“ტორპედომ” “დინამო თბილისის” და “დინამო ბათუმის” ფეხბურთელები დაიმატა

ქუთაისის “ტორპედო” ახალი სეზონისთვის მზადებას იწყებს და გამოცდილ ფეხბურთელებს იმატებს.

“ტორპედოში” გიორგი ქიმაძე დაბრუნდება, რომელიც “დინამო თბილისში” 2019 წლიდან თამაშობდა, თუმცა ბოლო სეზონი ტრავმის გამო გაუცდა. ქიმაძე ქუთაისში 2015 წლიდან – 19 წლამდე ასპაარეზობდა. გარდა ამისა, მარცხენა მცველი “ტორპედოს” აკადემიის აღზრდილია.

ბათუმის “დინამოს” 29 წლის ნახევარმცველი გიული მანჯგალაძე, ძალიან დიდი ალბათობით, “ტორპედოს” შეუერთდება. მანჯგალაძემ ბათუმი 1 კვირის წინ დატოვა და სხვადასხვა შემოთავაზება ჰქონდა, თუმცა ყველაზე რეალური სწორედ “ტორპედოსგან”.

გარდა ამისა, შესაძლოა კლუბს გიორგი კუხიანიძეც დაუბრუნდეს. კუხიანიძე “ტორპედოდან” უზბეკურ “ქიზილყუმში” აღმოჩნდა.

გიორგი ჭანტურიას “ბარსელონაში” დღეს რომ ეთამაშა…

“ქართველ მესად” წოდებული გიორგი ჭანტურია 2009-10 წლებში “ბარსელონას” აკადემიაში ირიცხებოდა და საკმაოდ წარმატებულად თამაშობდა.

როგორც ჭანტურია აცხადებდა, მას მალე “ბარსელონა ბ”-ში გადასვლას ჰპირდებოდნენ, თუმცა გუნდში არ დარჩა და “ვიტესში” წავიდა, საიდანაც “ჩელსიში” წასვლა შეეძლო, თუმცა არ გამოვიდა.

იყო მომენტიც, როდესაც მაშინ ამომავალ ვარსკვლავ ბოიან კრკიჩს ჭანტურიამ პენალტი არ შეასრულებინა და თვითონ შეაგდო.

2009-10 წლებში “ბარსელონამ” 6 ტიტულის მოგება მოახერხა და საუკეთესო ფორმაცია ჰქონდათ. დღეს კი მთავარი გუნდი “ბარსა ბ”-ს ახალგაზრდა მოთამაშეებით არის შევსებული და მათ შორის, ელზაზული, ჯუტგლა, გავი, ნიკო, ბალდე, ალვარო სანსი, ილიას აკომახი და სხვები არიან.

ამ ფონზე კი თუ გიორგი დღევანდელ “ბარსელონა ბ”-ში მოხვდებოდა, მაშინ მას ნამდვილად ექნებოდა შანსი გამოძახება ჩავისგანაც მიეღო.

ჭანტურიას თამაში აკადემიაში

კუნდეს წითელი ბარათი “ბარსელონასთან” მატჩში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო

ის, რასაც მთელი საქართველო ელოდა – ქართველი ტალანტები ტოპ 5-ში!

2022 წლის იანვარი, შეიძლება, აღმოჩნდეს ის თვე, როდესაც ორი საუკეთესო ქართველი ტალანტი, ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი ჩაკვეტაძე ტოპ 5 ჩემპიონატში მოხვდებიან.

“გენტი” დღეს ბელგიის თასის 1/4 ფინალში “სტანდარტს” დაუპირისპირდება და ჩაკვე კვლავ განაცხადშიც ვერ ხვდება, როცა არც ტრავმა აქვს და არც სხვა სახის პრობლემა. ასეთ დროს კი მარტივია მისახვედრია, რომ გიორგი მალე “გენტს” დატოვებს და მოსალოდნელია, რომ ტოპ 5-დან რომელიმე ჩემპიონატში გადავა. მას შემოთავაზებებები აქვს და მასში გადასახდელი სატრანსფერო თანხა გაცილებით შემცირებულია.

