ერერა მატჩის წინ: “უკანმოუხედავად თამაშის უფლება არ გვაქვს”

ანდერ ერერამ თანაგუნდელები გააფრთხილა, რომ “ლივერპულის” წინააღმდეგ უკანმოუხედავად თამაშის უფლება არ აქვთ, რამეთუ შეიძლება “წითლებმა” “ეშმაკები” ნებისმიერ მომენტში დასაჯონ.

“გიჟივით თამაშის უფლება არ გვაქვს. წინ დიდი დრო გვაქვს. რაც მე მოვედი “ლივერპულს” 5-ჯერ ვეთამაშეთ და აქიდან 4-ჯერ მოვიგეთ. ვფიქრობ, რომ ვიცით, თუ როგორ უნდა ვითამაშოთ მათ წინააღმდეგ.

უმჯობესი იქნებოდა “ენფილდზე” უკეთ გვეთამაშა, თუმცა ახლა ამაზე ფიქრის დრო არ არის. წინ დიდი გამოწვევა გველის. იმ მატჩიდან ბევრი რამ ვისწავლეთ. “ოლდ ტრაფორდზე” ყველაფერი სხვანაირად იქნება.

სახლში ვთამაშობთ, უფრო ძლიერები ვართ. მოგების სურვილი გვაქვს და ვიცით, თუ რა უნდა გავაკეთოთ ამისთვის. მართალია ისინი კარგ ფორმაში იმყოფებიან, თუმცა ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ.”

მატა: “მანჩესტერ იუნაიტედი” დანებებას არ აპირებს”

ხუან მატამ პრესასთან საუბრისას აღნიშნა, რომ “ლივერპულთან” განცდილი მარცხის (2-0) მიუხედავად, მანჩესტერული კლუბი დანებებას არ აპირებს და ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის საგზურისთვის იბრძოლებს.

“ჩვენ არასდროს ვნებდებით. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ პირველივე წუთებიდან შევუტიოთ და გოლის გატანა ვცადოთ.

გასულ სეზონში ისინი 3-0 დავამარცხეთ, ასე რომ ჩვენ ეს შეგვიძლია. რთული იქნება, რადგანაც “ლივერპულს” ძალიან კარგი გუნდი ჰყავს თავისი მწვრთნელით, თუმცა ჩვენს გულშემატკივრებთან ერთად ამის გაკეთებას შევძლებთ.”

ამ მატჩში 2 გოლის გაშვების მიუხედავად საუკეთესო დავიდ დე ხეა იყო, რომელიც მატამაც შეაქო: “მათ გოლის გატანის მეტი შანსი ჰქონდათ, თუმცა დე ხეა როგორც ყოველთვის, დღესაც მოწოდების სიმაღლეზე იყო.”

6 მიზეზი, რატომაც არ უნდა უყუროთ “ლივერპულისა” – “მანჩესტერის” დაპირისპირებას

ეს ხომ ევროპა ლიგის მატჩია

მუსიკალური კოლეჯი კონსერვატორიის ნაცვლად, საშინელი შეყვარებული ნაცვლად იმისა, ვინც მესამე კლასიდან გიყვარდა, ევროპა ლიგა ჩემპიონთა ლიგის ნაცვლად – განსხვავება მართლაც რომ დიდი და საზარელია.

ევროპა ლიგას ინგლისური კლუბებისთვის დიდი ფინანსური სარგებლის მოტანა არ შეუძლია, არც ჰიმნი აქვთ ისეთი, როგორიც ჩემპიონთა ლიგას, არც სტატუსი – ტურნირი სადაც ის გუნდები თამაშობენ, რომლებმაც ჩემპიონთა ლიგაზე ‘ვერ გაქაჩეს’.

ევროპა ლიგის პროგრესისთვის ერთადერთი გზა არსებობს – ჯგუფიდან მხოლოდ პირველადგილოსანი უნდა გადიოდეს შემდეგ ეტაპზე და ისეთი გუნდები, როგორებიც არიან “სიონი” და “მიოლდე” სახლში უნდა დარჩნენ.

