მადრიდის “რეალმა” ლა ლიგა სანტანდერის ბოლო, 38-ე ტურის გასვლითი შეხვედრა “მალაგასთან” მოიგო და 33-ეჯერ დაეუფლა ესპანეთის ჩემპიონის ტიტულს.
ომარ მომანი ამ ფაქტს კარიკატურით ეხმაურება.
მადრიდის “რეალმა” ლა ლიგა სანტანდერის ბოლო, 38-ე ტურის გასვლითი შეხვედრა “მალაგასთან” მოიგო და 33-ეჯერ დაეუფლა ესპანეთის ჩემპიონის ტიტულს.
ომარ მომანი ამ ფაქტს კარიკატურით ეხმაურება.
ხვალ, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველ შეხვედრაში მადრიდის “რეალი” თანაქალაქელ “ატლეტიკოს” დაუპირისპირდება. “ბლანკოსის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა შეხვედრის წინ პრესკონფერენცია გამართა.
“კარგად ვაცნობიერებთ, რაოდენ მნიშვნელოვანია ეს მატჩი. უნდა შევიგნოთ, რომ განმეორებითი თამაში არ არსებობს და ამ შეხვედრაში პირველიდან ბოლო წუთამდე ბოლომდე ვიბრძოლოთ.”
“გულშემატკივრები ჩვენს გვერდით იდგებიან და მხარს დაგვიჭერენ ისე, როგორც ამას გასულ უქმეებზე აკეთებდნენ. ისინი გუნდს ძალიან ხშირად დახმარებიან. საკუთარ მოედანზე ასპარეზობის უპირატესობასაც სწორედ ისინი გვიქმნიან. ჩვენ ფანები გვჭირდებიან!”
“ამ ნახევარფინალში ფავორიტები არ ვართ. შანსები 50:50-ზეა. წარსულში რაც მოხდა, მოხდა. ამას ამ ორმატჩიან დაპირისპირებაში არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ყველაფერი თავიდან იწყება.”
“ისევე როგორც სხვა გუნდებმა, წარსულში მათაც შეგვიქმნეს ბევრი დაბრკოლება. თუმცა, მათი დამახასიათებელი ნიშანი ის არის, რომ არცერთ ანგარიშზე, არასდროს ნებდებიან. დიეგო სიმეონე და მონო ბურგოსი ფენომენალურად მუშაობენ. ეს ადამიანები მუდამ იბრძვიან და თავიანთი იარაღები აქვთ, თუმცა ჩვენც გვაქვს ჩვენი იარაღი, რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებთ.”
“არ ვფიქრობ, რომ ჩვენს კარში გოლი გატანა მარტივა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ გოლს ხშირად ვუშვებთ. ისე მშრალად ვეღარ ვინარჩუნებთ კარს, როგორც ამას შარშან ვაკეთებდით. ჩვენთვის ყოველ მატჩში ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ მეტოქეზე, მინიმუმ, ერთით მეტი გოლი გავიტანოთ.”
“კაზემირო ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. არ ვაპირებ, მას ვთხოვო, სათამაშო სტილი შეიცვალოს. ერთადერთი, რაზეც კლუბის ყველა წევრი ფიქრობს, ხვალინდელი შეხვედრაა. ჯერ არ გვაინტერესებს, რა იქნება მატჩის მერე!” – განაცხადა “ზიზუმ”.
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში მადრიდის “რეალმა” მიუნხენის “ბაიერნი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით, 4-2 დაამარცხა. შესაბამისად, სწორედ “ბლანკოსი” გავიდა ნახევარფინალში.
შეხვედრის შემდეგ მადრიდელთა მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“უნიკალური შედეგი დავაფიქსირეთ. ჩვენ კმაყოფილები ვართ დღევანდელი გამოსვლით. გულშემატკივრებსაც იგივე გრძნობა ექნებათ.”
“ისკომ სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო თამაში. ვფიქრობ, მან გაცემული ავანსები გაამართლა. შემდეგ კი, განსაკუთრებით ასენსიოს გამოვყოფდი, რომელიც აქტიური იყო. ჩვენ ვართ გუნდი, რომელსაც მსოფლიო დონის მოთამაშეები ჰყავს. მატჩი 90 წუთი გაგრელდება თუ მხოლოდ – 10, ისინი მუდამ კონცენტირებულნი არიან და იქნებიან წარმატების მიღწევაზე,” – განაცხადა “ზიზუმ”.
