“პოგონმა” “არკა” დაამარცხა – დვალი სასტარტოში

დღეს პოლონეთის ექსტრაკლასას 21-ე ტურის შეხვედრაში “პოგონმა” “არკას” უმასპინძლა და ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო.

ორივე გუნდის შემადგენლობაში ირიცხება ქართველი ფეხბურთელი, მაგრამ დღეს მინდორზე მხოლოდ ახალგაზრდა ლაშა დვალი გამოჩნდა, მან “პოგონის” შემადგენლობაში სრული მატჩი ჩაატარა და მე-3 წუთზე ყვითელი ბარათი დაიმსახურა. დვალი მასპინძელთა რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო, რაც შეეხება “არკაში” მოთამაშე ლუკა ზარანდიას ის სათადარიგოთა შორის დარჩა. “პოგონმა” ერთადერთი გოლი მე-60 წუთზე გაიტანა, თავი ადამმა გამოიჩინა.

ლაშა დვალის გუნდი 21-ე ტურის შემდეგ 17 ქულით ბოლო ადგილზეა, ხოლო “არკა” მე-5 პოზიციას იკავებს.

“არკამ” მეტოქე გაანადგურა – ზარანდიას საგოლე გადაცემა

დღეს პოლონეთის ექსტრაკლასის მეჩვიდმეტე ტურში “არკამ” “სანდერაჩიას” უმასპინძლა და დამაჯერებლად 5-0 დაამარცხა მეტოქე.

მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო საქართველოს ახალგაზრული ნაკრების ლიდერი ლუკა ზარანდია, რომელმაც მინდორზე 62 წუთი დაჰყო და შეხვედრაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ანგარიში მე-5 წუთზე ჟურადომ გახსნა, მე-13 და 43-ე წუთებზე კი ზვოჩმა ორი თერთმეტმეტრიანი გამოიყნა ზუსტად, ხოლო მე-15 წუთზე კრივეტსმა გამოიჩინა თავი ზარანდიას გადაცემის შემდეგ. ბოლო გოლი მეორე ნახევრის სტარტზე გავიდა, 47-ე წუთზე თავისი გოლი მარკინიაკმა გაიტანა და საბოლოოდ შეხვედრა 5:0 დასრულდა.

ამ გამარჯვბის შემდეგ “არკას” 25 ქულა აქვს და მეშვიდე ადგილზეა. ზარანდიას გუნდი მომდევნო მატჩს 29 ნოემბერს სახლში გამართავს.

“არკამ” მეხუთე დამატებით წუთზე წააგო – ზარანდია შეცვლაზე შემოვიდა

გუშინ პოლონეთის ექსტრაკლასას მე-15 ტურის შეხვედრაში გდინიას “არკამ” გდანსკის “ლეხი” მიიღო.

გარდამავალი უპირატესობით მიმდინარე მატჩში ერთადერთი გოლი მეორე ტაიმის მეხუთე დამატებით წუთზე გავიდა – მისი ავტორი სტუმართა მოთამაშე, პაიჩაო გახდა. შესაბამისად, გდანსკურმა გუნდმა მინიმალური ანგარიშით იმარჯვა.

მოგეხსენებათ, “არკას” შემადგენლობაში გამოდის ქართველი შემტევი, ლუკა ზარანდია. პოლონელთა მეშვიდე ნომერი მარკუს ვინისიუსის ნაცვლად 59-ე წუთზე შევიდა მოედანზე.

ამ მარცხის შემდეგ “არკა” 18 ქულით მეათეა.

 

ლუკა ზარანდიას”არკამ” ფრედ ითამაშა

პოლონეთის ექსტრაკლასის მე-11 ტურში ლუკა ზარანდიას გუნდმა “კრაკოვიას” უმასპინძლა.

მოედანზე სულ 5 წუთით გამოჩნდა ქართველი ახალგაზრდა ფეხბურთელი. ლუკას თამაშზე ბევრს ვერაფერს ვიტყვით, მაგრამ უნდა აღნიშნოს მისი გუნდის საკმაოდ კარგი თამაში. აშკარა უპირატესობის მიუხედავად, “არკამ” მაინც ვერ მოახერხა მეტოქის დამარცხება და ფრედ 1-1 ითამაშა.