საშუალო კლასის თამაშია

“ლივერპულისა” და “მანჩესტერის” თამაშის ყურება სხვის ‘Mazda 6″-თან გადაღებულ სელფის წააგავს. რატომ? “იუნაიტედი” წარმოადგენს კლუბს, რომელიც მეექვსე ადგილზე იმყოფება, თუმცა “ვესტ ბრომვიჩთან” და “სანდერლენდთან” უმიზეზოდ მარცხდება. იგივეს თქმა შეიძლება “ლივერპულზეც”. ამ კლუბის ფანები მთელი სეზონი ელოდნენ, როდის მოახერხებდა “ლივერპული” ზედიზედ 3 მატჩის მოგებას, მათი სურვილი ასრულდა (ძალიან უცნაურ მატჩში “კრისტალ პალასთან”), თუმცა ცოტა დაგვიანდა.

კლოპი ვეღარ გაგვაკვირვებს

ბრენდან როჯერსში ერთადერთი გამორჩეული დეტალი იყო: მას ძალიან უყვარდა სნუპ დოგი. ამ მხრივ კლოპი უფრო მრავალფეროვანია, თუმცა მან უკვე გახსნა ყველა კარტი თავისი კატალოგიდან. შეგიძლიათ თავად ნახოთ:

სიცილი

გოლის გიჟური აღნიშვნა

გოლის მშვიდი (შედარებით) აღნიშვნა

ჩართულობა

 

ალერსი

გინება

 

ცირკის ელემენტები

ვან გაალს ევროპა ლიგის მოგება არ სჭირდება

ჟოზე მოურინიომ, რომელიც ზაფხულში “მანჩესტერ იუნაიტედს” ჩაუდგება სათავეში (დიდი ალბათობით), ერთხელ უკვე განაცხადა, რომ მას ევროპა ლიგა საერთოდ არ აინტერესებს – “ჩემთვის ძალიან დიდი იმედგაცრუება იქნება თუ “ჩელსი” ევროპა ლიგას მოიგებს”. ამ განცხადებით მან პირველ რიგში რაფა ბენიტესს უკბინა. იგივეს თქმა კი ნამდვილად არ მოერიდება. ლუი ვან გაალისთვის გაცილებით უფრო ადვილი იქნება, თუ ყურადღებას პრემიერ ლიგაზე გადაიტანს და მეოთხე ადგილიდან ეცდება ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება. 3 ტურნირზე ბრძოლა ჰოლანდიელისთვის ძალიან რთული იქნება.

ვან გაალი მთელ მატჩს თავის წიგნაკთან ერთად გაატარებს

ყველასათვის ცნობილია, რომ ლუი ბოდიშს არ იხდის. თუმცა მან ეს გააკეთა იმ ორი წამის გამო, რომელიც შესაძლოა საუკეთესო მომენტიც კია მისი ინგლისურ კარიერაში. 

“ლივერპულთან” მატჩში ჩვენ ტიპიურ ლუი ვან გაალს ვნახავთ : მოჟამული სახით მჯდარ პასიურ და საკუთარ წიგნაკზე შეყვარებულს. ჰოლანდიელი ხანდახან რაიან გიგზსაც გადაელაპარაკება და კვლავ დაუბრუნდება წიგნაკს. დიდწილად სწორედ ამიტომ სძულთ “მანჩესტერის” ფანებს ის.

უკეთესი ვარიანტი

ნაცვლად ამ მატჩის ყურებისა, თქვენ შეგიძლიათ თვალი მიადევნოთ “ტოტენჰემისა” და “ბორუსიას” დაპირისპირებას, რომელიც 2 საათით ადრეა დაგეგმილი.

უმჯობესი იქნება თუ ამ ორი ყველაზე შემტევი და მოდური კლუბის დაპირისპირებას უყურებთ და 12 საათზე დასაძინებლად დაწვებით, დილით კი ნახავთ “მანჩესტერისა” და “ლივერპულის” მატჩის მიმოხილვას, რომელიც დიდი ალბათობით 1 წუთზე მეტი არ გასტანს.

ლუი ვან გაალის “მანჩესტერი” საკმაოდ სასიამოვნო რეკორდს უახლოვდება

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი, ლუი ვან გაალი, რომლის გუნდიც ხუთშაბათს, ევროპა ლიგის ეგიდით “ლივერპულს” დაუპირისპირდება, ახალ რეკორდს უახლოვდება.

