iTele Foot: ზიდანი მომავალი სეზონიდან “ბორდოს” გაწვრთნის

ფრანგულ სპორტულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დიდი შანსია, მომდევნო სეზონიდან მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელის ასისტენტი ზინედინ ზიდანი ფრანგულ კლუბში ვიხილოთ.

iTele Foot-ის ცნობით, იმის შანსი, რომ ზიდანი “ბორდოს” მთავარი მწვრთნელი გახდება, 90 პროცენტს უტოლდება. როგორც ირკვევა, ზიზუ კლუბის პრეზიდენტ ჟან-ლუი ტრიაუს უკვე შეხვდა.

შეგახსენებთ, რომ ზიდანი “ბორდოს” შემადგენლობაში 1992 წლიდან, 1996 წლის ჩათვლით თამაშობდა.

ზიდანს „ბორდოში“ ელიან

„ბორდოს“ ხელმძღვანელობა კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ზინედინ ზიდანის მიწვევას აპირებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზიდანი, რომელიც ამჟამად მადრიდის „რეალში“ კარლო ანჩელოტის თანაშემწედ მუშაობს, სეზონის ბოლოს „სამეფო კლუბს“ დატოვებს.

ფეხბურთის ფრანგ სპეციალისტს „მონაკოს“ უკავშირებენ, თუმცა „წითელ-თეთრები“ აცხადებენ, რომ კლაუდიო რანიერი თავკაცის პოსტს შეინარჩუნებს.

შეგახსენებთ, რომ ზიდანი 1992-96 წლებში სწორედ „ბორდოში“ ირიცხებოდა.

ბექა დოგრაშვილი

ზიდანმა პოგბას „რეალში“ გადასვლა შესთავაზა

ფრანგული პრესის ცნობით, მადრიდის „რეალის“ მწვრთნელ ზინედინ ზიდანსა და ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველ პოლ პოგბას შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ზიდანმა ახალგაზრდა ფეხბურთელს „სამეფო კლუბში“ გადასვლა შესთავაზა.

„რეალი“ პოგბას მიმართ დაინტერესებას რომ იჩენს, ეს არაახალი ამბავია. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მადრიდელები მზად არიან, ფრანგი ფეხბურთელის სანაცვლოდ „ბებერ ქალბატონს“ 70 მილიონი ევრო შეაძლიონ.

შეგახსენებთ, რომ პოგბას მიმართ ინტერესს „მონაკოც“ იჩენს.

ცნობისთვის, ფრანგმა ნახევარმცველმა „იუვენტუსის“ ფორმით მიმდინარე სეზონში 45 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ბექა დოგრაშვილი

ზიდანი ანჩელოტის შეცვლის?

მადრიდის „რეალის“ ყოფილი ნახევარმცველი და ამჟამინდელი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი 2016 წლის ზაფხულში კლუბის თავკაცის პოსტზე კარლო ანჩელოტის შეცვლის. „მუნდო დეპორტივოს“ ცნობით, 41 წლის სპეციალისტმა უკვე მიაღწია კლუბის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესთან წინასწარ შეთანხმებას.

თუმცა, ზიდანის მიმართ ინტერესს საფრანგეთშიც იჩენენ. კერძოდ, საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციაში ფიქრობენ, რომ ეროვნული ნაკრები სწორედ ზიდანს ჩააბარონ. „მამლების“ ამჟამინდელმა თავკაცმა დიდიე დეშამმა უკვე განაცხადა, რომ 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ დაკავებულ პოსტს დატოვებს, მის შემცვლელად კი ზიდანის კანდიდატურა ესახება.

ბექა დოგრაშვილი

ზიდანს საფრანგეთის ნაკრების მწვრთნლეობა 2012-ში უნდოდა

საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ნოელ ლე გრემ წიგნ “Champions du monde 98, secrets et pouvoir”-ში  ზიდანთან შეხვედრის შესახებ დაწერა.