ამ შედეგის შემდეგ ზარანდიას გუნდს 15 ქულა აქვს და მე-9 პოზიციას იკავებს პოლონეთის ექსტრაკლასში.

“არკამ” პოლონეთის თასი მოიგო – ლუკა ზარანდიამ ფინალში გოლი გაიტანა! (ვიდეო)

დღეს, ვარშავაში, “სტადიონ ნაროდოვიზე” პოლნეთის თასის ფინალური შეხვედრა გაიმართა. ერთმანეთს პოზნანის “ლეხი” გდინიას “არკა” დაუპირისპირდნენ. ამ უკანასკნელში ქართველი მოთამაშე, ლუკა ზარანდია გამოდის.

ძირითადი 90 წუთი უგოლოდ დასრულდა. მეორე ნახევარში 71-ე წუთზე ზარანდია პრზემისლავ ტრიტკოს მაგივრად შევიდა მოედანზე.

ანგარიშის გახსნა 107-ე წუთზე “არკას” ფეხბურთელმა, რაფაელ სიემაშკომ შეძლო. ზუსტად 5 წუთში ქართველმა შემტევმა გამოიჩნა თავი და მისი გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა. 119-ე წუთზე ლუკაშ ტრალკამ სხვაობა შემაცირა. ამის შემდეგ ანგარიშის მხრივ აღარაფერი შეცვლილა – 1-2!

ლუკა ზარანდიამ პოლონეთში პირველი ტიტული მოიგო!

ლუკა ზარანდიამ “სპორტინგს” მატჩის პირველივე წუთზე გაუტანა (ვიდეო)

28 ივლისს, ბელგიურმა “გენკმა”, რომლის ღირსებასაც ორი ქართველი ფეხბურთელი იცავს, ჰასელტის “სპორტინგთან” ამხანაგური შეხვედრა გამართა და მეტოქესთან ანგარიშით 1:2 დაამარცხა.

“გენკის” ძირითად შემადგენლობაში იყო ლუკა ზარანდია, რომელმაც მატჩის პირველივე წუთზე მეტოქის კარი დალაშქრა და ანგარიში გახსნა. რაც შეეხება თორნიკე ოქრიაშვილს, ის მინდორზე არ გამოჩენილა.

დევდარიანი: „სამწუხაროდ, ზარანდია ვერ გაიზარდა“

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი დევდარიანმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში ელიტრაუნდის მეორე მატჩი შეაფასა, რომელშიც მისი გუნდი პორტუგალიასთან ანგარიშით 2:3 დამარცხდა.

„საყურებლად ძალიან საინტერესო თამაში გამოვიდა. ყველა დაიღალა იმ ფრაზით, რომ კარგად ვითამაშეთ და დავმარცხდით, თუმცა დღეს ჩვენი შტაბის მიერ გაწეული სამუშაოთი და ფეხბურთელების მეირ ნაჩვენები თამაშით ამაყი ვარ. პორტუგალია და ესპანეთი თავის ასაკში საუკეთესო გუნდები არიან.  ჩვენი ჩემპიონატის ტემპის გათვალისწინებით, ბოლო თხუთმეტ წუთში სათამაშოდ მზად არ ვართ, რაზეც წინა თამაშის შემდეგაც და იქამდეც ვისაუბრე

ყველა ცვლილება იძულებითი გამოგვივიდა – სამივე მოთამაშე მოედნიდან დაღლილობის გამო გავიყვანე. ვთვლი, რომ პრობლემა სწორედ ამაშია – ჩვენ დავიღალეეთ.

ამ ასაკში თუკი ვინმე ნიჭიერი იყო, შანსი და თამაშის საშუალება მივეცი. ჩემი აზრით, ამით ეროვნულ ნაკრებსაც დავეხმარეთ, რადგან პიროვნული და საფეხბურთო თვისებების დახმარებით, ამ ფეხბურთელებს შორის მთავარ გუნდში თამაში ბევრს შეუძლია. ჩემი მთავარი მიზანი სწორედ ეს არის. რა თქმა უნდა, შედეგიც მნიშვნელოვანია, მაგრამ უფრო პრიორიტეტული ამ ბიჭების სწორ გზაზე დაყენებაა.

