პსჟ-ს მთავარი მწვრთნელის ლორან ბლანის აზრით, „ჩელსი“ ინგლისის თასს სპეციალურად გამოეთიშა, რათა მის გუდნთან უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის პირველი 1/8-ფინალური მატჩისთვის მზად ყოფილიყო.
„მოურინიო გენიოსია. ლონდონელებმა ინგლისის თასზე „ბრედფორდთან“ წააგეს, რაც გუნდს ჩვენთან მატჩისთვის ერთი კვირის განმავლობაში მომზადების საშუალებას მისცემს. წარმომიდგენია, რა კრიტიკა იქნებოდა ჩვენი მისამართით, თ ანალოგიურად დავმარცხდებოდით. ბევრი იტყოდა, რომ მე ფეხბურთი ცუდად ვიცი“, – განაცხადა ბლანმა.
“მანჩესტერ სიტის” სატრანსფერო პოლიტიკას “ჩელსის” თავკაცი ჟოზე მოურინიო დიდი ყურადღებით აკვირდება.
“ქალაქელებს” ბრალს სდებენ უილფრიდ ბონის შეძენის დროს ფინანსური ფეირ-პლეის დარღვევაში. მართვის ორგანო 50 მილიონის დაბრუნებას ითხოვს, რადგან, მათი თქმით, ინგლისურმა კლუბმა ბოლო დროს ახალწვეულებში 91 მილიონი ფუნტი დახარჯა.
ამდენად, მანუელ პელეგრინის გუნდმა ჯეკ როდუელის, ხავი გარსიასა და ალვარო ნეგრედოს გაშვებით, დაახლოებით, 24 მილიონ ფუნტამდე მიიღო.
ამავე დროს, უეფას ამ საქმის გამოძიებას “არისტოკრატთა” მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო თხოვს.
“ეჭვი არაა, რომ ჩვენ უეფად წესებში ვჯდებით. ეს სისულელე და ჭორებია. ტრანფერების გაკეთებისას ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ წესების სრული დაცვით მოგვეხდინა ახალწვეულების წარდგენა და ფეხბურთელების გაშვება. ამიტომაც, ჟოზე მოურინიოს ურჩევნია, მათემატიკა ისწავლოს,” – ასე უპასუხეს პორტუგალიელის კრიტიკას “მანჩესტერელთა” წარმომადგენლებმა.
ლონდონის„ჩელსის“მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ 2008 წელს სერბი მცველისბრანისლავ ივანოვიჩის გადასვლა კლუბის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ტრანსფერად მოიხსენია.
„არის თუ არა ივანოვიჩის ტრანსფერი კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო? ვფიქრობ, ეს ასეა. იგი გუნდში ჩემი პირველი პერიოდის შემდეგ მოვიდა და თავი საუკეთესო მხრიდან წარმოაჩინა. ბრანისლავი ნამდვილი მებრძოლია, რომელსაც დიდი გული აქვს“, – განაცხადა ფეხბურთის პორუგალიელმა სპეციალისტმა.
შეგახსენებთ, რომ ივანოვიჩი „ჩელსის“ მოსკოვის „ლოკომოტივიდან“ შეუერთდა.
“ჩელსის” პორტუგალიელ თავკაცს, ჟოზე მოურინიოს არ სჯერა, რომ მის გუნდს მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგის საჩემპიონო ტიტული განაღდებული აქვს.
როგორც იცით, გუშინ ლონდონელებმა “ვილა პარკზე” 1-2 იმარჯვეს, ხოლო მათმა კონკურენტმა “მანჩესტერ სიტიმ” საშინაო არენაზე ქულები “ჰალ სიტისთან” დაკარგა.
“იმ შემთხვევაში, თუ ვიქნებოდით სხვა ჩემპიონატში, ვიტყოდი, რომ ეს ფანტასტიკური შედეგია, მაგრამ ინგლისში სხვაობა შვიდი ქულა, არაფერია. წინ კიდევ 14 ტურია, საქმე 42 ქულას ეხება. ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
“რას ვიტყვი “მანჩესტერ სიტის” ჩავარდნაზე? – არაფერს. ეს პრემიერ ლიგაა, სადაც ნებისმიერი რამ ხდება. აქ ლიდერი და აუტსაიდერი არ არსებობს. არ ვარ მეტოქის შედეგით დაინტერესებული. რაც მთავარია, ჩვენ დავამარცხეთ “ასტონ ვილა“,“-განაცხადა მოურინიომ.
ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო თვლის, რომ საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა მას რაფაელ ვარანისა და კურტ ზუმას განვითარებისთვის სამადლობელი წერილი უნდა გაუგზავნონ. შეგახსენებთ, რომ ფეხბურთის პორტუგალიელი სპეციალისტი ვარანს მადრიდის “რეალში” მუშაობის პერიოდში თავკაცობდა, ზუმას კი ამჟამად “ჩელსიში” ხელმძღვანელობს.
“საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ მსოფლიოს მასშტაბით ორი საუკეთესო ახალგაზრდა ცენტრალური მცველის გამო მადლობის წერილი უნდა გამომიგზავნოს. წარმოგიდგენიათ, კიდევ რამდენი წლის განმავლობაში ითამაშებენ ვარანი და ზუმა უმაღლეს დონეზე? ფრანგთა თავკაცი დიდიე დეშამი ამით ბედნიერი უნდა იყოს”, – ციტირებს მოურინიოს სიტყვებს BBC.
“რეალ სოსიედადის” ნახევარმცველმა ესტებან გრანერომ განაცხადა, რომ კლუბის თავკაცის, დევიდ მოიესის მუშაობის მეთოდი ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს სტილს აგონებს. შეგახსენებთ, რომ გრანერო მადრიდის “რეალში” მოურინიოს თავკაცობით 2010-დან 2012 წლამდე თამაშობდა.
“თითოეულ მწვრთნელს ახასიათებს თავისებურება, თითოეულ მწვრთნელს მუშაობის საკუთარი მეთოდი აქვს, თუმცა მოიესი და მოურინიო იდეებსა და პროფესიონალიზმში ერთმანეთს ძალიან ჰგვანან. ორივეს სურს, რომ ფეხბურთელებისთვის ყოველივე საუკეთესო გასცეს. მოურინიომ “რეალს” დიდება დაუბრუნა. მე მისგან ბევრი რამ ვისწავლე, კიდევ უფრო განვვითარდი. მან მადრიდული კლუბი ევროპაში ყველაზე ძლიერ გუნდად აქცია”, – განაცხადა გრანერომ.
ფეხბურთის პორტუგალიელმა სპეციალისტმა მსოფლიოს თავი კარგ შედეგებთან ერთად მრავალი რეზონანსული ქმედებით დაამახსოვრა.
“ყიდნულის” ჟოზე
ჟოზე მოურინიომ დიდიე დროგბას გამოწვევა მიიღო Ice Bucket Challenge-ში მიიღო მონაწილეობა. თავის მხრივ პორტუგალიელმა ესტაფეტა ბრაიან ადამსს, ჯეიმს მაკვოის და საკუთარ ქალიშვილს გადასცა.
გულახდილი ჟოზე
საიდუმლო არ არის, რომ მოურინიო საკმაოდ ბევრ ადამიანს არ მოსწონს, თუმცა ჟოზე ამის გამო არ ნერვიულობს. “იესოც არ მოსწონდა ყველას და ჩემზე ხომ საუბარიც ზედმეტია” – ანაცხადა ერთხელ პორტუგალიელმა.
მაგრამ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოურინიოს პირადად არ იცნობს ჩანს, რომ ის გულის სიღრმეში კეთილი ადამიანია. სითბოს ის საკუთარი ოჯახის გარდა, უხცო ადამიანების მიმართაც იჩენს. ერთ-ერთი პრესკონფერენციის დროს ჟოზე წამოდგა და დარბაზში მყოფი ჟურნალისტი მოიკითხა. რჩეული რეგს მარტელი გახდა, რომელმაც სიმსივნე დაამარცხა და საკუთარ სამსახურს დაუბრუნდა
ღვინო “რუსი მოურინიოსთვის”
მოსკოვის ცსკა-ს მწვრთნელ ლეონიდ სლუცკის ადგილობრივმა ჟურნალისტებმა რუსი მოურინიო შერაქვეს. როცა ამის შესახებ პორტუგალიელმა მოურინიომ შეიტყო, მან თავის რუს კოლეგას ღვინო გადასცა. რუსეთიდან კი საჩუქრად არაყი მიიღო. “ალკოჰოლური ბარტერი” 2010 წელს ჩემპიონთა ლიგის მატჩამდე მოხდა.
მოურინიოს მილიონი
2009 წელს ათასობით ბრიტანელმა ელექტრონულ პოსტაზე საინტერესო წერილი მიიღო: “გამარჯვეა! მესმის, თქვენ გკვირთ, მაგრამ ჩემს ანგარიშზე მილიონი გირვანქაა. გამომიგზავნეთ თქვენი მონაცემები და მიიღეთ ღირებული საახალწლო საჩუქრები. ჟოზე მოურინიო”. როგორც შემდეგ გაირკვა ეს უბრალო სპამი ყოფილა, მაგრამ, როდესაც ამის შესახებ მოურინიომ გაიგო მან რამდენიმე ოჯახს მართლაც გაუკეთა საჩუქრები და ხუმრობით ისიც აღნიშნა, რომ ჟოზე სიტყვის კაცია.