ლე გრეს თქმით, ზიდანს ნაკრების მთავარი მწვრთნელობა სურდა. შეგახსენებთ, რომ 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ფრანგების ნაკრების მწვრთნელის პოსტიდან ლორან ბლანი წავიდა და მის ნაცვლად დიდიე დეშამი დაინიშნა.

“ზიდანს მისივე თხოვნით შევხვდი. მას ნაკრების მწვრთნელობა სურდა. მაგრამ, ჩემი აზრით ეს არ იქნებოდა სწორი გადაწყვეტილება. ზიდანს სათანადო გამოცდილება არ ჰქონდა” – ყვება ლე გრე.

 

 

“მონაკო” ზიდანის კანდიდატურას განიხილავს

საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი ზინედინ ზიდანი მიმდინარე სეზონის შედმეგ შესაძლოა “მონაკოს” მთავარი მწვრთნელი გახდეს. ფრანგულის პრესის ცნობით, “მონაკოს” ხელმძღვანელობის სიაში ზიდანის კანდიდატურა პრიორიტეტულია.

“მონაკოს” ახლანდელი მწვრნელის, კლაუდიო რანიერის კონტრაქტი 2015 წლის ზაფხულამდეა გათვლილი, მაგრამ გავრცელებული ხმების თანახმად იტალიელს სეზონის დასრულებისთანავე გაათავისუფლებენ.

შეგახსნებეთ, რომ რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ონფორმაციის საფუძველზე, ზიდანს 2016-ში, ანჩელოტის წასვლის შედმეგ, მადრიდის “რეალის” მწვრთნელად დანიშნავენ.

მხითარიანი: „ბავშვობაში ჩემი კერპი ზიდანი იყო“

დორტმუნდის „ბორუსიას“ 25 წლის სომეხი ნახევარმცველი ჰენრიხ მხითარიანი გამოტყდა, რომ ბავშვობაში ძალიან მოსწონდა ზინედინ ზიდანის თამაში.

„თავდაპირველად მადრიდის „რეალში“ ჩემი ყურადღება რაულმა მიიქცია, ის საუკეთესო იყო, თუმცა შემდეგ ზიდანი შევამჩნიე… ზინედინი დიდებული ფლეიმეიქერი გახლდათ. ბავშვობაში ჩემი კერპი სწორედ ზიდანი იყო. ძალიან მომწონდა მისი თამაში, აღფრთოვანებული ვიყავი. ამის მიუხედავად, მისი თამაშის კოპირება არასდროს არ მიცდია. საკუთარი თავითაც კმაყოფილი ვარ“, – განუცხადა მხითარიანმა „ასის“ ჟურნალისტს.

შეგახსენებთ, რომ უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე ზიდანის „რეალსა“ და მხითარიანის „ბორუსიას“ შორის პირველი მატჩი დღეს გაიმართება. შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება და მას მარკ კლატენბურგის თავკაცობით ინგლისელ არბიტრთა ბრიგადა მოემსახურება.

ბექა დოგრაშვილი

ზიდანი: “ენცო სარფანგეთის ნაკრებში გვარის გამო არ გამოიძახეს”

ზინედინ ზიდანის ვაჟი ენცო ზიდანი სარფრანგეთის 19-წლამდელთა ნაკრებში გამოიძახეს. მოგეხსენებათ, ენცო მადრიდის “რეალის” ახალგაზრდული გუნდის ღირსებას იცავს.

“ძალიან ამაყი ვარ და მიხარია, რომ ენცომ ამას მიაღწია. ვფიქრობ, მან ეს პირველ რიგში საკუთარი შრომით დაიმსახურა და გვარი აქ არაფერ შუაშია. ენცო ძალიან კარგად თამაშობს. მახსოვს, ჩემი მშობლების რეაქცია, როდესაც მე გამომიძახეს ნაკრებში” – განაცხადა ზინედინ ზიდანმა.

