პოჩეტინო: “ისკოს მაგიურობას აუცილებლად გავითვალისწინებთ”

დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტუსი შეხვედრაში ლონდონის “ტოტენჰემი” მადრიდის “რეალს” შეერკინება.

“სპურსების” მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა.

“რეალში” ბევრი კარგი ფეხბურთელი თამაშობს, თუმცა ვფიქრობ, ისკო ალარკონი საუკეთესოა. მქონდა ბედნიერება, სხვადასხვა კლუბის წინააღმდეგ მისი თამაში მენახა. ის შემოქმედებითი სპორტსმენია. ვფიქრობ, ისკომ “რეალში” თავისი პოტენციალი ბოლომდე გამოავლინა. ჩვენ მის მაგიურობას მხვედელობაში მივიღებთ.”

“ჰარი კეინი უმნიშნელოვანესი ფიგურაა. ახლა ის “ტოტენჰემის” ღირსებას იცავს, თუმცა არ ვიცით, რა იქნება მომავალში. იმედი მაქვს, მას შევინარჩუნებთ. ჰარი ბევრი თანაგუნდელისთვის მისაბაძი პიროვნებაა. ზინედინ ზიდანმა უკე თქვა, რომ ის ერთ-ერთი საუკეთესოა. თუმცა, კეინს ისევ აქვს თავისი ოთახი, სადაც თავდაუზოგავად შრომობს.”

“მოედანზე შემართებით გავალთ. მსოფლიოს საუკეთესო გუნდს ვხვდებით, რაც საშუალებას მოგვცემს, ჩვენი შესაძლებლობები ბოლომდე გამოვცადოთ,” – აცხადებს ჰარი.

ჰარი კეინი რონალდუს კვალდაკვალ

“ტოტენჰემის” ცხრიანი ჰარი კეინი კრიშტიანო რონალდუს გაუთანაბრდა პრემიერ ლიგაში გატანილი გოლების რაოდენობით.

როგორც მოგეხსენებათ, 24 წლის ინგლისელმა ფეხბურთელმა დღეს დუბლი გაიფორმა “ჰარდფილდის” წინააღმდეგ. ინგლისელის მეორე გოლი კი, განსაკუთრებული აღმოჩნდა, რადგან მისი წყალობით რონალდუს დაეწია და პორტუგალიელის გასაოცარი შედეგი გაიმეორა. თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ რონალდუს ამ შედეგის მისაღწევად ექვს სეზონში ჩატარებული 196 შეხვედრა დასჭირდა, კეინი კი მხოლოდ მეოთხე სეზონს ატარებს და მან ეს ყოველივე 123 შეხვედრაში შეძლო.

ასევე, გასაოცარია მისი მეორე შედეგიც, მას შემდეგ, რაც კეინი პრემიერ ლიგაში თამაშობს 26 სხვადასხვა გუნდის წინააღმდეგ მოუწია მოედანზე გასვლა და აქედან 25-ს გოლი გაუტანა, მან მხოლოდ “კარდიფ სიტის” კარის აღება ვერ მოახერხა ჯერ-ჯერობით.

უნდა ითქვას, რომ ინგლისელმა ცხრიანმა 2017 წელს 27 გოლის გატანა მოახერხა, აქედან 13 -ჯერ სექტემბრის თვეში, ფაქტია ჰარი კეინი ფორმის პიკისაკენ მიიწევს.

ჰარი კეინი: “ყველაფერს გავაკეთებ ოქროს ბურთის მოსაგებად”

ლონდონის “ტოტენჰემის” ლიდერმა, ჰარი კეინმა აღიარა, რომ ძალიან უნდა სახელოვან ფეხბურთელთა სიაშის მოხვედრა, რისთვისაც ოქროს ბურთის მოგება გახლავთ საჭირო.

“ყველაფერს გავაკეთებ, რაც ამ უდიდესი პრიზის მოსაგებად იქნება საჭირო. ჩემი მთავარი მიზანი მომავალ სეზონებში სწორედ ამ ჯილდოს მოგება იქნება.

რონალდუმ ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მოგება მოახერხა, ამიტომაც აცხადებს პრეტენზიას ოქროს ბურთზე. მესიც მსგავს სიტუაციაშია. ამ პრიზის მოსაგებად მხოლოდ ინდივიდიუალური მიღწევები საჭირო არ არის, ასე რომ, იმედი მაქვს “ტოტენჰემთან” ერთად ბევრ ტიტულს მოვიგებ.

მინდა იმ დიდებულ ფეხბურთელთა სიაში მოვხვდე (მესი, რონალდუ), რისთვისაც სანაკრებო ასპარესზეც აუცილებელია თავის გამოჩენა.

საკლუბო დონეზე რამდენიმე კარგი სეზონი ჩავატარე, ჩემი პერფრომანსის ახალ დონეზე გადასაყვანად კი ნაკრებში წარმატების მიღწევა მესაჭიროება. ჯერ მხოლოდ 23 წლის ვარ და იმედი მაქვს, ამ ყველაფერს შევძლებ,” – აცხადებს ჰარი კეინი.

შერვუდი: “2014 წელს კეინის გაყიდვაზე უარი ვთქვი”

“ასტონ ვილას” მთავარმა მწვრთნელმა, ტიმ შერვუდმა განაცხადა, რომ 2014 წელს ჰარი კეინის “უაიტ ჰარტ ლეინიდან” წასვლაზე უარი განაცხადა.

“ჰარის სჭირდებოდა დრო, რათა “ტოტენჰემის” გულშემატკივრისთვის თავი შეეყვარებინა,”-განაცხადა ბრიტანელმა სპეციალისტმა.

