ესპანური “სევილიას” პრეზიდენტი, ხორხე კასტრო ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, “დალაქები” გუნდის თავკაცისთვის, ხორხე სამპაოლისთვის აპირებენ კონტრაქტის გახანგრძლივებას.
“გვინდა, რომ სამპაოლი აქ კიდევ დიდი ხნით დარჩეს. ჩვენ მისი შემტევი ფეხბურთი ძალიან მოგვწონს. ჩვენ მას უკვე შევთავაზეთ კონტრაქტის კიდევ ერთი წლით გახანგრძლივება,” – აცხადებს ხორხე.
ბოლო დროს ვრცელდება ინფორმაცია, რომ არგენტინელი სპეციალისტის გადაბირებით “ბარსელონა” და “ბორუსიაა” დაინტერესებული. 56 წლის სპეციალისტის გამოსასყიდად კი სულ რაღაც 1,5 მილიონი ევროს გადახდაა საჭირო.
სამპაოლიმ პრიმერას პირველი სეზონის 23 მატჩში 49 ქულა დააგროვა და ახლა სატურნირო ცხრილში მესამეა.
დღეს ნორვეგიის ქალაქ ტრონჰეიმში უეფას სუპერ თასის მატჩი გაიმართება. “ლერკენდალ სთეიდიუმზე” ერთმანეთს გასული სეზონის ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის გამარჯვებულები, მადრიდის “რეალი” და ანდალუსიის “სევილია” დაუპირისპირდება.
Fanebi.Com-ი გთავაზობთ აღნიშნული მატჩის პრევიუს.
მადრიდის “რეალი” – ანდალუსიის “სევილია”
მოედანი: “ლერკენდალ სთეიდიუმი”, ტრონჰეიმი
დაწყების დრო: 9 აგვისტო, 22:45 საათი
შეხვედრის მთავარი არბიტრი: მილორდ მაჟიჩი (სერბეთი)
მადრიდის “რეალმა” ბოლო სამ წელში ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა. ამ კლუბის წარმატების ერთ-ერთი მთვარაი მიზეზი ისაა, რომ ესპანური გიგანტი წლებია ინარჩუნებს ძირითად ბირთვს, რომელიც გუნდის მთავარი მამოძრავებელი ძალაა.
ამ შეხვედრაში “რეალს” იმ ძრითადი შემადგენლობის ოთხი მოთამაშე დააკლდება, რომელიც მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა გასული სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალში დააყენა. კონკრეტულად, დედაქალაქურ კლუბს მთავარი ლიდერი, კრიშტიანუ რონალდუ არ ეყოლება. 31 წლის მოთამაშემ “ევრო 2016”-ის ფინალში დიმიტრი პაიესთან შეჯახების დროს მიიღო ტრავმა და მას, გარდა აღნიშნული შეხვედრისა, პრიმერა დივიზიონის რამდენიმე მატჩის გამოტოვებაც მოუწევს. ტრავმა აწუხებს კეილორ ნავასსაც, რომელსაც ძალიან დიდი ალბათობით კიკო კასილია ჩაანაცვლებს. იგივე მიზეზით მატჩს გამოტოვებს ფაბიო კოენტრაოც. რაც შეეხება სხვა მოთამაშეებს, გარეთ ბეილი, კლეპერ პეპე და ტონი კროოსი ისევ ისვენებენ.
მიუხედავად დიდი დანაკლისისა, მადრიდის “რეალი” საკმაოდ კარგ ფორმაშია. თუმცა “ბლანკოსი” მიმდინარე ზაფხულზე პირველ ამხანაგურ შეხვედრაში დამარცხდა “პსჟ”-სთან, შემდეგ საკმაოდ ძლიერ “ბაიერნთან” და “ჩელსისთან” გამარჯვება მოახერხა.
მოკლედ, მადრიდელებს ბევრი მოთამაშე აკლიათ, მაგრამ საკმაოდ კარგ ფორმაში იმყოფებიან და, წესით, “სევილიას” დიდი პრობლემები უნდა შეუქმნან.
რაც შეეხება ანდალუსიელებს… პირველ რიგში, აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე გუნდი, არც მეტი არც ნაკლები, ცამეტმა ფეხბურთელმა დატოვა; კოკე, გამეირო, კრიხოვიაკი, ნევა, ბანეგა, ნავარო, სანჩესი – ეს იმ მოთამაშეთა არასრული ჩამონათვალია, რომლებმაც ამ ზაფხულზე სხვა კლუბებს მიაშურეს. სამაგიეროდ, “სევილიაში” ახალი სპორტსმენები მოვიდნენ – სარაბია “ხეტაფედან”, ლუსიანო ვიეტო “ატლეტიკოდან”, განსო “საო პაულოდნა” და ასე შემდეგ. მოკლედ, ანდალუსიელებს რესურსი აქვთ.
ზემოთ აღნიშნულს ემატება ყველაზე მთავარი – ახალი მწვრთნელი, ხორხე სამპაოლი, რომელიც ახალი ხედვებითა და ფილოსოფიით მოვიდა გუნდში. მისი ხელმძღვანელობით “სევილიამ” ექვსი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა და ყველა მათგანი მოიგო.