ზინედინ ზიდანის შვილის – ლუკა ზიდანის შესანიშნავი სეივები

მადრიდის “რეალის” ერთ-ერთი ახალგაზრდული გუნდი საერთაშორისო ტურნირზე იღებს მონაწილეობას. “რეალის” მეკარე ლეგენდარული ზინედინ ზიდანის შვილი, ლუკა ზიდანია.

ზიდანი: „რამდენიმე წელიწადში პოგბას „ოქროს ბურთის“ მოგების შანსი ექნება“

დღეს ევროპულმა პრესამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, „მანჩესტერ იუნაიტედს“ ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველის პოლ პოგბას დაბრუნების სურვილი აქვს. თანამემამულის გარშემო შექმნილი სიტუაციის თაობაზე ზინედინ ზიდანმა ისაუბრა.

„დღეს პოგბა ყველას სჭირდება, რაც ყველაფერზე მეტყველებს. რამდენიმე წელიწადში პოლს „ოქროს ბურთს“ მოგების შანსიც კი ექნება“, – განაცხადა ზიზუმ.

შეგახსენებთ, რომ „ბიანკონერის“ პოგბა 2012 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

ალექსანდრე მატევოსოვი

რიბერი – ზიდანის უმცროსი ძმა

Fanebi.com-ი გთავაზობთ ფრანკ რიბერის შესახებ იმ ფაქტებს, რაც აქამდე არ იცოდით.

1983

7 აპრილს ფრანგულ ქალაქ ბულონ-სიურ-მერში ქვეყნიერებას მოევლინა ფრანკ რიბერი.

1985

ავტომობილი, რომლითაც რიბერის ოჯახი მგზავრობდა, სატვირთო მანქანას დაეჯახა. გამგზავრებამდე 2 წლის ფრანკის მამას შვილისთვის უსაფრთხოების ქამრის შეკვრა დაავიწყდა, რიბერიმ თავი საქარე მინას დაარტყა. სწორედ ამ პერიოდიდან აქვს მას სახის მარჯვენა მხარეს ორი გრძელი იარა. წლების შემდეგ, როდესაც ის მარსელის „ოლიმპიკში“ პოპულარული ფეხბურთელი გახდა, ადგილობრივმა მაღაზიამ ჰელოუინის დღეობაზე გასაყიდად რიბერის ნიღბები გამოიტანა – რა თქმა უნდა, საშინელი ნაიარევით. ფეხბურთელს პლასტიკური ოპერაცია შესთავაზეს, მაგრამ მან უარი განაცხადა: „ეს იარები ძალას მმატებს. ბავშვობაში დამცინოდნენ, შეურაცხყოფას მაყენებდნენ, მაგრამ ამან უფრო გამაძლიერა… იარებს არ მოვიშლი, რამდენიც არ უნდა გადამიხადონ!“

1989

დაიწყო ფეხბურთის თამაში კლუბ „კონტი ბულონში“.

შემდეგ თამაშობდა „ლილისა“ და „ბულონის“ ახალგაზრდულ გუნდებში. 19 წლის ასაკში ასპარეზობდა ქალაქ ალესის გუნდ „ოლიმპიკში“, 20 წლის ასაკში – „ბრესტში“. გარდა ამისა, რიბერი მშენებლობაზეც მუშაობდა.

2004

გააფორმა პირველი პროფესიონალური კონტრაქტი – გახდა „მეცის“ ფეხბურთელი.

2005

იანვარში 5 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა თურქულ „გალათასარაიში“, სადაც პირველი ტიტული მოიგო – თურქეთის თასი. რიბერის თქმით, თებერვლიდან კლუბი არ უხდიდა ხელფასს. 2005/06 წლების სეზონის დასაწყისში ის მარსელის „ოლიმპიკში“ გადაბარგდა.

