ლუის ენრიკე: ჩემპიონობა გვინდა? მაშინ “ატლეტიკო” უნდა დავამარცხოთ

ლუის ენრიკე თვლის, რომ ესპანეთის უმაღლესი დივიზიონის მოსაგებად, აუცილებელია ისეთი გუნდის დამარცხება, რომელიც “ატლეტიკო მადრიდს” ჰყავს. ამის შანსი კი “ბლაუგრანას” თავკაცს 22 სექტემბერს მიეცემა.

“ისინი ისეთივე გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებენ, რომელიც ბოლო წლებში ასე წარმატებული იყო. გამოსარჩევია მათი დაცვის სტილი და კონტრ-იერიშების წარმოების სიძლიერე.

მათი ახალწვეულებითა და ყოფილი ფეხბურთელებით, ისინი ნამდვილად ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს წარმოადგენენ (ლა ლიგაში). ისინი ყველა ტიტულზე აცხადებენ პრეტენზიებს, რომელშიც მონაწილეობენ.

ჩვენ ძალიან რთული მისია გვაქვს – მინიმალური რაოდენობის შეცდომები უნდა დავიშვათ და გავიმარჯვოთ, რათა შემდეგში ჩემპიონები გავხდეთ.”

ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს სამი ნომინანტი გაირკვა!

სულ ცოტა ხნის წინ გაირკვა იმ სამი ფეხბურთელის ვინაობა, რომლებიც წელს ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოსთვის იბრძოლებენ.

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ამ სიაში არ არის არგენტინელი სუპერვარსკვლავი, ლიონელ მესი, რომელმაც “კოპა ამერიკა” ვერ მოიგო, მაგრამ “ბარსას” შემადგენლობაში “პრიმერა დივიზიონისა” და “კოპა დელ რეის” თასების მოპოვება მოახერხა.

სამეული კი ასე გამოიყურება: კრიშტიანუ რონალდუ, გარეთ ბელი და ანტუან გრიზმანი.

ესპანეთში მაისის თვის საუკეთესო მწვრთნელი და ფეხბურთელი დაასახელეს

კატალონიური “ბარსელონას” ურუგვაელი თავდამსხმელი, ლუის სუარესი, რომელიც ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა 40 გატანილი გოლით, ლა ლიგის მაისის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

ლუის ენრიკე კი, რომლის მიერ გაწვრთნილმა გუნდმაც ესპანეთის ჩემპიონობა ზედიზედ მეორედ მოიპოვა, თვის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა.

შეგახსენებთ, რომ ჩავარადნის შემდეგ (ზედიზედ 3 მარცხი ლა ლიგაში), “ბარსელონამ” ზედიზედ 5 მატჩის მოგება მოახერხა (საერთო ანგარიშით 24:0), რამაც ჩემპიონობა მოაპოვებინა.

GettyImages-516713184

ლუის ენრიკე: “ჩემპიონობა დავიმსახურეთ, თუმცა ჯერ ყველაფერი წინაა”

ლუის ენრიკეს სჯერა, რომ კატალონიურმა “ბლაუგრანამ” მიმდინარე სეზონში საკმარისი გააკეთა იმისათვის, რომ ესპანეთის ჩემპიონობა დაემხსახურებინა, რასაც მხოლოდ ერთი ნაბიჯი აშორებთ.

“იმ დღეებზე დაყრდნობით, რომლებიც ლიდერების როლში გავატარეთ, ტიტული დავიმსახურეთ და იმედი მაქვს, რომ საბოლოო მატჩის მოგებას მოვახერხებთ.

მაგრამ არა, ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა – ნახეთ რა მოუვიდა “ატლეტიკოს”. ერთადერთმა გუნდმა, რომელიც ამ დროისთვის გავარდნილია, ესპანეთის და საერთოდ ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი დაამარცხა.

“გრანადას” დარჩენა განაღდებული აქვს? არაფრის გვჯერა და ჩვენი მიზნის მიღწევას სამართლიანი გზით ვაპირებთ, საფეხბურთო გზით. ”

ლუის ენრიკე: “ფეხი მეტჯერ აღარ დაგვიცდება”

“ბარსელონას” მთავარ მწვრთნელს, ლუის ენრიკეს სჯერა, რომ “ბარსელონა” დარჩენილ 3 ტურში სათანადოდ შესძლებს ასპარეზობას და ესპანეთის ჩემპიონის სტატუსსაც მოიპოვებს.

“ერთი საშინაო და ორი საგარეო მატჩი დაგვრჩა. პოზიტიურად ვართ განწყობილნი. ჰანდიკაპი აღარ გვაქვს, რაც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ.

