ვერატი: „იბრაჰიმოვიჩი – ნამდვილი გენიოსია“

„პარი სენ-ჟერმენის“ ახალგაზრდა ნახევარმცველი მარკო ვერატი თანაგუნდელ ზლატან იბრაჰიმოვიჩის თამაშით აღფრთოვანებულია.

„ზლატანი უბრალო ჩემპიონი არ არის, იგი – ნამდვილი გენიოსია. მას მოედანზე წარმოუდგენელი რამის გაკეთება შეუძლია. გარდა ამისა, მას შეხვედრის სცენარის შეცვლის უნარიც აქვს. ნახეთ მისი „ბასტიის“ კარში გატანილი გოლი. შესაძლოა, ასეთი ბურთების გატანა სხვა ფეხბურთელებსაც შეუძლიათ, თუმცა მსგავსი ეპიზოდის შექმნა და შემდეგ მისი ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანა მხოლოდ ზლატანმა იცის“, – განაცხადა ვერატიმ.

ალექსანდრე მატევოსოვი

იბრაჰიმოვიჩი: “პსჟ-ზე უკეთეს გუნდებში მითამაშია”

ფრანგულ პრესასთან საუბრისას ზლატან იბრაჰიმოვიჩმა განაცხადა, რომ მისი ამჟამინდელი გუნდი საუკეთესო არ არის მის ხანგრძლივ კარიერაში.

“რა თქმა უნდა ჩვენ ვვითარდებით და უფრო ძლიერები ვხდებით, მაგრამ ახლანდელი “პსჟ” ნამდვილად არ არის საუკეთესო გუნდი, რომელშიც მე მითამაშია. დარწმუნებული ვარ, რომ “ბარსელონა”, “მილანი”, “ინტერი” და “იუვენტუსი” გაცილებით უფრო მაღალი კლასის გუნდები იყვნენ, როდესაც მე მათ რიგებში ვასპარეზობდი” – განაცხადა შვედმა ფეხბურთელმა.

იბრაჰიმოვიჩი: “ჩემს გარეშე ჩასატარებელი მსოფლიოს ჩემპიონატის ყურება არ ღირს”

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, იმის შემდეგ, რაც თქვა, რომ ის ღმერთია, კიდევ ერთი საინტერესო განცხადება გააკეთა. შვედი ფეხბურთელის აზრით, მის გარეშე ჩასატარებელი მსოფლიოს ჩემპიონატის ყურება არ ღირს.

შეგახსენებთ, რომ 2014 წლის მუნდიალის შესარჩევი ეტაპის ფლეი-ოფში, ორი მატჩის ჯამში, პორტუგალიელებმა შვედებს 4:2 სძლიეს.

“სავარაუდოდ, მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის ბოლო შანსი მქონდა. ვფიქრობ, 2018 წელს, მუნდიალზე ვეღარ მოვხვდები. ერთი რამ ნათელია: ჩემს გარეშე ჩასატარებელი მსოფლიოს ჩემპიონატის ყურება არ ღირს. პორტუგალიის ნაკრებს ვულოცავ, თუმცა ბრაზილიაში მოხვედრას ორივე გუნდი იმსახურებდა”, – ამბობს იბრაჰიმოვიჩი.

იბრაჰიმოვიჩის დუბლს რონალდუმ ჰეთთრიკით უპასუხა

დასრულდა მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის რაუნდის ყველაზე საინტერესო მატჩი.

პორტუგალიაში მინიმალური ანაგრიშით მარცხის შემდეგ შვედეთის ნაკრებს მუნდიალზე გასვლის შანსები მაინც ჰქონდა. ამის მიუხედავად, პირველი ტაიმი უფრო აქტიურად პორტუგალიელებმა ჩაატარეს, რამდენიმე მომენტის შექმნა მასპინძლებმაც შეძლეს, თუმცა პირველ 45 წუთში გოლები არც ერთი და არც მეორე გუნდის კარში გასულა.

