ყველაზე მსუქანი ფეხბურთელები

ჯემი პოლოკი

3PVrAXx1

 

ანდერსონი

Anderson

 

მიდო

B65K_nTCIAElCWj

 

სტივ მანკნულტი

BlSzrfxIcAMkbBb

 

რონალდო

CHFubP6 (1)

 

ადრიანო

Gksz6Yg

 

მაიკლ ჯონსონი

Johnson-Weight

 

ჰატემ ბენ არფა

nufcfans_hatem_ben_arfa_newcastle_united_1

 

ლენდონ დონოვანი

OtzLHeA

 

ნილ შიფერლი

oZO2Ugl

 

ენდი რიდი

TFJ1vVY

 

ილკაი გიუნდოგანი

v7lFfcc

 

ნევილ საუთჰოლი

VzEXZ00

ანდერსონი შუა მატჩისას კინაღამ გაიგუდა [ვიდეო]

კოპა ლიბერტადორესის მატჩისას, “მანჩესტერ იუნაიტედის” ექს-ფეხბურთელი, ანდერსონი შეუძლოდ გახდა.

“ლას-პასის” ფეხბურთელმა მოედანი 37-ე წუთზე იძულებით დატოვა და მას ჟანგბადის ბალიშიც კი დასჭირდა იმისთვის, რომ სუნთქვა რეგულარულად გაეგრძელებინა.

 

ფრიმპონგმა ჯერარდს დასცინა

ლონდონის “არსენალის” ყოფილმა ნახევარმცველმა ემანუელ ფრიმპონგმა, რომელიც დღესდღეობით რუსული “უფას” ღირსებას იცავს, “ლივერპულის” კაპიტან სტივენ ჯერარდს დასცინა.

22 წლის განელმა ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში ჯერარდისა და “მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველის, ანდერსონის ფოტოები გამოაქვეყნა. სურათზე ბრაზილიელს კისერზე ინგლისის პრემიერლიგის სამი მედალი ჰკიდია, ხოლო ინგლისელს – ფოტოშოპის დახმარებით დამზადებული სამკერდე ნიშანი წარწერით: “2014 წლის სეზონი “მანჩესტერ იუნაიტედზე” ზემოთ დავასრულეთ”.

გამოსახულებას ფრიმპონგმა წააწერა: “ისეთმა კაცმა, როგორიც ანდერსონია, ერთზე მეტჯერ გააკეთა ის, რისი გაკეთებაც სტივის სურდა”.

ამ საქციელის გამო ფრიმპონგს “ლივერპულის” ფანების რისხვა დაატყდა თავს და მანაც ეს სკანდალური ფოტო წაშალა.

Frimpong mocks

TOP 10: ფეხბურთელები, რომლებმაც იმედები ვერ გაამართლეს

სპორტულმა პორტალმა Sportskeeda-მ დაასახელა ის ათი ფეხბურთელი, რომელთა შესაძენად კლუბებმა დიდი თანხა გადაიხადეს, თუმცა მათ იმედები ვერ გაამართლეს.

10. ალეშანდრე პატო (“ინტერნასიონალიდან” “მილანში”)
22 მილიონი ევრო

Ufficiale: Pato al Corinthians, addio Milan

9. ალბერტო აკვილანი (“რომადან” “ლივერპულში”)
20 მილიონი ევრო

Alberto+Aquilani

8. ჯეკ როდუელი (“ევერტონიდან” “მანჩესტერ სიტიში”)
15 მილიონი ევრო

jack southampton

7. ანდერსონი (“პორტუდან” “მანჩესტერ იუნაიტედში”)
31.5 მილიონი ევრო

Anderson_1978240i

6. ხუან სებასტიან ვერონი (“ლაციოდან” “მანჩესტერ იუნაიტედში)
43.3 მილიონი ევრო

veron

5. რობინიო (“რეალიდან” “მანჩესტერ სიტიში”)
42.5 მილიონი ევრო

Manchester City's Robinho celebrates scoring against FC Twente during their UEFA Cup soccer match at Eastlands stadium in Manchester

4. ანდრეი შევჩენკო (“მილანიდან” “ჩელსიში”)
46 მილიონი ევრო

Andriy-Shevchenko-Chelsea

3. ენდი კეროლი (“ნიუკასლიდან” “ლივერპულში”)
41 მილიონი ევრო

_61946247_143906084

2. კაკა (“მილანიდან” “რეალში”)
65 მილიონი ევრო

Kaka-ISIPhotos.com_

1. ფერნანდო ტორესი (“ლივერპულიდან” “ჩელსიში”)
58.5 მილიონი ევრო

_59821658_torres_ap

კიდევ ერთი შანსი

“მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელები, ანდერსონი და ბებე, რომელთაც მოლოდინი ვერ გაამართლეს, კიდევ ერთ შანსს მიიღებენ.

23 წლის ბებემ თავისი უკანასკნელი შეხვედრა “წითელი ეშმაკების” რიგებში 2011 წლის თებერვალში ჩაატარა და მას შემდეგ იჯარის წესით ხეტიალობს. სათამაშო პრაქტიკის არ მქონე ანდერსონი კი იანვარში წავიდა ასევე იჯარის წესით.

