“ბარსელონას” ყოფილმა თავდამსხმელმა პედრო როდრიგესმა ფეხბურთელთა მიმართ კლუბის ხელმძღვანელთა მიდგომა გააკრიტიკა.
“ბარსელონა” თავის ფილოსოფიას კარგავს. ბოლო წლებში ბევრი ფეხბურთელი გახდა იძულებული, რომ გუნდი დაეტოვებინა და ბედი სხვა კლუბებში ეცადა”, – ციტირებს პედროს სიტყვებს Cadena Ser-ი.
შეგახსენებთ, რომ პედრო როდრიგესმა “ბარსელონა” 2015 წლის ზაფხულში დატოვა და ლონდონის “ჩელსიში” გადავიდა. ესპანელი ფეხბურთელი თვლიდა, რომ მეტ სათამაშო დროს იმსახურებდა და მშობლიურ კლუბში პერსპექტივა არ ჰქონდა.