სიმონე ძაძა “ვალენსიას” ტოვებს და იტალიაში ბრუნდება

“ვალენსიას” იტალიელი თავდამსხმელი, სიმონე ძაძა, რომელსაც ტურინის “იუვენტუსსა” და “სასუოლოში” თამაშის კარგი გამოცდილება აქვს, დიდი ალბათობით, მომავალ სეზონსაც იტალიაში გაატარებს.

როგორც ცნობილი ხდება, “მილანი” სიმონე ძაძას წარმომადგენლებთან წარმატებით აწარმოებს მოლაპარაკებებს. მხარეები 4-წლიან კონტრაქტზე შეთანხმდნენ, ფეხბურთელი კი 2.5 მილიონ ევროს მიიღებს წელიწადში ხელფასის სახით.

თუმცა, “ვალენსიას” ხელმძღვანელებს ძაძას არენდის წესით გაშვება სურთ, რა თქმა უნდა, გამოსყიდვის ფუნქციით. იტალიელ ფეხბურთელს “ღამურებთან” კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს.

ძაძას ტრანსფერი, სავარაუდოდ, მას შემდეგ განხორციელდება, რაც “როსონერი” ნიკოლა კალინიჩს “ატლეტიკოს” მიყიდის.

ოფიციალურად: სიმონე ძაძა ლა ლიგაში ითამაშებს

ესპანური “ვალენსიას” ხელმძღვანელებმა სიმონე ძაძას ტრანსფერი განახორციელეს, რომელიც ამ დროისთვის ტურინის “იუვენტუსის” კუთვნილებად ითვლება.

იტალიელი ფორვარდი “ღამურების” რიგებში სეზონის ბოლომდე ითამაშებს. სეზონის ბოლოს, სურვილის შემთხვევაში, ესპანურ კლუბს მისი გამოსყიდვის უფლება ექნება.

როგორც იცით, 25 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონის პირველი ნახევარი ლონდონურ “ვესტ ჰემში” გაატარა, სადაც ამ უკანასკნელმა საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენა ვერ შეძლო.

ძაძამ პრემიერ ლიგის 11 მატჩში მიიღო მონაწილეობა, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, სადებიუტო გოლი რომ გაეტანა.

დღის მთავარი სატრანსფერო სიახლეები (28 აგვისტო)

ფაბრეგასი “სტემფორდ ბრიჯს” დატოვებს

ინგლისში სატრანსფერო ფანჯარა ოთხშაბათს იხურება. The Sun-ის ცნობით, იმ დროისთვის ცესკ ფაბრეგასი უკვე ახალ კლუბში იქნება. როგორც ინგლისელები ამბობენ, კონტე პირადად შეხვდა ესპანელს და აუხსნა, რომ “არისტოკრატთა” რიგებში მისი ადგილი არ იყო.

შვაინშტაიგერი ამერიკისაკენ მიიწევს

“მანჩესტერ იუნაიტედის” გერმანელი ნახევარმცველი, რომელიც ჟოზე მოურინიომ აითვალწუნა, კარიერას MLS-ში გააგრძელებს. Sports Illustrated-ის ცნობით, ტრანსფერი 2017 წლის იანვარში განხორციელდება. “ბაიერნის” ექს-ფეხბურთელის გადაბირებით “ჩიკაგო ფაირია” დაინტერესებული.

ოფიციალურად: ჟოაო მარიო “ინტერის” ღირსებას დაიცავს

მილანურმა “ინტერმა” ჟოაო მარიო ოფიციალურად დაიმატა. იტალიურმა გრანდმა პორტუგალიელი ნახევარმცველის სანაცვლოდ 45 მილიონი ევრო გადაუხადა “სპორტინგს”. სავარაუდოდ, 23 წლის ნახევარმცველის დებიუტი “პალერმოსთან” მატჩში შედგება.

