდე დახარჯვა ისწავლა.

„რეალში“ ჩემს მეორე წელს მოურინიომ წიხლი ჩამარტყა, რადგან იმას ვერ ვაკეთებდი, რასაც ის ჩემგან ითხოვდა. მან მითხრა, რომ ვარჯიშებზე ბევრს არ დავრბივარ. ვიცოდი, ის მართალი იყო. ბოლომდე ნამდვილად არ ვიხარჯებოდი. მოურინიოს ბევრი ლაპარაკი არ სჭირდება. ის ყოველთვის პირდაპირია“, – განაცხადა ფრანგმა.

დაუბრუნდება თუ არა თავის სამუშაოს „ჩელსის“ ექიმი?

ლონდონის „ჩელსის“ ექიმი ევა კარნეირო, სავარაუდოდ, კლუბთან თანამშრომლობას არ გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „ტელეგრაფი“ ავრცელებს.

დიდი ალბათობით, კარნეირო კლუბთან კონთრაქტს სულ მალე გაწყვეტს. წყაროს ინფორმაციით, მხარეებმა ამ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკება უკვე დაიწყეს.

შეგახსენებთ, რომ კარნეირომ მუშაობა ჟოზე მოურინიოსთან კონფლიქტის დაწყების შემდეგ შეწყვიტა.

კარნეიროს პრობლემის მიზეზი? – სექსუალური ურთიერთობა “ჩელსის” ფეხბურთელთან

ყოველდღე უფრო საინტერესო ხდება, თუ რატომ დაითხოვა ჟოზე მოურინიომ გუნდიდან ერთ-ერთი მთავარი ექიმი.

“სუონსისთან” მატჩის(2:2) შემდეგ, ჟოზე მოურინიომ გუნდის ექიმი, ევა კარნეირო საშინლად გააკრიტიკა, სულ მალე კი სამსახურიდან დაითხოვა.

თავად ევამ, მოურინიოსგან საჯარო ბოდიში მოითხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, სასამართლოში ჩივილით დაემუქრა, ვინაიდან პორტუგალიელმა სამედიცინო პერსონალს მსუბუქი ყოფაქცევის ქალბატონი უწოდა.

თუ ბრიტანულ გამოცემა, The Sun-ს დავუჯერებთ, კარნეიროს საქმე ცუდად მიდის. თუ ევას ყოფილ მეგობარ ბიჭს დავუჯერებთ, ინგლისელს “ჩელსის” რამდენიმე ფეხბურთელთან ვნებიანი სექსი ჰქონდა, გუნდში ურთიერთობის გამყარების მიზნით.

არის თუ არა ეს ყოველივე ჟოზე მოურინიოსა და ევა კარნეიროს კონფლიქტის მიზეზი, უცნობია. ამას გარდა, “ჩელსიმ” მწვრთნელის შეკვეთით, გუნდიდან ფიზიოთერაპევტი, ჯონ ფირნიც დაითხოვა.

ევა კარნეირომ შესაძლოა, ჟოზე მოურინიოს სასამართლოში უჩივლოს

“დეილი მეილის” ცნობით, ლონდონის “ჩელსის” ექიმმა ევა კარნეირომ შესაძლოა, კლუბის მთავარი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანოს.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის პრემიერლიგის I ტურში ლონდონის “ჩელსისა” და “სუონსი სიტის” შორის გამართული მატჩის (2:2) მიწურულს “პენსიონერთა” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო კლუბის ფიზიოთერაპევტ ევა კარნეიროს გაუჯავრდა. პორტუგალიელი სპეციალისტი უკმაყოფილო დარჩა იმ ფაქტით, რომ შეხვედრის ბოლო წუთებში მედიკოსები მსაჯის ნებართვის შემდეგ ედენ აზარის დასახმარებლად მოედანზე გავიდნენ, რის გამოც ბელგიელ ფეხბურთელს დროებით მინდვრის დატოვება მოუხდა. მოურინიო დარწმუნებული იყო, რომ აზარი მოედანზე არა დაზიანების, არამედ დაღლილობის გამო იწვა. ტიბო კურტუას გაძევების გამო “ჩელსი” ათი კაცით თამაშობდა და აზარის მოედნიდან გასვლის შემდეგ ლონდონელები მინდორზე ცხრანი დარჩნენ.