ვან გაალის კლუბს შესანიშნავი შედეგი აქვს “ლივერპულთან” გასამართ მატჩებში. ჰოლანდიელი სპეციალისტის გუნდმა ბოლო 4 მატჩიდან ოთხივე მოიგო, მას შემდეგ რაც კლუბი 2014 წელს ჩაიბარა.

კიდევ ერთი მოგება კი აღნიშნულ რეკორდს დაამხობს – “წითელ ეშმაკებს” “ლივერპული” ზედიზედ 5-ჯერ არასდროს დაუმარცხებიათ.

“ძალიან საკვირველია ის ფაქტი, რომ “ლივერპულის” დამარცხება ამდენჯერ შევძელით. თუმცა იმედი მაქვს, რომ “წითლებს” მეხუთეჯერაც დავამარცხებთ, მე კი კლუბის ისტორიაში შევალ.”

კეინი და დემბელე “ფიორენტინას” წინააღმდეგ თამაშს ვერ შეძლებენ

ლონდონის “ტოტენჰემს” იტალიურ “ფიორენტინასთან” გამკლავება მუსა დემბელესა და ჰარი კეინის გარეშე მოუწევთ. შეგახსენებთ, რომ ევროპის ლიგის განმეორებით მატჩზეა საუბარი.

ჰარი კეინმა “კრისტალ პალასთან” მატჩში ცხვირი გაიტეხა. მართალია, რომ “მამლების” სამედიცინო შტაბმა უკვე დაამზადა ნიღაბი, თუმცა პოჩეტინო გარისკვას არ აპირებს.

რაც შეეხება ინგლისელთა ნახევარმცველს, დემბელეს, ის იმავე მატჩში დაშავდა. ბელგიელ ნახევარმცველს საზარდული აწუხებს, რის გამოც აღნიშნულ მატჩში თამაშს ვერ შეძლებს.

კლოპი: “კლუბებიდან გამომდინარე ეს ტურნირი ჩემპიონთა ლიგას დაემსგავსა”

ინგლისური “ლივერპულის” გერმანელმა თავკაცმა, იურგენ კლოპმა ყველასთვის ნათელი გახადა ის ფაქტი, რომ ინგლისური კლუბი ევროპის ლიგაზე ხელის აღებას არ აპირებს.

“მხოლოდ რამოდენიმე კლუბს შეიძლება ჰქონდეს ევროპის ლიგის მოგებაზე პრეტენზია. ვფიქრობ, რომ “ლივერპული” მათ შორისაა. ამ ტურნირზე ძალიან ძლიერი კლუბები ასპარეზობენ, რითაც ჩემპიონთა ლიგას ძალიან გავს.”

ჟურნალისტის კითხვას, აპირებდა თუ არა ის ინგლისის პრემიერლიგის საუკეთესო ოთხეულში მოხვედრას დადებითად უპასუხა, თუმცა აღნიშნა, რომ ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება ევროპის ლიგის მოგებით უფრო ადვილი იქნება.

“რამდენი ქულა გვაშორებს მეოთხე ადგილთნ? მგონი 9. ჰო, ასეთ შემთხვევაში ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა ევროპა ლიგის მოგებით უფრო ადვილი იქნება.”

 

ტუხელი: ” ორი ძალზედ საინტერესო მატჩი გველის”

დორტმუნდის “ბორუსიას” მთავარი მწვრთნელი, ტომას ტუხელი თავის ფეხბურთელებს აფრთხილებს, რომ  მათ “პორტოსთან” საკმაოდ რთული თამაში ელით.

“პორტო” ძალიან ორგანიზებული კლუბია. ისინი მაქსიმალურად ეცდებიან, რომ ევროპის ლიგაზე წარმატებას მიაღწიონ. მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ორი ძალიან კარგი თამაშის ჩატარება დაგვჭირდება. 

ფაქტი, რომ პირველ მატჩს სახლში ვატარებთ არაფერს ნიშნავს. გამარჯვებულის ვინაობა 180 წუთის შემდგომ გახდება ცნობილი. პირადად მე ორ ძალიან საინტერესო მატჩს მოველი.”

 

ევროპა ლიგაზე “ვიტესის” მეტოქე ცნობილია

სულ ცოტა ხნის წინ გაიმართა ევროპა ლიგის კენჭისყრა, სადაც ცნობილია თუ ვინ ვის შეხვდება მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე.