მეორე ნახევრის მე-5 წუთზე კრიშტიანუ რონალდუმ ანგარიშის გახსნა მოახერხა. ერთი შეხედვით, ჩანდა, რომ შვედებმა სასურველი შედეგის მიღწევის შანსები დაკარგეს, რადგან მუნდიალის საგზურის მოსაპოვებლად, მათ სამი გოლი უნდა გაეტანათ, თანაც, საკუთარ კარში ბურთი აღარ უნდა გაეშვათ. იმედები სტადიონზე შეკრებილ ადგილობრივ გულშემატკვირებს ზლატან იბრაჰიმოვიჩმა 4-წუთიან მონაკვეთში დაუბრუნა. პსჟ-ს ფორვარდმა 68-ე წუთზე წონასწორობა აღადგინა, ხოლო 72-ე წუთზე დუბლიც შეასრულა. მასპინძელთათვის სამწუხაროდ, კიდევ ორი გოლის გატანა კრიშტიანუ რონალდუს არ გასჭირვებია, რომელმაც ისაკსონის კარი 77-ე და 79-ე წუთებზე აიღო, რითაც, სხვათაშორის, ზლატანის აპლოდისმენტებიც კი დაიმსახურა.

საბოლოოდ, ორი მატჩის ჯამში გამარჯვება პაულუ ბენტუს გუნდმა იზეიმა, რომელიც ბრაზილიაში ჩასატარებელ მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდა.

შვედეთი – პორტუგალია 2:3

გოლები: იბრაჰიმოვიჩი 68′, 72′ – რონალდუ 50′, 77′, 79′

შვედეთი: ისაკსონი, ლუსტიგი, ანტონსონი, ნილსონი, მარტინ ოლსონი, კაჩანიკლიჩი (დურმაზი 82′), ჩელსტრემი, ელმი (სვენსონი 46′), ლარსონი (გერნდტი 90′), ელმანდერი, იბრაჰიმოვიჩი

პორტუგალია: რუი პატრისიუ; ჟოაუ პერეირა, პეპე, ალვეშ, კოენტრაუ (ანტუნიეში 53′); მოუტინიო, ველოზუ, მეირელეში (ვილიამ კარვალიო 74′); რონალდუ, ალმეიდა (რიკარდო კოშტა 82′), ნანი

გაფრთხილებები: ოლსონი, სვენსონი, ჩელსტრემი, ანტონსონი – ნანი

ალექსანდრე მატევოსოვი

იბრაჰიმოვიჩი რონალდუს წინააღმდეგ, რონალდუ იბრაჰიმოვიჩის წინააღმდეგ

დღეს 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურისთვის შვედეთისა და პორტუგალიის ნაკრებები ერთმანეთში განმეორებით მატჩს გამართავენ. პირველი შეხვედრა, როგორც მოგეხსენებათ, პორტუგალიელებმა მინიმალური უპირატესობით მოიგეს – 1:0. რაც არ უნდა აღფრთოვანებული ვიყოთ შვედების დისციპლინებული და პორტუგალიელთა ურთიერთშეთანხმებული თამაშით, ეს მატჩი ქომაგებში მაინც რონალდუ-იბრაჰიმოვიჩის დაპირისპირებად აღიქმება. ფიფას პრესსამსახურმა ეს ორი ფორვარდი შვიდი კრიტერიუმით შეადარა ერთმანეთს.


სიმაღლე: ზლატან იბრაჰიმოვიჩი კრიშტიანო რონალდუზე ათი სანტიმეტრით მაღალია (195 სმ და 185 სმ);

სანაკრებო გოლები: ზლატანს ნაკრების რიგებში ჩატარებულ 95 მატჩში 46 გოლი აქვს გატანილი, რონალდუს კი – 108 შეხვედრაში 44 გოლი;

გოლები ტოპ-კლუბებში: იბრაჰიმოვიჩმა გაიტანა 208 გოლი, რონალდუმ – 304;

გოლები მსოფლიოს ჩემპიონატების ფინალურ სტადიებზე: იბრაჰიმოვიჩს 5 ჩატარებულ მატჩში არცერთი გოლი არ გაუტანია, რონალდუს  10 შეხვედრაში 2 გოლი აქვს;

სატრანსფერო ღირებულება: ზლატანს 143,5 მილიონი ფუნტით აფასებენ, კრიშტიანოს – 92,2 მილიონით;

ტიტულები: იბრაჰიმოვიჩის კოლექციაში 10 ჯილდოა, ამდენივე ტიტული აქვს რონალდუს;

მატჩები ერთმანეთის წინააღმდეგ: იბრაჰიმოვიჩის აქტივში 1 გამარჯვება, 4 ფრე და 3 წაგებაა. შესაბამისად, რონალდუს აქტივში 3 მოგება, 4 ფრე და 1 მარცხია.

