გარი ნევილი: “ვერ გამიგია, რატომ გაყიდა “მანჩესტერ იუნაიტედმა” უელბეკი “არსენალში”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა ფეხბურთელმა გარი ნევილმა განაცხადა, რომ მისთვის გაუგებარია, თუ რატომ მიჰყიდა კლუბმა დანი უელბეკი ლონდონის “არსენალს”. ნევილისთვის ამ ტრანსფერის ღირებულებაც გასაკვირია.

“ვერ გამიგია, რატომ გაყიდა “მანჩესტერ იუნაიტედმა” უელბეკი. ამ ზაფხულს მომხდარი ტრანსფერების ღირებულებების გათვალისწინებით, ჩემთვის გაუგებარია, როგორ იყიდა “არსენალმა” ეს ფეხბურთელი მხოლოდ 16 მილიონ ფუნტ სტერლინგად. კლუბები მარცხენა და მარჯვენაფლანგელ მცველებს 15 მილიონად ყიდულობენ და “მანჩესტერ იუნაიტედმა” უელბეკი მხოლოდ 16 მილიონად დათმო. უცნაურია. გუნდი დატოვა ცენტრალურმა თავდამსხმელმა, რომელიც საუკეთესო ოთხეულში მოხვედრისთვის “მანჩესტერ იუნაიტედის” უშუალო კონკურენტს შეუერთდა. ამ გადაწყვეტილებაში ლოგიკას ვერ ვხედავ”, – ციტირებს ნევილის სიტყვებს “თოქსპორტი”.

შეგახსენებთ, რომ დანი უელბეკი “მანჩესტერ იუნაიტედიდან” “არსენალში” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე წუთით ადრე გადავიდა.

 

გარი ნევილმა სუარესი მიწასთან გაასწორა, შემდეგ კი დასცინა

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა ფეხბურთელმა გარი ნევილმა, აწ.უკვე “ლივერპულის” ყოფილი ფეხბურთელი, ლუის სუარესი მიწასთან გაასწორა, შემდეგ კი დასცინა.

ყველასთვის ცნობილია ლუის სუარესის კბენა კიელინისთვის და შემდეგ “ფიფას” სასჯელი. ურუგვაელმა ოთხი თვის განმავლობაში მთლიანად უნდა დაივიწყოს, რომ ფეხბურთელია, რადგან მხოლოდ თამაში და მატჩებზე დასწრება კი არა, ვარჯიშებიც აკრძალული აქვს, თუმცა როგორც წყაროები იტყობინებიან, ვარჯიშების ნებას დართავენ.

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა ლეგენდარულმა ფეხბურთელმა გარი ნევილმა, აწ.უკვე “ლივერპულის” ყოფილი ფეხბურთელი (რადგან ოთხშაბათს “ბარსელონასთან” კონტრაქტს გააფორმებს), ლუის სუარესი მიწასთან გაასწორა, შემდეგ კი დასცინა.

“მარათლია, ლუის სუარესი ძალიან კარგია როგორც ფეხბურთელი, მაგრამ მისი დაცვა შეუძლებელია, რადგან რაც მან გააკეთა, ამაზე თვალების დახუჭვა სწორი საქციელი “ფიფას” მხრიდან არ იქნებოდა. ვიცით, რომ “ლივერპულის” გულშემატკივრებს ძალიან უყვართ სუარესი, თუმცა იგი კლუბის რეპუტაციის “ლაფში” ამოსვრას არადა არ ეშვებ(ოდ)ა. ამიტომ ისინი ბედნიერები, უნდა იყვნენ, ურუგვაელის ესპანეთში გადაბარგებით”.

ბრიტანელმა ჟურნალისტმა გარი ნევილს კითხვა დაუსვა, თუ რა სასჯელს მოიმოქმედებდა, “ფიფას” პრეზიდენტის ზეპ ბლატერის ადგილას, რომ ყოფილიყო.