მესამე ეტაპიდან ერთვება გათამაშებაში არნემის “ვიტესი”, სადაც ორი ქართველი ლეგიონერი, გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი თამაშობს. ჰოლანდიური გუნდი ინგლისურ “საუთჰემპტონს” დაუპირისპირდება.

ნიკა კვეკვესკირმა ევროპა ლიგაზე გაიტანა! (ვიდეო)

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა, სადაც ისლანდიის “ჰაფნაჰიორდური” ბაქოს “ინტერთან” 1-2 დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ ანგარიში მატჩის 54-ე წუთზე, სტუმართა ახალწვეულმა, ნიკა კვეკვესკირმა თერთმეტმეტრიანის ზუსტი შესრულებით გაიტანა.

მესამე მატჩში ეს ნიკასთვის მეორე გოლია. სადებიუტო შეხვედრაში “ლასთან” გატანილი გოლის ხარჯზე, “ინტერმა” მეორე ეტაპზე გამოაღწია.

კაჭარავა: “ვფიქრობ, შედეგი მისაღებია”

როგორც იცით, გუშინ გაიმართა ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი რუმინეთის ქალაქ ბოტოშანში, სადაც ადგილობრივი გუნდი ქართულ “ცხინვალს” ფრედ, 1-1 დაუზავდა.

Fanebi.com-თან კომენტარი “ცხინვალის” ახალგაზრდა შემტევმა, ნიკა კაჭარავამ გააკეთა.

“რთული თამაში გამოდგა. ასეც ველოდით, რადგან “ბოტოშანი” კარგი გუნდია. ვფიქრობ, შედეგი მისაღებია. ვეცდებით, თბილისში სასურველ შედეგს მივაღწიოთ, თან დარწმუნებული ვარ, რიცხობრივ უმცირესობაში იქნებიან, რადგან გულშემატკივარი მეთორმეტე მოთამაშის როლს შეასრულებს”.

ნადირაძე: “მთელ გუნდს გულშემატკივრების იმედი გვაქვს”

როგორც იცით, გუშინ გაიმართა ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი რუმინეთის ქალაქ ბოტოშანში, სადაც ადგილობრივი გუნდი ქართულ “ცხინვალს” ფრედ, 1-1 დაუზავდა.

Fanebi.com-თან კომენტარი “ცხინვალის” კაპიტანმა, გიორგი ნადირაძემ გააკეთა.

“რაც შეეხება თამაშს, რთული გამოვიდა. მეტოქეს მართლაც ჰქონდა უპირატესობა, მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ მეორე ნორმად ვთამაშობდით და ძირითადად, შედეგზე ვიყავით ორიენტირებულები.

ხოლო მეორე მატჩს რაც შეეხება, დარწმუნებული ვარ, დაძაბული ორთაბრძოლა იქნება და მთელ გუნდს გულშემატკივრების იმედი გვაქვს. იმიტომ, რომ ასეთ დაძაბულ შეხვედრებში გულშემატკივარი დიდ როლს თამაშობს”.

შეგახსენებთ, რომ განმეორებითი შეხვედრა 9 ივლისს გაიმართება.

“ცხინვალი” “ბოტოშანს” დაუზავდა

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი რუმინეთის ქალაქ ბოტოშანში, სადაც ადგილობრივმა გუნდმა ქართულ “ცხინვალს” ვერაფერი მოუხერხა.

მატჩი ფრედ დასრულდა. სტუმართა მცველების შეცდომის ხარჯზე, 21-ე წუთზე, “ბოტოშანი” პეტრე ივანოვიჩმა წინ გაიყვანა. მასპინძლები გააქტიურდნენ, თუმცა გიორგი ნადირაძე სასწაულ რეაქციებს ავლენდა.

მეორე ტაიმის პირველივე წუთზე, ნიკა კაჭარავამ ანგარიში გაათანაბრა. რუმინელები კიდევ უფრო გააქტიურდნენ, თუმცა ქართველთა მეკარე მოწოდების სიმაღლეზე იდგა. საბოლოოდ, ანგარიში ფრედ, 1-1 დასრულდა და განმეორებითი მატჩები ზუსტად ერთ კვირაში გაიმართება.

“ბოტოშანი” 1-1 “ცხინვალი”

გოლი: ივანოვიჩი ’21 – კაჭარავა ’46