კანტონა: “ერთადერთი არ ვარ, ვისაც ბენზემას ნაკრებში დაბრუნება სურს”

საფრანგეთის ეროვნულმა ნაკრებმა რუსეთში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის საგზური ჯგუფურ ეტაპზევე მოიპოვა. დიდიე დეშამის გუნდი აპირებს დარჩენილი დრო ნაყოფიერად გამოიყენოს და მუნდიალს ნაკრები ოპტიმალურ მდგომარეობაში შეხვდეს.

“მანჩესტერ იუნაიტედისა” და საფრანგეთის ნაკრების ლეგენდამ ერიკ კანტონამ ჟურნალისტებთან მადრიდის “რეალის” შემტევზე, კარიმ ბენზემაზე ისაუბრა: “რა თქმა უნდა, ყველას გვსურს, რომ საფრანგეთის ნაკრებში საუკეთესო ფრანგი ფეხბურთელები ვიხილოთ. ერთ-ერთი ასეთი ფეხბურთელი კარიმი ბენზემაა. ერთადერთი არ ვარ, ვისაც ბენზემას ნაკრებში დაბრუნება სურს”, – აცხადებს ერიკ კანტონა.

შეგახსენებთ, რომ მადრიდელთა ცხრიანი ეროვნული ნაკრებიდან მას შემდეგ მოიკვეთა, რაც მას და თანაგუნდელ მატიე ვალბუენას შანტაჟში ბრალი დასდეს.

ვალბუენა ბენზემასთან ერთად თამაშს არ გამორიცხავს

“ლიონის” ნახევარმცველ მატიე ვალბუენას 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე თამაში სურს. მეტიც, ფრანგი ფეხბურთელი ამბობს, რომ შესაძლებლობის შემთხვევაში, ტურნირზე კარიმ ბენზემასთან ერთადაც კი ითამაშებს.

“იმის გარანტია არ მაქვს, რომ ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშებ. დიდიე დეშამთან მქონდა საუბარი, თუმცა დეტალებს არ გავამჟღავნებ. ახლა ჩემი მთავარი მიზანი “ლიონისთვის” მაქსიმალური სარგებლის მოტანაა. კარგად ვთამაშობ, მაგრამ საუკეთესო მაჩვენებლები არ მაქვს. სეზონის წარმატებულად დასრულება ევროპის ჩემპიონატის განაცხადში მოხვედრა იქნება. ბენზემასთან ერთად? ყველაფერი შესაძლებელია. პრობლემა უკვე აღარ არსებობს”, – ვალბუენას კომენტარი “ლე ფიგარომ” გამოაქვეყნა.

 

ოფიციალურად: ბენზემა საფრანგეთის ნაკრებიდან მოკვეთეს

მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი ქარიმ ბენზემა ნახევარმცველ მატიე ვალბუენას მუქარის საქმეში მონაწილეობის გამო საფრანგეთის ნაკრებიდან ოფიციალურად მოკვეთეს, რის შესახებაც დღეს საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელმა ნოელ ლე გრეტმა სპეციალურ პრესკოფნერენციაზე განაცხადა.

„ქარიმ ბენზემა ნაკრებში ხელმისაწვდომი აღარ იქნება. ეს პირადი გადაწყვეტილებაა, რომელიც დიდიე დეშამს შევატყობინე. თუ სიტუაცია არ შეიცვლება, ის განაცხადში არც მარტში და არც ევრო-216-ზე იქნება“, – განაცხადა ლე გრეტმა.

ვალბუენა სამშობლოში ბრუნდება

ფრანგი ნახევარმცველი მატიე ვალბუენა სამშობლოში ბრუნდება.

L`Equipe-ის ცნობით, 30 წლის ფეხბურთელი მოსკოვის “დინამოდან” “ლიონში” გადავა.

ვალბუენამ “ლიონთან” სამედიცინო შემოწმება დღეს უნდა გაიაროს. წყაროს თანახმად, იგი ფრანგულ კლუბთან სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს, ტრანსფერის ღირებულება კი 5-6 მილიონ ევროდ ფასდება.