მატჩი შვედეთისა და პორტუგალიის ნაკრებებს შორის დღეს, თბილისის დროით 23:45 საათზე აიღებს სტარტს და მას გამოცდილი ინგლისელი არბიტრი ჰოვარდ უები განსჯის.

ბექა დოგრაშვილი

იბრა-კადაბრა

ზლატან იბრაჰიმოვიჩი მართლაც გასაოცარი ფეხბურთელია. მისთვის არ არსებობს წერტილი, საიდანაც გოლის გატანა არ შეუძლია. ერთადერთი კარიდან კარში არ გაუტანია, თუმცა მისგან არც ამის გამორიცხვა შეიძლება.

„ანდერლეხტსა“ და „პარი სენ-ჟერმენს“ შორის გამართულ მატჩში (0:5) ზლატანმა პოკერი შეასრულა, თუმცა მის მიერ გატანილი მესამე გოლი განსაკუთრებულად გამოსარჩევია. უეფას ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადგინა, რომ ამ ეპიზოდში ბურთი 150 კმ/სთ სიჩქარით მიჰქროდა!

სხვათა შორის, იბრაჰიმოვიჩი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მეათე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ამ ტურნირზე მეტოქეს მატჩში მინიმუმ ოთხი გოლი გაუტანა.

შეხვედრის შემდეგ ზლატანმა განაცხადა, რომ „პარი სენ-ჟერმენს“ ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია.

კიდევ ერთხელ დავტკბეთ ამ მშვენებით.

ბექა დოგრაშვილი

იბრაჰიმოვიჩმა პოკერი შეასრულა

უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში, „პარი სენ-ჟერმენი“ „ანდერლეხტს“ ეწვია და მეტოქე ანგარიშით 5:0 გაანადგურა.

პარიზელტა შვედმა თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა პოკერი გაიფორმა, ერთი გოლი კი ედინსონ კავანის ანგარიშზეა.

ეს ჩემპიონთა ლიგაზე ზლატანის პირველი პოკერია. ის პირველი შვედი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ტურნირზე სამი და მეტი გოლი გაიტანა. საერთო ჯამში, იბრაჰიმოვიჩის ანგარიშზე 6 გატანილი გოლია.

გთავაზობთ იბრაჰიმოვიჩის გოლებს GIF ფორმატში.

25 მიზეზი, რატომ არის ზლატანი ჩაკ ნორისზე მაგარი

1. ზლატანმა იცის კუნგ-ფუ და ტაეკვანდო;

2. ზლატანი უკონტაქტო ბრძოლების ხელოვნებასაც ფლობს;

3. ზლატანს გრძელი ცხვირი აქვს;

4. ზლატანს ყოველი ფერი უხდება;

5. ზლატანი უფრო ემოციურია;

6. ზლატანს “არსენალის” ფორმა აქვს;

7. ფარერის კუნძულებზე მცხოვრებს ბიჭუნას ზლატანის შორტი აქვს;

8. ზლატანს მაგარი კერპი ჰყავს;

9. ზლატანმა იცის, როგორ მოიქცეს გოგონებთან;

10. ზლატანი კარგი მეგობარია;

11. ზლატანის და ჯოი აბრტონის კონფლიქტი უფრო ეფექტური გამოდგა, ვიდრე ჩაკ ნორისისა და ბრიუს ლის.