“პალასი” “ჩელსის” ფორვარდთან აწარმოებს მოლაპარაკებებს

“კრისტალ პალასის” ხელმძღვანელები, რომლებმაც უკვე დახარჯეს 30 მილიონი ფუნტი გუნდის გასაძლიერებლად, კიდევ ერთი ფეხბურთელის დამატებას აპირებენ. საქმე ლონდონური “ჩელსის” თავდამსხმელს, ლოიკ რემის ეხება, რომლის ტრანსფერიც დიდი ალბათობით ოთხშაბათს გაოფიციალურდება.

ბრძოლა ჯო ჰარტის გადასაბირებლად ხურდება

იტალიურმა “მილანმა”, “ტორინომ” და დორტმუნდის “ბორუსიამ” უკვე გაუმხილეს “სიტის” ხელმძღვანელებს ჯო ჰარტის გადაბირების სურვილი. The Sunday Express-ის ცნობით, ინგლისელი კიპერის გადაბირებით მერსესაიდული “ევერტონიც” არის დაინტერესებული.

ძაძა სლავენ ბილიჩისთვის გაიტანს

ვესტ ჰემის” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, “ჩაქუჩებმა” “იუვენტუსის” იტალიელი თავდამსხმელი, სიმონე ძაძა ინათხოვრეს. ცნობისათვის გეტყვით იმასაც, რომ ძაძა ბილიჩის რიგით მე-11 შენაძენია მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე.

ოფიციალურად: ძაძა საკუთარ ძალებს პრემიერ ლიგაშიც გამოცდის

“ვესტ ჰემის” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, “ჩაქუჩებმა” “იუვენტუსის” იტალიელი თავდამსხმელი, სიმონე ძაძა ინათხოვრეს.

ახლადგაფორმებულ კონტრაქტში შეტანილია პუნქტი, რომლის თანახმადაც სლავენ ბილიჩს ძაძას გამოსყიდვა 20 მილიონ ევროდ შეეძლებათ. თუმცა, ამ პუნქტის გააქტიურება მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ ძაძა პრემიერ ლიგის გარკვეული რაოდენობის მატჩებში მიიღებს მონაწილეობას.

ცნობისათვის გეტყვით იმასაც, რომ ძაძა ბილიჩის რიგით მე-11 შენაძენია მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე.

“ვოლფსბურგმა” “იუვენტუსს” ძაძას ტრანსფერის თაობაზე ახალი შეთავაზება გაუგზავნა

Sky Sport Italy-ს ცნობით, “ვოლფსბურგმა” “იუვენტუსს” სიმონე ძაძას ტრანსფერის თაობაზე ახალი შეთავაზება გაუგზავნა – გერმანული კლუბი მზადაა 25 მილიონი ევრო გადაუხადოს “ბებერ ქალბატონს” იტალიელის სანაცვლოდ.

ჯანლუკა დი მარციო გვამცნობს, რომ გერმანელები კარგა ხნის მანძილზე აკვირდებოდნენ ძაძას. თურმე, “მგლები” მზად არიან წელიწადში 4.5 მილიონი ევრო გადაუხადოს იტალიელ ფეხბურთელს.

იტალიაში არ გამორიცხავენ იმასაც, რომ ძაძას ტრანსფერში “ვოლფსბურგის” ნახევარმცველი, ლუის გუსტავოც ჩაერთოს.

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები (19 ივლისი)

სიმონე ძაძა ტურინინიდან წასვლას აპირებს

სიმონე ძაძას უფრო მეტი სათამაშო დროის მიღება სურს, ვიდრე მას “იუვენტუსში” აქვს. მისმა აგენტმა დაადასტურა ინტერესი “ვოლფსბურგისთან” და აღნიშნა, რომ იტალიელი ფორვარდის გადაბირებით მხოლოდ გერმანლი კლუბი არ არის დაინტერესებული.

“სტოკს” ტურინიდან ლემინას წაყვანა სურს

“სტოკ სიტის” ხელმძღვანელები მზად არიან 15 მილიონი ევრო შესთავაზონ ტურინის “იუვენტუსს”. Goal-ის ცნობით, ლემინა, რომელმაც გასული სეზონი “მარსელში” გაატარა არენდის წესით, “ლესტერ სიტის” ყურადღების ცენტრშიც არის მოქცეული.

