არსენ ვენგერი: “ოზილმა მეტი გოლი უნდა გაიტანოს”

მესუთ ოზილი ლონდონის “არსენალში” შესანიშნავ სეზონს ატარებს. მან ყველა ტურნირზე ჩატარებულ 23 შეხვედრაში ცხრა გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემაც გააკეთა.

“მეთოფეთა” თავკაცი, არსენ ვენგერი აცხადებს, რომ თურქ-გერმანელი სპორტსმენისგან კიდევ უფრო მეტს მოელის. ფრანგ სპეციალისტს უნდა, ოზილმა უფრო ბევრი გოლი გაიტანოს.

“მესუთი იდეალური ფეხბურთელია. თუმცა, ის ასპექტი, რომელშიც მისი გაუმჯობესება მინდა, გოლების გატანაა.”

“ვგრძნობ, რომ ოზილი სწორი გზით ვითარდება, თუმცა ამ დონის ტალანტს ხშირად აკრიტიკებენ, რადგან მისგან უფრო და უფრო მეტს მოელიან.”

“როცა მესუთის თამაშს უყურებ, ფიქრობ, რომ მის შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს, ამიტომ, მუდამ ამბობ: “მიდი რა, გვაჩვენე უფრო მეტი.”

“ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ, რომლებიც ყოველ დღე განვითარებას ვცდილობთ. მთავარია, გავაანალიზოთ, რომ ცხოვრებაში მეტი გვსურს. ამის შემდეგ უნდა მოვძებნოთ მეტის მიღწევის გზა და მივყვეთ მას,” – განაცხადა ფრანგმა მწვრთნელმა.

რონალდუსა და ნავასს 2017 წელს კიდევ უფრო მეტი ტიტული სურთ

წინასაახალწლოდ, მადრიდის “რეალის” ვარსკვლავებმა, კრიშტიანუ რონალდუმ და კეილორ ნავასმა RealMadrid TV-სთან ისაუბრეს. ფეხბურთელებმა განვლილი წელი მოკლედ შეაჯამეს და უკეთესი სეზონის იმედი გამოთქვეს.

რონალდუ: “უბედნიერესი ვარ. წარმატებული წელი გვქონდა. იმედი მაქვს, 2017 წელს მინიმუმ ისე ვიასპარეზებთ, როგორც ეს შარშან იყო. მინდა, უფრო მეტი ტიტული მოვიგოთ და გულშემატკივრები გავახაროთ.”

ნავასი: “მოგებული ტიტულები არის იმის მოტივაცია, რომ გავაგრძელოთ მუშაობა… მუშაობა, რათა გაცილებით კარგი შედეგები გვქონდეს. მადლობა ღმერთს ამ სამი თასისთვის! ისინი არის სიმბოლო საოცარი მოგონებების და, ზოგადად, წარმატებული წლის.”

შეგახსნებთ, რომ “ბლანკოსი” წლის პირველ შეხვედრას 4 იანვარს “კოპა დელ რეის” ეგიდით გამართავს.

გია ჩადუნელი: “დინამოში” თამაშზე ყველა ოცნებობს”

სულ ცოტა ხნის წინ Fanebi.Com-ს “გურიას” უკვე ყოფილმა ფეხბურთელმა, გია ჩადუნელმა თბილისის “დინამოში” გადასვლა დაუდასტურა.

22 წლის მცველს ნახსენებ ტრანსფერთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება ვთხოვეთ.

“უმაღლესი ლიგის დასრულების შემდეგ ორი გუნდი ინტერესდებოდა ჩემით. საბოლოოდ, თბილისის “დინამო”ავირჩიე. ეს ის კლუბია, რომელშიც ნებისმიერი ქართველი ფეხბურთელი ისურვებდა თამაშს. ვეცდები, გუნდს ყველა მომენტში სათანადოდ დავეხმარო.”

“დინამოს” შესაძლებლობებზე ზუსტად ვერაფერს გეტყვით, რადგან სულ ახლახანს მივედი კლუბში, თუმცა ერთს აღვნიშნავ: ის მუდამ იყო, არის და იქნება გუნდი დიდი ამბიციებით!” – განაცხადა ჩადუნელმა.