როგორ უნდა წააგო მატჩები
ცოტა ხნის წინ “ჩელსი” ინგლისის თასზე “ბრედფორდთან” სენსაციურად 4:2 დამარცხდა. არადა ლონდონელები შეხვედრას ორბურთიანი უპირატესობით იგებდნენ, თუმცა შემდეგ სასწაული მოხდა. მატჩის შემდეგ მოურინიომ ძალიან ღირსეული კომენტარი გააკეთა: “რა მოხდა? ეს ფეხბურთია და ის შესანიშნავია. ჩვენთვის კი დღევანდელი მარცხი დიდი სირხვილია”
ინტევიუს შემდეგ მოურინიო “ბრედფორდის” გასახდელში შევიდა და წარმატება მეტოქე გუნდის თითოეულ ფეხბურთელს პირადად მიულოცა.
“ასეთ დამოკიდებულებას პირველად ვხედავ. ეს ჩემი ცხოვრების საუკეთესო წუთებია” – განაცხადა “ბრედფორდის” ნახევარმცველმა ენდრიუ ჰოლიდეიმ.
ფეხბურთის პორტუგალიელმა სპეციალისტმა მსოფლიოს თავი კარგ შედეგებთან ერთად მრავალი რეზონანსული ქმედებით დაამახსოვრა.
კასილიასი და ჩეხი სათადარიგოთა სკამზე
ჟოზე მოურინიოს ლექსიკონში სიტყვები “ავტორიტეტი” და “სუპერვარსკვალვი” უბრალოდ არ არსებოს. პორტუგალიელს თამამი საკადრო გადაწყვეტილებების არასდროს ეშინოდა. მისი მკაცრი ვერდიქტი საკუთარ თავზე ძალიან ბევრმა ტოპ მოთამაშემ იგრძნო.
ყველაზე ხმაურიანი ისტორიები კი მეკარეებს შეემთხვათ. “რეალში” მოურინიომ თადარიგში იკერ კასილიასი გადაიყვანა. ის, რომ იკერი ძველებურად დამაჯერებელი აღარ არის ფაქტია, მაგრამ მადრიდელთა კაპიტანი “სათასო მეკარის” სტატუსს ნამდვილად არ იმსახურებს. ანალოგიური რამ მოურინიომ პეტერ ჩეხის შემთხვევაში გააკეთა, რომელსაც ახალგაზრდა კურტუა ამჯობინა. ამ გადაწყვეტილებებს დღესაც აქტიურად განიხილავენ და საკითხის შესახებ ბევრსაც საუბრობენ, თუმცა მოურინიოს ეს ნაკლებად აღელვებს. ანეგდოტი ბალოტელის შესახებ
რეალურ ამბავზე დაფუძნებული ცნობილი ისტორია, რომელმაც მსოფლიო მოიარა. ისტორია იტალიელ ფორვარდის და ამბის მთხრობელის ხასიათს ნათლად წარმოგიდგენთ.
ემოციურად აღნიშნული გოლები
ჟოზე საკუთარი გუნდის კარგ თამაშზე განსხვავებულად რეაგირებს. გადამწყვეტ მომენტში გატანილი გოლის შემდეგ მას შეუძლია ერთადერთ მშვიდად მყოფ ადამიანად დარჩეს სათადარიგოთა სკამზე.
– “თავიდან “ინტერში” მოურინიო მაღიზიანებდა. მე საოცარ გოლები გამქონდა, ის კი ამას ჩვეულებრივად აღიქვამდა” – იხსენებს იბრაჰიმოვიჩი.
თუმცა, ზოგჯერ მოურინიო თავს ვერ იკავებს და გოლებს აუტის ხაზთან სირბილით აღნიშნავს. პირველად მსგავსი რამ ჟოზემ 2004 წელს გააკეთა, როცა მისმა “პორტომ” “მანჩესტერ იუნაიტედს” აჯობა.
კონფლიქტები გულშემატკივრებთან
მოურინიოს ურთიერთობას გულშემაკივრებთან იდეალურს ვერ დაარქმევ. მიუხედავად ჟოზეს პერმანენტული წარმატებებისა, ფანები ნაწილი მის საფეხბურთო ფილოსოფიას არ იზიარებს. თუმცა, პორტუგალიელი სპეციალისტი ასეთ ფაქტებს მშვიდად ხვდება.
