თოფურია: “პედი პიმბლეტი ჩემთან ჩხუბს არ დათანხმდება, ამისათვის კვერცხები არ აქვს”

ქართველმა მებრძოლმა ილია თოფურიამ UFC-ში მეოთხე ორთაბრძოლა ჩაატარა. ილია გამარჯვებების სერიას აგრძელებს და მან მეოთხე მეტოქეც ბრწყინვალედ დაამარცხა.

ჯეი ჰერბერტთან მოგების შემდეგ, ქართველმა სპორტსმენმა პედი პიმბლეტი გამოიწვია და მას “ქერა ბ*ზი” უწოდა. მოგვიანებით, პრესკონფერენციაზე, ილიას შეკითხვა სწორედ პიმბლეტის შესახებ დაუსვეს.

“არ მგონია, რომ ის ჩემთან ჩხუბს დათანხმდება. ეს არასოდეს მოხდება. თუ მას დანა უაითი იარაღით დაადგება და აიძულებენ, რომ გალიაში ჩემთან ერთად შემოვიდეს, მაშინ შეიძლება, ეს გამოვიდეს. სხვა შემთხვევაში, არ ვფიქრობ, რომ ჩვენი ჩხუბი შედგება. მას ამისათვის კვერცხები არ აქვს. არ მაინტერესებს, რომელი წონითი კატეგორია იქნება. წონაც რომ ვერ ჩააბაროს, მე მასთან ვიჩხუბებ”, – განაცხადა თოფურიამ.

ილიას პირველი კომენტარი: “შენი დედაც, მე მინდა ეს ქერა *ოზი”

ილია თოფურიამ ჯაი ჰერბერტის ბრუტალურად დანოკაუტების შემდეგ ინგლისელ პედი პიმბლეტს მიმართა.

“მატჩის გეგმა მარტივი იყო. შესვლა და მისი თავის წამოღება. ის ბო*ია – პედი პიბლეტი. მოიგებს თუ წააგებს არ მაინტერესებს, მინდა შემდეგ ჯერზე მას ვეჩხუბო და ისე დავმართო, როგორც წინა ჯერზე გავაკეთე. შენი დედაც, მე მინდა ეს ქერა *უკნა. ეს პედი პიმბლეტი” – იყვირა ბოლოს თოფურიამ.

ნახეთ ილაის ნოკაუტი:

ქეცბაიას უცნაური კომენტარი ხვიჩაზე – “რომ წავიდეს, სად უნდა წავიდეს?”

საქართველოს ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ “სპორტულ ტაიმაუტში” ისაუბრა.

“მე არ მესმის მისი კრიტიკის. ხვიჩას “რუბინთან” კონტრაქტი აქვს და წასვლა შეუძლია სეზონის ბოლომდე, თუმცა შემდეგ უნდა დაბრუნდეს. იმედია, ამ დროისთვის ომიც დამთავრდება, ყველაფერი კალაპოტში ჩადგება. რომ წავიდეს, სად უნდა წავიდეს – არის ასეთი შემოთავაზება? მე არ ვიცი. ამ თემას ახლოს არ ვიცნობ და მეტს ვერ ვიტყვი. მთავარია, ახლა ხვიჩამ ივარჯიშოს, ითამაშოს, რადგან საქაართველოს ნაკრების წამყვანი ფეხბურთელია. იმედია, მარტის მატჩებისთვის კარგ ფორმაში იქნება”, – განაცხადა ქეცბაიამ.

რუსეთიდან წასვლა ფეხბურთელებს 7 აპრილამდე შეუძლიათ, თუმცა 30 ივნისამდე უნდა დაბრუნდნენ. იტალიური პრესის ცნობით, კვარას აგენტი “ნაპოლის” წარმომადგენლებს შეხვდნენ.

მისთვის ეს მარტივი ოპერაციაა – საბა ლობჟანიძის უძლიერესი გოლი “ბეშიქთაშთან” (ვიდეო)

საბა ლობჟანიძემ თურქეთის ჩემპიონატში მორიგი გოლი გაიტანა. ამჯერად, საბამ “ბეშიქთაშს” ჯარიმიდან შეუგდო. ლობჟანიძეს უკვე 8 გოლი და 8 ასისტი დაუგროვდა.