მჯერა, რომ ფეხი მეტჯერ აღარ დაგვიცდება. იმედი მაქვს, რომ ასე იქნება, რადგანაც მინდა, რომ ჩემპიონები გავხდეთ. ისღა დაგვრჩენია მთლიანად მომავალ მატჩებზე ვიყოთ კონცენტრირებულნი.” – განაცხადა ლუის ენრიკემ.

შეგახსენებთ, რომ ლა ლიგაში 3 ტურია დარჩენილი. სხვაობა პირველსა და მესამე ადგილოსანს შორის 1 ქულაა. ასე რომ ინტრიგა ბოლომდე შენარჩუნდება.

ლუის ენრიკე: “მესი ბრწყინვალე ფორმაშია”

კატალონიური “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი, ლუის ენრიკე უარყოფს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც “ბლაუგრანას” ლიდერი, ლიონელ მესი ფორმიდან ამოვარდნილია. ლუის ენრიკემ ეს განცხადება “ხიხონთან” გასამართ მატჩამდე გააკეთა.

“მესი ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება. მან “დეპორთან” მატჩშიც გაისროლა. მესიმ ძალიან კარგად ივარჯიშა და შაბათს გასამართი მატჩისთვის სრულიად მზად არის.”

შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს ლეო მესი, ისევე როგორც მთლიანად “ბარსელონა” არც ისე კარგ შთაბეჭდილებას ტოვებდა, თუმცა ყველაფერი “დეპორტივოსთან” გამართულ მატჩში გამოსწორდა, როცა ესპანეთის მოქმედმა ჩემპიონმა მასპინძლები 0-8 გაანადგურა.

10 მიზეზი, რამაც “ბარსელონას” ჩავარდნა გამოიწვია

ბოლო დროს, კატალონიის “ბარსელონა” ძველებურად ვეღარ თამაშობს. ლუის ენრიკეს გუნდი ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდა, პრიმერა დივიზიონის ბოლო მატჩებში კი რამდენიმე მარცხი იწვნია. ფაქტია, “ბლაგაურნას” ჩავარდნა აქვს. თუ რის გამო ხდება ეს, ამის მიზეზებზე ცნობილმა საფეხბურთო ვებ-გვერდმა Goal.Com-მა სტატია გამოაქვეყნა.

1. ჩავიმ და პედრომ გუნდი მაშინ დატოვეს, როცა სატრანსფერო ბანი კვლავ მოქმედებდა | ჩავიმ კატალონიური გრანდი ტრიპლეტის მოგების შემდეგ დატოვა, პედრომ კი აგვისტოში “ჩელსიში” გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო. მათმა წასვლამ გუნდის მწვრთნელს არჩევანის საშუალება კიდევ უფრო შეუზღუდა, ახალი ფეხბურთელების დამატება კი არ შეეძლოთ.

Xavi

2. არდასა და ალეიშს ადაპტაცია უჭირთ | მართალია გასულ ზაფხულში კლუბმა ალეიშ ვიდალი და არდა თურანი დაიმატა, თუმცა მათი ადაპტაციის პროცესი ჯერაც არ დასრულებულა. ზაფხულში ნაყიდი ფეხბურთელების დებიუტი იანვარში შედგა, საერთო ჯამში ვიდალმა და თურანმა 30 მატჩი გამოტოვეს.

arda turan

3. არ არის ნოლიტო, მსნ-ს დამზღვევი არ ჰყავს| მას შემდეგ, რაც პედრო წავიდა გუნდში თავდამსხმელის საჭიროება გაჩნდა. ევროპის ამჟამინდელი ჩემპიონები ნოლიტოთი დაინტერესდნენ, თუმცა ტრანსფერი არ შედგა. მესის, ნეიმარისა და სუარესის ზურგზე ძალიან დიდი ტვირთი აწევთ, დამხმარე კი არავინაა.

nolito

4. პრობლემები დაცვაში | კატალონიელების სუსტი წერტილი, როგორც ყოველთვის, წელსაც დაცვის ხაზია. გასულ სეზონში გუნდმა სულ რაღაც 37 გოლი გაუშვა, წელს კი გაშვებულმა გოლების რაოდენობამ 50-ს გადააჭარბა (“ატლეტიკის”, “სელტასა” და “სევილიას” ფეხბურთელებმა ერთ მატჩში 4 გოლის გატანაც კი შეძლეს ბარსელონელებისათვის). თუმცა აქამდე დაცვაში დაშვებულ შეცდომებს MSN ფარავდა, აქამდე…

Daniel Alves

5. რაფინიას ტრავმა | როგორც იცით, ლუის ენრიკე რაფინიას საკმაოდ დიდ პატივს სცემს. თუმცა, რაფინიამ სეზონი მძიმედ დაიწყო – მან “რომასთან” მატჩში სერიოზული ტრავმა მიიღო, რის გამოც ლაზარეთში ექვსი თვის გატარება მოუწია. ამან კი მას შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენაში ხელი შეუშალა.

