ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ ასრულებს “მანჩესტერ სიტის” მეკარე ჯო ჰარტი სხვადასხვა დავალებებს.
ჭდე: ჯო ჰარტი
ოფიციალურად: ჰარტმა „მანჩესტერ სიტისთან“ გაახანგრძლივა
„მანჩესტერ სიტის“ მეკარემ ჯო ჰარტმა კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც 2018/19 წლების სეზონის ბოლომდე იმოქმედებს.
„ძალიან მიხარია. აქ დიდი ხნის განმავლობაში ვარ და მსურს, რომ ყველაფერი გაგრძელდეს. ჩვენი კლუბი უბრალოდ ბრწყინვალეა, ისტორიაში ჩვენი კვალი უკვე დავტოვეთ, რისი გაგრძელება გვსურს.
წასვლაზე არასდროს მიფიქრია. აქ ყოფნის პირველივე მომენტიდან ბედნიერი ვარ“, – განაცხადა თავად ჰარტმა.
ჯო ჰარტმა კამბიასოს დარტყმა მოუწონა (ვიდეო)
13 დეკემბერს, ინგლისის პრემიერ ლიგაში, “ლესტერსა” და “მანჩესტერ სიტის” შორის გამართულ შეხვედრაში ესტებან კამბიასომ საჯარიმო შეასრულა, რომელიც ჯო ჰარტმა მოიწონა.
პაბლო საბალეტა ჯო ჰარტის ძლიერ დარტყმებს იგერიებს (ვიდეო)
ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ იგერიებს ჯო ჰარტის დარტყმებს პაბლო საბალეტა.
ჯო ჰარტმა “ქუინს პარკ რეინჯერსის” წინააღმდეგ სასწაული გააკეთა (ვიდეო)
8 ნოემბერს, ინგლისის პრემიერ ლიგაში “ქუინს პარკ რეინჯერსსა” და “მანჩესტერ სიტის” შორის გამართულ მატჩში კურიოზული რამ მოხდა.
ჯო ჰარტმა არბიტრთან პროტესტი ზედმეტად უხეში ფორმით გამოხატა
ინგლისის პრემიერლიგის X ტურში “მანჩესტერ სიტისა” და “მანჩესტერ იუნაიტედს” შორის გამართულ მატჩში “ქალაქელთა” მეკარე ჯო ჰარტი ერთ-ერთ ეპიზოდში იმდენად აღშფოთდა, რომ მთავარ მსაჯ მაიკლ ოლივერთან პროტესტი ზედმეტად უხეში ფორმით გამოხატა. ინგლისელი კიპერი ამ საქციელის გამო არბიტრისგან არ დასჯილა.
პატარა ბავშვმა ჯო ჰარტს ხელი არ ჩამოართვა (ვიდეო)
25 ოქტომბერს, ინგლისის პრემიერ ლიგაში “ვესტ ჰემსა” და “მანჩესტერ სიტის” შორის გამართული მატჩის დაწყების წინ პატარა ბიჭუნა ჯო ჰარტს გაეხუმრა.
როგორ ავარჯიშებენ ინგლისის ნაკრების მეკარეებს
ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ ავარჯიშებენ ინგლისის ეროვნული ნაკრების მეკარეებს.
38 წლის ტოტიმ ჯო ჰარტს შეუსრულა
ფრანჩესკო ტოტიმ, ”მანჩესტერ სიტის” წინააღმდეგ მშვენიერი გოლი გაიტანა.
ლივერპულს ჰარტი სურს
ინგლისური პრესის ცნობით “ლივერპული” “მანჩესტერ სიტიდან” ჯო ჰარტის გადაბირებას აპირებს.
27 წლის მეკარემ განაცხადა, რომ მანჩსტერულ კლუბთან ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებებს არ აწარმოებს და ლივერპულელები სწორედ ამის გამოყენებას აპირებენ.
ჯო ჰარტის და “სიტის” ხელშეკრულება 18 თვეში მთავარდება. პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში მეკარემ ყველა შეხვედრა სასტარტოში დაიწყო.
ინგლისელების გართობა ვეგასში… უილშირი ისევ ეწევა
ინგლისის ნაკრების ფეხბურთელებმა ჯო ჰარტმა, ჯეკ უილშირმა და ჯეიმს მილნერმა ჩავარდნილი მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ლას-ვეგასში განტვირთვა გადაწყვიტეს.
გავრცელდა მათი გართობის ამსახველი ფოტომასალაც. ყველაზე საინტერესო ის გახლავთ, რომ უილშირი კვლავ გამოიჭირეს სიგარეტის მოწევის პროცესში. ეს პირველი შემთხვევა არ გახლავთ. შეგახსენებთ, რომ გასული წლის ოქტომბრის თვეში ინგლისელი ნახევარმცველი სიგარეტით ხელში დააფიქსირეს. მაშინ უილშირმა თქვა, რომ ზოგადად არ ეწევა და ამიერიდან სიგარეტისკენ აღარც გაიხედავდა, თუმცა… შარშან არსენ ვენგერმა ამ ფაქტის გამო ფეხბურთელი საჯაროდ გააკრიტიკა. საინტერესოა, ახლა რა ელის უილშირს.
ჯო ჰარტი: „ბრაზილიაში არსებულ მაღალ ტემპერატურას უნდა შევეგუოთ“
ინგლისის ნაკრების კიპერმა ჯო ჰარტმა განაცხადა, რომ ბრაზილიაში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე სიცხე ფეხბურთელებს დამატებით დისკომფორტს შეუქმნის, თუმცა ეს საბაბად ვერ გამოდგება.
„ბრაზილიაში მაღალი ტემპერატურა იქნება და ამას როგორმე უნდა შევეგუოთ. მსოფლიოს ჩემპიონატზე ეს ცუდი თამაშის გამამართლებელ საბაბად ვერ გამოდგება. სიცხე – ეს უბრალოდ ამინდია“, – ჰარტის სიტყვებს „სქაი სპორტსი“ ციტირებს.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ინგლისს მეტოქეებად იტალიის, ურუგვაისა და კოსტა რიკის ნაკრებები ჰყავს.