41 წლის ესპანელი ექიმი დისკვალიფიკაციით დასაჯეს და იგი “ჩელსის” მატჩებსა თუ ვარჯიშებზე ფუნქციების შესრულებას გარკვეული ხნით ვერ შეძლებს.

ევა კარნეირო ჟოზე მოურინიოსგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას მოითხოვს.

 

როგორ გაუჯავრდა ჟოზე მოურინიო ევა კარნეიროს მატჩის მიმდინარეობისას (ვიდეო)

ინგლისის პრემიერლიგის I ტურში ლონდონის “ჩელსისა” და “სუონსი სიტის” შორის გამართული მატჩის (2:2) მიწურულს “პენსიონერთა” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო კლუბის ფიზიოთერაპევტ ევა კარნეიროს გაუჯავრდა. პორტუგალიელი სპეციალისტი უკმაყოფილო დარჩა იმ ფაქტით, რომ შეხვედრის ბოლო წუთებში მედიკოსები ედენ აზარის დასახმარებლად მოედანზე გავიდნენ, რის გამოც ბელგიელ ფეხბურთელს დროებით მინდვრის დატოვება მოუხდა.

 

„ჩელსიმ“ მოურინიოსთან ახალი კონტრაქტი გააფორმა

ინგლისის პრემიერლიგის დაწყებამდე ერთი დღის ადრე ლონდონის „ჩელსიმ“ ჟოზე მოურინიოსთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.

მხარეების მიერ გაფორმებული ხელშეკრულება 2018/19 წლების სეზონის ბოლომდე იმოქმედებს.

შეგახსენებთ, რომ მოურინიო, რომელიც ლონდონში 2004 წლიდან 2007 წლამდე მუშაობა, „ჩელსიში“ 2013 წელს დაბრუნდა და გასულ სეზონში პრემიერლიგა მოიგო.

 

მოურინიო ინგლისში კიდევ უფრო დაძაბულ სეზონს მოელის

ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ინგლისის პრემიერლიგაში კიდევ უფრო დაძაბულ სეზონს მოელის. პორტუგალიელი სპეციალისტი თვლის, რომ ტიტულისთვის მინიმუმ ხუთი კლუბი იბრძოლებს, დანარჩენები კი მთავარ პრეტენდენტებს ბევრ ქულას დააკარგვინებენ.

“ჩემპიონობის არაკანდიდატი გუნდები კიდევ უფრო მეტ მატჩს მოუგებენ ტიტულის მოპოვების პრეტენდენტ კლუბებს. მათ ჰყავთ ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც ჩვენნაირ გუნდებშიც ითამაშებდნენ. მაგალითად, იოან კაბაის, ჯორჯინიო ვეინალდუმსა და მაქს გრადელს “ჩელსიში” თამაში შეუძლიათ.

ტიტულის მოპოვების მინიმუმ ხუთი კანდიდატი გუნდი გვყავს, დანარჩენები კი სულ უფრო ძლიერდებიან.

პრემიერლიგაში მოასპარეზე ყველა გუნდს კარგი ფეხბურთელები ჰყავს. ასე რომ, ტოპ-კლუბებს კიდევ უფრო გაუჭირდებათ”, – მოურინიოს სიტყვები BBC-ის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

“ჩელსი” პრემიერლიგის ახალ სეზონს დამდეგ შაბათს, “სუონსი სიტის” წინააღმდეგ გასამართი საშინაო მატჩით იწყებს.

