ისტორიაში პირველად: მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩებს ქალებიც განსჯიან

ყატარში წელს გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატი კიდევ ერთი მოვლენით იქნება გამორჩეული.

ფიფამ მსოფლიო პირველობის მსაჯთა სია გამოაქვეყნა. ისტორიაში პირველად მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებს ქალი არბიტრებიც განსჯიან.

ტურნირის შეხვედრებისთვის ფიფას მიერ დამტკიცებულია 36 მთავარი მსაჯი, რომელთა შორის სამი ქალია: სტეფანი ფრაპარი (საფრანგეთი), სალიმა მუკანსანგა (რუანდა) და იოშიმი იამაშიტა (იაპონია).

როგორც მოგეხსენებათ, მსოფლიოს ჩემპიონატი ყატარში, მიმდინარე წლის 21 ნოემბრიდან 18 დეკემბრამდე გაიმართება.

ანჩელოტი ბეილზე: “მთელმა მსოფლიომ უნდა დაინახოს ეს”

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ გარეთ ბეილის წასვლაზე ისაუბრა.

“100%-ით ვერ ვიტყვი ,რომ ბეილი მიდის. ვნახავთ, იქნება თუ არა “ბეტისთან” სათადარიგო სკამზე. მისი კონტრაქტი მთავრდება და ხვალ სად ითამაშებს, არ არის მნიშვნელოვანი. ის იყო ამ კლუბის ისტორიის ნაწილი, ჩემპიონთა ლიგის ფინალებსა და კოპაზე. მთელმა მსოფლიომ უნდა დაინახოს ეს” – ციტირებს კარლოს სიტყვებს Marca.

32 წლის უელსელი “რეალში” 2013 წლიდან თამაშობს და გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგა 4-ჯერ აქვს მოგებული.

ნუნუ გომეშს ლეაო ანრის, ადრიანოს და რონალდოს ახსენებს

პორტუგალიის ნაკრებისა და “ფიორენტინას” ყოფილმა თავდამსხმელმა ნუნუ გომეშმა “მილანის” შემტევი რაფაელ ლეაო ტიერი ანრის, ადრიანოს და რონალდოს შეადარა.

“ლეაოს თამაშს არ გავუკვირვებივარ. მე მას 15 წლის ასაკიდან ვიცნობ. ის ჯერ კიდევ პორტუგალიის ახალგაზრდულ გუნდებში გამოირჩეოდა და მისი ნიჭით მაშინვე მოვიხიბლე.

ის თავის პოზიციაზე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებს შორის უკვე არის. სტეფანო პიოლის დავეთანხმები და ვიტყვი, რომ ლეოა ტიერი ანრის მაგონებს, თუმცა სიძლიერით “იმპერატორ” ადრიანოს და ფეთქებადობით “ფენომენო” რონალდოსაც მახსენებს.

ლეაო ძალიან განვითარდა და მომავალში კიდევ უფრო მეტის გაკეთება შეეძლება. თუ მეტოქის საჯარიმოსთან ახლოს ითამაშებს, უფრო მეტ გოლსაც გაიტანს.

უცხოელი თავდამსხმელისთვის სერია A-ში თავის გამოჩენა რთულია, მაგრამ თუ იტალიურ გამოცდას ჩააბარებ, ესე იგი მზად ხარ. ლეაომ ამ სეზონში უკვე აჩვენა თავისი ფასი, მომდევნო წელს კი კიდევ უფრო დამაჯერებელი გახდება”, – აღნიშნა ნუნუ გომეშმა “ლა გაძეტა დელო სპორტისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

რაფა ლეაომ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ერთად ჩატარებულ 41 მატჩში 14 გოლი გაიტანა. მას “მილანთან” კონტრაქტი 2024 წელს ეწურება, თუმცა “როსონერის” შრომითი ხელშეკრულების გახანგრძლივება 2026 წლამდე სურს.