გუშინ მადრიდის “რეალმა” ლა ლიგის ეგიდით გამართულ შეხვედრაში “ლეგანესის” წინააღმდეგ სტუმრად ითამაშა. მადრიდელები 23-ე წუთზე უკვე ანგარიშით, 3:0 იგებნდნენ. თუმცა, ორ წუთში (32, 34) ორი გოლი გაუშვეს და ტაიმი 2:3 დასრულდა. საბოლოოდ, ეს მატჩი “რეალმა” მოიგო (4:2).
შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს ზინედინ ზიდანი ესაუბრა.
“თამაში შესანიშნავად დავიწყეთ და მალე საგრძნობი უპირატესობა მოვიპოვეთ. ეს ყველაფერი გოლებშიც ავსახეთ. თუმცა, კონკრეტულ მომენტში ყურადღება მოვადუნეთ, რის გამოც სიტუაცია მთლიანად შეიცვალა. ჩვენს ქულებს კი საფრთხე დაემუქრა.”
“ძალიან გავბრაზდი! ფეხბურთში კონცენტრაცია არასდროს უნდა დაკარგო. ეს შესაძლოა, დამღუპველი აღმოჩნდეს.”
“საბედნიეროდ, მეორე ტაიმში მეოთხე გოლი გავიტანეთ და დარჩენილ დროში ბურთსაც ვაკონტროლებდით. შედეგით, კმაყოფილივარ,” – განაცხადა ზინედინ ზიდანმა.
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის განმეორებით შეხვედრაში “ნაპოლი” მადრიდის “რეალს” საკუთარ მოედანზე 7 მარტს დაუპირისპირდება.
29 დეკემბერს “სან პაოლოზე” გასამართ მატჩზე დასასწრები ბილეთების პირველი პარტია ჩაეშვა გაყიდვაში. ეს ბილეთები პირველი კატეგორისაა და, შესაბამისად, ყველაზე ძვირი – 190 ევრო – ღირს. ზუსტად 20 წუთში არცერთი მათგანი დარჩენილი აღარ იყო. როგორც ჩანს, იტალიელი გულშემატკივრებს დიდი მოლოდინი აქვთ ამ შეხვედრის მიმართ.
150- და 80-ევროიანი ბილეთები უახლოეს მოამავალში გაიყიდება. დიდი ალბათობით, 60 000-კაციანი “სან პაოლო” მთლიანად გაივსება.
სულ მალე მადრიდის “რეალი” მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას. პირველ შეხვედრას ესპანელები 15 დეკემბერს გამართავენ.
გაირკვა, რომ ტურნირის მიმდინარეობის დროს “თეთრები” “იოკოჰამა როიალ პარკ ჰოტელში” იცხოვრებენ. ეს შენობა იაპონიის ყველაზე მაღალ ნაგებობებს შორის რიგით მეორეა. მისი სართულების რაოდენობა 70-ს შეადგენს, სიმაღლე – 295.8 მეტრია. “იოკოჰამა როიალ პარკ ჰოტელს” გააჩნია ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ლიფტი მსოფლიოში – იგი 0-დან 70-ე სართულამდე მხოლოდ და მხოლოდ 43 წამში ადის. ესპანური გრანდის დელეგაციას 48-ედან 69-ე სართულამდე მოუწევს ცხოვრება.
ეს შენობა იქნება პირველი, რომელსაც “რეალის” ფეხბურთელები მაშინ დაინახავენ, როცა “ჰანედას” აეროპორტს მიუახლოვდებიან.
იხილეთ ფოტოები
გუშინ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეექვსე ტურის შეხვედრაში მადრიდის “რეალმა” დორტმუნდის “ბორუსია” მიიღო. თავდაპირველად, “ბლანკოსის” რიგებში ბენზემამ შეასრულა დუბლი და მისი გუნდი ორბურთიანი უპირატესობთ გაიყვანა წინ. თუმცა, ობამეიანგის და როისის გოლებით გერმანელებმა ქულის მოპოვება შეძლეს.