“ზეპ ბლატერის ადგილას რომ ვყოფილიყავი, ლუის სუარესს ისტორიაში ყველაზე გრძელვადიანი დისკვალიფიკაციით დავსჯიდი. უკვე სერიოზულად ვფიქრობ, რომ მას დახმარება მართლა სჭირდება. როდესაც ადამიანი ასეთ მომენტებში თავს ვერ აკონტროლებს, მას აუცილებლად დახმარება სჭირდება, რადგან ფეხბურთს მთელ მსოფლიოში უამრავი ბავშვი უყურებს და მათთვის ასეთი მაგალითის მიცემა, როგორ ფიქრობთ შეიძლება”?!

“ურუგვაელ თავდამსხმელს თავის ხელში აყვანა არ შეუძლია და კაციჭამიასავით იქცევა. ანალოგიური ფაქტი უკვე მესამედ გაამეორა, რაც უკვე სასაცილოც აღარ არის. მას ზურგით თუ დაუდექი, კისრიდან რომ დაიწყებს, გიკბენს ყველგან, სადაც მოგიხელთებს. პრინციპში, ყველა თავისებურად უბერავს – ვიღაც რაღაცეებს ებრძვის, ვიღაც სვამს, მაგრამ ეს ყველაფერი მოედანს მიღმა ხდება (იცინის). ასეთ კარიერას ამ ასაკში მარტო ფსიქიურად შერყეული ადამიანი თუ გაიფუჭებს”, – ციტირებს გარი “ტელეგრაფთან”

წყარო: მანჩესტერ იუნაიტედის ქართული ფან-კლუბი – http://redarmy.ge/

ნევილი გიგზს მხარს უჭერს

როგორც ვიცით წინა კვირაში მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გათავისუფლებული დევიდ მოიესის ნაცვლად, მთავარი მწვრთნელის სკამი დროებით რაიან გიგზმა დაიკავა. თუმცა “მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელობა მის კანდიდატურას სერიოზულად არ განიხილავს, რადგან მას ჯერ გამოცდილება არ აქვს.

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი მცველი, გარი ნევილი ხელმძღვანელობას მოუწოდებს, რომ რაინ გიგზს დრო მისცენ და არა დროებით, არამედ ხანგრძლივ მწვრთნელად დანიშნონ.

მიუხედავად იმისა, რომ გულშემატკივრებსა და მოთამაშეებს შორის უელსელი ლეგენდა დიდი ავტორიტეტით სარგებლობს, “იუნაიტედის” ბოსებს მაინც სურთ მისი შეცვლა და შესაძლო კანდიდატებად ლუი ვან გაალი, კარლო ანჩელოტი, ლორან ბლანი და სხვები მოიაზრებიან.

გარი ნევილი თვლის, რომ “იუნაიტედს” ბრიტანელი მწვრთნელი სჭირდება და გიგზი ამ პოსტისთვის შესანიშნავი ვარიანტი იქნება.

“შაბათს კარგად დაიწყო და მოდით მივცეთ კიდევ ერთი-ორი მატჩი და ვნახოთ, როგორ შეეგუება ამ როლს და გაართმევს თუ არა თავს მას”

“მიიჩნევენ, რომ რაიანს გამოცდილება არ აქვს, მაგრამ ის კლუბს იცნობს. ასევე თვლიან, რომ ვან გაალს უდიდესი გამოცდილება აქვს, მაგრამ ის პრემიერ-ლიგას არ იცნობს.”

“ხელმძღვანელების გადასაწყვეტია, რაც სურთ. ჩემი აზრით მათ გამოცდილი ხელი სჭირდებათ, მაგრამ მე პირადად მსურს ბრიტანელი მწვრთნელი მოვიდეს, რადგან “მანჩესტერ იუნაიტედს” ყოველთვის ბრიტანელი წვრთნიდა. მოვიცადოთ და ვნახავთ.”

