ადებაიორის მადრიდული მოგონებები: “რამოსს ინგლისურს ვასწავლიდი, ის კი ესპანურად საუბარში მეხმარებოდა”

ემანუელ ადებაიორი მადრიდის “რეალში” 2010/2011 წლების სეზონში იჯარით გადავიდა. ტოგოელმა ექვს თვეში 22 სეხვედრა ჩაატარა და რვა გოლსაც მოუყარა თავი.

“ბაშაქშეჰირის” თავდამსხმელი იხსენებს იმ პერიოდს, როცა ის მადრიდული გრანდის ღირსებას იცავდა.

“ყოველთვის ვამბობ, რომ მადრიდში გატარებული ექვსი თვე ჩემი კარიერის საუკეთესო პერიოდი იყო. აუცილებლად მოვუყვები შვილებს ამ პერიოდზე. ისევ მაქვს კარგი ურთიერთობა რონალდუსთან. ზოგადად, ყველასთან ვკონტაქტობ და ერთმანეთს ხშირად ვუგზავნით შეტყობინებებს. კრისი არის ის, ვინც შრომისთვისაა დაბადებული. იგი ყოველთვის ბოლოს ტოვებს სავარჯიშო დარბაზს. რონალდუ კარგი ადამიანია, ისევე, როგორც მარსელო, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მხიარული გუნდელი იყო. ამ მხრივ გამოვყოფ ებუეს, რომელიც “არსენალში” ჩემთან ერთად თამაშობდა. მარსელო ყოველთვის ხუმრობს, იცინის, ის ნამდვილი ვარსკვლავია. იმას აკეთებს ბურთთან ერთად, რაც სურს. ბრაზილიელი ერთ-ერთი საუკეთესო მცველია მსოფლიოში.”

“სერხიო რამოსს შესანიშნავად ვეწყობოდი. ჩვენ დარბაზში ერთად ვვარჯიშობდით ხოლმე. მას უყვარდა ინგლისურად საუბარი, თუმცა კარგად ვერ ლაპარაკობდა. ვფიქრობ, ახლა  უფრო დაიხვეწა. ხშირად ვასწავლიდი ინგლისურს, ხოლო ის ესპანურის სწავლაში მეხმარებოდა. მოკლედ, ყველასთან კარგი ურთიერთობა მქონდა. მსურს, “ბერნაბეუზე” ჩავიდე, მატჩით დავტკბე და ბიჭებს შევხვდე,” – ამბობს ადებაიორი.

10 საუკეთესო ფეხბურთელი, რომელთა შეძენა ზაფხულში კლუბებს უფასოდ შეეძლებათ

საფეხბურთო პორტალმა FTBPRO-მ დაასახელა ათი საუკეთესო ფეხბურთელი, რომელთა შეძენაც კლუბებს ზაფხულში უფასოდ შეეძლებათ.

10. ანდრე აიუ (“მარსელი”)

10

9. ემანუელ ადებაიორი (“ტოტენჰემი”)

9

8. ნაიჯელ დე იონგი (“მილანი”)

8

7. ანდრე პიერ-ჟინიაკი (“მარსელი”)

7

6. უინსტონ რიდი (“ვესტ ჰემი”)

6

5. გლენ ჯონსონი (“ლივერპული”)

5

4. ფაბიან შერი (“ბაზელი”)

4

3. რონ ვლაარი (“ასტონ ვილა”)

3

2. დანიელ ალვესი (“ბარსელონა”)

2

1. სამი ხედირა (“რეალი”)

1

ქალბატონებო და ბატონებო, ემანუელ ადებაიორი! (ვიდეო)

2 ნოემბერს, ინგლისის პრემიერ ლიგაში, “ასტონ ვილასა” და “ტოტენჰემს” შორის გამართულ მატჩში ემანუელ ადებაიორს კურიოზული რამ შეემთხვა.

TOP 5: თანაგუნდელებს შორის ჩხუბი მატჩის მიმდინარეობისას

ფეხბურთში არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, როცა თანაგუნდელებს მატჩის მიმდინარეობისას ერთმანეთთან ჩხუბი დაუწყიათ. ჩვენ კი გთავაზობთ მათგან ხუთ გამორჩეულს.

5. მარიო ბალოტელი – ალექსანდრ კოლაროვი (“მანჩესტერ სიტი”)

4. სტივ მაკმანამანი – ბრიუს გრობელარი (“ლივერპული”)

3. ემანუელ ადებაიორი – ნიკლას ბენდტნერი (“არსენალი”)


2. ბენოიტ ასუე-ეკოტო – ბენჟამინ მუკანდჯო (კამერუნის ნაკრები)

1. ლი ბოიერი – კიერონ დაიერი (“ნიუკასლი”)

როგორ ცეკვავს ადებაიორი

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ ცეკვავს ემანუელ ადებაიორი.

