დემბელე: “ორ კვირაში გუნდთან ერთად ვივარჯიშებ” (ვიდეო)

საფრანგეთისა და კატალონიის “ბარსელონას” ახალგაზრდა შემტევმა სექტემბერში “ხეტაფეს” წინააღმდეგ მიღებული დაზიანება უკვე მოიშუშა და ამჟამად რეაბილიტაციის კურს გადის.

მუსა დემბელემ ჟურნალისტებთან რეაბილიტაციის პროცესსა და დაბრუნებაზე ისაუბრა: “ორ კვირაში გუნდთან ერთად ვივარჯიშებ. ყოველდღიურად ვმუშაობ, რადგან მოედანს მალე დავუბრუნდე” – აცხადებს დემბელე.

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 17 ივლისი


“მილანი” მორატას უახლოვდება

“მილანის” ხელმძღვანელები მადრიდის “რეალის” ესპანელი თავდამსხმელის, ალვარო მორატას გადაბირებასთან ძალიან ახლოს არიან. ამ ინფორმაციას La Gazzetta dello Sport ადასტურებს.

წყაროს ცნობით, 24 წლის ფეხბურთელი უახლოეს მომავალში დაუბრუნდება სერია A-ს, სადაც “იუვენტუსთან” ერთად თამაშობდა.


“არსენალმა” დემბელეს დაადგა თვალი

Daily Star-ის მიერ გავრცელებული ცნობების მიხედვით, ლონდონის “არსენალის” ხელმძღვანელები მუსა დემბელეში ალექსის სანჩესის შემცვლელს ხედავენ, რომელიც დიდი ალბათობით კარიერას “მანჩესტერ სიტიში” გააგრძელებს.

გავრცელებული ცნობების მიხედვით, “მეთოფეები” ალექსისის ტრანსფერიდან დაახლოებით 50 მილიონ ფუნტს მიიღებენ, რაც საკმარისია “სელტიკისა” და მისი ვარსკვლავის გულის მოსაგებად.


ვან დეიკს მხოლოდ “ლივერპულში” უნდა

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე დრამატულად განვითარებული მოვლენების მიუხედავად, “საუთჰემპტონის” მცველი, ვირჯილ ვან დეიკი შესაძლოა, მაინც “ენფილდზე” აღმოჩნდეს.

როგორც ცნობილი ხდება, ჰოლანდიელ ფეხბურთელს მხოლოდ “ლივერპულში” სურს კარიერის გაგრძელება და ყველა სხვა შეთავაზების უარყოფას გეგმავს. “წმინდანები” კი მის სანაცვლოდ 60 მილიონ ფუნტს ითხოვენ.


“ჩელსი” აგუეროზე გადაერთო

ლონდონის “ჩელსის” ხელმძღვანელებმა ბელოტის, რომელუ ლუკაკუსა და ალვარო მორატას ტრანსფერების ჩაშლის შემდეგ ყურადღება “მანჩესტერ სიტის” თავდამსხმელზე, კუნ აგუეროზე გადაიტანეს.

As-ის ცნობით, “ქალაქელთა” მთავარ მწვრთნელს, პეპ გვარდიოლას გუნდიდან არგენტინელი შემტევის გაშვება და მის ნაცვლად ალექსის სანჩესის მოყვანა სურს.


ერერა “ბარსელონაში”?

მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე გავრცელდა ხმები, რომ კატალონიის “ბარსელონა” ანდერ ერერას ტრანსფერით ინტერესდებოდა.

ამის შესახებ თავად ფეხბურთელმა ისაუბრა.

“ბარსელონა”? მე “იუნაიტედში” თავს ძალიან ბედნიერად და კომფორტულად ვგრძნობ. არსად წავსლას არ ვაპირებ. მით უმეტეს, ესპანელებისგან არანაირი წინადადება არ წამოსულა.”


დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 4 ივნისი


“მანჩესტერ იუნაიტედი” ბეილის სანაცვლოდ 100 მილიონს ჩამოდის

“მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელებმა ანტუან გრიზმანის ტრანსფერის ჩაშლის შემდეგ, მთელი ყურადღება გარეტ ბეილზე გადაიტანეს.

Manchester Evening News-ის ცნობით, “წითელი ეშმაკები” მზად არიან, 100 მილიონი ფუნტიც გადაიხადონ უელსელი გარემარბის ტრანსფერში, რომელმაც გუშინ ჩემპიონთა ლიგა მესამეჯერ მოიგო.


არდამ “არსენალთან” შეათანხმა

“ბარსელონას” თურქ ნახევარმცველსა და ლონდონის “არსენალის” ხელმძღვანელებს შორის გამართული მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა. ამ ინფორმაციას El Desmarque ადასტურებს.

