ხვალ 23:55 წუთზე მადრიდის “რეალი” “რეალ ბეტისს” მიიღებს. “ბლანკოსის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა პრესკონფერენცია გამართა.
“ინტენსიურობა – ეს არის ის, რაც მინდა, როგორც მწვრთნელმა, დავინახო. ჩემს მოთამაშეებსაც აღნიშნული სურთ. “ბეტისის” წინააღდეგ 90 წუთის მანძილზე ვეცდებით, რომ მეტოქეს შევუტიოთ და სასურველი შედეგი დავაფიქსიროთ. თუ ჩვენ ინტენსიურობის მაღალ დონეს მივაღწევთ, მაშინ ნებისმიერი ოპონენტის წინააღმდეგ ღირსეულად წარსვდგებით.”
“არ ვაპირებ რონალდუს დისკვალიფიკაციაზე საუბარს. მთავარია, რომ იგი ბრუნდება. კრიშტიანუ ჩვენთვის დიდი ძალაა! ის ახლა გახარებულია, რადგან ძალიან სურს თამაში და ჩვენი მუდმივი დახმარება. რონალდუ საშინაო შეხვედრაში ბრუნდება – ამ სტადიონზე ასპარეზობა კი ყველას ძალიან მოსწონს, მით უმეტეს, როცა ეს რთული პერიოდის შემდეგ ხდება.”
“სებალოსს რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში, რაც მას დიდ უპირატესობას აძლევს. იგი ტექნიკურია და ძალუძს მეტოქის შეტევის შეჩერება.”
ბოლოს “ზიზუს” მის ახალ კონტრაქტზეც ჰკითხეს: “ჩემი კონტრაქტის პირობები უკვე შეთანხმებბულია,” – განაცხადა მან.