გვარდიოლა: “აგუერო სულაც არაა აგრესიული ფეხბურთელი”

პრემიერ ლიგის მე-14 ტურში “მანჩესტერ სიტი” საკუთარ მოედანზე “ჩელსის” ეთამაშა და, ანგარშით, 1-3 დამარცხდა. შეხვედრის დასასრულს სერხიო აგუერომ დავიდ ლუისის წინააღმდეეგ ძალიან უხეშად ითამაშა და წითელი ბარათი მიიღო. ამ კვირას ინგლისის ფებურთის ასოციაციამ არგენტნელი ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. აგუერო ადრეც დასაჯეს არასპორტული საქციელისთვის და სამი შეხვედრა გამოატოვებინეს.

მიუხედავად აღნიშნული შემთხვევებისა, “მანჩეტსერ სიტის” თავკაცი, პეპ გვარდიოლა მიიჩნევს რომ აგუერო სულაც არაა აგრესიული ფეხბურთელი.

“მას ვურჩევდი, რომ, რაც შეიძლება, მეტი გოლი გაიტანოს. სერხიო ნამდვილად არაა აგრესიული მოთამაშე.”

“როცა მან სასჯელის შესახებ გაიგო, ეს ჩვეულებრივად მიიღო. აგუერო მიხვდა, რომ ეს დაიმსახურა. დარწმუნებული ვარ, იგი მომავალში უფრო მოთოკავს ნერვებს და იმავეს აღარ გაიმეორებს,” – განაცხადა კატალონიელმა სპეციალისტმა.

ობამეიანგის დედა: “ჩემი შვილი ბაბუას დაჰპირდა, რომ “რეალში” ითამაშებდა”

გაბონელ ფეხბურთელს, პიერ-ემერიკ ობამეიანგს წარსულში არაერთხელ გამოუთქვამს მადრიდის “რეალში” თამაშის სურვილი. მას “ბარსელონასაც” აკავშირებდნენ.

დორტმუნდის “ბორუსიას” ერთ-ერთი ლიდერის დედამ, მარგარიტა კრესპომ განაცხადა, რომ მისი შვილი ბავშვობაში ოჯახში მუდამ “რეალზე” საუბრობდა.

“ის მის ბაბუას დაჰპირდა, რომ მომავალში აუცილებლად ითამაშებდა მადრიდის “რელში”. სახლში ყოფნისას ის მუდამ ამ გუნდზე საუბრობდა, “ბარსელონაზე” – არასდროს.”

“ჩემი ოჯახის წევრები მუდამ “რეალს” გულშემატკივრობდნენ. მინდა, რომ ერთ დღეს პიერ-ემერიკი ესპანურ გრანდში ვიხილო.

“დღეს კი ჩემი შვილი დორტმუნდის “ბორუსიას” ღირსებას იცავს. იგი ბევრს შრომობს და გუნდისთვის სარგებელი მოაქვს. ეს აწმყოა. საინტერესოა, რა იქნება მომავალში,” განაცხადა მარგარიტა კრესპომ.

 

გროზნი: “დერბი ყოველთვის რთულია და იგებს ის, ვინც ნაკლებად ცდება”

“დინამო თბილისის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ვიაჩესლავ გროზნის დებიუტი წარუმატებელი გამოდგა. თბილისური გუნდი დავით ყიფიანის სახელობის თასის ნახევარფინალურ ეტაპზე ქუთაისის “ტორპედოსთან” ანგარიშით 2:3 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა. მატჩის შემდეგ გროზნიმ გუნდის თამაშით უკმაყოფილება გამოთქვა.

 

“დერბი ყოველთვის რთულია და იგებს ის, ვინც ნაკლებ შეცდომას უშვებს. პირველი გოლი იღბლის წყალობით გაიტანა მეტოქემ, შემდეგი გოლები კი ჩვენმა შეცდომებმა გამოიწვია. მარცხზე პასუხისმგებლობას ყოველთვის მწვრთნელი იღებს.თავად მეც მიკვირს, რატომ ითამაშა გუნდმა ასე. ობიექტურები უნდა ვიყოთ. რენე “დინამოს” საუკეთესო მცველია და ლანჩხუთში მომხდარი ინციდენტის გამო დაგვაკლდა. გვესმის შექმნილი სიტუაცია.