“ბარსელონა” გაბრიელ ბარბოსას აკვირდება

კატალონიური გრანდის დირექტორი, რობერტ ფერნანდესი “სანტოსისა” და “ატლეტიკა პონტე პრეტას” მატჩს დაესწრო. Sport-ის ინფორმაციით, “ბარსელონას” გაბრიელ ბარბოსას გადაბირება სურს, რისთვისაც ესპანეთის ჩემპიონებს დაახლოებით 18 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ.

კონტე კოშტას “ატლეტიკოში” გაშვებას არ აპირებს

ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ განაცხადა, რომ კლუბი კოშტას “ატლეტიკოში” გაშვებას არ აპირებს. “ჩემთვის, კონტა ფანტასტიკური ფეხბურთელია. ვფიქრობ, რომ ის უნდა დარჩეს.”

ddddddddddddddddddddddddddddd

ვეინალდუმს “ლივერპულში” სურს თამაში

“ნიუკასლის” ფორვარდს, ჯორჯინიო ვეინალდუმს კარიერის გაგრძელება იურგენ კლოპის “ლივერპულში” სურს. Daily Mirror-ის ცნობით, 25 წლის ვეინალდუმის სანაცვლოდ “ნიუკასლი” 25 მილიონ ფუნტს ითხოვს.

“ჩელსიმ” თვალი მარკო პაროლოს დაადგა

ლონდონის “ჩელსი” იტალიური “ლაციოს” ნახევარმცველის, მარკო პაროლოს გადაბირებას აპირებს. იტალიაში გავრცელდა ჭორები, რომ 31 წლის იტალიელის გადაბირება პირადად ანტონიო კონტეს სურს, რომელიც ახლახან გადაბარგდა “სტემფორდ ბრიჯზე”.

“რომა” შესნის შესანარჩუნებლად ყველაფერს გააკეთებს

Gazzeta dello Sport-ის ცნობით, “რომას” ხელმძღვანელები ყველაფრის გაკეთებას აპირებენ, რათა კლუბი ვოიცეხ შესნიმ არ დატოვოს, რომელიც ლონდონის “არსენალის” მფლობელობაში იმყოფება.

”რეალი” ანდრე გომეშის გაფორმებასთან ახლოსაა

დიდი ალბათობით, მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე ”ვალენსიას” ფეხბურთელი ანდრე გომეში კარიერას ”რეალში” გააგრძელებს. მადრიდული კლუბი პორტუგალიელის სანაცვლოდ 50 მილიონი ევროს და დამატებით, ბონუსად 10 მილიონის გადახდას აპირებს.

Tuttosport: “იუვენტუსმა” თვალი აზარს, ვილიანსა და ოსკარს დაადგა

ტურინის “იუვენტუსს” იმედი აქვს, რომ ლონდონის “ჩელსის” შემტევი ნახევარდაცვის რომელიმე წევრს მაინც გადაიბირებს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე. ამ ინფორმაციას Tuttosport ავრცელებს.

როგორც იცით, ხუან კუადრადოს კონტრაქტის თანახმად “სტემფორდ ბრიჯზე” დაბრუნება მოუწევს, სადაც დიდი ალბათობით ანტონიო კონტე დახვდება, რომლის ინტერესზე ლეონარდო ბონუჩისა და სიმონე ძაძას მიმართ ძალიან ბევრს საუბრობენ.

ამიტომაც “ბებერი ქალბატონი” ეცდება ამ სიტუაციიდან მოგებული გამოვიდეს და “არისტოკრატთა” რომელიმე ნახევარმცველი (უილიანი, ოსკარი ან აზარი) გადაიბიროს. რასაც ხელს ის ფაქტიც შეუწყობს, რომ მომავალ სეზონში “ლურჯები” ევროპულ სარბიელზე დიდი ალბათობით ვერ იასპარეზებენ.

ძაძა: „იმედია, ჩემი გოლი ჩემპიონობისთვის ბრძოლაში გადამწყვეტი აღმოჩნდება“

„ნაპოლისთან“ სერია ა-ს 25-ე ტურის განვლილ მატჩში 88-ე წუთზე ერთადერთი გოლის ავტორი სიმონე ძაძა იმედოვნებს, რომ მის მიერ გატანილი ბურთი სკუდეტოს მომავალ მფლობელს გამოავლენს.