ოდნავ განსხვავებული სიტუაცია აქვს ხვიჩა კვარაცხელიას, რომელშიც “რუბინი” 20 მილიონ ევროს ითხოვდა, თუმცა თუ ინგლისურ გამოცემებს დავუჯერებთ, “ვესტ ჰემი” ყველაზე მეტად არის დაინტერესებული კვარას დამატებით და მზად არიან ქართველში 15 მილიონი გადაიხადონ. კვარაცხელიაც უმოტივაციოდ თამაშობს რუსეთში და “რუბინს” მისი გაყიდვა ახლა მოუწევს, ვიდრე ფასი კიდევ უფრო არ დაცემულა.

2022 წელი კარგი ამბებით და დიდი ტრანსფერებით უნდა დავიწყოთ.

ზაზა ფაჩულია: “ეს ჩემთვის შოკი იყო, ვფიქრობდი, რა დავაკელი”

საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა და NBA-ს ორგზის ჩემპიონმა ზაზა ფაჩულიამ გადაცემაში “ნოესთან” შურის თემაზე ისაუბრა.

“ყველაზე ძალიან მაშინ გამოჩნდა, როცა პირველად ჩემპიონი გავხდი. რაზეც გული დამწყდა, ვისგანაც არ ველოდებოდი, მათგან ვიგრძენი. გული წყდება ადამიანს, მაგრამ ხვდები, რომ ეს ცხოვრების ნაწილია ყველა სფეროში, ყველა ეტაპზე. ამაზე დიდხანს ფიქრი არაფერს არ მოგიტანს. იყო რაღაც გარკვეული პერიოდი, რომ მართლა შოკი იყო. ჯერ ჩემ თავს ვუსვამდი კითხვას, რა დავაკელი”

“როცა მეგობრად თვლი, როცა ასეთი ურთიერთობები გაკავშირებს. ყველაზე მნიშვნელოვანი რამ მოხდა კარიერაში, არც დრაფტი, არც პლეი-ოფი, არც პირველი ჩაგდებული ქულა ტიტულს ვერ შეედრება, ჩემპიონობა სულ სხვაა, თან NBA-ს. არ მომილოცეს, თუმცა ყველაზე მაგარი მაინც ის არის, რომ ხედავ ვინ მოიხსნა ნიღაბი, ვინ ვინ არის. წარსულით არ უნდა იცხოვრო და ყოველთვის წინ უნდა გაიხედო”, – განაცხადა ფაჩულიამ.

ზაზა ორჯერ ჩემპიონი “გოლდენ სტეიტის” რიგებში 2017/18 წლებში გახდა.

ნინო ოძელაშვილი: “ქართული სპორტი სათამაშო ბიზნესის დაფინანსების გარეშე ვერ იარსებებს”

მსოფლიო და ევროპის ჩემპიონებმა, ლაშა ტალახაძემ, ლევან საგინაშვილმა, კოსტა ჯანაშიამ, რაულ თუთარაულმა, ნინო ოძელაშვილმა და სხვებმა გუშინ სათამაშო ბიზნესის რეგულაციებზე ისაუბრეს და განაცხადეს, რომ თუ სათამაშო ბიზნესი სპორტის დაფინანსებას შეწყვეტს, მაშინ მათ ქვეყნიდან წასვლა ან სპორტიდან წასვლა მოუწევთ.

“სპორტსმენებს, ვისაც მსოფლიო ჩემპიონის ტიტული და დიდი წარმატება აქვს, ხელფასს იღებს, თუმცა იმდენს არა, რამდენსაც ყველა სპორტსმენი იმსახურებს. სპორტს გვერდით სათამაშო ბიზნესი ედგა, დაფინანსების გარეშე კი ქართული სპორტი ვერ იარსებებს”, – თქვა ოძელაშვილმა, სამბოში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა.

“სათამაშო ბიზნესი სპორტის დაფინანსებას თუ ვეღარ შეძლებს, დიდი პრობლემების წინაშე დავდგებით და სამომავლო გეგმებზე ფიქრიც გაგვიჭირდება. საქართველოში სპორტი დაფასებული არ არის და სათამაშო ბიზნესი გვერდით არა მხოლოდ MMA-ს, არამედ სხვა ბევრს სპორტს გვიდგას”, – ამბობს რაულ თუთარაული, საქართველოს ჩემპიონი (28-6-2)

მთავრობა აპირებს სათამაშო ბიზნესს რეგულაციები დაუწესოს და კანონი უკვე 2 მოსმენით მიღებულია.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია 25 მილიონ ევროს მიიღებს

FIFA-ს პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს განცხადებით, ორგანიზაცია განიხილავს მსოფლიო ჩემპიონატი 4 წლის ნაცვლად 2 წელიწადში ერთხელ ჩატარდეს, რაც შემოსავლებს თითქმის ორჯერ გაზრდის.