წინა სეზონში ქვილითაიაზე და იაშვილზე იყო აგებული “დინამოს” შეტევა და ახლა ასეთი დონის თავდამსხმელები გუნდში არ არიან. ასეთი პერიოდი ნებისმიერ გუნდს უდგება. მოსკოვის “სპარტაკი” 15 წელია ჩემპიონი არ გამხდარა. ახალგაზრდა ფეხბურთელები მაშინვე ვერ ათამაშდებიან. დრო არის საჭირო. საჭიროა, რომ გამოცდილი მოთამაშეები მათ დაეხმარნონ. გვინდოდა ფინალში გასვლა, მაგრამ რას ვიზამთ… ეს ფეხბურთია. მოთმინება საჭიროა. სტრატეგიული მიზანი არ არის მთელი საქართველოდან ნიჭიერი ფეხბურთელების შეკრება იმისთვის, რომ თასი მოვიგოთ. საჭიროა აკადემიის ბიჭების მომზადება მთავარი გუნდისთვის. აქ კი კარგი კონტრაქტის მსურველი ფეხბურთელები გუნდის ლიდერები უნდა გახდნენ. გუნდში ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია და კიდევ ბევრს დავამატებთ.

არ ვიცი, რა მოხდა დვალიშვილთან დაკავშირებით. ეს ეპიზოდი არ დამინახავს. მეტოქის მცველები მათცის განმავლობაში ეუხეშებოდნენ, ურტყამდნენ. მსაჯის გადაწყვეტილება ბევრ მომენტში საკამათო იყო.

სტრატეგიული პროგრამა არსებობს, რომ თითოეულ პოზიციაზე მინიმუმ ორი ფეხბურთელი იყოს. მზად, ვარ ნებისმიერ ახალგაზრდა და გამოცდილ ფეხბურთელს ვენდო, მაგრამ არ მესმის, რატომ გამოდიან მოთამაშეები ასე ხშირად მოთმინებიდან. დროა საჭირო იმისთვის, რომ ის “დინამო” შევქმნათ, რომელიც სტადიონს ქომაგებით გაავსებს, თუმცა ეს ადვილი არ არის. ქვეყანაში რთული ეკონომიკური სიტუაციაა, ასეა უკრაინაშიც. ერთი მატჩი მთლიანი ჩემპიონატის მაჩვენებელი არ არის. თამაშში პრობლემებია, კომპლექტაციაში ხარვეზებია. დისციპლინა აუცილებელია გუნდში, ასეთი ხშირი გაძევებები შემთხვევითობა არ არის. უკმაყოფილო ვარ ნახევარდაცვაში ჩემი გუნდის თამაშით, უკმაყოფილო ვარ იმით, რომ პირველ ტაიმში ბევრი ორთაბრძოლა წავაგეთ. არის კარგი ნიუანსებიც. ფეხბურთელები ნაკრებში მოსახვედრად ძლიერები უნდა იყვნენ კლუბში. ხანდახან მიკვირს, რა დამსახურებით ხვდებიან ისინი ნაკრებში. თუ ბურთის ართმევაზე ვერ ვითამაშებთ, ასე საქმე არ გამოვა. ასე კიევის “დინამოს”, დონეცკის “შახტარის” წინააღმდეგ წარმატებით ვერ ვითამაშებთ. პრესინგზე თამაში, აგრესიულად მოქმედება აუცილებელია.

ვლადიმერ ვაისთან კარგი, მეგობრული ურთიერთობა მაქვს, დიდი ხანია ვიცნობ. იგი ძლიერი სპეციალისტია. საქართველოს ნაკრებს დამდეგ მატჩში წარმატებებს ვუსურვებ.

შემეძლო გუნდის ჩაბარება პირველი იანვრიდან, მაგრამ ეს არასწორი იქნებოდა. მე ფეხბურთელებთან ერთად გავდივარ ამ რთულ პერიოდს. იმის გაგება მინდა, სურს თუ არა გუნდს ევროთასებზე ასპარეზობა. თუ უნდათ იქ თამაში, მაშინ რატომ არის დაცვაში ასეთი შეცდომები. ასე თამაშის უფლება არ გვაქვს, თუ ევროთასებზე ასპარეზობა გვინდა”, – აღნიშნა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე გროზნიმ.

დუდა სანაძე: “ბრძოლით და გუნდური თამაშით ყველაფერი შესაძლებელია!”

გუშინ საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მონტენეგროს ესტუმრა და მეტოქე, ანგარიშით, 84:90 დაამარცხა. ამ გამარჯვებით ჩვენმა ბიჭებმა ევროპის ჩემპიონატზე გასვლა გაინაღდეს.

შეხვედრის შემდეგ Fanebi.Com-ი ნაკრების მოთამაშეს, დუდა სანაძეს დაუკავშირდა და მატჩის შეფასება სთხოვა.