ჩაკვეტაძესთან ერთად – ვილი სანიოლმა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის 2022/23 წლის სეზონის გათამაშების მოსამზადებელ ეტაპს იწყებს. ვილი სანიოლის გუნდი ივნისში ოთხ შეხვედრას გამართავს. საქართველოს ეროვნული ნაკრები მატჩებისთვის 24 მაისიდან თბილისში შეიკრიბება.

საქართველოს ნაკრები პირველ შეხვედრას უეფას ერთა ლიგაზე 2 ივნისს გიბრალტარის წინააღმდეგ დინამო არენაზე ჩაატარებს. 5 ივნისს, სტუმრად, ბულგარეთს დაუპირისპირდება, 9 ივნისს ჩვენი გუნდი ჩრდილოეთ მაკედონიაში ითამაშებს. ივნისის ბოლო შეხვედრა 12 ივნისს, საქართველოსა და ბულგარეთს შორის თბილისში გაიმართება.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა უეფას ერთა ლიგის მატჩებისთვის 29 ფეხბურთელი გამოიძახა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარე: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)

დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი), გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი, დანია). ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), სოლომონ კვერკველია (გაგრა, საქართველო), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი (დინამო, ბათუმი, საქართველო)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი, ანტაკია, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია), ხვიჩა კვარაცხელია (დინამო, ბათუმი, საქართველო), ზურიკო დავითაშვილი (დინამო,ბათუმი, საქართველო), ვაკო გვილია (რაკუვი, ჩესტოხოვა, პოლონეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი ჩაკვეტაძე (ჰამბურგი), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო, თბილისი, საქართველო), გიორგი ჩაკვეტაძე (ჰამბურგი, გერმანია), გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, ბარსელო, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი (ვისლა, კრაკოვი, პოლონეთი), თორნიკე ოქრიაშვილი (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი), ვაკო ყაზაიშვილი (ულსან ჰიუნდაი, სამხრეთ კორეა), ბუდუ ზივზივაძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი), გიორგი ქვილითაია (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი), გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია).

საქართველოს ნაკრების განრიგი უეფას ერთა ლიგაზე

2 ივნისი | საქართველო-გიბრალტარი | 20:00

5 ივნისი | ბულგარეთი-საქართველო | 22:45

9 ივნისი | ჩრდილოეთ მაკედონია-საქართველო | 22:45

12 ივნისი | საქართველო-ბულგარეთი | 20:00

23 სექტემბერი | საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონია | 20:00

26 სექტემბერი | გიბრალტარი-საქართველო | 22:45

მოურინიო: “საბედნიეროდ, “ბარსელონა” არ ჩავიბარე”

მადრიდის “რეალის” ყოფილ და “რომას” ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს 2008 წელს “ბარსელონას” ჩაბარების შანსი ჰქონდა. პორტუგალიელმა სპეციალისტმა აღნიშნული პერიოდი გაიხსენა.

“როდესაც “ბარსელონაში” გარდამავალი პერიოდი იყო, მათ მე სიტუაციის ანალიზი მთხოვეს. ადამიანი, რომელმაც ამ თხოვნით მომმართა, კლუბის მაღალჩინოსანი იყო. მათი სურვილი შევასრულე, თუმცა მეტი არაფერი ყოფილა. ჩემდა საბედნიეროდ, ისტორია თანმიმდევრულად განვითარდა”, – მოურინიოს კომენტარს Movistar+ აქვეყნებს.

როგორც ირკვევა, კატალონიელები კლუბში მოურინიოს მიწვევაზე გუნდიდან ფრანკ რაიკაარდის წასვლის შემდეგ ფიქრობდნენ. იმ პერიოდში პორტუგალიელმა ლონდონის “ჩელსი” დატოვა და სამწვრთნელო კარიერა მილანის “ინტერში” გააგრძელა, სადაც მუშაობის ორწლიან პერიოდში ხუთი ტიტული მოიგო, მათ შორის – ორჯერ იტალიის ჩემპიონატი და ერთხელ – ჩემპიონთა ლიგა.