ზოზულია: “უკრაინელები და რუსები ძმები არც არასდროს ვყოფილვართ და არც ვიქნებით”

უკრაინის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა რომან ზოზულიამ კომენტარი გააკეთა რუსებზე, რომლებიც ხშირად ამბობენ, რომ უკრაინელები და რუსები ძმები არიან.

“ისინი მუდამ ამბობენ, რომ ძმები ვართ. ჩვენ სრულიად განსხვავებულები ვართ, ცხოვრებაში არც ვყოფილვართ და არც არასოდეს ვიქნებით ძმები. ღმერთმა ქნას, ეს სიტყვები აღარც გავიხსენოთ. ჩვენ სრულიად განსხვავებულები ვართ, სრულიად.

ჩვენ გვაქვს ჩვენი ბირთვი, ჩვენ ვართ ერი, ჩვენ გვყავს ხალხი, რომელსაც შეუძლია გაერთიანება. ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ უკრაინა გაიმარჯვებს. ეს საკითხი არც განიხილება. ამ ხალხის დამარცხება შეუძლებელია”, – აღნიშნა ზოზულიამ.

დღესდღეობით 32 წლის უკრაინელი ფეხბურთელი ესპანეთის სეგუნდადივიზიონში მოასპარეზე “ფუენლაბრადას” ღირსებას იცავს.

შოთა არველაძე: “წამოვა კვარაცხელია? ხვალვე წავიყვან. არ წამოვა”

“ჰალ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა შოთა არველაძემ “სპორტულ ტაიმაუტში” ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ კომენტარი გააკეთა.

ჟურნალისტი: მოგიაზრებიათ, რომ უახლოეს მომავალში რომელიმე ქართველი ლეგიონერი ვიხილოთ “ჰალში”?

“წამოვა კვარაცხელია?, ხვალვე წავიყვან. არ წამოვა”, – ასე მოკლე პასუხი გასცა არველაძემ. სხვა ქართველ ფეხბურთელებს არ შეხებია.

თავის დროზე შოთას ხვიჩას შესახებ ნათქვამი აქვს, რომ ის 15-20 მილიონი არ ღირს.

საქართველოში თოვლში ფეხბურთს ვერ თამაშობენ

დღეს გახდა ცნობილი, რომ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში კიდევ 3 მატჩი გადაიდო – საბურთალოს და დინამო თბილისის მატჩი მიხეილ მესხზე; თელავის და ტორპედოს დაპირისპირება კავკასიონ არენაზე და სამგურალისა და გაგრას შეხვედრა ზესტაფონში.

კრისტალებთ ეროვნული ლიგის მე-3 ტურის მატჩი თელავსა და წყალტუბოს სამგურალს შორის, რომელიც 9 მარტს, 18:30 საათზე კავკასიონ არენაზე უნდა გამართულიყო, უამინდობის (თოვლი) გამო გადაიდო.

ასევე,უამინდობის გამო გადაიდო მე-4 ტურის მატჩი ქუთაისში, სადაც ადგილობრივი ტორპედო თბილისის ლოკომოტივს მასპინძლობდა. 14 მარტს, დინამო არენაზე გასამართი დინამო თბილისისა და გორის დილას მატჩიც უამინდობის გამო გადადებულია.

მატჩების გამართვის დრო მოგვიანებით გახდება ცნობილი.

დღეს, 19 მარტს, კრისტალბერთ ეროვნული ლიგა 2-ის კიდევ 3 მატჩი გადაიდო მარტვილის მერანის და შევარდენის მატჩი; გარეჯის და თბილისის მერანის შეხვედრა და სპაერისა და სამტრედიას დაპირისპირება. მატჩების გამართვის დრო მოგვიანებით გახდება ცნობილი.

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-ში, 13 და 14 მარტს გასამართი 4 შეხვედრა დიდთოვლობის გამო გადაიდო. დღეს, კასპის ცენტრალურ სტადიონზე შევარდენი 1906 დინამო ზუგდიდს მასპინძლობდა, ხოლო გლდანის საფეხბურთო ცენტრში ვიტ ჯორჯიასა და სპაერის მატჩი უნდა გამართულიყო.