“მიუხედავად იმისა, რომ თორნიკე შენგელია გვაკლდა, გვჯეროდა, მონტენეგროს დავამარცხებდით. ჩვენ თავდაჯერებულად გავედით მოედანზე; დასაკარგი არაფერი გვქონდა!”

“ბევრმა საქართველოს მოგების შანსი მიზერულად შეაფასა. ჩვენ დავუმტკიცეთ ყველას, რომ ბრძოლით და გუნდური თამაშით ყველაფერი შესაძლებელია.”

“ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქართველ გულშემატკივარს, რომელიც გვერდში გვედგა მთელი შესარჩევი ციკლის განმავლობაში,” – განუცხადა ჩვენს საიტს დუდამ.

სანაძემ ევროპის ჩემპიონატზე ნაკრების მიზნების შესახებაც ისაუბრა: “ჯერ კონკრეტულ მიზნებზე ლაპარაკი ადრეა. სანამ მეტოქეებს არ გავარკვევთ, რთულია, ივარაუდო რა გველის წინ. თუმცა, ზუსტად ვიცით, რომ ვინც არ უნდა იყოს ჩვენს ჯგუფში, აუცილებლად ბოლომდე ვიბრძოლებთ იქიდან გასასვლელად. ვიმედოვნებ, ევროპის ჩემპიონატზე ყველა მოთამაშე ჯანმრთელი იქნება!”

ვენგერი: “გატანილი გოლი დავიმსახურეთ!”

ჩემპიონთა ლიგაზე “არსენალი” სტუმრად “პსჟ”-ს დაუპირისპირდა და ფრედ 1-1 ითამაშა.

შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან “მეთოფეთა” თავკაცმა, არსენ ვენგრემა ისაუბრა.

“მიუხედავად სწრაფი გოლისა, არ დავიბენით და მენტალურად არ გავტყდით. შესაბამისად, გოლი, რომელიც გავიტანეთ, ნამდვილად დავიმსახურეთ!”

“პირველ ტაიმში მეტოქე გუნდის ფეხბურთელებთან ბევრ დუელს ვაგებდით. ამ მხრივ სიტუაცია მეორე ნახევარში გამოსწორდა.”

“საბოლოოდ, “პსჟ”-მ ყურადღება მოადუნა და ეს კარგად გამოვიყენეთ. სანჩესმა შესანიშნავი გოლი გაიტანა და გუნდს მნიშვნელოვანი ქულა მოუტანა,” – განაცხადა ვენგერმა.

“როსტოვის” მწვრთნელი: “ბაიერნის” დონის გუნდის წინააღმდეგ არასდროს გვითამაშნია”

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში “ბაიერნმა” გერმანიაში “როსტოვი” 5:0 გაანადგურა.

შეხვედრის შემდეგ წაგებული გუნდის მწვრთნელმა, ივან დანილიანტსმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“დღეს ნამდვილად არ მოგვიწია იოლი მატჩის ჩატარება. ჩვენი მეტოქე ძალიან სწრაფი და ტქენიკური იყო. არასდროს გვითამაშნია ისეთ გუნდთან, როგორიც “ბაიერნია”.”

“ყველანაირად ვცდილობდით, თავი დაგვეცვა და კონტრშეტევებზე გვეთამაშა. პირველი გოლი მოულოდნელად დანიშნული პენალტით გაგვივიდა. დანარჩენის გატანა კი გერმანელებმა სისწრაფის და მაღალი კლასის ხარჯზე შეძლეს.”

“გუნდში ძალიან ბერვი ცვლილება განხორციელდა. მწვრთნელი იმის გამო შეიცვალა, რომ მას ლიცენზია არ ჰქონდა. შესაბამისად, წინა სეზონში ამ დონის არცერთი შეხვედრა არ ჩაგვიტარებია. გარკვეულწილად, სწორედ ამან, ანუ გამოუცდელობამ, გამოიწვია დღევანდელი საშინელი შედეგი,” – განაცხადა რუსული გუნდის მწვრთნელმა.

რას წერენ ამისულაშვილის ნაკრებიდან წასვლაზე ქართველი გულშემატკივრები?

