მოგეხსენებათ, ოფიციალურად, დღეს დილიდან უეფას სუპერთასზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დაიწყო, რომელთა შეძენა მსურველებს საიტ Biletebi.ge-ზე შეუძლიათ. თუმცა, დილიდანვე საიტზე პრობლემები შეიქმნა, ამის გამო ბილეთების შეძენას აქამდე უამრავი მომხმარებელი ვერ ახერხებს. აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით საიტის ერთ-ერთი წარმომადგენელი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს ვებსაიტს გაესაუბრა.
„მაქსიმალურად ვცდილობთ, ფილტრი მაინც დავაყენოთ და ნაწილ ნაწილ შევუშვათ ხალხი.
წამში მოდის 10 ათასზე მეტი ტრანზაქცია, ამას „ამაზონის“ სერვერი თუ გაუძლებს მხოლოდ“, – განუცხადა Biletebi.ge-ს წარმომადგენელმა „რუსთავი 2“-ს.
გარდა ამისა, ავად რესპოდენტის თქმით, ამჟამად ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის აღდგება საიტის მუშაობა.