Rafinha Alcântara

6. სათადარიგოთა სკამის სისუსტე | მიმდინარე სეზონში, სერხი რობერტოს გარდა “ბარსელონას” ვერცერთმა ფეხბურთელმა ვერ შესძლო სათადარიგოთა სკამიდან თავის გამოჩენა. ლუის ენრიკე მუნირსა და სანდროს მნიშვნელოვან მატჩებში არ ენდობა, მაშინ, როცა ჟერემი მატიემ უკვე მოახერხა რამოდენიმე საბედისწერო შეცდომის დაშვება. რაც შეეხება ტომას ვერმალაენსა და მარკ ბარტრას, ისინი ძირითადის მოთამაშეებად არც კი განიხილებიან, ისევე როგორც ადრიანო. უკვე ავღნიშნეთ ისიც, რომ არდასა და ალეიშს ადაპტაციის პრობლემები აქვთ.

Mathie

7. კლუბს ვერც ლა მასია ეხმარება | “ბარსა ბ” წელს იმდენად პროდიქტიული ვეღარ არის. ლუის ენრიკე 7 ახალგაზრდას გამოყოფდა – კამარას, გუმაუს, აიტორს, კაპტოუმს, რომერას, ალენასა და სამპერს. თუმცა, საბოლოო ჯამში ვერც ერთი ვერ დაეხმარა კლუბს. რაც შეეხება ალან ჰალილოვიჩს, ის სეზონის ბოლომდე “ხიხონის” ღირსებას დაიცავს.

Christoph+Kramer+Juan+Camara+Bayer+04+Leverkusen+UK1DnFb4B4Xl

8. მსნ დაიღალა და ფორმიდან ამოვარდა | ლუის ენრიკემ სეზონის დსასაწყისში გუნდის შემტევ ტრიოს ისტორიის საუკეთესოთა სტატუსი უბოძა. იმ დროს რთული იყო მისთვის წინააღმდეგობის გაწევა. თუმცა ამ დროისთვის ყველაფერი შეიცვალა, ვერც ნეიმარი, ვერც მესი და ვერც სუარესი ვეღარ გრძნობენ თავს ისე ახლებურად, როგორც ეს ადრე იყო, რაც გადაღლილობას უნდა დაბრალდეს.

messi suarez neymar

9. ბართომეუ არ არის კრიზისების მართვისთვის შექმნილი | გასულ ზაფხულში პრეზიდენტად დანიშვნის შემდეგ, ბართომეუმ არც თუ ისე ბევრი ღონისძიება განახორციელა. კატალონიელთა შეფმა გუნდისთვის ძალზედ საჭირო ფეხბურთელის, ნოლიტოს გადაბარგება ვერ მოახერხა, ამასთანავე ჯერჯერობით არც ნეიმარის მომავალია გადაწყვეტილი. ტრიპლეტის მოგების შემდეგ მას არცერთი ძირეული ცვლილება არ განუხორციელებია. მას დიდად გაუმართლა, რომ არჩევნები ტრიპლეტის მოგებიდან ცოტა ხანში ჩატარდა.

bartomeu

10. უაზრო მესიჯები ლუის ენრიკესგან | ძალზედ უცნაურია, რომ მწვრთნელი ნახევარდაცვაში რაფინიასა და არდა თურანს აყენებს, ამ განცხადების შემდეგ – “ანოეტაზე” გასამართი მატჩი მიმდინარე სეზონში ყველაზე რთული იქნება”. “ბარსას” ბოსი MSN-ის როტაციაში ჩართვასაც ვერ ახერხებს, ამასთანავე არც მის მიერ განხორციელებული ცვლილებები გამომდგარა გადამწყვეტი. ყველაფერი მის წინააღმდეგ წავა, თუ “ბლაუგრანას” მიმდინარე სეზონში ფეხი დაუცდება.

enrique

ლუის ენრიკე: “ჩვენი მთავარი მეტოქე “ატლეტიკოა” და არა “რეალი”

ლუის ენრიკემ აღიარა, რომ კატალონიური “ბარსელონას” მთავარ მეტოქედ მადრიდის “ატლეტიკო” მიაჩნია და არა “რეალი”, რომელიც ლა ლიგის სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციას იკავებს.