სულ ცოტა ხნის წინ ალექსანდრე ამისულაშვილმა სოციალურ ქსელში ოფიციალური განცხადება გააკეთა ნაკრებიდან წასვლის თაობაზე. ამ ამბავს დიდი გამოხმაურება მოჰყვა ქართველ გულშემატკივრებში, რომლებიც სხვადასხვა შინაარსის კომენტარებს წერენ.

“ჩვენს დონეზე ძალიან კარგი მცველი იყო და ბევრი კარგი თამაშიც ჩაატარა. ბოლოს თუ აღარ იყო იმ დონეზე, მაგიტომ  რატომ უნდა დაა**ა თავზე იმ ადამიანს? ტეხავს პროსტა, ჯერ ტაშს რომ უკრავ და მერე დედას აგინებ. 34 წელი პატარა არ არის და რაც შეეძლო, ითამაშა. რომ მიხვდა აღარ შეუძია, წავიდა. მადლობის მეტი, ჩემი აზრით არაფერი ეთქმის ქართველ გულშემატკივარს ამ კაცისთვის, მაგარამ სამწუხაროდ “გულშემატკივართა” უმრავლესობას მოკლე მეხსიერება აქვს და ორი-სამი თამაშის წინ რა იყო, არ ახსოვთ.”

“ამის მერე ალეკო თამამად გააბოლებს ქუჩებში.”

“მადლობა შენ. რაც შეგეძლო, ყველაფერს აკეთებდი!”

“სანაკრებო კარიერას და მოწევას ერთად უნდა დაანებოს თავი.”

“მადლობა ყველაფრისთვის… ცოტა ადრე რომ წასულიყო, აჯობებდა.”

“ლობჟანიძე, დვალიშვილი და დაუშვილი დარჩა.”

“ბოლოს არ მომწონდა, ცუდად თამაშობდა, მაგრამ წლების წინ ძლიერი მცველი იყო და მაღალ დონეზე თამაშობდა. ეგ არ უნდა დავივიწყოთ. ბოლომდე დაკნინება არ შეიძლება.”

“უქმე დღე გამოაცხადეთ ერთი კვირა.”

“ქეცბაიას დროს და მანამდეც ბევრი გამორჩეული მატჩი ჩაატარა ნაკრებში. “კრასნოდარის” რიგებში კი, რუსეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო მცველი იყო… მადლობა ამისულას ნაკრებში გულიანი თამაშისთვის!”

“გული არ დაგწყდეთ ხალხო. სამაგიეროდ, უჩა არსად არ მიდის.”

სერხიო რამოსი: “ძალიან გახარებული ვარ, რომ ეს ფეხბურთელი ჩვენთან დარჩა”

სატრანფსერო ფანჯარა გუშინ დაიხურა. აღსანინშავია, რომ განსაკუთრებით ბოლო დღეებში არ წყდებოდა საუბარი ისკოს მადრიდის “რეალიდან” წასვლის შესახებ. 24 წლის ფეხბურთელს “მალაგასა” და “ტოტენჰემს” უკავშირებდნენ. საბოლოოდ, ისკო “ბლანკოსში” დარჩა.

ზემოთ აღნიშნულთან დაკავშირებით ესპანური გრანდის კაპიტანმა, სერხიო რამოსმა განცხადება გააკეთა.

“ისკოს დარჩენა ძალიან კარგი ამბავია. ყველამ კარგად ვიცით, რა  სტილის მოთამაშეა იგი. ისკოს ძალიან ბევრი სარგებლის მოტანა შეუძლია “რეალისთვის”, – განაცხადა კაპიტანმა.

კარვახალი: “ჩვენი გუნდი არასოდეს ნებდება!”

სუპერთასის შეხვედრის გმირმა, გამარჯვების გოლის ავტორმა, დანიელ კარვახალმა მატჩზე ისაუბრა.

“დაძაბული თამაში გამოვიდა. მეორე ტაიმში რთულ სიტუაციაში ჩავვარდით, მაგრამ არ დავნებდით, ბოლო წამამდე ვიბრძოლეთ და წარმატების მიღწევა შევძელით. “რეალი” არასოდეს, არც ერთ სიტუაციაში არ ნებდება!”

“ძალიან ბევრი მოთამაშე გვაკლდა, მაგრამ გვქონდა იმის რესურსი, რომ ღირსეულად წარვსდგომოდით ამ შეხვედრაში. “რეალის” აღზრდილმა ფეხბურთელებმა გადამწყვეტი როლი შეასრულეს დღევანდელ წარმატებაში!” – განაცხადა მარჯვენა მცველმა.