2006

27 მაისს ჰქონდა დებიუტი საფრანგეთის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. „სამფეროვანთა“ რიგებში პირველი გოლი 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალურ ეტაპზე, ესპანეთის ნაკრების კარში გაიტანა. ფინალური მატჩის მე-100 წუთზე ის დავიდ ტრეზეგემ შეცვალა, რომელმაც თერთმეტმეტრიანების სერიაში პენალტი ვერ გაიტანა. გაფუჭებული თერთმეტმეტრიანი ფრანგებს ოქროს მედლების ფასად დაუჯდათ.

იმავე წელს, რიბერიმ მეუღლისადმი სიყვარული ისლამის მიღებით გამოხატა. ამ ფაქტმა კიდევ უფრო დაახლოვა ის ზიდანთან, რომელსაც უფროს ძმას უწოდებს. ფრანკის მეორე სახელი ბილალ იუსუფ მოჰამედია. ყოველი მატჩის დაწყებამდე გულმხურვალედ ლოცულობს. რიბერის ორი ქალიშვილი ჰყავს – ჰიზია და შაჰინეზი და ერთი ვაჟი – სეიფ-ალ-ისლამი.

2007

7 ივლისს გახდა მიუნხენის „ბაიერნის“ (ფრანკის დაბევება „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და მადრიდის „რეალსაც“ სურდათ) ფეხბურთელი, რომელმაც მასში 25 მილიონი ევრო გადაიხადა. იმ დროისთვის ეს ბუნდესლიგის სარეკორდო თანხა იყო. კონტრაქტი 2011 წლამდე გააფორმა. მიიღო 7-ნომრიანი მაისური, რომელსაც მანამდე მეჰმეთ შოლი ატარებდა. ცოტა ხნის შემდეგ, შოლმა რიბერი მსოფლიოს მასშტაბის საუკეთესო „შვიდიანად“  მონათლა. „ბაიერნში“ რიბერიმ სამჯერ მოიგო გერმანიის ჩემპიონატი და ქვეყნის თასი, ასევე ჩემპიონთა ლიგა და ევროპის სუპერთასი. ორჯერ გახდა საფრანგეთის წლის საუკეთესო ფეხბურთელი. იმავე ჯილდო გერმანიაში ერთხელ მიიღო.

2008

2008 წლის ევროპის ჩემპიონატზე იტალიის ნაკრებთან გამართული მატჩის მე-10 წუთზე, ჯანლუკა ძამბროტასთან ორთაბრძოლისას ფეხის მყესები გადაიგლიჯა, რის გამოც მთელი 14 კვირა გაუცდა.

2009

პოდოლსკისთან ერთად ბაზაზე, სახურავიდან ოლივერ კანს სათლით წყალი გადაასხა. სხვა ისტორიებიც გადახდენია თავს… დაბადების დღის აღნიშვნა 17 წლის მეძავ ზაჰი დაჰართან გადაწყვიტა. შემდეგ ფაქტს ასეთი ახსნა მოუძებნა: არ ვიცოდი, რომ ის არასრულწლოვანი იყო. ფრანგული კანონის თანახმად, ასეთი კავშირი ჯარიმასთან ერთად დაპატიმრებითაც ისჯება. ამ საქმის წარმოება ჯერ არ დასრულებულა. მომდევნო მოსმენა 2014 წლის იანვარშია ჩანიშნული.

2010

ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ ეტაპზე, „ლიონის“ წინააღმდეგ გამართულ მატჩში წითელი ბარათი მიიღო, დისკვალიფიკაციის გამო კი, მილანის „ინტერთან“ ფინალური შეხვედრა (0:2) გამოტოვა. ბავარიულ კლუბთან კონტრაქტი 2015 წლამდე გააფორმა.

2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე იმ ფეხბურთელთა რიგს შეუერთდა, რომლებიც საფრანგეთის ნაკრების  მთავარი მწვრთნელის, რაიმონ დომენეკის წინააღმდეგ გამოვიდნენ. ამის გამო, საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ ის სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.