ორი სიტყვა ტრავმებზეც ვთქვათ… ანდალუსიელებს ბენუა ტრემულინასი და მაიკლ კრონ-დევილი ვერ დაეხმარებიან. ორივე მათგანს მუხლის ტრავმა აქვთ.
ზინედინ ზიდანი: “ფინალი იმ გუნდებს, შორის გაიმართება, რომლებსაც ძალიან უნდათ ამ ტიტულის მოგება. ჩვენ აბსოლუტურად მზად ვართ შეხვედრისთვის. წინასასეზონო მომზადება გავიარეთ და ძალიან კმაყოფილი ვარ. გვაქვს დანაკლისი: არის ტრავმები და, ასევე, ის მოთამაშეებიც არ იქნებიან, რომლებსაც დასვენება სჭირდებათ. ცალკე თემაა კარიმ ბენზემა, რომელის საკითხი თამაშამდე რამდენიმე სათით ადრე გადაწყდება. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ გამარჯვებისთვის. პირველივე წუთებიდან უნდა ვეცადოთ უპირატესობის მოპოვებასა და მეტოქის კარის აღებას. მიუხედავად ყველაფრისა, ეს ფეხბურთია და არავინ იცის რა მოხდება. შანსებს 50:50-ზე შევაფასებდი.”
ხორხე სამპაოლი: “ძალიან მიხარია, რომ ამ საფეხბურთო ზეიმის ერთ-ერთი მონაწილე მეც გავხდი. ჩვენ ახალი სტილი გვაქვს. დრო გვჭირდება, რათა ახლებური საფეხბურთო ფილოსოფია კარგად გავითავისოთ. მჯერა ჩემი მოთამაშეების. რაც შეეხება მეტოქეს, მათ შესანიშნავი მოსამზადებელი ეტაპი ჰქონდათ. მიუხედავად ამისა, რამდენიმე საკვანძო მოთამაშე აკლიათ და ეს ჩვენ ხელს გვაძლევს. უბრალოდ მინდა, ჩემი სპორტსმენები გავიდნენ მოედანზე და მაყურებელს მაღალი კლასი აჩვენონ. გეტყვით, რომ არ ვფიქრობ, რომელიმე გუნდი სერიოზულ უპირატესობას მოიპოვებს მთელი მატჩის მანძლზე.”
ესპანური “სევილიას” მთავარი მწვრთნელის, ხორხე სამპაოლის იურისტი, ფერნანდო ბარედასი აცხადებს, რომ მის კლიენტს კლუბის დატოვება და არგენტინის ნაკრების სათავეში სურდა მისვლა.
“ხორხეს არგენტინის ნაკრების გაწვრთნა სურდა, მაგრამ “სევილიამ” მას ამის უფლება არ მისცა. კლუბმა ხორხესთან კონტრაქტის გაწყვეტაზე უარი განაცხადა.
კონტრაქტის გაწყვეტა – საკმაოდ რთული რამ არის. ხორხემ ამის გაკეთება ვერ მოახერხა.” – განაცხადა იურისტმა.
ცნობისათვის გეტყვით, რომ კონტრაქტის გასაწყვეტად სამპაოლის 7 მილიონი ევროს გადახდა მოუწევდა ესპანური კლუბისათვის.
გახდება თუ არა ხორხე სამპაოლი რომაული “ლაციოს” მთავარი მწვრთნელი? ამას 10 დღის შემდეგ გავიგეთ. ამ ინფორმაციას იტალიური პრესა გვამცნობს.
ჩილელი სპეციალისტი უკვე იმყოფებოდა რომში, რათა “არწივების” წარმომადგენლებთან ეწარმოებინა მოლაპარაკებები. გუშინ კი ცნობილი გახდა, რომ “ლაციოს” სამპაოლის გადაბირების საკმაოდ კარგი შანსი აქვს.
Il Tempo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ვალენსია” მზად არის სამპაოლის წელიწადში 3 მილიონი ევრო შესთავაზოს, რაც 0.8 მილიონით აღემატება “ლაციოს” ფსონს.
იტალიელთა პრეზიდენტი, კლაუდიო ლოლიტო ჩილეს ეროვნული ნაკრების ექს-მწვრთნელთან ერთად ჩეზარე პრანდელისა და “ტორინოს” მწვრთნელის, ვენტურას კანდიდატურასაც განიხილავს.
ჩილეს ნაკრების მთავარმა მწვბრთნელმა ხორხე სამპაოლიმ ბოლივიასთან „კოპა ამერიკას“ ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩი შეაფასა, რომელიც მისმა გუნდმა ანგარიშით 5:0 მოიგო.
„მატჩის მიმდინარეობას 90 წუთის განმავლობაში ვაკონტროლებდით. ძალიან ძლიერები ვიყავით, ეს ის იყო, რაც აქამდე გვაკლდა. ჩინებული შეხვედრა ჩავატარეთ. როგორც წინა შეხვედრებში, დღესაც ვდომინირებდით, მაგრამ ამჯერად გაცილებით მაღალ დონეზე ვითამაშეთ“, – განაცხადა სამპაოლიმ.