გიორგი მამარდაშვილის ბრწყინვალე შედეგი – ქართველი ევროპაში საუკეთესოა!

ესპანური რადიო Taronja-ს ინფორმაციით, რომელიც საფეხბურთო ობსერვატორიის მონაცემებს ეყრდნობა, გიორგი მამარდაშვილი ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა ფეხით გრძელი პასების გაკეთებაში.

მამარდა ლა ლიგაში მე-4 და ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში მე-7 ადგილზეა 65.4%-იანი სიზუსტის მაჩვენებლით. მისი გრძელი პასები ძირითად შემთხვევებში სწორედ თანაგუნდელებისკენ არის მიმართული და არა უბრალოდ, ბურთის მოგერიებაა.

ეს სტატისტიკა კიდევ ერთხელ ადასტურებს გიორგის ბოლო 6-თვიანი ვარჯიშის შედეგს, როცა იგივე “ლოკომოტივში” მამარდაშვილს ამ მხრივ პრობლემები ჰქონდა. ხოლო, მისი აღნაგობიდან გამომდინარე, ხელით შეუძლია ბურთი პრაქტიკულად მეკარის საჯარიმომდე ახლოს გადააგდოს.

ეს კაცი სტიუარდი აღარასდროს იქნება ! ლოკოს ფეხბურთელმა “მიზანში მოარტყა” (ვიდეო)

ბათუმის “დინამომ” “ლოკომოტივი” 2 დღის წინ 7-2 დაამარცხა.

ერთ-ერთ მომენტში “ლოკოს” სადათარიგო მეკარე რეზო ლომიძე ხურდებოდა, რა დროსაც, ბურთი მიიღო, დარტყმა განიძრახა და სტიუარდს “მიზანში გაარტყა”.

სოციალურ ქსელში ვიდეო საკმაოდ პოპულარული ხდება.

@diasamidze1 დარტყმა როგორც ასეთი🤣 #ლოკომოტივისფეხბურთელი😂😂😂 #foryoupage 💜 #გლობალზე ♬ original sound – დიასამიძე129

განელმა ფეხბურთელმა 2 ავტოგოლი შეაგდო გარიგებული მატჩი რომ ჩაეშალა (ვიდეო)

განელმა ფეხბურთელმა ჰაშმინ მუსამ განის ჩემპიონატში საკუთარ კარში 2 ავტოგოლი გაიტანა, რათა გარიგებული მატჩი ჩაეშალა.

მცველი მოედანზე მწვრთნელმა იმ მიზნით შეუშვა, რომ ანგარიში შეეცვალა და ფეხბურთელმაც საკუთარ მეკარს გაუტანა.

“სასტუმროში ყოფნისას გავიგე, როგორ აპირებდნენ შეხვედრის 5-1 დასრულებას. მწვრთნელს ვუთხარი, რომ შევეყვანე და მათ გეგმებს ხელს შევუშლიდი. ასეც გავაკეთე”.

ფაქტი 2021 წელს მოხდა, მაგრამ 2 დღის წინ ფეხბურთელს 24 თვიანი დისკვალიფიკაცია 6 თვემდე შეუმცირეს მისი ქმედების გამო.

ანდრო ნემსაძის გოლები (ვიდეო)

ბოლნისის “სიონის” ფეხბურთელი თბილისის “დინამოს” აკადემიის აღზრდილია და ყუმბარისებური დარტყმით გამოირჩევა.

მისი 2018 წლის საუკეთესო მომენტები, როცა ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მარცხენა მცველად ითვლებოდა.

“ტოტენჰემი” დიბალას დაუკავშირდა

ტურინის “იუვენტუსის” შემტევ პაულო დიბალას დამატებით “ტოტენჰემ ჰოთსპური” დაინტერესდა.