ომარ მომანიმ ეს სიტუაცია ასე აღიქვა
3 დეკემბერს, თბილისის დროით 19:15 საათზე მილიონობით ადამიანის თვალი “კამპ ნოუსკენ” იქნება მიპყრობილი. პრიმერა დივიზიონის მე-17 ტურში კატალონიის “ბარსელონა” მადრიდის “რეალს” უმასპინძლებს.
ინგლისური გამოცემა, Goal.Com-ი გუნდების სიმბოლურ შერეულ შემადგენლობას გვთავაზობს.
ამ კვირაში ჩემპიონთა ლიგის ჯგური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრები გაიმართება. ოთხშაბათს, 22:45 საათზე აიღებს სტარტს მადრიდის “ატლეტიკოსა” და მიუნხენის “ბაიერნის” დაპირისპირება ესპანეთში.
მოახლოებულ თამაშთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან ტიაგო ალკანტარამ ისაუბრა და განაცხადა, რომ გერმანელების მიზანი, როგორც ყველა მატჩში, ახლაც გამარჯვება იქნება.
“მოუთმენლად ველი ამ დაპირისპირებას. “ატლეტიკო” შარშან ჩემპიონთა ლიგის ფინალში მოხვდა. ეს გუნდი ყოველ წელს პროგრესირებს და ახლაც არ იქნება მათთან თამაში იოლი.”
“ჩვენ ამ კლუბს ვიცნობთ შარშანდლიდან. მათ ნახევარფინალში დაგვამარცხეს. შესაბამისად, ვიცით მათი ძლიერი და სუსტი მხარეები. მათ წინააღმდეგ ყველა ძლიერი მხარე უნდა გამოვიყენოთ და სასურველ შედეგს მივაღწიოთ. გამარჯვება კი არა, გოლის გატანაც კი ძალიან რთული იქნება, რადგან მადრიდელებს უძლიერესი დაცვა ჰყავთ. მათი დაცვის რგოლი ჯობს ჩვენსას, “ბარსელონასას”. ამ მხრივ “ატლეტიკო” მსოფლიოში საუკეთესოა! მიუხედავად ამ ყველაფრისა, ყოველ ღონეს ვიხმართ გამარჯვებისთვის!” – განაცხადა ალკანტარამ.
დღეს პრიმერა დივიზიონის მეექვსე ტურის შეხვედრები გაიმართა.
ერთ-ერთ მატჩში “ლას პალმასი” საკუთარ მოედანზე მადრიდის “რეალს” დაუპირისპირდა. ანგარიში 33-ე წუთზე ასენსიომ გახსნა. მასპინძლებმა 5 წთში ტანას გოლით გააათანაბრეს.
მეორე ნახევარში გუნდებმა თითო-თითო გოლი გაცვალეს. ბენზემას გოლს არაუხომ უპასუხა. საბოლოოდ – 2-2.
“რეალმა” პრიმერაში ზედიზედ მეორე ფრე ითამაშა. ამ მატჩის შემდეგ “ბლანკოსს” 14 ქულა დაუგროვდა და უახლოეს მდევარსა და მოსისხლე მტერს, “ბარსელონას” მხოლოდ 1 ქულით უსწრებს.
გუშინ პრიმერა დივიზიონის შეხვედრები გაიმართა.
ერთ-ერთ მატჩში კატალონიის “ბარსელონა” მადრიდის “ატლეტიკოს” დაუპირისპირდა. გუნდებმა, ფრედ, 1-1 ითამაშეს.
საგულისხმოა, რომ ეს შეხვედრა განსაკუთრებული გამოდგა ანდრეს ინიესტასთვის. მან ივან რაკიტიჩს საგოლე პასი გაუკეთა. ესპანელი ფეხბურთელი გახდა ერთადერთი, რომელსაც პრიმერა დივიზიონის ზედიზედ 14 სეზონში აქვს ასისტი გაკეთებული.
ცნობისთვის გეტყვით, რომ ამ 14 წლის მანძილზე “ინის” ანგარიშზე 83 შედეგიანი გადაცემაა.
ლიონელ მესიმ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო, სადაც მის ძაღლთან ერთად არის. მისი მეგობარი არც თუ ისე პატარაა. ამასთან დაკავშირებით ომარ მომანიმ სახალისო კარიკატურა შემოგვთავაზა.