– “ბერნაბეუზე” მისტვენდნენ? ასეთ პატივი ზიდანს, რონალდოს და კრიშტიანუს ხვდათ წილად. რითი ვარ მათზე ნაკლები? – ამბობდა ჟოზე სამი წლის წინ.
– “თითქოს ცარიელ სტადიონზე ვთამაშობთ. “ჩელსის” პრემიერლიგის 20 გუნდიდან ყველაზე ცუდი მხარდაჭერა აქვს” – ეს კი მოურინიოს შედარებით ახალი ფრაზაა.
თუმცა ჟოზეს მთავარი არგუმენტი გულშემატკივრებთან კამათის დროს გუნდის მიერ ნაჩვენები შედეგია, რომელიც ხშირ შემთხვევაში დადებითია.
“მე განსაკუთრებული ვარ”
ჟოზე მოურინიომ ინგლისური კარიერა ხმაურიანი პრესკონფერენციით დაიწყო. “მე ევროპის ჩემპიონი (პორტოსთან ერთად) ვარ და ვფიქრობ, რომ განსაკუთრებული ვარ” – ეს ფრაზა ინგლისელმა ჟურნალისტებმა კარგად დაიმახსოვრეს და დღემდე ჟოზეს Special one-ს ეძახიან.
ლონდონის „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ „მანჩესტერ სიტისთან“ ინგლისის პრემიერლიგის 23-ე ტურის მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარი იუარა, რის შესახებაც BBC წერს. აღსანიშნავია, რომ პორტუგალიელი სპეციალისტის მატჩისშემდგომი პრესკონფერენციაც გადაიდო.
შეგახსენებთ, რომ ამ კვირას „არისტოკრატთა“ თავკაცი მსაჯების კრიტიკისთვის 25 ათასი ფუნტით დაჯარიმდა. ჟოზეს თქმით, მსაჯები მისი გუნდის წინააღმდეგ კამპანიას ატარებენ.
ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურნიო გადაცდომისთვის 25 ათასი ფუნტ სტერლინგით დააჯარიმეს.
კერძოდ, საუბარია 28 დეკემბერს, პრემიერლიგის XIX ტურში “საუთჰემპტონსა” და “ჩელსის” შორის გამართული მატჩის (1:1) შემდეგ მოურინიოს მიერ თქმულ ფრაზაზე. აღნიშნულ შეხვედრაში “პენსიონერთა” ესპანელმა ნახევარმცველმა სესკ ფაბრეგასმა სიმულაციისთვის ყვითელი ბარათი მიიღო, პორტუგალიელმა თავკაცმა კი თქვა, რომ მისი გუნდის წინააღმდეგ კამპანიაა გაჩაღებული.
მოურინიომ მაშინ ეს განცხადება გააკეთა:
“ჩელსის” წინააღმდეგ კამპანიაა აგორებული. არ ვიცი, რატომ ხორციელდება ეს ყველაფერი.
ყველამ იცის, რომ იმ მომენტში პენალტი იყო”.
ინგლისის ლიგის თასის ნახევარფინალურ ეტაპზე “ლივერპულის” წინააღმდეგ წუხელ გამართული განმეორებითი მატჩის (1:0 დ.დ.) შემდეგ, მოურინიომ იმ მიზეზით, რომ მას კვლავ დასჯიან, მსაჯებზე კომენტარი არ გააკეთა. პორტუგალიელმა სპეციალისტმა წუხელ მთელ რიგ ეპიზოდებში გამოხატა არბიტრების მიმართ უკმაყოფილება.
„ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ „ლივერპულთან“ ინგლისის თასის განმეორებითი ნახევარფინალური მატჩის ოვერტაიმის ერთადერთი გოლი ვერ დაინახა. გთავაზობთ ამ საინტერესო ეპიზოდის ამსახველ ვიდეოს.
“პარი სენ-ჟერმენის” ნახევარმცველმა ხავიერ პასტორემ უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე ლონდონის “ჩელსის” წინააღმდეგ გასამართ მატჩებზე კომენტარი გააკეთა.
“ჟოზე მოურინიო პატივსაცემი და აღმაფრთოვანებელი მწვრთნელია, თუმცა ჩვენ უკვე დავამტკიცეთ, რომ “ჩელსის” დამარცხება შეგვიძლია. გასულ სეზონში ძალიან ვისიამოვნე, როდესაც ლონდონელებს ლამაზი გოლი გავუტანე. სამწუხაროა, რომ ის გოლი მომდევნო ეტაპზე გასასვლელად არ გვეყო”, – აღნიშნა პასტორემ.
“პარი სენ-ჟერმენსა” და “ჩელსის” შორის პირველი მატჩი 17 თებერვალს, პარიზში გაიმართება, განმეორებითი კი – 11 მარტს, ლონდონში.