ჟურნალისტი პედრო ალმეიდა იუწყება, რომ ლონდონური კლუბის სპორტული დირექტორი ფაბიო პარატიჩი არგენტინელ ფეხბურთელს დაუკავშირდა და შესაძლო ტრანსფერზე მოლაპარაკება გამართა. შეგახსენებთ, რომ პარატიჩი მანამდე “იუვენტუსში” ანალოგიურ პოსტს იკავებდა და ის დიბალას კარგად იცნობს.

28 წლის შემტევის დამატებაზე სხვა კლუბებიც ფიქრობენ. “რომას” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო პირადად არის გუნდში არგენტინელი ფეხბურთელის მიყვანით დაინტერესებული. დიბალას მსურველთა შორის სახელდება მილანის “ინტერი”, ლონდონის “არსენალი” და მადრიდის “ატლეტიკოც”.

როგორც მოგეხსენებათ, პაულო დიბალა ამ ზაფხულს “ბებერ სინიორას” თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

საქართველოს ბანკი ფეხბურთის ფედერაციის გენერალური პარტნიორი გახდა

18 მაისს, სასტუმრო სტამბაში საქართველოს ფეხბურთს ფედერაციასა და საქართველოს ბანკს შორის ხუთწლიანი ხელშეკრულება გაფორმდა.

თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს ბანკი 2026 წლის ჩათვლით დაუჭერს მხარს საქართველოს ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს, ქალთა, ვაჟთა და ფუტსალის ეროვნულ და ასკობრივ ნაკრებ გუნდებს. თანამშრომლობა ასევე გულისხმობს ეროვნული ჩემპიონატის მხარდაჭერას. დაგეგმილია არაერთი პროექტის განხორციელება, რაც მოიცავს ქვეყნის მასშტაბით ფეხბურთის მხარდაჭერას, მასობრივი და ქალთა ფეხბურთის პოპულარიზაციას, საგანმანათლებლო და სოციალური პროექტების განხორციელებას.

ხელშეკრულებას ხელი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა და საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ მოაწერეს.

ხელმოწერის ცერემონიას ასევე ესწრებოდნენ სფფ-ისა და საქართველოს ბანკის წარმომადგენლები. მათ შორის, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვილი სანიოლი, ეროვნული ნაკრების კაპიტანი, გურამ კაშია, პირველი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე, ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი და აკაკი ალადაშვილი.

ლევან კობიაშვილი (სფფ-ის პრეზიდენტი): „ძალიან სასიხარულოა, რომ სწორედ საქართველოს ბანკი გახდა ქართული ფეხბურთის მხარდამჭერი. ბანკი, რომელიც მრავალწლიანი ისტორიის მანძილზე გამოირჩეოდა საკუთარი ხედვითა და ფილოსოფიით. მუდმივი განვითარება სწორედ ის მთავარი ღირებულებაა, რომელიც საერთოა ჩვენთვის. დარწმუნებული ვარ, ჩვენი თანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება ორივე მხარისთვის და მჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევით ბევრი სასიკეთო საქმის გაკეთებას შევძლებთ ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის.

აღსანიშნავია, რომ მომავალ წელს ჩვენი ქვეყანა უეფას ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სანაკრებო ჩემპიონატის მასპინძელია. ჩვენი ახალი პარტნიორის მხარდაჭერით, აუცილებლად შევძლებთ გამორჩეული ჩემპიონატის ჩატარებას“.

არჩილ გაჩეჩილაძე (საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი): „დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ვიწყებთ გრძელვადიან პარტნიორობას. ამ თანამშრომლობით გვინდა გამოვხატოთ ჩვენი დიდი მხარდაჭერა და გულშემატკივრობა ქართული ფეხბურთის მიმართ. ჩვენი თანამშრომლობის მიზანია, ხელი შევუწყოთ ახალგაზრდა სპორტსმენების განვითარებას, ქალთა ფეხბურთის პოპულარიზაციას, ფუტსალის ეროვნული და ასაკობრივი ნაკრები გუნდების გაძლიერებას.