დამოუკიდებელმა კომპანიებმა დაითვალეს სხვადასხვა ფინანსური მაჩვენებლები და თუ 4 წელიწადში ერთხელ ჩატარებით 7 მილიონი დოლარის გამომუშავებაა შესაძლებელი, ორი მუნდიალით 11.4 მილიარდი ევრო მიიღება.

ეს თანხა FIFA-ს წევრ 211 ქვეყანაზე გადანაწილდება და თითოეულ ფედერაციას, 6 მილიონიდან დაფინანსება 25 მილიონამდე გაეზრდება, მათ შორის, რა თქმა უნდა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასაც.

ინფანტინოს ამ ინიციატივას მხარს 150-ზე მეტი ქვეყანა უჭერს.

ძანეტი: “მესის დამატება “ინტერის” მომავალს საფრთხის წინაშე დააყენებდა”

მილანის “ინტერის” ვიცეპრეზიდენტმა ხავიერ ძანეტიმ იმის შესახებ ისაუბრა, თუ რატომ ვერ მოხერხდა ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში “ნერაძურიში” ლიონელ მესის ტრანსფერი.

“არავინ მოელოდა, რომ ზაფხულში მესი “ბარსელონას” დატოვებდა. კორონავირუსული პანდემია მძვინვარებდა და საკუთარ თავს ასეთი ინვესტიციის განხორციელების უფლებას ვერ მივცემდით, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში კლუბის მომავალი საფრთხის წინაშე დადგებოდა”, – თქვა ძანეტიმ “ლიბეროსთვის” მიცემულ ინტერვიუში.

“ინტერის” ლეგენდამ კომენტარი კიდევ ერთ არგენტინელ ფეხბურთელზე ლაუტარო მარტინესზე გააკეთა:

“იოლი არ არის სერია A-სთან ადაპტაცია, თუმცა ლაუტარო დღესდღეობით “ინტერისა” და ეროვნული ნაკრების სავიზიტო ბარათია. ის დიდებული ფეხბურთელია და ჩვეულებრივი ფაქტია, რომ მისი დამატება ბევრ წამყვან კლუბს სურს. ლაუტი აქ ძალზედ ბედნიერია, ასე რომ მის მომავალზე არ ვღელავ. ის თავს მნიშვნელოვან მოთამაშედ გრძნობს და ამას ყველა მატჩში ამტკიცებს”.

კვარაცხელიასთვის ბრძოლაში “ვესტ ჰემი” დაწინაურდა

“ფუტბოლ ინსაიდერის” ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიას დამატებისთვის ბრძოლაში “ვესტ ჰემ იუნაიტედი” დაწინაურდა.

წყაროს თანახმად, ყაზანის “რუბინი” ქართველი ფეხბურთელის სანაცვლოდ 15 მილიონ ევროს ითხოვს, “ჩაქუჩები” კი დასახელებული თანხის გადასახდელად მზად არიან. დევიდ მოიესის გუნდი კვარაცხელიას დამატებას იანვრის სატრანსფერო პერიოდში შეეცდებიან.

ცნობისათვის, 20 წლის ნახევარმცველით “ევერტონი” და “საუთჰემპტონიც” არიან დაინტერესებულნი. დასახელებულ კლუბებს ზამთარში შეტევითი ხაზის გაძლიერება სურთ და სხვადასხვა ვარიანტებს განიხილავენ.

შეგახსენებთ, რომ მანამდე საუბარი იყო “ტოტენჰემ ჰოთსპურში” ან “მილანში” ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლო გადასვლაზე.

ქართველ ფეხბურთელსა და “რუბინს” შორის გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებას ვადა 2024 წლის ზაფხულამდე აქვს. სპეციალიზებული ინტერნეტპორტალი “ტრანსფერმარკტი” კვარაცხელიას სატრანსფერო ღირებულებას 18 მილიონ ევროდ აფასებს.