ზარანდია პირველ თამაშშიც დისკვალიფიკაციის გამო გვაკლდა. შესარჩევი ეტაპის ბოლო მატჩში მან უაზრო ყვითელი ბარათი მიიღო. ესპანეთთან მისი ყოფნის შემთხვევაში, ვფიქრობ, სულ სხვა შედეგს მივიღებდით. ის თურქეთთანაც დაგვაკლდება. სამწუხაროდ, ის ვერ გაიზარდა. იმედია, ეს მალე შეიცვლება“, – განაცხადა დევდარიანმა.

ოქრიაშვილი ძირითადში, ზარადნია – სკამზე

ბელგიის ჩემპიონატის 22-ე ტურში “გენკი” “ლოკერენს” ესტუმრა და სამმატჩიანი წაგებათა სერიის შეწყვეტაში დაეხმარა. მართალია, სტუმრები მე-2 წუთზე დაწინაურდნენ, თუმცა “ლოკერენმა” მალევე გაათანაბრა და უპირატესობასაც ფლობდა. საბოლოოდ, შეხვედრაში მეტი გოლი აღარ გასულ და გუნდებმა ქულები გაიყვეს.

“გენკის” შემადგენლობაში 90 წუთი ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო თორნიკე ოქრიაშვილმა. კვალავ დებიუტის მოლოდინშია ლუკა ზარანდია. 18 წლის ქართველი მიმდინარე სეზონში უკვე მეშვიდედ იყო სათადარიგოთა სკამზე, თუმცა ალექს მაკლიშს მისთვის შანსი ისევ არ მიუცია.

ზარანდია: „იმედია, ყველაფერი ისე იქნება, როგორც მე და გულშემატკივრებს გვსურს“

ლუკა ზარანდია ერთ-ერთი ის ფეხბურთელია, რომლსითვისაც 2014 წელი მნიშვნელოვანი იყო. 18 წლის მოთამაშე ბელგიურ „გენკში“ ჩაირიცხა, თუმცა, სამწუხაროდ, ტრავმის გამო ახალ გუნდს ვერ დაეხმარა. ამის მიუხედავად, ლუკა მომავალს იმედიანად უყურებს. Fanebi.com-ი ბელგიური კლუბის ქართველ ლეგიონერს დაუკავშირდა და რამდენიმე კითხვა დაუსვა.

– 2014 წელი შენთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო. ორი სიტყვით შეაფასე განვლილი წელი

– კარგ გუნდში გადავედი, რითიც გახარებული ვარ. თამაში ჯერ არ მომიწია, ამას ტრავმებიც დაემატა, რამაც უკან დამწია, მაგრამ ახლა ყველაფერი კარგად არის

– რამდენად სწრაფად შეეჩვიე ახალ გუნდსა და გარემოს?

– გუნდში გადასვლისას არანაირი პრობლემა არ მქონია. ყველამ მეგობრულად მიმიღო. ეს პროფესიონალური კლუბია და სხვანაირად არც შეიძლება. როგორც ფეხბურთელებთან, ისე სამწვრთნელო შტაბის წევრებთან, კარგი ურთიერთობა მაქვს

– შენ ორმაგად გაგიმართლა, შენს გუნდში თორნიკე ოქრიაშვილიც ირიცხება. იქონია თუ არა ამ ფაქტორმა შენი „გენკში“ ტრანსფერზე გავლენა? თუ იმ მომენტისთვის თორნიკეს ტრანსფერის შესახებ ჯერ არ იცოდი?

– ჩემი „გენკში“ ტრანსფერზე გავლენას ვერ იქონიებდა, თორნიკემდე ორი თვით ადრე ჩავედი, თანაც, არც ვიცოდი, რომ ისიც ჩამოდიოდა. ძალიან გამიხარდა, რომ ერთად ყოფნა მოგვიწია. თორნიკესგან მოედანზე ბევრის სწავლა შეიძლება.

– ამჟამად რითია დაკავებული გუნდი? სადმე შეკრებას თუ გადიხართ?

– თურქეთში ვართ და ერთკვირიანი ვარჯიში გვაქვს. კვირას ჩავედით და მომზადება იმავე დღეს დავიწყეთ

– ჩემპიონატს 18 იანვრიდან ლოკერენთან გასვლით მატჩით იწყებთ. აღნიშნულ შეხვედრასთან დაკავშირებით რა პროგნოზს გააკეთებდი?