ასევე, სხვადასხვა საგანმანათლებლო და სოციალური პროექტების განხორციელებას, სპორტსმენებისთვის საჭირო რესურსებზე წვდომას. გვინდა ამ პარტნიორობით ჩვენი წვლილი შევიტანოთ იმ საქმეში, რასაც ქართული სპორტის განვითარება ჰქვია და რომელსაც უკვე ვახორციელებთ არაერთი წარმატებული თანამშრომლობით, იქნება ეს საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერა თუ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური და პარალიმპიური კომიტეტების გენერალური პარტნიორობა.

ჩვენთვის დიდი პატივია ეროვნული ნაკრების სპორტსმენების წახალისება, და მჯერა, არაერთ გამარჯვებას მოგვიტანენ. დარწმუნებული ვარ, ბევრ ახალგაზრდას მიეცემა სტიმული, არ გაჩერდეს და კიდევ უკეთ აითვისოს და გამოავლინოს საკუთარი პოტენციალი“.

გურამ კაშია ( საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი): „საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისთვის მნიშვნელოვანია ასეთ ძლიერ პარტნიორთან თანამშრომლობა. იმედი მაქვს, ეს პარტნიორობა დიდხანს გაგრძელდება და რაც შეიძლება წარმატებულები ვიქნებით. ასეთ დიდ ბანკთან თანამშრომლობა ძალიან წაადგება, როგორც სფფ-ს, ისე ეროვნულ ნაკრებ გუნდებსა და ფეხბურთის განვითარებას საქართველოში”.

GFF

მოულოდნელი ინფორმაცია: “ვალენსია” მამარდაშვილის გაყიდვას აპირებს

Eldesmarque-ის ჟურნალისტი ხორხე რუისი მოულოდნელ ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ “ვალენსია” ლიდერების გაყიდვას აპირებს.

“ყველა ტრანსფერზე და გასაყიდად არის გამოტანილი მამარდაშვილით დაწყებული. ბორდალასმა იცის ეს და მიუხედავად ყველაფრისა, ცდილობს რომ გუნდი კონკურენტუნარიანი იყოს. შეიძლება ეს ხუმრობად მოგეჩვენოთ, მაგრამ მე უკვე მეშინია, არ გავვარდეთ მომდევნო სეზონში”.

2 დღის წინ “ვალენსიას” პრეზიდენტის, ენილ მარტის მუქარა გავრცელდა კარლოს სოლერის მიმართ, რომელსაც მარტი სარფიანი წინადადების მოტანას სთხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ უფასოდ წავიდოდა, პრესით განადგურებას დაჰპირდა.

“ვალენსია” ფინანსურ კრიზისს განიცდის, სინგაპურელი მფლობელი პიტერ ლიმმის მიმართ უკმაყოფილება ყოველდღე იზრდება და გამოსავალი, როგორც ჩანს, ლიდერების გაყიდვაში იპოვეს. მათ შორის, ხოსე გაიას, კარლოს სოლერის, გუედეშისა და გიორგი მამარდაშვილის.

“ვალენსიას” ფანები ინფორმაციას ავრცელებენ, რომ “ვილიარეალი” მზად არის ქართველის სანაცვლოდ 10 მილიონი ევრო გადაიხადოს. “ბეტისი” კი გუედეშში 20 მილიონს ჩამოდის.

ის, რომ იასპერ სილესენი “ღამურებს” აუცილებლად დატოვებს, უკვე ყველასთვის ცხადია. მოსალოდნელია, რომ მამარდას ჯერ გამოსასყიდ თანხას აუცილებლად გაუზრდიან.

ყველაფერი ივნისის ბოლომდე უნდა გაირკვეს. შესაძლოა, მანამდე ლიმმა კლუბიც გაყიდოს და ახალმა მფლობელმა ფინანსური კრიზის გადაჭრას. ერთი პერიოდი საუბარი აბრამოვიჩზეც იყო.