ადებაიორის რეაქცია საჯარიმოს დარტყმის შემდეგ

3 მაისს, ინგლისის პრემიერ ლიგაში, “ვესტ ჰემსა” და “ტოტენჰემს” შორის გამართულ მატჩში, კამერებმა სახალისო კადრი დააფიქსირეს.

ჯონ ოშის სასაცილო სახე ადებაიორის გოლის შემდეგ

7 აპრილს, ინგლისის პრემიერ ლიგაში, “ტოტენჰემმა” საკუთარ მოედანზე “სანდერლენდი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 5:1 დაამარცხა. აღნიშნულ შეხვედრაში, ლონდონელთა თავდამსხმელმა ემანუელ ადებაიორმა დუბლის გაფორმება მოახერხა, ხოლო ერთ-ერთი გოლის შემდეგ მეტოქე გუნდის მოთამაშე ჯონ ოშის ასეთი რეაქცია ჰქონდა:

“მილანი” ადებაიორით დაინტერესდა

Football Italia-ს ცნობით, იტალიური “მილანი” “ტოტენჰემი ჰოთსპურის” ფორვარდით, ემანუელ ადებაიორით დაინტერესდა.

წყაროს ცნობით, “მილანში” 30 წლის ფოვარდის თამაშით მას მერე მოიხიბლნენ, რაც ლონდონელებს სათავეში ტიმ შერვუდი ჩაუდგა.

ადებაიორის იტალიური კლუბში ხილვით პირადად კლარენს ზეედორფიც არის დაინტერესებული.

ადებაიურის კონტრაქტი “ტოტენჰემთან” 2015 წელს იწურება.

საუკეთესო მოცეკვავეები ფეხბურთის ისტორიაში

პორტალმა FTBPROM ფეხბურთის ისტორიაში, მოთამაშეების მიერ შესრულებული ცეკვები გამოაქვეყნა.

15. დიდიე დროგბა და “ჩელსის” სხვა ფეხბურთელები

14. პიტერ კრაუჩი

13. როჟე მილა

12. სიპივე ჩაბალალა

11. “მანჩესტერ სიტი”

10. “ფულჰემი”

9. ჯო ჰარტი

8. “ბარსელონა” და შაკირა

7. რობი სევიჯი

6. დანიელ სტარიჯი

5. რონალდინიო

4. ნეიმარი

3. “სანტოსი”

2. სენეგალის ნაკრები

1. ემანუელ ადებაიორი VS ასამოა გიანი

8 ყველაზე “მოღალატე” ფეხბურთელი ფეხბურთის ისტორიაში

ხშირად, ხდება ისე, რომ რომელიმე გუნდის გამორჩელი მოთამაშე, ამავე კლუბის პრინციპული მეტოქის რიგებში გადადის, რის გამოც გულშემატკივრები მას “მოღალატედ” მოიხსენიებენ.

ერთ-ერთმა უცხოურმა საფეხბურთო პორტალმა კი 8 ყველაზე “მოღალატე” ფეხბურთელის სია გამოაქვეყნა.

8. 2013: მარიო გიოტცე (“ბორუსიადან” “ბაიერნში” – £31.5 მილიონი)

gotze

7. 2012: რობინ ვან პერსი (“არსენალიდან” “მანჩესტერ იუნაიტედში” – £24 მილიონი)

va

6. 2011: მანუელ ნოიერი (“შალკედან” “ბაიერნში” – £18 მილიონი)

manuel neuer ldderhosen

5. 2009 და 2012: ემანუელ ადებაიორი (“არსენალიდან” “მანჩესტერ სიტიში” £25 მილიონი; “მანჩესტერ სიტიდან” “ტოტენჰემში” £5 მილიონი)

4. 2009: კარლოს ტევესი (“მანჩესტერ იუნაიტედიდან” “მანჩესტერ სიტიში” – £47 მილიონი)

3. 2006 და 2011: ზლატან იბრაჰიმოვიჩი (“იუვენტუსიდან” “ინტერში”; “ინტერის” შემდეგ, “მილანში”)

2. 2001: სოლ კემბელი (“ტოტენჰემიდან” “არსენალში” – უფასოდ)

1. 2000: ლუიშ ფიგუ (“ბარსელონადან” “რეალში” – £37 მილიონი)

ვენგერი: “ადებაიორი განსაკუთრებული ნიჭის პატრონია”

“არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა “ტოტენჰემთან” სათასო დაპირისპირების წინ ემანუელ ადებაიორი შეაქო.

შეგახსენებთ, რომ ვილაშ-ბოაშის “ტოტენჰემიდან” გათავისუფლების შემდეგ, ადებაიორი ძირითად შემადგენლობას დაუბრუნდა და სამი გოლიც გაიტანა.
“ადებაიორი განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოვებული ფეხბურთელია. ის ამას ყოველ მატჩი ამტკიცებს. სოლდადო-ადებაიორის წყვილი ბოლო დროს ძალიან სახიფათოა. ჩვენი მთავარი მიზანი ამ დუეტის შეჩერებაა” – განაცხადა ვენგერმა.