როგორც ცნობილი ხდება, ახლა მხოლოდ ტრანსფერის ფასია შესათანხმებელი – “ბარსელონა” 30 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს ითხოვს.


ზლატანის “მანჩესტერული” კარიერა დასრულებულია

Daily Express-ის ჟურნალიტების მიერ მოპოვებულ ინფორმაციას თუ დავეყრდნობით, ზლატან იბრაჰიმოვიჩი “მანჩესტერ იუნაიტედის” მაისურით აღარ ითამაშებს.

შვედი თავდამსხმელის ამჟამინდელ კონტრაქტს ვადა 30 ივნისს ეწურება, ბოლოს მიღებული დაზიანების გამო კი, ინგლისელები მისთვის ახალი კონტრაქტის შეთავაზებას არ აპირებენ.


“ვალენსიას” ანდერ ერერა მოუნდა

“მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველი, ანდერ ერერა, რომლის გადაბირების სურვილსაც კატალონიური “ბარსელონა” გამოთქვამს, “ვალენსიას” ინტერესთა სფეროში მოექცა.

Sunday Express-ის ცნობით, “წითელი ეშმაკები” 27 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 30 მილიონ ფუნტს ითხოვენ.


“მილანი” დემბელეს ტრანსფერს უმიზნებს

Sky Sports-ის მიერ გავრცელებული უახლესი ინფორმაციის თანახმად, “მილანის” ხელმძღვანელებმა “სელტიკთან” მუსა დემბელეს ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები უკვე წამოიწყეს.

შეგახსენებთ, რომ “ფულჰემის” ყოფილ თავდამსხმელს ლონდონის “ჩელსისა” და დორტმუნდის “ბორუსიას” ხელმძღვანელებიც აკვირდებიან.

კონტეს ბოლო სამიზნე იანვარში: მუსა დემბელე!

სატრანსფერო ფანჯრის პერიოდი მალე იწურება, თუმცა ანტონიო კონტე თავდამსხმელის ძებნაშია. მიუხედავად “ჩელსიში” კოშტასა და ბატჩუაის ყოფნისა, იტალიელ სპეციალისტს კიდევე ერთი ფორვარდის დამატება სურს.

Sky Sports-ი იტყობინება, რომ კონტეს “სელტიკის” შემტევი, მუსა დემბელე სურს. ახალაგზარდა ფეხბურთელი მიმდინარე სეზონში შესანიშნავად გამოიყურება. დემბელემ შოტლანდიის ჩემპიონატში ჩატარებულ 21 შეხვედრაში ცხრა გოლი გაიტანა, თასზე კი – 5. 20 წლის სპორსტმენი არც ჩემპიონთა ლიგაზეა უშედეგო – მის ანგარიშზე ხუთი გოლია.

“სელტიკის” ბოსები ფრანგში 40 მილიონ ფუნტს ითხოვენ. საინტერესოა, რას მოიმოქმედებს რომან აბრამოვიჩი 31 იანვარს ამ საკითხთან დაკავშირებით.

დემბელეს „ტოტენჰემის“ ჩემპიონობის კვლავ სჯერა

„ტოტენჰემ ჰოთსპურის“ ნახევარმცველ მუსა დემბელეს სჯერა, რომ მის გუნდს ინგლისის პრემიერლიგის დასრულებამდე სამი ტურით ადრე „ლესტერისგან“ 7 ქულით ჩამორჩენის მიუხედავად, პირველი ადგილის დაკავება შეუძლია.

„წარმატების ჯერ კიდევ გვჯერა. ეს რთული იქნება, მითმეტეს, ისეთ მდგომარეობაში არ ვართ, როგორშიც ერთი კვირის წინ ვიყავით. „ვესტ ბრომვიჩთან“ მატჩში წარუმატებლობამ გული დავწყვიტა, ახლა მხოლოდ დარჩენილი მატჩების მოგება გვრჩება, თუმცა ყველაფერი არამხოლოდ ჩვენს ხელშია. „ჩელსისთან“ გაგვიჭრდება, მაგრამ დარწმუენბული ვარ, ამ მატჩის მოგება შეგვიძლია.

ყველა გრძნობს, რომ წინ ნაბიჯი გადავდგით, შემდეგ სეზონში კი უკეთესად თამაშს შევძლებთ. ვფიქრობ, ინგლისის ტოპკლუბები მოუმატებენ, თუმცა გაძლიერება „ტოტენჰემსაც“ შეუძლია“, – ციტირებს დემბელეს Goal.com-ი.