“ნიუკასლს” ჯეკოს დამატება სურს

ბრიტანული გამოცემა “დეილი მეილი” იუწყება, რომ “ნიუკასლ იუნაიტედს” მილანის “ინტერის” ფორვარდ ედინ ჯეკოს შეძენა სურს.

მას შემდეგ, რაც “კაჭკაჭები” არაბებმა შეიძინეს, “ნიუკასლი” მსოფლიოს უმდიდრესი კლუბი გახდა და შესაძლოა, მფლობელებმა საკუთარი ფინანსური შესაძლებლობები იანვარშივე გვაჩვენონ. ინგლისურ კლუბში იმედოვნებენ, რომ ჯეკო გუნდს პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნებაში დაეხმარება.

შეგახსენებთ, რომ 35 წლის ბოსნიელი თავდამსხმელი “ინტერში” “რომადან” მიმდინარე წლის ზაფხულში უსასყიდლოდ გადავიდა. მხარეებს შორის ორწლიანი კონტრაქტია გაფორმებული.

ედინ ჯეკომ “ინტერის” ფორმით მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ერთად 23 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

“ნიუკასლს” პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა ადგილი უკავია.

“დინამო თბილისს” საუკეთესო ფეხბურთელი ტოვებს

“დინამო თბილისს” გასული სეზონი საუკეთესო ბომბარდირი, სერბი ზორან მარუშიჩი ტოვებს.

მარუშიჩი ეროვნული ლიგის ბომბარდირი გახდა 16 გოლით და დამატებით, 8 საგოლე პასიც გააკეთა.

სერბს შემოთავაზებები ყაზახეთიდან და პოლონეთიდან აქვს.

სანაცვლოდ, “დინამო” ბელარუსული “ტორპედოდან” 24 წლის თავდამსხმელს, დმიტრი ანტილევსკის იმატებს. ანტილევსკი 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

ფეხბურთელი ბელარუსის ნაკრების წევრია და 8 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული.

ლევან სალუქვაძე: “რეგულაციების კარგ მეთოდს შემოგთავაზებთ”

სპორტულმა კომენტატორმა ლევან სალუქვაძემ Youtub გადაცემა “ორშაბათობაში”, რომელიც კომენტატორებს, ტატო ბაციკაძეს და გიორგი კატალოზს მიჰყავთ, სათამაშო ბიზნესის რეგულაციებზე ისაუბრა.

“რეგულაციების კარგ მეთოდს შემოგთავაზებთ. მაგალითად, კალატოზს უნდა თამაში, დარეგისტრირდა ტოტალიზატორში, წარმოადგინა შემოსავლების ცნობა, რომ თვეში ერიცხება ხელფასი 1000 ლარი. 30%-ზე მეტი არ ჰქონდეს თამაშის უფლება და ვერ გაუბედურდება ვერავინ. გარკვეული მარჟა იყოს დაწესებული”

“Bet 365-ზე ყველა ვართ დარეგისტრირებულები და თუ ეს გაუქმდა, ყველა შეძლებს იქ თამაშს. კაბელებს ხომ არ ჩაგვიჭრიან. ახლა გაჯეტების თაობა მოდის. შედიხარ Bet 365-ზე და თვეში ერთხელ ამოდის შეკითხვა, ხომ არ შეცვლიდი შენი ფსონის მაქსიმუმს. პირობითად, ტარიფი არის თვეში 1000 დოლარი. იმის იქით, მეტს ფულს არ დაგადებინებს. შეგვიძლია ეს გავხადოთ იძულებითი”, – განაცხადა სალუქვაძემ.

გარდა ამისა, სალუქვაძემ შესთავაზა კანონის ინიციატორებს, რომ რეკლამა სილქ უნივერსალზე არ გავიდოდა და გავიდოდა მხოლოდ ფასიან არხებზე. წინასწარ იქნებოდა მანიშნებელი, რომ ტოტალიზატორის რეკლამას ნახავდა მაყურებელი. ამ თემასთან დაკავშირებით კონკრეტული პასუხი არ მიუღია.

გუშინ პრესკონფერენცია ლაშა ტალახაძემ, ლევან საგინაშვილმა, კოსტა ჯანაშიამ და სხვა სპორტსმენებმა გამართეს და თქვეს, რომ თუ სათამაშო ბიზნესი სპორტის სპონსორობას შეწყვეტდა, მათ ქვეყნიდან წასვლაც კი შეუძლია მოუწიოთ.