 

მოურინიო: “თუ მწვრთნელებს არ სურთ, ერთმანეთს ხელი არ უნდა ჩამოართვან”

ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ინგლისის სუპერთასზე “არსენალის” წინააღმდეგ გამართული მატჩის (0:1) შემდეგ მომხდარ შემთხვევაზე ისაუბრა, როდესაც მან “მეთოფეთა” თავკაც არსენ ვენგერს ხელი არ ჩამოართვა. ამ ფაქტმა სპორტულ მედიაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, თუმცა თავად პორტუგალიელი თვლის, რომ თუ მწვრთნელებს არ სურთ, ერთმანეთს ხელი არც უნდა ჩამოართვან.

“არ მინდა, მომხდარისგან რაღაც ისტორია შევქმნა. როდესაც ქუჩაში მიდიხართ, ვალდებული არ ხართ, ყველას მიესალმოთ და ხელი ჩამოართვათ. როდესაც კლუბს წარმოადგენთ, ცოტა სხვაგვარი სიტუაციაა. სუპერთასის დროს ვფიქრობდი ჩემს გუნდზე, გამარჯვებულზე, “უემბლიზე”, რომელიც, ჩემი აზრით, ბოლო საფეხბურთო სტადიონია, სადაც შეგიძლია ისე არ მოიქცე, როგორც საჭიროა, თუმცა მე ვთვლი, რომ თუ მწვრთნელებს არ სურთ, ერთმანეთს ხელი არ უნდა ჩამოართვან”, – განაცხადა მოურინიომ “სქაი სპორტსისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

 

გვარდიოლა მოურინიოსთან კონფლიქტის შესახებ ინფორმაციას გამოეხმაურა

„აუდის თასის“ დაწყებამდე ერთი დღით ადრე მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ პრესკონფერენციაზე „ჩელსის“ თავკაცი ჟოზე მოურინიო შეაქო და აღნიშნა, რომ პორტუგალიელი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტია. ასევე გვარდიოლამ განაცხადა, რომ მოურინიოსთან არანაირი კონფლიქტი არ აქვს.

„ჟოზე მოურინიო მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია. მასთან არანაირი კონფლიქტი არ მაქვს. ჩემი მიზანი გუნდისთვის შედეგის მოტანაა და არა პლანეტის საუკეთესო მწვრთნელად ყოფნა“, – ციტირებს გვარდიოლას გამოცემა AS-ი.

„აუდის თასის“ ნახევარფინალში „ბაიერნი“ „მილანს“ შეხვდება. ტურნირის მეორე მატჩში კი „რეალი“ „ტოტენჰემს“ დაუპირისპირდება.

მოურინიომ ვერცხლის მედალი ტრიბუნაზე გადააგდო (ვიდეო)

ინგლისის სუპერთასის შეხვედრა, რომელიც “უემბლიზე” ლონდონის “არსენალსა” და “ჩელსის” შორის გაიმართა, ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენის კინკილა გოლის წყალობით “მეთოფეებმა” ანგარიშით 1:0 მოიგეს. მატჩის შემდეგ “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ვერცხლის მედლის თავისთან დატოვება არ ისურვა და ტრიბუნაზე მყოფ ბიჭუნას გადაუგდო.

მატჩის შემდეგ პორტუგალიელმა სპეციალისტმა განმარტა, რომ გადამწყვეტ შეხვედრაში დამარცხებულისთვის განკუთვნილ მედლებს არ ინახავს.

“ეს მედალი დამარცხებულისთვისაა განკუთვნილი. იმ ბიჭისთვის დასამახსოვრებელი მომენტი იქნება.
“ჩელსიმ” უკეთესად ითამაშა, ინიციატივა ჩვენგან მოდიოდა, ბურთს ჩვენ ვაკონტროლებდით. ეს სეზონის ის პერიოდია, როცა ყველა ენერგიაგამოცლილია.
“არსენალი” თავს ათი კაცით იცავდა. კარგად იყვნენ ორგანიზებულნი. ასე რომ, ვულოცავ გამარჯვებას”, – ციტირებს მოურინიოს სიტყვებს “დეილი მეილი”.