„ჩვენ ლიდერი დავამარცხეთ და ახლა „იუვენტუსი“ პირველია. „სკუდეტოს“ მოგებაში დარწმუნებულები ვართ. ეს რთული მატჩი იყო, რომელშიც ძლიერ გუნდს შევხვდით. შესრულებული სამუშაოთი კმაყოფილი ვარ. ახლა „იუვე“ ლიდერობს და ყველაფერი მხოლოდ ჩვენგანაა დამოკიდებული. იმედია, ჩემი გოლი ჩემპიონობისთვის ბრძოლაში გადამწყვეტი აღმოჩნდება. გამიმართლა, თანაგუნდელებიც უნდა აღვნიშნო, რომლებიც ყოველი ბურთისთვის იბრძოდნენ. ამ მომენტს დიდი ხნით დავიმახსორებ“, – განაცხადა ძაძამ „სქაი სპორტ იტალიას“ ეთერში.

როგორ ერთობოდნენ ალვარო მორატა და სიმონე ძაძა “მილანთან” მატჩის დაწყებამდე (ვიდეო)

21 ნოემბერს, იტალიის სერია A-ში, “იუვენტუსმა” საკუთარ მოედანზე “მილანი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

ინტერნეტ-სივრცეში კი გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ ერთობიან ალვარო მორატა და სიმონე ძაძა მატჩის დაწყების წინ.

„იუვენტუსმა“ კიდევ ერთი ახალწვეული წარადგინა

ტურინის „იუვენტუსმა“ კიდევ ერთი ახალწვეული, თავდამსხმელი სიმონე ძაძა წარადგინა. ახალ კლუბში ფორვარდი 7 ნომრით ითამაშებს.

„ყოველ ფეხბურთელს ძლიერ გუნდში თამაში სურს. აქ უნდა დავამტკიცო, რომ დიდ მიზნებს შევესაბამები. ვიცი, რომ დიდი კონკურენცია მელის, მაგრამ ეს არ მაშინებს. 7 ნომრით ვითამაშებ, რომლითაც ნაკრებშიც გამოვდივარ. ის ძალიან მომწონს. მიხარია, რომ „იუვენტუსში“ აღვმოჩნდი და ახლა აქ მაღალი დონის მოთამაშე გავხდები“, – განაცხადა იტალიელმა.

 

zaza

„ძაძა 90%-თ „იუვენტუსში“ გადავა“

„სასუოლოს“ თავდამსხმელ სიმონე ძაძას აგენტის თქმით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს მისი კლიენტი, ძალიან დიდი ალბათობით, „იუვენტუსში“ გადავა.

„ზამთარში სიმონე „იუვენტუსში“ გადასვლასთან ახლოს იყო. ივნისში მოლაპარაკებათა ახალ რაუნდს დავიწყებთ.

ვფიქრობ, მისი „იუვეში“ გადასვლის ალბათობა 90%-ს უდრის.

დიბალა? მისი ტურინში გადასვლა არაფერს ცვლის. „იუვენტუსის“ დონის გუნდს 5-6 კარგი ფორვარდი სჭირდება“, – განაცხადა ძაძას აგენტმა.



“ტოტენჰემს” ძაძა სურს

“ტოტენჰემ ჰოთსპური” “სასუოლოს” ფორვარდ სიმონე ძაძათი დაინტერესდა.

Football Italia-ს ცნობით, “დეზებმა” ფეხბურთელის შესაძლო ტრანსფერის თაობაზე იტალიური კლუბის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა გარიგების წარმატებით განხორციელებისთვის ლონდონელებს ტურინის “იუვენტუსთან” შეთანხმების მიღწევაც მოუწევთ, ვინაიდან “ბებერ სინიორას” სეზონის ბოლოს 15 მილიონ ევროდ ძაძას გამოსყიდვის უფლება ენიჭებათ.

იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში 23 წლის იტალიელმა თავდამსხმელმა 13 მატჩი ჩაატარა და შვიდი გოლი გაიტანა.