ნალექიანობის გამო გადაიდო გარეჯისა და რუსთავის ხვალ გასამართი მატჩიც, ასევე თბილისის და მარტვილის მერანების მატჩი სპაერის სტადიონზე.

Eliga.ge

ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრების ახალი ვიცე-კაპიტანი დაასახელა

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ნაკრების ახალი კაპიტანზე და ვიცე-კაპიტანზე “სპორტულ ტაიმაუტში” ისაუბრა.

“არ გაგიკვირდებათ თუ ვიტყვი, რომ ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავას შემდეგ გურამ კაშია იქნება. მას აქვს ყველაფერი და მეტი იმისთვის, რომ იყოს კაპიტანი, როგორც მოედანზე და მოედნის მიღმა. ვიცე-კაპიტანი ნიკა კვეკვესკირია. ის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ჩემ სისტემაში, რადგან მოედანზე დიდ როლს ასრულებს. მართალია, შეტევით ტრანზიქციაში ნაკლებად ერთვება და ამ მხრივ ნაკლები საქმე აქვს, მაგრამ თამაშის ორგანიზებაში ნიკა ძალიან ჩართულია და ეს ყველაზე კარგად შვედეთთან გამოჩნდა”, – განაცხადა სანიოლმა.

კანკავამ სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ 1 თვის წინ გამოაცხადა, რომელიც წლებია ჩვენი გუნდის კაპიტანი იყო.

მამარდაშვილი 1 მილიონი, გაგნიძე 300 ათასი ევრო – რატომ მიდიან ქართველები რუსეთში?

ეკატერინბურგის “ურალში” მოთამაშე 2 ქართველი, ლუკა გაგნიძე და ლუკა წულუკიძე საფეხბურთო აგენტმა ირაკლი ლილუაშვილმა რუსეთიდან წამოიყვანა.

გაგნიძეს “ურალში” ხელფასის თვეში 25 ათასი ევრო ჰქონდა ანუ წელიწადში 300 ათასი ევრო. ლუკა 19 წლის უნიჭიერი ფეხბურთელია, ძალიან დიდი პერსპექტივით. მიუხედავად ამისა, რთული წარმოსადგენია ისეთი ჩემპიონატი, რომელშიც 18-19 წლის ბიჭს 25 ათას ევროს გადაუხდიდნენ, რა თქმა უნდა, ტოპ 5-ის გარდა.

ტოპ 5-ში გვყავს გიორგი მამარდაშვილი, რომელმაც “ვალენსიასთან” მრავალწლიანი კონტრაქტი გააფორმა. გიორგი ხელფასის სახით წელიწადში ერთ მილიონ ევრომდე გამოიმუშავებს. არადა, “ვალენსიას” ფინანსურად ნამდვილად არ ულხინს და ლა ლიგაში მე-9 პოზიცია უკავია, თვითონ მამარდა კი თავიდან მე-2 ლიგის მეკარედ აიყვანეს.

რუსეთის ბაზარი უკვე დასრულდა. ქართველ ფეხბურთელებს მალე ვეღარც მაღალ ხელფასს ან ევროტურნირებზე გასვლის საშუალებას შესთავაზებენ. მათთვის თითქმის ყველაფერი დამთავრებულია. აზრი აღარ აქვს რუსეთში დარჩენას ან წასვლას. სანქციებამდეც კი, ქართველი მოთამაშეები მაინც სცოდავდნენ, როცა ჩრდილოეთში მიდიოდნენ.

25 ათასს 18 წლის ბიჭები ცოტა საშუალო დონის ევროპული კლუბი თუ გადაუხდის, მაგრამ არანაკლებ სოლიდური ხელფასებია ავსტრიაში, უნგრეთში ან თუნდაც, პოლონეთში. და თუ ქართველი ტოპ 5-ში მოხვდება, გაცილებით მეტი თანხის გამომუშავებას შეძლებს, ვიდრე ამას რუსეთში მოახერხებდა.

