ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელის ზიკოს ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა კვლავ არ გამოირიცხება.
ბოლო განცხადებების გარდა, სათქმელია, რომ ამის ალბათობას ზიკოს წარმომადგენლის სიტყვებიც ზრდის. აგენტის თქმით, მისი კლიენტი ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ნამდვილად აპირებს. ასე რომ, 62 წლის ბრაზილიელს ახლა მხოლოდ იმ ფედერაციების პოვნა მოუწევს, რომლებიც მას არჩევნებზე მხარს დაუჭერენ.
შეგახსენებთ, რომ ფიფას საპრეზიდენტო არჩევნები 2016 წლის 26 თებერვალს გაიმართება.