ნევილი, გიგზის ახლო მეგობარი შენიშნავს, რომ რამდენიმე მაგალითი არსებობს იმსა, თუ როგორ გაართვეს თავი გამოუცდელმა მწვრთნელებმა თავიან სამუშაოს, როცა მათ შანსი მისცეს.

“ჩვენს დროში არ არსებობს მწვრთნელის დანიშვნის მკაცრი წესები. რამდენიმე მწვრთნელი არსებობს, ვისაც მცირე გამოცდილება აქვს – პეპ გვარდიოლა, დიეგო სიმეონე, კენი დალგლიში თავის დროზე.”

ასევე ნევილი აღნიშნავს იმ მწვრთნელებსაც, ვისაც ერთი-ორი წარმატებული სეზონი ჰქონდა. მაგალითად ჟოზე მოურინიო, რომელმაც “ჩელსიში” წარმატებას მიაღწია, ამგრამ ვილაშ-ბოაშმა ვერა.

“სხვადასხვა მაგალითს ხედავთ იმისა, თუ როგორ ამართლებს ეს ხანდახან, ხანდახან კი ვერა. სანამ ვინმეს არ დანიშნავთ, ვერ იქნებით დარწმუნებული გაამართლებს იგი თუ არა.”

“ამ ხედვით ხალხი ამბობს, რომ რაიანს გმაოცდილება არ აქვს, მაგრამ ვან გაალის დანიშვნა გაამართლებს? არ ვიცით. ეს ხალხის მოწოდება კლუბის მიმართ.” – აცხადებს გარი ნევილი.

წყარო: მანჩესტერ იუნაიტედის ფანკლუბი საქართველოში – http://redarmy.ge/

ნევილი: „მოიესი ძალიან ბევრს მუშაობს“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ექს-მოთამაშე გარი ნევილი დარწმუნებულია, რომ დევიდ მოიესს გუნდის შესაცვლელად საჭირო დროს მისცემენ.

„იუნაიტედი“ თავისი ფილოსოფიით სხვა კლუბებისგან გამოირჩევა. აქ საკუთარი სამუშოს შესასრულებლად მწვრთნელებს საკმაო დრო ეძლევათ. „მანჩესტერ იუნაიტედში“ შრომა ყოველთვის ფასდება, მოიესი კი ბევრს მუშაობს. იგი ზუსტად იმ სამუშაო დროს იმსახურებს, რომელიც მის მოსვლამდე მომუშავე მწვთნელებს ჰქონდათ. „მანჩესტერ იუნაიტედი“ არც „რეალია“ და არც „ჩელსი“, რომლებიც თავკაცებს ხშირად იცვლიან“, – განაცხადა „წითელი ეშმაკების“ ყოფილმა კაპიტანმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

საინტერესო დიალოგი გარი ნევილსა და კარაგერს შორის

„ლივერპულისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი მცველები ჯეიმი კარაგერი და გარი ნევილი ტელეკომპანია „სქაი სპორტსის“ საფეხბურთო ექსპერტები არიან და ხშირად სტუდიაში ერთადაც სხედან. მათ შორის მეგობრული ურთიერთობაა, თუმცა ხანდახან ერთმანეთს კბილსაც გაჰკრავენ ხოლმე. ორიოდე დღის წინათ პირდაპირ ეთერში მათ შორის საინტერესო დიალოგი შედგა.

გარი ნევილი: „ჩემთვის სეზონის საუკეთესო მწვრთნელი ბრენდან როჯერსია“.

ჯეიმი კარაგერი: „გარი, მომისმინე. შენ რაც არ უნდა თქვა, „ლივერპულის“ ქომაგები მაინც არასდროს შეგიყვარებენ, ამიტომ ნუ ეცდები“.

გარი ნევილი: „სამაგიეროდ, შენ „ევერტონის“ ფანი ხარ“.

ცნობილი ფაქტია, რომ კარაგერი ბავშვობაში სწორედ „ევერტონს“ ქომაგობდა.

ბექა დოგრაშვილი