“ძალიან ბედნიერი ვარ, რომ 2014 წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე მის გაყიდვას აღვუდექი წინ. ვინ იცის, გუნდიდან წასვლის შემდეგ, საერთოდ მიაღწევდა იმ დონეს, რომელზეც ახლა იმყოფება?”.

მიმდინარე სეზონში, ჰარი კეინმა 24 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 14 გოლი და გააკეთა სამი საგოლე გადაცემა.

კეინი: “ტოტენჰემმა ფრე დაიმსახურა”

“ტოტენჰემი”-“ვესტ ჰემის” მატჩში(2-2) მასპინძელთა გადამრჩენელი გოლის ავტორმა დღევანდელ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

“ვფიქრობ, “ტოტენჰემმა” ფრე დაიმსახურა. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ მეტი შეგვიძლია. მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა გუნდის მიზანია,”
-განაცხადა “მამლების” თავდამსხმელმა.

“პირველ ტაიმში კარგად ვთამაშობდით, მაგრამ ორმა გოლმა საკმაოდ აგვრია. არ ვიცოდით, რა უნდა გაგვეკეთებინა”.

“სიტუაციის დასალაგებლად ნახევარი საათი გვქონდა. მოხარული ვარ, რადგან ჩვენ ეს შევძელით და წაგებული მატჩიდან ერთი ქულა ავიღეთ,”-დაასრულა კეინმა.

“ტოტენჰემი” მუსტაფით ინტერესდება

“მამლები” შემადგენლობის გაძლიერებას გერმანელი მცველით აპირებენ.

ლონდონური გუნდი “ვალენსიას” მცველით, შკოდრან მუსტაფის მომსახურეობითაა დაინტერესებული.

წყაროს თანახმად, ბუნდეს-ნაკრების წევრი “ტოტენჰემში” იოანეს ქაბულის შემცვლელად მოიაზრება, რომლის თამაშითაც მოურისიო პოჩეტინო უკმაყოფილოა.

შეგახსენებთ, რომ 22 წლის გერმანელი “ვალენსიაში” “სამპდორიადან” 8 მილიონ ევროდ გადავიდა.

მიმდინარე სეზონში, შკოდრან მუსტაფმა “ვალენსიას” მაისურით 19-ჯერ ითამაშა და სამჯერ გაიტანა.

პრემიერ ლიგის თვის საუკეთესოები გამოვლინდნენ

პრემიერ ლიგის გასული თვის საუკეთესო ფეხბურთელი და მწვრთნელი გამოვლინდნენ.

საუკეთესო ფეხბურთელად “ტოტენჰემის” შემტევი, ჰარი კეინი დასახელდა, რომელმაც იანვარში “ჩელსის” (2), “ვესტ ბრომვიჩსა” და “კრისტალ პალასს” (1) გაუტანა.

“ახალი წლის პირველი დღეები შესანიშნავი იყო. გუნდი კარგ ფორმაშია და მსურს, ამ ტემპში გავაგრძელოთ თამაში,”-განაცხადა ახალგაზრდა ფეხბურთელმა.

KANE

რაც შეეხება საუკეთესო მწვრთნელს, ეს პრიზი რონალდ კუმანმა მიიღო. გასულ თვეში მისმა ბიჭებმა “არსენალი” (2-0), “მანჩესტერ იუნაიტედი” (0-1) და “ნიუკასლი”(1-2) დაამარცხეს, რისი წყალობითაც, “საუთჰემპტონი” ჩემპიონთა ლიგის ზონაშია.

“წარმოუდგენელი გრძნობაა, გახდე თვის მწვრთნელი. ეს ჯილდო უკვე ორჯერ მივიღე. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ტემპი და დარჩენილი სეზონი ამგვარად ვითამაშოთ,”-განაცხადა “წმინდანთა” დამრიგებელმა.

COE

მაურისიო პოჩეტინო: ”დღეისთვის, ”საუთჰემპტონი” ინგლისის საუკეთესო გუნდია”

”ტოტენჰემის” მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ, ”საუთჰემპტონის” სიძლიერე შეაფასა.

”ბეშიქთაშის” შემდეგ, ჩვენ ”საუთჰემპტონს” ვეთამაშებით. ვფიქრობ, რომ ეს გუნდი, დღეისთვის ინგლისში საუკეთესოა. ჩვენ ძალიან რთული შეხვედრა გველოდება.”

დღესდღეობით, ”საუთჰემპტონი”, ინგლისის პრემიერ ლიგაში მე-2 პოზიციას იკავებს და პირველადგილოსან ”ჩელსის” 3 ქულით ჩამორჩება.

ბეილი ლონდონში ბრუნდება?

მადრიდის “რეალის” უელსელი ვარსკვლავი გარეთ ბეილი “ტოტენჰემში” დაბრუნებას არ გამორიცხავს.

წინა სეზონში ლონდონურმა კლუბმა, ბეილი “რეალში” 80 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ გაუშვა. 25 წლის უელსელმა ცოტა ხნის წინ აღიარა, რომ მისი “ტოტენჰემში” დაბრუნება არ არის გამორიცხული და დასძინა,რომ მისთვის ლონდონური კლუბი ყოველთვის განსაკუთრებულად დარჩება.

“არასოდეს დავივიწყებ, დიდი ევროტურნირების საღამოებს “უაით ჰარტ ლაინზე.” ეს მართლაც საოცარი იყო. “ტოტენჰემი” ჩემს გულში ყოველთვის დარჩება. მიუხედავად იმისა, რომ ლონდონი დავტოვე იმედი მაქვს გულშემატკივარსაც ვეყვარები.”

“დეზების” გულემატკივრებს მხარდაჭერისათვის მადლობას ვუხდი. შეუძლებელი არაფერია,  მათ შორის ჩემი ლონდონში დაბრუნება.”-განაცხადა ბეილმა