 

მატიე ვალბუენამ რუსეთის ჩემპიონატში ულამაზესი გოლი გაიტანა (ვიდეო)

7 დეკემბერს, რუსეთის ჩემპიონატში, მოსკოვის “დინამოსა” და “ამკარს” შორის გამართულ შეხვედრაში მატიე ვალბუენამ ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა.

ვალბუენა დინამოში 14-ნომრიანი მაისურით ითამაშებს

საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველმა მატიე ვალბუენამ ახალ კლუბში ნომერი შეარჩია.

შეგახსენებთ, ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ ფეხბურთელი “მარსელიდან” მოსკოვის “დინამოში” გადაბარგდა, სადაც 14-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

მოსკოვის “დინამოსთან” ვალბუენამ 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ოფიციალურად: ვალბუენა მოსკოვის “დინამოს” ფეხბურთელია

საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველი მატიე ვალბუენა ოფიციალურად მოსკოვის “დინამოს” ფეხბურთელია. 29 წლის ფეხბურთელმა რუსულ კლუბთან სამწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

“დინამო” საინტერესო პროექტია და მინდა, რომ მეც მივიღო ამაში მონაწილეობა. კლუბის ამბიციები სრულად შეესაბამება ჩემს სურვილებს და მოუთმენლად ველი “დინამოს” რიგებში პირველ მატჩს. ძალისხმევას არ დავიშურებ, რომ კლუბის წინაშე დასახული მიზნები შევასრულო”, – ვალბუენას სიტყვები რუსული კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

შეგახსენებთ, რომ უკანასკნელი რვა სეზონი მატიე ვალბუენამ “მარსელში” გაატარა, რომლის ფორმითაც 250-ზე მეტ ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა.

ფრაგმა ფეხბურთელმა ბოლო სეზონში “მარსელის” ფორმით ყველა ტურნირზე ერთად 41 შეხვედრა ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა.

 

ვალბუენა მოსკოვის „დინამოს“ უარს ეუბნება

მოსკოვის „დინამო“ „მარსელისა“ და საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველ მატიე ვალბუენას ხელფასის თაობაზე ვერ უთანხმდება.

29 წლის ფრანგი ფეხბურთელი მოსკოვური კლუბის წარმომადგენლებს შეხვდა. გავრცელებული ინფორმაციით, რუსული კლუბი ვალბუენას ჯამაგირის სახით წელიწადში 3 მილიონ ევროს სთავაზობს, რაზეც ფეხბურთელი უარზეა. მოლაპარაკებები გრძელდება.

მხარეები ტრანსფერზე უკვე მორიგდნენ, „დინამო“ ვალბუენას სანაცვლოდ 7 მილიონ ევროს იხდის, თუმცა თუ ფეხბურთელისგან დასტური არ იქნება, გარიგება არ შედგება.

მატიე ვალბუენა „მარსელში“ 2006 წლიდან გამოდის და გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახლავთ.

 

ვალბუენა, შესაძლოა, „დინამოში“ ორ დღეში გადავიდეს

„მარსელის“ ნახევარმცველს მატიე ვალბუენას, რომლის ხილვაც საკუთარ რიგებში მოსკოვის „დინამოს“ სურს, მომავალთან დაკავშირებით გააწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

აქამდე მოსკოვურმა კლუბმა „ოლიმპიკს“ მოთამაშის სანაცვლოდ შვიდი მილიონი ევრო შესთავაზა, ხმარეებმა კი, შეთანხმების დეტალებიც დააზუსტეს.

შესაბამისად, ახლა ყველაფერი თავად ფეხბურთელზეა დამოკიდებული. ჟურნალისტ ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, ვალბუენას საბოლოო პასუხი ორ დღეშ უნდა გახდეს ცნობილი.

ერთ-ერთი ფაქტორი, რომლის გამოც ვალბუენას რუსეთში გადასვლა არ სურს, შესაძლოა, საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში ადგილის დაკარგვა იყოს.