ჯეიმს მილნერი: “პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ”

“ლივერპულსა” და “საუთჰემპტონს” შორის ფრედ დასრულებულ (0:0) მატჩში გაფუჭებული პენალტის ავტორმა, ჯეიმს მილნერმა პრესასთან ისაუბრა.

“ძალიან საწყენია. რა თქმა უნდა, ჩემი ბრალია პენალტის გატანა რომ ვერ შევძელი და შესაბამისად ისიც, რომ გუნდმა სამი ქულა ვერ მოიპოვა. ამას უნდა შევეგუო. ფრეიზერი უმაღლესი დონის მეკარეა, მაგრამ ასეთი შანსები უნდა გამოიყენ.

თერთმეტმეტრიანი უდიდესი შანსი იყო ჩვენთვის, თუმცა ის ვერ გამოვიყენეთ. პასუხისმგებლობას სრულიად საკუთარ თავზე ვიღებ.

ისღა დაგვრჩენია, დარჩენილი ორი მატჩი მოვიგოთ და დაველოდოთ მოვლენების განვითარებას,” – აცხადებს ჯეიმს მილნერი.

საუკეთესო ტვიტები: “მილნერი პოგბაზე უკეთესია, საკითხავი ის არის, თუ რამდენჯერ”

ჯეიმს მილნერმა კიდევ ერთხელ გაიტანა გოლი პრემიერ ლიგაში, რითიც გუნდს გამარჯვება მოუტანა.

მილნერის მიერ გატანილი გოლით ბედნიერმა “სკაუზერებმა” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეძენილი ინგლისელი პოლ პოგბას შეადარეს, რომელშიც მისმა “მოსისხლე მტერმა” 89 მილიონი ფუნტი გადაიხადა.

ცნობისთვის გეტყვით, რომ პრემიერ ლიგის ახალ სეზონში პოლ პოგბამ მხოლოდ 1 გოლის ჩაწერა მოახერხა აქტივში, მაშინ როცა მილნერის ანგარიშზე 4 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.

თავად განსაჯეთ …


ინგლისის ეროვნული გუნდის მოთამაშემ სანაკრებო კარიერა დაასრულა

რამდენიმე საათის წინ, ინგლისის ნაკრების უკვე ყოფილმა ფეხბურთელმა, ჯეიმს მილნერმა ოფიციალურად განაცხადა ეროვნული გუნდიდან წასვლის შესახებ.

“ამ გადაწყვეტილების მიღება ურთულესი იყო.  ვფიქრობ, სწორი ნაბიჯი გადავდგი, როგორც ჩემთვის, ასევე, რა თქმა უნდა, ჩემი ქვეყნისთვისაც. მინდა, სემსა (ელარდაისი. ავტ.) და ბიჭებს წარმატებები ვუსურვო,” – განაცხადა 30 წლის ბრიტანელმა.

აქვე გეტყვით, რომ მილნერის დებიუტი ინგლისის ნაკრებში 2009 წელს შედგა. მან 61 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. იგი ევროპისა და მსოფლიოს 2-2 ჩემპიონატზე იმყოფებოდა. თუმცა, 2016 წელს საფრანგეთში მხოლოდ 3 წუთით იასპარეზა.

მილნერმა პირველი და ერთადერთი გოლი ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში მოლდოვის წინააღმდეგ 2014 წლის “მუნდიალის” საკვალიფიკაციო ეტაპზე გაიტანა.

 

კლოპი: „მილნერი სრულყოფილი ფეხბურთელია“

„ტოტენჰემ ჰოთსპურთან“ უგოლოდ დასრულებული შეხვედრის შემდეგ „ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ნახევარმცველი ჯეიმს მილნერი შეაქო.

„რას ვფიქრობ მილნერზე? ის სრულყოფილი ფეხბურთელია. ეს ადამიანი ნამდვილი პროფესიონალია. ჯეიმსი – მანქანაა!“, – განაცხადა კლოპმა.

„ლივერპულში“ ჯერარდის შეცვლა მესისაც არ შეუძლია“

„ლივერპულის“ ახალწვეული ჯეიმს მილნერი თვლის, რომ „ლოს-ანჯელეს გალაქსიში“ გადასული სტივენ ჯერარდის შეცვლა მერსესაიდულ კლუბში ლიონელ მესისაც ვერ გამოუვიდოდა.

„დედამიწაზე არ ცხოვრობს ადამიანი, რომელიც ჯერარდის შეცვლას მოახერხებდა. მისი დაკარგვა გუნდური თამაშით უნდა ავანაზღაუროთ. დარწმუნებული ვარ, ეს გამოგვივა. ყველამ თავისი სამუშაო უნდა შეასრულოს.

იქედან გამომდიანრე, თუ რა გააკეთა ბოლო წლებში „ლივერპულისთვის“ სტივმა, მას მესიც კი ვერ შეცვლიდა. როგორც მოედანზე, ისე მის გარეთ, გუნდის განვითარებაში მან დიდი წვლილი შეიტანა. ჯერარდის წასვლამ დიდი სიცარიელე შექმნა“, – განაცხადა მილნერმა.

ჯეიმს მილნერი “ლივერპულში” მე-7 ნომრით ითამაშებს (ფოტოები)

“ლივერპულმა” დღეს კლუბის ახალწვეული ჯეიმს მილნერი წარადგინა.

ინგლისელმა ფეხბურთელმა მერსისაიდულ გუნდში მე-7 ნომერი აირჩია, რომელიც “ბარსელონაში” ლუის სუარესის წასვლის შემდეგ ვაკანტური იყო. ამ ნომრით “ენფილდროუდელთა” რიგებში ისეთ ლეგენდარულ ფეხბურთელებს უთამაშიათ, როგორებიც იყვნენ კენი დალგლიში, კევინ კიგანი, ჯონ ოლდრიჯი, სტივ მაკმანამანი და სხვანი.