კეინი და დემბელე “ფიორენტინას” წინააღმდეგ თამაშს ვერ შეძლებენ

ლონდონის “ტოტენჰემს” იტალიურ “ფიორენტინასთან” გამკლავება მუსა დემბელესა და ჰარი კეინის გარეშე მოუწევთ. შეგახსენებთ, რომ ევროპის ლიგის განმეორებით მატჩზეა საუბარი.

ჰარი კეინმა “კრისტალ პალასთან” მატჩში ცხვირი გაიტეხა. მართალია, რომ “მამლების” სამედიცინო შტაბმა უკვე დაამზადა ნიღაბი, თუმცა პოჩეტინო გარისკვას არ აპირებს.

რაც შეეხება ინგლისელთა ნახევარმცველს, დემბელეს, ის იმავე მატჩში დაშავდა. ბელგიელ ნახევარმცველს საზარდული აწუხებს, რის გამოც აღნიშნულ მატჩში თამაშს ვერ შეძლებს.

მუსა დემბელეს ცუდად შესრულებული პენალტი ინგლისის ახალგაზრდული თასის ფინალში

ორშაბათს, ინგლისში ახალგაზრდული თასის ფინალი გაიამრთა, სადაც “ფულჰემის” ფეხბურთელმა მუსა დემბელემ “ჩელსის” კარის აღება ვერ მოახერხა.

ფეხბურთელებმა ანტირასისტული კამპანია ააგორეს

გუშინ, „ვილიარეალსა“ და „ბარსელონას“ შორის გამართულ მატჩში (2:3) კატალონიელთა მცველ დანი ალვესს ტრიბუნიდან ბანანი ესროლეს. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ინციდენტი იუმორისტულად შეაფასა და მოედანზე გადმოგდებული ბანანი მიირთვა.

„არ ვიცი, ვინ გადმოაგდო, მაგრამ მადლობელი ვარ, რადგან ბანანმა ენერგია შემძინა ბურთის ჩაწოდებისას, რომელსაც გოლი მოყვა.

11 წელიწადია, ესპანეთში ვცხოვრობ და 11 წელიწადია, ასეთ გონებაჩლუნგებზე ვიცინი“, განაცხადა მატჩის შემდეგ დანი ალვესმა.

გუშინდელი ინციდენტის შემდეგ ცნობილმა ფეხბურთელებმა ანტირასისტული კამპანია ააგორეს, სოციალურ ქსელებში დანი ალვესისადმი მხარდამჭერ კომენტარებს აქვეყნებენ და ბანანით ფოტოებს იღებენ.

ერთ-ერთი პირველი, ვინც ამ უსიამოვნო ფაქტს გამოეხმაურა, „ბარსელონას“ ბრაზილიელი ლიდერი ნეიმარი გახლავთ.

„ჩვენ ყველანი ერთნაირები ვართ, ჩვენ ყველანი მაიმუნები ვართ. უთხარი რაისზმს „არა“. ძალიან სამწუხაროა, რომ 2014 წელსაც კი ვხვდებით ასეთ გამოხტომებს. ამ ფოტოთი მხარს ვუჭერ დანი ალვესს. თუ თქვენც მეთანხმებით, გადაიღეთ ფოტო ბანანის ჭამის პროცესში. გამოვიყენოთ მათ წინააღმდეგ ის, რასაც ისინი იყენებენ ჩვენს წინააღმდეგ“, – დაწერა სოციალურ ქსელში ნეიმარმა.

კამპანიას შეუერთდნენ „მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელი სერხიო აგუერო და ქალთა ფეხბურთის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი მარტა.

„ჩემს ბრაზილიელ კოლეგა მარტასთან ერთად ვამბობ: „არა რასიზმს“. ჩვენ ყველანი ერთნაირები ვართ“, – აგუერომ კომენტარი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

ლონდონის „ჩელსის“ ფეხბურთელები დავიდ ლუისი, ვილიანი და ოსკარი ანტირასისტულ აქციას შეუერთდნენ და ბანანით ხელში ვიდეო გადაიღეს, რომელიც მოგვიანებით სოციალურ ქსელში გავრცელდა.

დანი ალვესს მხარს უჭერს სანკტ-პეტერბურგის ბრაზილიელი თავდამსხმელი ჰალკიც. „ჩემი ძმისთვის“, – დაწერა ჰალკმა სოციალურ ქსელში.

ანტირასისტულ აქციას უერთდებიან „ტოტენჰემ ჰოთსპურის“ ფეხბურთელები მუსა დემბელე და ნასერ შადლი.

„არა რასიზმს, ჩვენ ყველანი ერთნაირები ვართ“, – აქციას რობერტო კარლოსიც შეუერთდა.

კამპანიას „ლივერპულის“ ფეხბურთელები – ფილიპე კოუტინიო და ლუის სუარესიც შეუერთდნენ.

ბექა დოგრაშვილი