12. ზლატანი ძალზედ ტექნიკურია;

13. ზლატანს ვერც წოლითი მდგომარეობა აფერხებს;

14. ვერავინ იქნება მშვიდად, როცა გვერდით ზლატანია;

15. ზლატანს ხელში დევიდ ბექჰემი ეკავა;

16. ზლატანი ტიერი ანრის ჩაეხუტა;

17. ზლატანს აქვს ფოტო სერგეი რიჟიკოვთან;

18. ზლატანი შენელებულ კადრშიც ეფექტურია;

19. ზლატანს ბულგარელი ორეული ჰყავს;

20. ზლატანს ცეცხლი არ ეკიდება;

21. ზლატანი თავის დასალევს არავის აძლევს;

22. ზლატანს ერთდროულად ხუთი ჰოლანდიელის გაბითურება შეუძლია;

23. ზლატანმა სამსაჯო ჟესტიკულაციაც იცის;

24. ზლატანი მეტოქეებსაც უყვართ;

25. ზლატანს უყვარს ჩახუტება და ღიმილი.

იბრაჰიმოვიჩმა მომაკვდავ ბოსნიელ ბიჭუნას მაისური გაუგზავნა

ოქტომბრის დასაწყისში, პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩი ბოსნიაში უნდა გამგზავრებულიყო, სადაც ის ბოსნიელ ბიჭუნას, ჰარიუდინ კამენიას უნდა შეხვედროდა.

როგორც გაირკვა, “პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელმა ბოსნიაში გამგზავრება ვერ მოახერხა, თუმცა მან მომაკვდავ ბიჭუნას მაისური გაუგზავნა.

 

იბრაჰიმოვიჩი მალდინისთან მოლაპარაკებებს გამართავს

„პარი სენ-ჟერმენის“ ხელმძღვანელობას სპორტული დირექტორის პოსტზე „მილანის“ ლეგენდარული მცველის პაოლო მალდინის დანიშვნა სურს.

იტალიური პრესის ცნობით, პარიზული კლუბის წინადადებაზე 45 წლის პაოლომ უარი უკვე თქვა, რაც იმის იმედით გააკეთა, რომ ადგილს მას მშობლიურ „მილანში“ შესთავაზებენ.

ამის მიუხედავად, პსჟ მაინც არ ნებდება. არაოფიცალური ინფორმაციით, საფრანგეთის მოქმედი ჩემპიონი მილანში ზლატან იბრაჰიმოვიჩს გაგზავნის, რომელიც მალდინის პირადად შეხვდება და მასთან ზემოხსენებულ თემას განიხილავს.

ალექსანდრე მატევოსოვი

ზლატანიზმი

სპორტული პორტალი Fanebi.com-ი გთავაზობთ “პარი სენ-ჟერმენისა” და შვედეთის ნაკრების ფორვარდ ზლატან იბრაჰიმოვიჩის ყველაზე საინტერესო გამონათქვამებს. ვფიქრობთ, აღნიშნული ფრაზებიდან უკეთ გაიცნობთ შვედი თავდასმსხმელის პიროვნებას.

1. “მე მას ჯერ არ შევხვედრილვარ, მაგრამ როცა გავიგებ, ვინ არის, შევხვდები კიდეც”, – ზლატანი მსოფლიოს ყველაზე ლამაზ ქალზე.

2. “ბარსას” ფეხბურთელებს ვარჯიშებზე სპორტული ავტომობილებით მისვლა აკრძალული ჰქონდათ. ეს ძალიან სასაცილო აკრძალვა იყო – არავის საქმე არ არის, რა მანქანით ვივლი. სწორედ ამიტომ, აპრილის თვეში, “ალმერიას” წინააღმდეგ გასამართ მატჩამდე იქ ენცო ფერარით მივედი”, – ზლატანი “ბარსელონას” ერთ-ერთ აკრძალვაზე.

3. “ზლატანის სტილს”, – შვედმა ამგვარი პასუხი გასცა კითხვას – რა სტილს თამაშობს იბრაჰიმოვიჩი?

4. “არ ვიცი, თუ რას წარმოადგენენ საფრანგეთის ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელები, მაგრამ ვიცი ის, თუ რას წარმოვადგენ მე”, – ზლატანი “პსჟ”-ში გადასვლის შემდეგ.

5. “მუჰამედ ალის ვგავარ. როცა ის ამბობდა, რომ მეტოქეს ნოკაუტში მეოთხე რაუნდში ჩააგდებდა, სიტყვას ასრულებდა და მართლაც ასე აკეთებდა”, – ზლატანის პასუხი კითხვაზე, თუ ვინ არის მისი საყვარელი სპორტსმენი.