 

ოფიციალურად: მილნერი “ლივერპულის” ფეხბურთელია

“ლივერპულმა” ხელშეკრულება ინგლისელ ფეხბურთელთან გააფორმა.

მერსისაიდული გუნდის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ჯეიმს მილნერის დამატება დაადასტურა.

“წითლები” 29 წლის შემტევს პირველ ივლისს, თავისუფალი აგენტის სტატუსით წარადგენს.

მიმდინარე სეზონში, პრემიერ ლიგაში მილნერმა 32 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ოთხი გოლი და გააკეთა შვიდი საგოლე გადაცემა.

მილნერმა, შესაძლოა, ხელფასის გაზრდა იუაროს

„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველმა, ჯეიმს მილნერმა, ხელფასის გაზრდის მიუხედავად, შესაძლოა, კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივება იუაროს.

კლუბი, მზადაა, მოთამაშეს 4-წლიანი კონტრაქტი შესთავაზოს და კვირაში ხელფასის სახით 165 ათასი ფუნტი გადაუხადოს, თუმცა თავად მილნერისთვის პრიორიტეტი მეტი სათამაშო დროის მიღება იქნება.

გავრცელებული ინფორმაციით, ჯეიმსით „ლივერპულისა“ და „არსენალის“ ხელმძღვანელები ინტერესდებიან.

“არსენალი”: ოთხწლიანი კონტრაქტი მილნერს

ლონდონის “არსენალი” ყურადღებით აკვირდება ჯეიმს მილნერის კონტრაქტს, რათა თავისუფალი აგენტის გახდომის შემდეგ შეთავაზება გაუკეთოს.

London Evening Standard-ის ინფორმაციით, “მეთოფეები” ინგლისის ეროვნული ნაკრების წევრს ოთხწლიან ხელშეკრულებას შესთავაზებენ. ვნახოთ, რას უპასუხებს ჯეიმსი მათ.

მილნერს ახლახან შესთავაზეს “ქალაქელებმა” სამწლიანი კონტრაქტი, კვირაში 80 ათასი ფუნტი ხელფასით.

ამდენად, გამოცდილი ფეხბურთელი გუნდის დატოვებასთან ახლოსაა. მას სურს ისეთ კლუბში გადასვლა, სადაც კარგი პირობებიც ექნება და სათამაშო დროც.

პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში, ჯეიმს მილნერმა 27 მატჩი ჩაატარა. გაიტანა სამი გოლი და მიითვალა 6 საგოლე გადაცემა.

“ვალენსია” და “ატლეტიკო” – მთავარი პრეტენდენტები მილნერისთვის ბრძოლაში

“მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველი ახალ ჩემპიონატში გადასასვლელად ემზადება.

29 წლის შემტევს გუნდთან კონტრაქტის ვადა ზაფხულში ეწურება, მაგრამ “ქალაქელები” მასთან გახანგრძლივებას არ აპირებენ.

ამდენად, თავისუფალი აგენტი მილნერის აყვანას “რომა” ეცდება.

თუმცა, ESPN გაავრცელა ინფორმაცია, რომ ესპანური ორი გუნდი: “ვალენსია” და მადრიდის “ატლეტიკო” მილნერის გაფორმების მთავარი პრეტენდენტები არიან.

მილნერი “ბარსელონასთან” ითამაშებს

“მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველი, ჯეიმს მილნერი, საკუთარ გუნდს “ბარსელონას” წინააღმდეგ ჩემიონთა ლიგის 1/8 ფინალურ შეხვედრაში დაეხმარება. ინფორმაციას უეფას ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

ტრავმის გამო 29 წლის მოთამაშემ პრემიერლიგაში “ნიუკასლთან” გამართული შეხვედრა გამოტოვა, რომელიც მანჩესტერელებმა 5:0 მოიგეს.

“მანჩესტერ სიტი” – “ბარსელონა” 24 თებერვალს, თბილისის დროით 23:45-ზე აიღებს სტარტს.

პელეგრინი: “მილნერი ტრავმირებულია, ბონი დებიუტისთვის მზადაა”

“მანჩესტერ სიტის” გულშემატკივარს დიდი სურვილი აქვს გუნდის ძვირადღირებული ახალწვეული, უილფრიდ ბონი სასტარტო შემადგენლობაში იხილოს.

“ქალაქელებმა” ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე 32 მილიონის სანაცვლოდ ფერადკანიანი შემტევი, უილფრიდ ბონი დაიმატეს, მაგრამ აფრიკის თასის გამო, იგი ვერ ახერხებდა კლუბში თამაშს. დიდი ალბათობით, ფეხბურთელის დებიუტი “ნიუკასლის” წინააღმდეგ შედგება.

“ბონი მომდევნო მატჩისთვის განაცხადში იქნება. ვნახოთ, სასტარტოში დავაყენებ, თუ სათადარიგოთა სკამიდან დაიწყებს,”-განაცხადა მანუელ პელეგრინიმ.

გარდა ამისა, გუნდს ტრავმირებული ჰყავს ჯეიმს მილნერი, რომელიც მუხლის დაზიანების გამო “ნიუკასლთან” ვერ იასპარეზებს.

სავარაუდოდ, ინგლისელი ნახევარმცველი ჩემპიონთა ლიგის მატჩსაც გამოტოვებს, “ბარსელონას” წინააღმდეგ.