დღეს ლა ლიგის მერვე ტურში მადრიდის “რეალი” “ხეტაფეს” ესტუმრება და საჭირო სამი ქულის მოპოვებას ეცდება.
ზინედინ ზიდანმა, რა თქმა უნდა, უკვე დაასახელა იმ ფეხბურთელთა სია, რომლებიც აღნიშნულ დაპირისპირებაში მიიღებენ მონაწილეობას. მათ შორის ვერ ვხედავთ კაზემიროსა და რაფაელ ვარანის გვარებს. როგორც ჩანს, ამის მიზეზი ისაა, რომ “ზიზუმ” დამღლელი სანაკრებო პაუზის შემდეგ ბრაზილიელსა და ფრანგს დასვენების საშუალება მისცა.
ბენზემა ჯერ არ გამოჯანმრთელებულა. ბეილი, კარვახალი და ნავასი ასევე ლაზარეთში რჩებიან. მადრიდელთა მთავარი კიპერისა და ლუკა ზიდანის ტრავმის გამო, მწვრთნელმა “კასტილიის” კარის დარაჯს, მოჰას უხმო. ასევე, მოსალოდნელი იყო მესამე მეკარედ, ხავი ბელმანის გამოძახება, თუმცა ესპანელი თინეიჯერი ამჯერად მთავარ გუნდში ვერ მოხვდა.