– ალბათ, ამ კითხვაზე ყველა ფეხბურთელს ერთნაირი პასუხი ექნება

– ამჟამად მეშვიდე ადგილზე იმყოფებით, თუმცა სამეულამდე მხოლოდ ორი ქულა გაშორებთ, ყველაფერი, შესაძლოა, ნებისმიერ დროს შეიცვალოს. რა მიზნები აქვს გუნდს?

– რა თქმა უნდა, სამეულისთვის ბრძოლა გვსურს

– კონკურენტებს შორის ყველაზე მეტად ვის გამოყოფდი?

– ადვილი მატჩი არავისთან გვქონია, მაგრამ „გენტთან“ გასვლაზე და „ბრიუგესთან“ შეხვედრაში განსაკუთრებულად გაგვიჭირდა

– საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე ხარ. ნაკრებში რომელიმე თანაგუნდელს თუ აღნიშნავდი?

– გუნდი ერთიანია და ყველა წინასვლაში ხელს მიწყობს. მწვრთნელს აღვნიშნავდი, რომელიც მართლა ამის ღირსია. თამაშში იგი მეთორმეტი მოთამაშის მსგავსადაა ჩართული. იგივეს გულშემატკვირებზეც ვიტყოდი, რომლებიც გვერდში გვიდგანან. მათ მხარდაჭერას განსაკუთრებით ვგრძნობ, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება ფეხბურთელებს, მათ შორის არავის გამოვარჩევ, როგორც ძირითადი შემადგენლობიდან, ისე სათადარიგოთა სკამიდან, გუნდისთვის ყველა დიდ ძალას წარმოადგენს.

– ეროვნულ ნაკრებს, კახა ცხადაძის სახით, ახალი თავკაცი ჰყავს. როგორ ფიქრობ, რამდენად დადებითად იმოქმედებს ნაკრებში განხორციელებული ცვლილებები გუნდის შედეგებზე?

– წინასწარ ლაპარაკს აზრი არ აქვს. ვნახოთ, რა და როგორ იქნება. რა თქმა უნდა, მე და, ალბათ, ნებისმიერი ქართველი დადებითად და იმედიანადაა განწყობილი. ახალ მწვრთნელსა და ნაკრებს, მსურს, წარმატება ვუსურვო.

– რას ელოდები 2015 წლისგან?

– ჩემი აზრით, შენი წინსვლა წლების ცვლაზე დამოკიდებული არაა. ყველას აქვს მიზანი და ამ მიზნისკენ მიდის. ჩემს წინსვლას მეც გავაგრძელებ, იმედია, ღმერთის წყალობით, ყველაფერი ისე იქნება, როგორც მე და იმ ხალხს გვსურს, ვისაც ჩემი იმედი აქვს.

სუპერ ლუკა ზარანდია! ქართველმა ფეხბურთელმა ექვსი რუმინელი ფეხბურთელი მოატყუა

13 ოქტომბერს, თბილისში, საქართველოსა და რუმინეთის 19-წლამდელთა ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში (3:1), ლუკა ზარანდიამ რამდენიმე რუმინელი მეტოქე მშვენივრად მოატყუა.

როგორ ერთობიან ზარანდია და ოქრიაშვილი

ბელგიურმა “გენკმა”, რომლის ღირსებას თორნიკე ოქრიაშვილი და ლუკა ზარანდია იცავენ ფოტოსესია გამართა. კლუბის ტელევიზიამ აღნიშნულ ფაქტს სიუჟეტი მიუძღვნა, რომელშიც გუნდის ქართველი ლეგიონერებიც მოხვდნენ.

იხილეთ 2:37-დან

ლუკა ზარანდიამ “გენკში” დებიუტი ლამაზი გოლით აღნიშნა (ვიდეო)

28 ივნისს, ბელიგური “გენკი” ამხანაგურ შეხვედრაში “ლომელს” დაუპირისპირდა და მეტოქესთან ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

“გენკის” ძირითად შემადგენლობაში იყო ქართველი ლუკა ზარანდია, რომელიც ახალ კლუბში პირველ შეხვედრას ატარებდა. სასიხარულოა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელმა 36-ე წუთზე გოლის გატანა მოახერხა, გოლი კი ლამაზი გამოდგა.

5ab7523471df831593133a9e9735aba7

4480066554082d5c468158d9c27c706d

იხილეთ ზარანდიას გოლი 02:50-დან