ნიკა გვარამიამ ობოლაძის “რუსთავი 2”-დან წასვლაზე იხუმრა (ფოტო)

დღეს ცნობილი გახდა, რომ დიმიტრი ობოლაძემ “რუსთავი 2” დატოვა. იგი მუშაობას ტელეკომპანია “იმედში” გააგრძელებს.

ამასთან დაკავშირებით ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს: “ჰო, რა იყო მერე, ატილიო ლომბარდოც გადავიდა 1997ში იუვენტუსიდან კრისტალ პალასში.”

 

დიმიტრი ობოლაძე ტელეკომპანია “იმედში” იმუშავებს

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს უკვე ყოფილი ჟურნალისტი, დიმიტრი ობოლაძე “იმედში” იმუშავებს.

ობოლაძე Imedinews.Ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ სამსახურის შეცვლაზე გადაწყვეტილება რამდენიმე მიზეზის გამო მიიღო: “გარდა იმისა, რომ “იმედმა” უკეთესი სამუშაო პირობები შემომთავაზა, “რუსთავი 2-ში” 21 წელი ვიმუშავე, რაც ჩემთვის, რა თქმა უნდა, საამაყოა, თუმცა, ერთ ადგილზე სამუშაოდ დიდი დროა.”

ცნობილი გახდა პოზიცია, რომელსაც ჟურნალისტი ახალ ტელევიზიაში დაიკავებს: იგი სპორტული მიმართულების ხელმძღვანელი იქნება.

დიმიტრი ობოლაძე პრესლოჟაში არ შეუშვეს

საქართველოსა და ესპანეთის 21-წლამდელთა ნაკრებების მატჩის დაწყებამდე პრესლოჟაში საინტერესო რამ მოხდა.

საქმე იმაშია, რომ პრესლოჟაში შესვლას „რუსთავი 2“-ს სპორტული კომენტატორი და ჟურნალისტი დიმიტრი ობოლაძე აპირებდა, თუმცა „სტიუარტმა“ ის არ შეუშვა, რადგან მას აკრედიტაცია არ აღმოაჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ობოლაძე ცნობადი სახეა, ის მაინც არ შეუშვეს.

საბოლოოდ, ცნობილ სპორტულ ჟურნალისტი ცოტა ხანში აკრედიტაციით დაბრუნება მოუწია, რის შემდეგას ის პრესლოჟაში უპრობლემოდ დაჯდა.

“საუკეთესო კომენტატორია! ვაღიარებ, ჩემზე უკეთესიც” – დიმა ობოლაძის მხარდაჭერა პირდაპირ ეთერში სანდრო ცნობილაძეს

როგორც იცით, საქართველო-პორტუგალიის ტრანსილაციის დროს, უხეში შეცდომის გამო, სანდრო ცნობილაძე საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სამსახურიდან დაითხოვა.

ამას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. ქართველ კომენტატორს სოლიდარობას უცხადებენ, როგორც სოციალურ ქსელში, ასევე მის გარეთაც.

დღეს, რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში, “სხვა შუა დღე”-ში, დიმიტრი ობოლაძემ სანდრო ცნობილაძეს მხარი დაუჭირა.

“1996 წლიდან მიჰყავს ამ კაცს რეპორტაჟები. ეს არის პირველი მისი უხეში შეცდომა, თუმცა ძალიან უხეში და ეგეთი რაღაც არ მომხდარა. საკუთარი ნაკრები აერია. მე მიზეზებზე ლაპარაკს არ დავიწყებ, მითუმეტეს, რომ თავად ვერ ასახელებს. რა თქმა უნდა, არის სანქციები და ასეც უნდა იყოს, მაგრამ ასე ხელაღებით გაშვება, ნიშნავს იმას, რომ არხმა თავისი ადამიანი არ დაიცვა. უნდა მიეცა დისკვალიფიკაცია რამდენიმე თვით, თუნდაც ხელფასის დაკლება, ბევრი რაღაც არსებობს, მითუმეტეს სტაჟის და დამსახურების გათვალისწინებით. თან კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ერთ-ერთი საუკეთესო კომენტატორია! პირდაპირ გეტყვით, ჩემზე უკეთესიც, ამას ვაღიარებ და ვამბობ,”-ამბობს ობოლაძე რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში.

დიმას კურიოზული შეცდომა დღევანდელ მატჩში, რომელიც თავადვე გამოასწორა

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური მატჩი “ნოუ კამპზე”, სადაც “ბარსელონამ” “ბაიერნი” 3-0 დაამარცხა.

მეორე ტაიმში, რუსთავი 2-ის კომენტატორმა, დიმიტრი ობოლაძემ კურიოზული შეცდომა დაუშვა. როდესაც ბერნატი აუტს აწვიდა, თქვა, რომ ესპანელი კუთხურს მოაწვდიდა, თუმცა ლაფსუსს თავადვე მიხვდა და გამოასწორა.



„დინამომ“ დავით აღმაშენებლის სახელობის თასი მოიგო?

დავით ყიფიანის თასის ფინალური მატჩის შემდეგ, „კურიერის” სპორტულმა კორესპონდენტმა დავით ერაძემ პირდაპირი ჩართვის დროს მექანიკური შეცდომა დაუშვა, როცა თქვა, რომ „დინამო თბილისმა“ ჩემპიონობას დავით აღმაშენებლის სახელობის თასიც დაამატა, რაზეც დიმიტრი ობოლაძისგან საკადრისი პასუხი მიიღო.

გთავაზობთ ამ კურიოზული ფაქტის ამსახველ ვიდეოს.