მუნდიალი 2018-ის შესარჩევი ეტაპი: საქართველოს ნაკრების კალენდარი

2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრების კალენდარი დადგინდა. შეგახსენებთ, რომ ჩვენი გუნდი D ჯგუფში უელსის, ავსტრიის, სერბეთის, ირლანდიისა და მოლდოვის ნაკრებებთან ერთად მოხვდა.

საქართველოს ნაკრები პირველ შეხვედრას შინ ავსტრიის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ ჩაატარებს.

ჩვენი ნაკრების კალენდარი ასე დადგინდა:

I ტური. 2016 წლის 5 სექტემბერი

საქართველო—ავსტრია 20:00 საათი
სერბეთი—ირლანდია 22:45
უელსი—მოლდოვა 22:45

II ტური. 2016 წლის 6 ოქტომბერი

ავსტრია—უელსი 22:45
მოლდოვა—სერბეთი 22:45
ირლანდია—საქართველო 22:45

III ტური. 2016 წლის 9 ოქტომბერი

უელსი—საქართველო 20:00
მოლდოვა—ირლანდია 22:45
სერბეთი—ავსტრია 22:45

IV ტური. 2016 წლის 12 ნოემბერი

ავსტრია—ირლანდია 21:00
საქართველო—მოლდოვა 21:00
უელსი—სერბეთი 23:45

V ტური. 2017 წლის 24 მარტი

საქართველო—სერბეთი 21:00
ავსტრია—მოლდოვა 23:45
ირლანდია—უელსი 23:45

VI ტური. 2017 წლის 11 ივნისი

მოლდოვა—საქართველო 20:00
ირლანდია—ავსტრია 20:00
სერბეთი—უელსი 22:45

VII ტური. 2017 წლის 2 სექტემბერი

საქართველო—ირლანდია 20:00
სერბეთი—მოლდოვა 20:00
უელსი—ავსტრია 22:45

VIII ტური. 2017 წლის 5 სექტემბერი

ავსტრია—საქართველო 22:45
მოლდოვა—უელსი 22:45
ირლანდია—სერბეთი 22:45

IX ტური. 2017 წლის 6 ოქტომბერი

საქართველო—უელსი 20:00
ავსტრია—სერბეთი 22:45
ირლანდია—მოლდოვა 22:45

X ტური. 2017 წლის 9 ოქტომბერი

მოლდოვა—ავსტრია 22:45
სერბეთი—საქართველო 22:45
უელსი—ირლანდია 22:45

 

როგორ ჩატარდება მუნდიალის შესარჩევი ეტაპის წილისყრა

25 ივლისს, რუსეთის ქალაქ სანკტ-პეტერბურგში 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრა ჩატარდება. ფიფაში შემავალი ექვსიდან ხუთი კონფედერაციის წარმომადგენლებისთვის მუნდიალისკენ სავალი გზა განისაზღვრება. ეს წილისყრა მხოლოდ აზიის კონფედერაციას არ ეხება, ვინაიდან აზიაში შესარჩევი ეტაპი უკვე დაწყებულია. ფიფამ უკვე გაასაჯაროვა წილისყრის პროცედურული საკითხები. გაგაცნობთ დეტალებს, თუ როგორ ჩატარდება წილისყრა უეფაში შემავალი ნაკრებებისთვის.

ევროპული ზონის შესარჩევი ეტაპის წილისყრაში მონაწილეობას მიიღებს 52 ეროვნული ფედერაცია. ერთადერთი გამონაკლისი რუსეთია, რომელიც ტურნირის მასპინძელი ქვეყანაა და ჩემპიონატზე თამაშის უფლება ავტომატურად მიენიჭა. 52 ნაკრები 7 ექვსგუნდიან და 2 ხუთგუნდიან ქვეჯგუფში გადანაწილდება. გუნდები ერთმანეთთან ორ მატჩს ჩაატარებენ — შინ და სტუმრად. შეხვედრები 2016 წლის 4 სექტემბრიდან 2017 წლის 10 ოქტომბრამდე პერიოდში გაიმართება. უეფას მოთხოვნით, ინგლისის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ესპანეთისა და ჰოლანდიის ნაკრებები ექვსგუნდიან ქვეჯგუფებში უნდა გადანაწილდნენ. 9 ქვეჯგუფის გამარჯვებული პირდაპირ მოხვდება მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ტურნირზე. 8 ქვეჯგუფის საუკეთესო მეორეადგილოსნები ერთმანეთში პლეი ოფის მატჩებს ითამაშებენ, რომელიც 2017 წლის ნოემბერში ჩატარდება.

წილისყრა 25 ივლისს, თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრები ბოლო, მეექვსე კალათშია. აქვე წარმოგიდგენთ კალათების შემადგენლობას.


პირველი კალათა: გერმანია, ბელგია, ჰოლანდია, პორტუგალია, რუმინეთი, ინგლისი, უელსი, ესპანეთი, ხორვატია.

მეორე კალათა: იტალია, ავსტრია, სლოვაკეთი, შვეიცარია, ჩეხეთი, საფრანგეთი, ისლანდია, დანია, ბოსნია.

