ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები

დასრულდა უეფას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების მერვედფინალური ეტაპის წილისყრა. პროცედურაში მონაწილეობდნენ ტურნირის 2013/14 წლების სეზონის ფინალის ელჩი ლუიშ ფიგუ, უეფას გენერალური მდივანი ჯანი ინფანტინო და საშეჯიბრო კომიტეტის თავმჯდომარე ჯორჯო მარკეტი. 16 გუნდი 8 წყვილად განაწილდა.

წილისყრამ გუნდები შემდეგნაირად დააწყვილა.

„მანჩესტერ სიტი”–„ბარსელონა”
„ოლიმპიაკოსი”–„მანჩესტერ იუნაიტედი”
„მილანი”–„ატლეტიკო”
„ლევერკუზენი”–„პარი სენ-ჟერმენი”
„გალათასარაი”–„ჩელსი”
„შალკე”–„რეალი”
„ზენიტი”–„ბორუსია”
„არსენალი”–„ბაიერნი”

ბექა დოგრაშვილი

„ბაიერნის“ წინააღმდეგ გასამართ მატჩში „სიტის“ კარს ჰარტი დაიცავს

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის VI ტურში „მანჩესტერ სიტი“ მიუნხენის „ბაიერნს“ ესტუმრება. „ქალაქელთა“ მთავარი მწვრთნელი მანუელ პელეგრინი ამბობს, რომ მისმა გუნდმა ახლა მთელი კონცენტრაცია ინგლისის პრემიერლიგის მატჩებზე უნდა გადმოიტანოს. შეგახსენებთ, რომ „სიტიმ“ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში თამაშის უფლება უკვე მოიპოვა.

„ბაიერნთან“ ჯო ჰარტი ითამაშებს. თქმა არ უნდა იმას, რომ ლონდონის „არსენალთან“ მნიშვნელოვანი მატჩი გველის. ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში თამაშის უფლება უკვე მოვიპოვეთ, ახლა მთელი კონცენტრაცია ინგლისის პრემიერლიგაზე უნდა გავაკეთოთ“, – ციტირებს პელეგრინის სიტყვებს Goal.com-ი.

ცნობისთვის, მატჩი „ბაიერნსა“ და „მანჩესტერ სიტის“ შორის 10 დეკემბერს გაიმართება, „სიტი“-„არსენალის“ შეხვედრა კი – 14 დეკემბერს.

ბექა დოგრაშვილი