6. “გვარდიოლა ფილოსოფოსობას იწყებდა, რასაც ძლივს ვუსმენდი. რატომ? ის სისხლზე, ოფლზე, ცრემლებზე და მსგავს უაზრობებზე საუბრობდა”, – ზლატანი გვარდიოლაზე.

7. “ტრავმირებული ზლატანი ნებისმიერი გუნდისთვის სერიოზული საკითხია”, – იბრა “მილანში” უქმობის შესახებ.

8. “ფეიერვერკები მიყვარს, მაგრამ მათ ეზოში ან საქაბაბე სტენდზე ვუშვებ. ფეიერვერკი სახლში არასდროს გამისვრია”, – ზლატანი ამ ფრაზით მარიო ბალოტელის გადასწვდა.

9. “მოდით ჩემთან სახლში და განახებთ, როგორი გეიც ვარ, თან თქვენი დაც წამოიყვანეთ”, – ზლატანმა ასე უპასუხა მანდილოსან ჟურნალისტს კითხვაზე, არიან თუ არა ხერარ პიკე და იბრაჰიმოვიჩი გეები.

10. “ვბერდები”, – ზლატანის პასუხი კითხვაზე, თუ რატომ არ ჰქონდა შვედეთის ნაკრებს ევრო-2012-ის მოგების შანსი.

11. – რას აჩუქებთ მეუღლეს იუბილეზე?
– არაფერს. მას უკვე ჰყავს ზლატანი.

12. რასაც კარეუ ფეხბურთში აკეთებდა, იმის გაკეთება მე ფორთოხლითაც შემიძლია”, – ზლატანი ჯონ კარეუს შესახებ.

13. ” ჯერ მარცხნივ გავიწიე, ისიც მარცხნივ გამომყვა. შემდეგ მარჯვნივ მოძრაობა გავაკეთე, მანაც იგივე გაიმეორა. ბოლოს ისევ მარცხნივ გავიწიე, ის კი ჰოთ დოგის საყიდლად წავიდა”, – ზლატანი იმაზე, თუ როგორ ჩამოიშორა მეტოქე გუნდის მცველი სტეფან ანშო.

14. “მათ იყიდეს ფერარი, მაგრამ ატარებდნენ ისე, როგორც ფიატს”, – ზლატანი “ბარსელონაში” თავისი ნიჭის გამოუყენებლობაზე.

ბექა დოგრაშვილი

იბრაჰიმოვიჩი: „პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია“

„პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელის ზლატან იბრაჰიმოვიჩის აზრით, მის გუნდს ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირს მოგების შესაძლებლობა აქვს.

„ვფიქრობ, სწორი არ იქნება იმის თქმა, რომ ჩვენი ჯგუფის გამარჯვებული ტურნირის მოგებასაც შეძლებს. წინ არც თუ ისე ადვილი შეხვედრა გველის, რომელშიც უდიდესი გამოცდილების მქონე გუნდს დავუპირისპირდებით. გვესმის, რომ მოგება რთული იქნება, თუმცა ეს ჩემპიონთა ლიგაა და ჩვენ სამი ქულისთვის ვიბრძოლებთ“, – აცხადებს იბრაჰიმოვიჩი.

„რა თქმა უნდა ამ ტურნირის მოგებაზე ვოცნებობ. ჩემი აზრით, პსჟ-სთან ერთად ამის გაკეთების კარგი შანსი მაქვს. ჩვენ ჩინებული გუნდი და შესანიშნავი მწვრთვნელი გვყავს“, – თვლის ზლატანი.

„არც თუ ისე დიდი ხნის წინ, კლუბთან ახალ კონტრაქტს მოვაწერე ხელი. პარიზში თავს ბედნიერად ვგრძნობ. ყოველ ვარჯიშზე ბოლომდე ვიხარჯები, რათა სასურველ შედეგს მივაღწიო. პსჟ-ს მხოლოდ უმაღლესი მიზნები აქვს – გუნდი ყველა ტიტულის მოგებას აპირებს“, – დაასრულა 31 წლის ფორვარდმა.

ალექსანდრე მატევოსოვი