მესამე კალათა: პოლონეთი, უკრაინა, შოტლანდია, უნგრეთი, შვედეთი, ალბანეთი, ჩრდილოეთ ირლანდია, საბერძნეთი, სერბეთი.

მეოთხე კალათა: თურქეთი, სლოვენია, ისრაელი, ირლანდია, ნორვეგია, ბულგარეთი, ფარერის კუნძულები, მონტენეგრო, ესტონეთი.

მეხუთე კალათა: კვიპროსი, ლატვია, სომხეთი, ფინეთი, ბელორუსია, მაკედონია, აზერბაიჯანი, ლიტვა, მოლდოვა.

მეექვსე კალათა: ყაზახეთი, ლუქსემბურგი, ლიხტენშტეინი, საქართველო, მალტა, სან მარინო, ანდორა.

 

2018 წლის მუნდიალის შესარჩევი ეტაპის წილისყრა: საქართველო ბოლო კალათაშია

2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრის კალათების შემადგენლობა უკვე ცნობილია. საქართველოს ნაკრებმა ბოლო, მეექვსე კალათაში გადაინაცვლა, როცა წინა მუნდიალის შესარჩევი ეტაპის წილისყრაზე მეოთხე კალათაში იყო.

2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრა 25 ივლისს, სანკტ-პეტერბურგში ჩატარდება, შესარჩევი ეტაპი კი 2016 წლის შემოდგომაზე დაიწყება.

პირველი კალათა: გერმანია, ბელგია, ჰოლანდია, პორტუგალია, რუმინეთი, ინგლისი, უელსი, ესპანეთი, ხორვატია.

მეორე კალათა: იტალია, ავსტრია, სლოვაკეთი, შვეიცარია, ჩეხეთი, საფრანგეთი, ისლანდია, დანია, ბოსნია.

მესამე კალათა: პოლონეთი, უკრაინა, შოტლანდია, უნგრეთი, შვედეთი, ალბანეთი, ჩრდილოეთ ირლანდია, საბერძნეთი, სერბეთი.

მეოთხე კალათა: თურქეთი, სლოვენია, ისრაელი, ირლანდია, ნორვეგია, ბულგარეთი, ფარერის კუნძულები, მონტენეგრო, ესტონეთი.

მეხუთე კალათა: კვიპროსი, ლატვია, სომხეთი, ფინეთი, ბელორუსია, მაკედონია, აზერბაიჯანი, ლიტვა, მოლდოვა.

მეექვსე კალათა: ყაზახეთი, ლუქსემბურგი, ლიხტენშტეინი, საქართველო, მალტა, სან მარინო, ანდორა.

 

ინგლისში რუსეთის მუნდიალის ბოიკოტირების ინიციატივით გამოდიან

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის ყოფილი ხელმძღვანელი დევიდ ბერნშტეინი 2018 წელს რუსეთში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატის ბოიკოტირების ინიციატივით გამოვიდა. მისი თქმით, თუ ფიფაში ძირეული რეფორმები არ გატარდება, ძლიერმა საფეხბურთო ქვეყნებმა რუსეთში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობაზე უარი უნდა გამოაცხადონ.

“მხოლოდ ინგლისი სიტუაციაზე ზეგავლენას ვერ მოახდენს, ეს სასაცილოც კი იქნებოდა. თუმცა, თუ უეფას ყველა ქვეყანა გავერთიანდებით, გაცილებით ეფექტიანი იქნება. გერმანიას, ჰოლანდიას, საფრანგეთს, ესპანეთს, იტალიას ფეხბურთში საკმაოდ მძიმე წონა აქვთ და მათ გარეშე მსოფლიოს ჩემპიონატის ნორმალურად ჩატარება შეუძლებელია. ახლა ისევ რომ ვიყო ასოციაციის პრეზიდენტი, ყველაფერს გავაკეთებდი იმისთვის, რომ ეს ქვეყნები ჩვენს პოზიციაზე გადმოგვეყვანა. ვთვლი, რომ ფიფაში ფუნდამენტური რეფორმებია გასატარებელი, პრეზიდენტმა ბლატერმა კი დაკავებულოი პოსტი უნდა დატოვოს. თუ ასე არ მოხდება, მომდევნო მსოფლიოს ჩემპიონატს ბოიკოტი უნდა გამოვუცხადოთ”, – ციტირებს ბერნშტეინის სიტყვებს BBC.

 

რუსეთში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატის გერბი წარადგინეს

რუსული პირველი არხის იუმორისტულ შოუში მსოფლოს 2018 წლის ჩემპიონატის სიმბოლოს პრეზენტაცია შედგა. გერბი ფიფას პრეზიდენტმა იოზეფ ბლატერმა, რუსეთის სპორტის მინისტრმა ვიტალი მუტკომ და 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა ფაბიო კანავარომ წარადგინეს.

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპონატს რუსეთის 11 ქალაქის 12 სტადიონი მიიღებს.

Russia WCRus wc