იტალიურმა “ფიორენტინამ” 26 წლის ფეხბუთელის ტრანსფერი არ გამოისყიდა და ბრაზილიელი პორტუგალიელთან ერთად დაბრუნდა “იუნაიტედში”.

Manchester Evening News – ის ცნობით ლუი ვან გაალი არ აპირებს ორივე მოთამაშე მალევე ჩამოწეროს. ისინი შანსს წინა სასეზონო შეკრებებზე მიიღებენ.

დავამატებთ, რომ ბებესა და ანდერსონის კონტრაქტები მომავალ წელს იწურება, რის გამოც მათთან განშორების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ორივე ფეხბურთელი კლუბს ამ ზაფხულშივე დატოვებს.

წყარო: მანჩესტერ იუნაიტედის ქართული ფან-კლუბი – http://redarmy.ge/

ანდერსონი: „დარწმუნებული ვარ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ დატოვება არაერთ მოთამაშეს სურს“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველმა ანდერსონმა, რომელიც იჯარის წესით „ფიორენტინაში“ გადაბარგდა, „წითელ ეშმაკებში“ არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა.

„დარწმუნებული ვარ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ დატოვებაზე რამდენიმე ფეხბურთელი ფიქრობს. განსაკუთრებით ეს ნანის ეხება, რომელიც კლუბში 7-8 წლის განმავლობაშია.

„იუნაიტედი“ – დიდი კლუბია, რომელიც ფეხუბრთელთათვის ყველაფერს აკეთებს. თუმცა, არის მომენტი, როცა ფეხბურთელს გარემოს შეცვლა სურს“, – განაცხადა ბრაზილიელმა შუახაზელმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

ანდერსონი „ფიორენტინაში“ გადასვლით კმაყოფილია

„ფიორენტინას“ ახალწვეულმა ანდერსონმა განაცხადა, რომ „იების“ რიგებში გადასვლით კმაყოფილია.

„ფიორენტინას“ სერიოზული პროექტი აქვს, რომელმაც ამ გუდნში გადასვლაში დამარწმუნა. აქ მაღალ დონეზე სათამაშოდ მოვედი, ისე, როგორც ამას თავის დროზე ბატისტუტა და ედმუნდო აკეთებდნენ. ამ პროექტის ცენტრში ყოფნა და ტიტულების მოგების სურვილი მაქვს. კმაყოფილი ვარ, რომ „ფიორენტინაში“ ვითამაშებ, კლუბში, რომელიც ევროპაში ადგილის დამკვიდრებისთვის იბრძვის“, – განაცხადა ბრაზილიელმა ნახევარმცველმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

“ფიორენტინა” ანდერსონისადმი ინტერესს ადასტურებს

“ფიორენტინას” სპორტულმა დირექტორმა დანიელე პრადემ დაადასტურა ფლორენციული კლუბის ინტერესი “მანჩესტერის” 25 წლის ნახევარმცველის, ანდერსონის მიმართ.

“ანდერსონის თამაშის სტილი მოგვწონს და მას ვაკვირდებით” – განაცხადა “ფიორენტინას” წარმომადგენელმა “ტორინოსთან” გამართული შეხვედრის შემდეგ, რომელიც ფრედ დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში ანდერსონმა მხოლოდ ოთხი შეხვედრა ჩაატარა ინგლისურ პრემიერლიგაში. მიუხედავად ამისა, ფეხბურთელის თქმიმ ის გუნდის გამოცვლაზე არ ფიქრობს.

ფერგიუსონი: „მითხრეს, რომ ანდერსონი რუნის სჯობდა“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში „პორტუდან“ ანდერსონის ტრანსფერთან დაკავშირებული ისტორია გაიხსენა. ფერგიუსონის თქმით, აღნიშნული ტრანსფერის განხორციელებაზე მისივე ძმა და ამასთანავე – „მანჩესტერ იუნაიტედის“ სკაუტი მარტინ ფერგიუსონი მუშაობდა.

„მარტინი გავაგზავნე, რომ ანდერსონს 4-5 კვირის განმავლობაში დაკვირვებოდა. ამის შემდეგ მარტინმა მითხრა, რომ ანდერსონი რუნიზე უკეთესია. მე ვუპასუხე: ღვთის გულისათვის, ასეთ რამეს ნუ ამბობ, მას გაცილებით ბევრი რამ დასჭირდება იმისთვის, რომ რუნის აჯობოს. რატომღაც მარტინი თავის სიტყვებში დარწმუნებული იყო“, – აღნიშნა ფერგიუსონმა.

შეგახსენებთ, რომ ანდერსონი „პორტუდან“ „მანჩესტერ იუნაიტედში“ 2007 წელს გადავიდა. ტრანსფერის ღირებულებამ დაახლოებით 30 მილიონი ევრო შეადგინა.

ბექა დოგრაშვილი