მორჩა ის დრო, როცა “სპარტაკს” ჯანოსთვის 2 მილიონის გადახდა შეეძლო. ახლა შეუძლია ბევრი გაუფასურებული რუბლის შემოთავაზება.

ერთადერთი, რაც ამ სიტუაციას დადებითი აქვს – საბოლოოდ ჩამოიშალა ქართველებისთვის რუსული ბაზარი, საიდანაც წესიერ გუნდში არცერთი ქართველი არ წასულა.

მაგალითად და მიზნად კი მამარდას აღება შეიძლება, რომელიც “რეალს”, “ბარსელონას” ეთამაშება და კარგ ანაზღაურებასაც იღებს.

თოფურია – ჰერბერტი | აწონვები, პირისპირ დგომი (ვიდეო)

19 მარტს, UFC London-ის ეგიდით, ილია თოფურია ინგლისელ ჯეი ჰერბერტს დაუპირისპირდება. ბრძოლამდე ერთი დღით ადრე, სპორტსმენებმა წონა ჩააბარეს, რის შემდეგაც ერთმანეთის პირისპირ წარსდგნენ.

ღონისძიება თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება, ილია თოფურიასა და ჰერბერტის შეხვედრა კი, დაახლოებით, 23:50 საათზე დაიწყება.

იხილეთ ვიდეო

რა გააკეთა რუსულმა ტელეარხმა, როდესაც კადრში უკრაინის დროშები გამოჩნდა (ვიდეო)

რუსეთის ჩრდილოკორეიზაცია გრძელდება, აგრესორი ქვეყნის სპორტული ტელეარხი კი კვლავაც პუტინის რეჟიმის სამსახურშია.

გუშინ ევროპის ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე “ვესტ ჰემ იუნაიტედსა” და “სევილიას” შორის განმეორებითი მატჩი (2:0) გაიმართა. შეხვედრის 87-ე წუთზე მოედანზე ლონდონელთა უკრაინელი ფეხბურთელი ანდრეი იარმოლენკო გავიდა, რა დროსაც ტელეკადრში ტრიბუნაზე აფრიალებული უკრაინის დროშები გამოჩნდა. იმისთვის, რომ რუსულ ტელეაუდიტორიას არ დაენახა, თუ როგორ უჭერს მხარს ცივილიზებული სამყარო უკრაინას, რუსულმა ტელეარხმა აღნიშნული ეპიზოდი საარქივო კადრებით გადაფარა, რომელშიც უკრაინის სახელმწიფოს სიმბოლიკა არ ჩანდა. იარმოლენკომ მატჩის დამატებით დროში გოლი გაიტანა და “ვესტ ჰემს” ტურნირის მეოთხედფინალური ეტაპის საგზური მოუტანა.  რეალური ტრანსლაციის კადრში ისევ გამოჩნდა უკრაინის დროშა, რუსულმა ტელეარხმა კი ეს ეპიზოდი კვლავაც ძველი შეხვედრის მომენტით გადაფარა. შესაძლოა, ამის გამო უეფამ გარკვეულ ზომებსაც მიმართოს.

აღსანიშნავია, რომ რუსების მხრიდან ეს არ არის პირველი შემთხვევა. ასეთ პრაქტიკას რუსულმა მაუწყებლებმა ინგლისის პრემიერლიგის მატჩების დროსაც მიმართეს, რის გამოც დაისაჯნენ კიდეც. კერძოდ, რუსეთში ინგლისურ ფეხბურთს ტრანსლირება შეწყდა.

 

 

ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა

ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის წილისყრა რამდენიმე წუთის წინ გაიმართა.

ჩელსი VS რეალი

მანჩესტერ სიტი VS ატლეტიკო

ვილიარეალი VS  ბაიერნი

ბენფიკა VS  ლივერპული

სიტი – ატლეტიკო წყვილის გამარჯვებული შეხვდება ჩელსი – რეალის შორის გამარჯვებულს 

ბენფიკა – ლივერპულს შორის გამარჯვებული შეხვდება ვილიარეალი – ბაიერნის შორის გამარჯვებულს