“ჩვენი უახლოესი მეტოქე “ატლეტიკოა”, ისინი მეორე ადგილზე იმყოფებიან; შემდგომ კი მოდის “რეალი”, რომელიც მესამეა.

“მართალია, ლიდერის როლში ვიმყოფებით, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი.” – განაცხადა კატალონიელთა თავკაცმა.

ლუის ენრიკემ რაფაელ ნადალზეც ისაუბრა, რომელსაც დოპინგის მიღებას აბრალებენ:”დოპინგი მე უფრო მექნება მიღებული, ვიდრე მას. ის ჩემთვის სრულყოფილი სპორტსმენია, მე მას ვენდობი.

ერთადერთი, რაც მასში არ მომწონს არის ის კლუბი, რომელსაც ის გულშემატკივრობს.”

“ბარსელონა” ვალენსიაში მესის, ნეიმარისა და სუარესის გარეშე გაემგზავრა

ლუის ენრიკეს “ბარსელონას”  “ვალენსიასთან” დაპირისპირება გუნდის შემტევი ტრიოს, მესის, ნეიმარისა და სუარესი გარეშე მოუწევს.

როგორც იცით, საუბარია კოპა დელ რეის ნახევარფინალური ეტაპის განმეორებით მატჩზე, რომელსაც ყოველგვარი მნიშვნელობა დაკარგული აქვს. ამის მიზეზი “კამპ ნოუზე” გამართული მატჩი გახლავთ , სადაც კატალონიელებმა გარი ნევილის გუნდი 7-0 გაანადგურეს.

სუარესი დისკვალიფიკაციის გამო ვერ ახერხებს მატჩში მონაწილეობის მიღებას, ისევე როგორც ჟერარდ პიკე, ხავიერ მაშერანო და ანდრეს ინიესტა.

გარდა ამისა, გარი ნევილს არც კლაუდიო ბრავოზე, დანი ალვესზე, ხორდი ალბაზე, სერხიო ბუსკეტსა და არდა თურანზე არ ექნება სადარდებელი, რადგანაც მათი გამოყენება ლუის ენრიკემ საჭიროდ არ ჩათვალა.

ლუის ენრიკე “ოქროს ბურთის” დაჯილდოების ცერემონიას არ დაესწრება

ესპანური გამოცემა “ასის” ცნობით, კატალონიის “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი “ოქროს ბურთის” დაჯილდოების საზეიმო ცერემონიას არ დაესწრება.

ღონისძიებაზე წლის საუკეთესო მწვრთნელსაც დააჯილდოებენ. ამ ნომინაციაზე კი ლუის ენრიკეც არის წარდგენილი. ასევე, ამ წოდებისთვის იბრძვიან მიუნხენის “ბაიერნის” დამრიგებელი ხოსეპ გვარდიოლა და ჩილეს ნაკრების თავკაცი ხორხე სამპაოლი.

ცერემონიას “ბარსელონას” ბანაკიდან კლუბის პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბარტომეუ და გუნდის მოთამაშეები ლიონელ მესი, ნეიმარი, დანი ალვესი და ანდრეს ინიესტა დაესწრებიან.

“ოქროს ბურთის” დაჯილდოების საზეიმო ცერემონია 11 იანვარს, შვეიცარიის ქალაქ ციურიხში ჩატარდება.

 

ლუის ენრიკეს “რაბონა” “ესპანიოლთან” მატჩში (ვიდეო)

2 იანვარს, ესპანეთის პრიმერა დივიზიონში, “ესპანიოლსა” და “ბარსელონას” შორის გამართულ მატჩში (0:0), “ბლაგაურნას” მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ეფექტურად მოქმედება გადაწყვიტა.

ლუის ენრიკე: „ესპანიოლთან“ მატჩი ლოგიკურად მორჩა“

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ „ესპანიოლთან“ უგოლოდ დასრულებული მატჩი შეაფასა.

„ესპანიოლისგან“ ასეთ მატჩს ველოდებოდი, მეტოქემ კარგი თამაში აჩვენა. მიუხედავად იმისა, რომ მომენტები გვქონდა, ვფიქრობ, ეს ლოგიკური შედეგია. რასიზმი ნეიმარის მისამართით? უკომენტაროთ.

რატომ გამოვიყენე მხოლოდ ერთი ცვლილება? შეცვლების რაოდენობა კონკრეტულ მატჩზეა დამოკიდებული. საჭიროდ ჩავთვალე, რომ ასე მოვქცეულიყავი“, – აღნიშნა ენრიკემ.