„ბარსელონას“ ყოფილი თავდამსხმელი პედრო როდრიგესი ლონდონის „ჩელსიში“ გადასვლით კმაყოფილია. ესპანეთის ნაკრების მოთამაშემ განაცხადა, რომ ახლა ის კარგ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშა.
„ყველაფრით კმაყოფილი ვარ. „ჩელსიში“ ჩემი დებიუტი კარგი აღმოჩნდა. როდესაც სათამაშო პრაქტიკა გაქვს, თამაშის სხვა რითმში ჯდები და თავდაჯერებულობაც გემატება. რა თქმა უნდა, ამ ფაქტმა ესპანეთის ნაკრებში გამოსვლაზეც იმოქმედა“, – ციტირებს პედროს AS-ი.
ზაფხულში ლონდონურ კლუბში გადასვლის შემდეგ პედრომ ორ მატჩში თავის ანგარიშზე გოლისა და საგოლე პასის ჩაწერა მოასწრო.