ბათუმის “დინამო” “ტრაბზონსპორთან” დამეგობრდება და ამხანაგურად გაეჯიბრება

ბათუმის “დინამოს” დირექტორმა ოთარ ფედიჩკინმა განაცხადა, რომ მისი კლუბი და თურქული “ტრაბზონსპორი” დამეგობრდებიან და ზამთრის შესვენების დროს გუნდები ამხანაგურ მატჩსაც გამართავენ.

“ჩვენი გუნდი 8 იანვარს შეიკრიბება, იანვრის ბოლომდე ადგილზე გაივლის შეკრებას, შემდეგ კი “ტრაბზონსპორთან” ამხანაგურ მატჩს გეგმავს. ჩვენი ქალაქის ხელმძღვანელობა იყო ტრაპიზონში ჩასული, ქალაქ ტრაპიზონის მერს შეხვდა და იქ შედგა მოლაპარაკება, რომ ბათუმის “დინამო” და “ტრაბზონსპორი” დამეგობრდნენ. როგორც კლუბებს შორის, ასევე ფანკლუბებს შორის დამეგობრება მოხდება და ეს ჩვენი გუნდისთვის დიდი წარმატებაა. შემდეგ გუნდი შეკრებას ანტალიაში გააგრძელებს”, – განაცხადა ფედიჩკინმა “ობიექტივისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ ბათუმის “დინამომ” უმაღლესი ლიგის მიმდინარე გათამაშების პირველი წრე მეოთხე ადგილზე დაასრულა. “ტრაბზონსპორს” თუირქეთის სუპერლიგის სატურნირო ცხრილში მეხუთე პოზიცია აქვს დაკავებული.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ქალაქ ბათუმის საკრებულოს და მერიის საერთო ინიციატივით ბათუმის “დინამოს” დამატებით 300 ათასი ლარი გამოეყო.

 

ვარშავის “ლეგიამ” “ტრაბზონსპორს” კურიოზული გოლი გაუტანა (ვიდეო)

11 დეკემბერს, ევროპის ლიგის გათამაშებაში, ვარშავის “ლეგიასა” და “ტრაბზონსპორს” შორის გამართულ მატჩში საკმაოდ კურიოზული რამ მოხდა. საქმე იმაში გახლავთ, რომ პირველი გოლი საკმაოდ უცნაურ სიტუაციაში გავიდა.

როგორ დახვდნენ ოსკარ კარდოზოს თურქი გულშემატკივრები

მოგეხსენებათ, თურქულმა “ტრაბზონსპორმა” ოსკარ კარდოზო შეიძინა. ახალწვეულს კი თურქეთში მშვენიერი დახვედრა მოუწყვეს.

ჰალილჰოჯიჩმა ტრაბზონსპორი ჩაიბარა

ალჟირის ნაკრების ყოფილმა დამრიგებელმა თურქული “ტრაბზონსპორი” ჩაიბარა. 61 წლის სპეციალისტის თავკაცობით ალჟირის ნაკრები მუნდიალის 1/8 ფინალში გავიდა, სადაც გერმანიასთან დამატებით დროში დამარცხდა.

მუნდიალის დასრულების შემდეგ ჰალილჰოჯიჩმა საკლუბო ფეხბურთში გადაწყვიტა დაბრუნება და არჩევანი “ტრაბზონსპორზე” შეაჩერა, სადაც 2005/06 წლების სეზონშიც მუშაობდა.

„ტრაბზონსპორი“—„ფენერბაჰჩე“ გულშემატკივართა აგრესიული ქმედებების გამო შეწყდა

თურქეთის სუპერლიგის 24-ე ტურში „ტრაბზონსპორსა“ და „ფენერბაჰჩეს“ შორის გამართული მატჩი მეორე ტაიმში მასპინძელი გუნდის ქომაგების მხრიდან გამოვლენილი აგრესიული ქმედებების გამო შეწყდა.

მას შემდეგ, რაც სტუმართა თავდამსხმელმა ემანუელ ემენიკემ ანგარიში გახსნა, „ტრაბზონსპორის“ გულშემატკივრებმა მოედანზე სხვადასხვა საგნების სროლა დაიწყეს. მატჩის მთავარი არბიტრი იძულებული გახდა, თამაში გაეჩერებინა.

სავარაუდოდ, „ტრაბზონსპორს“ ტექნიკური მარცხი 0:3 ჩაეთვლება.

 

მუსლერას გასაოცარი სეივი “ტრაბზონსპორთან” მატჩში

22 დეკემბერს, თურქეთის ჩემპიონატში, “გალათასარაიმ” საკუთარ მოედანზე “ტრაბზონსპორი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

აღნიშნულ შეხვედრაში, მასპინძელთა ურუგვაელმა მეკარემ, ფერნანდო მუსლერამ საკუთარი გუნდის კარი ბრწყინვალე სეივით გადაარჩინა.

“ტრაბზონსპორის” პრეზიდენტს “იუვენტუსის” დამარცხება სურს

თურქული “ტრაბზონსპორის” პრეზიდენტმა, ეთჰემ ჰაჯიოსმანოღლუმ განაცხადა, რომ მის გუნდს “იუვენტუსთან” გამარჯვების ყველა შანსი აქვს. ევროპა ლიგის დღევანდელმა წილისყრამ ეს ორი გუნდი მეთექვსმეტედფინალში შეახვედრა ერთმანეთს.

“ვერ ვიტყვი, რომ წილისყრაში არ გაგვიმართლა. ჯგუფურ ეტაპზე “ლაციოსთან” თამაშების მერე ძალიან მინდოდა პლეი-ოფშიც იტალიურ კლუბი შეგვხვედროდა. ჩემპიონთა ლიგიდან “იუვენტუსი” თურქულმა გუნდმა გამოაგდო, ჩვენი თანამემამულეების დაწყებული საქმე, ჩვენვე უნდა დავამთავროთ . თუ ძალიან მოვინდომებთ, ჩვენს საუკეთესო თამაშს ვაჩვენებთ და “იუვეს” შანსი არ ექნება. ზამთარში გაძლიერებასაც ვაპირებთ.

“ტრაბზონსპორი” იტალიური კლუბების წინააღმდეგ წარმატებულად თამაშობს. ჩვენი ფანები იტალიაშიც არიან. პირველი გასვლითი შეხვედრა კი მცირე, მაგრამ მაინც უპირატესობაა. იქ თუ დადებით შედეგს მივაღწევთ, ტრაბზონში გამარჯვება ჩვენი იქნება” –  განაცხადა “ტრაბზონსპორის” პრეზიდენტმა.