2011

11,4 მილიონი ევრო გამოიმუშავა, რითაც ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფრანგი სპორტსმენი გახდა. ამის მიუხედავად, 2010/11 წლების სეზონში მან ვერცერთი ტიტული ვერ მოიგო. ლუი ვან გაალის თავკაცობის დროს, თავს შედარებით უხერხულად გრძნობდა. იუპ ჰაინკესის მოსვლის შემდეგ, თავი შედარებით თავისუფლად იგრძნო და უკეთაც ათამაშდა.

2012

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე, მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ გამართული მატჩის შესვენებისას გასახდელში არიენ რობენს სახეში ხელი გაარტყა. შემდეგ ამის გამო მოიბოდიშა და ჯარიმის სახით 50 ათასი ევრო გადაიხადა. ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის 97-ე წუთზე ტრავმის გამო მოედნის დატოვება მოუხდა. პენალტების სერიაში ლონდონის „ჩელსიმ“ გაიმარჯვა.

2013

„ბაიერნში“ ყველაფერი მოიგო, 52 ოფიციალურ მატჩში 13 გოლი გაიტანა და 27 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. ჩემპიონთა ლიგის თასის მოგების შემდეგ თქვა, ღამე მეუღლესთან და ჩემს ტიტულებთან ერთად გავატარეო. გახდა ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი. ფრანგმა თანაგუნდელებმა რიბერის მაისური აჩუქეს, რომელზეც დიდი ასოებით ეწერა: „კაიზერ ფრანკი“. „ბაიერნთან“ კონტრაქტი 2017 წლამდე გაახანგრძლივა.

ევროპის საუკეთესო ასისტენტი

ბოლო ორ სეზონში ფრანკ რიბერი საგოლე გადაცემების რაოდენობით გერმანიის ჩემპიონატის ლიდერად მოგვევლინა (12 – 2011/12 სეზონში, 14 – 2012/13 სეზონში). ჩემპიონთა ლიგის ბოლო ორ გათამაშებაში რიბერიმ 5-5 საგოლე გადაცემა გააკეთა. 2011/12 წლების სეზონის ტურნირზე ზუსტი გადაცემების რაოდენობით საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. 2012/13 წლების სეზონის ლიგასა და ბუნდესლიგის გათამაშებაში ერთად 19 საგოლე გადაცემა გააკეთა. შეგახსენებთ, რომ დორტმუნდის „ბორუსიასთან“ გამართულ ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩში პირველი საგოლე შეტევა სწორედ მისი გადაცემით დაიწყო, ეპიზოდი კი მარიო მანჯუკიჩმა დააგვირგვინა. გამარჯვების გოლი არიენ რობენმა ისევ რიბერის პასით გაიტანა.

2012/13 წლების სეზონში რიბერიმ „ბაიერნის“ ფორმით 52 ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა და სისტემით „გოლი+პასი“ მოაგროვა 40 (13+27) ქულა.

ბუნდესლიგისა და ჩემპიონთა ლიგის ბოლო 5 სეზონის საგოლე გადაცემების რაოდენობა

* ლიდერი ტურნირის შედეგების მიხედვით

ბექა დოგრაშვილი

რონალდუ ზიდანს ხვალ შეხვდება

მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი კრისტიანო რონალდუ ხვალ კლუბის ოფისში ზინედინ ზიდანს შეხვდება.

მოგეხსენებათ, ზიზუმ, რომელიც „რეალის“ მწვრთნელად მუშაობს, „ოქროს ბურთის“ ყველაზე რეალურ კანდიდატად საფრანგეთის ნაკრებისა და მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველი ფრანკ რიბერი დაასახელა, რასაც რონალდუს უკმაყოფილება მოჰყვა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პორტუგალიელი ფეხბურთელი ზიდანთან სწორედ ამ საკითხს გაარჩევს.

მანამდე კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზიდანმა ამ სიტყვებით საკლუბო ეთიკა დაარღვია. გარდა ამისა, აღინიშნა ისიც, რომ შესაძლოა, ზიდანმა რონალდუს ბოდიში მოუხადოს.

ბექა დოგრაშვილი