დღის მთავარი სატრანსფერო ამბები (16 ივლისი)

“ვესტ ჰემი” ხამეს როდრიგესის გადაბირებას აპირებს

როგორც ჩანს, ლონდონური “ვესტ ჰემის” ხელმძღვანელები ჩემპიონთა ლიგაზე თავის გამოჩენის სურვილმა ერთიანად “გააგიჟა” – “ჩაქუჩები” მადრიდის “რეალის” კოლუმბიელი ნახევარმცველის, ხამეს როდრიგესის გადაბირებას აპირებენ, რომლის სანაცვლოდაც მადრიდული მხარე 80 მილიონ ევროს ითხოვს.

პოგბა მანჩესტერში სამედიცინო შემოწმებას გაივლის

The Sun-მა მოიპოვა ექსკლუზიური ინფორმაცია, რომლის თანახმადაც 105 მილიონი ფუნტი სტერლინგის სანაცვლოდ პოლ პოგბა “მანჩესტერ იუნაიტედში” ითამაშებს. ფეხბურთელი ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს და კვირაში ხელფასის სახით 202 000 ფუნტს მიიღებს. სამშაბათს, აშშ-დან დაბრუნების შემდეგ, პოგბა მანჩესტერში სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

“პალასი” მზადაა ბერაჰინოს სანაცვლოდ 20 მილიონი გაიღოს

“კრისტალ პალასის” თაოსნები გუნდის შეტევითი პოტენციალის გაძლიერებას აპირებენ. სწორედ ამ მიზანს ემსახურება მათ მიერ გადადგმული ნაბიჯი – საიდო ბერაჰინოს ტრანსფერის თაობაზე “ვესტ ბრომთან” მოლაპარაკებების წამოწყება. “ტოტენჰემის” ყოფილ სამიზნეში “არწივები” 20 მილიონ ფუნტს იხდიან.

ბელგიის ნაკრები შესაძლოა ლუი ვან გაალმა ჩაიბაროს

ინგლისურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც “მანჩესტერ იუნაიტედისა” და ჰოლანდიის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა შესაძლოა, ბელგიის ნაკრები ჩაიბაროს. ბელგიური ფეხბურთის ასოციაციაში ლუი ვან გაალის ვარიანტით ძალიან ბევრი “ჩინოვნიკი” არის მოხიბლული.

ddddddddddddddddddddddddddddd

რობსონ-კანუსთვის ბრძოლაში “ჰალ სიტი” დაწინაურდა

ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაცია გვამცნობს, რომ უელსის ნაკრების ფორვარდის, ჰალ რობსონ-კანუს გადაბირებით რამდენიმე ინგლისური კლუბია დაინტერესებული (“სუონსი”, “უოტფორდი”, “ევერტონი”, “მიდლსბრო”, “ჰალ სიტი” და “ბარნლი”). თუმცა, ევრო 2016-ის ერთ-ერთი ვარსკვლავის გადაბირების ყველაზე კარგი შანსი “ვეფხვებს” აქვთ, რომლებიც მას 4-წლიან კონტრაქტს სთავაზობენ.

“ბორუსიას” გიოტცეს გაფორმებამდე სულ ცოტა აკლია

Sport Bild-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, დორტმუნდის “ბორუსია” მარიო გიოტცეს გადაბირებასთან ძალიან ახლოს არის. წყაროს ცნობით, კლუბმა “ბაიერნთან” ფასი უკვე შეათანხმა (28 მლნ. ევრო). სავარაუდოდ, გერმანელი შემტევი მის ყოფილ კლუბთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

ზელინსკის “ლივერპულში” უნდა გადასვლა … თუმცა, “მილანში” გადადის

Goal-ის ცნობით, პიოტრ ზელინსკი უახლოეს მომავალში შეუერთდება იტალიურ “როსონერის”, მას შემდეგ, რაც იურგენ კლოპის “ლივერპულმა” მის კლუბთან შეთანხმების მიღწევა ვერ მოახერხა – “ლივერპულის” მიერ შეთავაზებული 11 მილიონი ფუნტი იტალიელებისთვის საკამარისი არ აღმოჩნდა.

სონგი “ბარსელონას” დატოვებს?

დიახ, არ გატყუებთ, ალექს სონგი ჯერ კიდევ “ბარსელონას” რიგებში ირიცხება. და დიახ, “ბარსელონასთან” არსებული 4-წლიანი კონტრაქტი საბოლოოდ ამოიწურა. ნახევარმცველი, რომელმაც ბოლო ორი სეზონი “ვესტ ჰემში” გაატარა, სავარაუდოდ რუსულ “რუბინს” შეუერთდება.

“ჩელსი” სონგის ყიდვას აპირებს

“ბარსელონას” ნახევარმცველი ალექს სონგი, შესაძლოა, “ჩელსიში” გადავიდეს. 27 წლის კამერუნელის თამაშით, რომელიც გასულ სეზონში იჯარის წესით “ვესტ ჰემის” ღირსებას იცავდა, ჟოზე მოურინიო მოიხიბლა.

ინგლისური პრესის ცნობით ლლონდონელები კატალონიურ კლუბს სონგის სანაცვლოდ 6 მილიონ გირვანქას შესთავაზებენ.

გასულ სეზონში სონგმა პრემიერლიგის 28 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და აქტივში სამი საგოლე გადაცემა ჩაიწერა.

დღის 5 სატრანსფერო ჭორი

ტრადიციულად, გთვაზობთ დღის 5 ყველაზე საინტერესო სატრანსფერო ჭორს.

კუადრადო ფიორენტინაში დარჩება

“ფიორენტინას” პრეზიდენტმა ადრეა დელა ვალემ განაცხადა, რომ ხუან კუადრადო ფლორენციულ კლუბში დარჩება. ფეხბურთელმა გადაწყვეტილება კლუბის პრეზიდენტს პირადად ამცნო.

სონგი ვესტ ჰემს უახლოვდება

“ბარსელონას” ფეხბურთელი ალექს სონგი დიდი ალბათობის კარიერას “ვესტ ჰემში” გააგრძელებს. ბრიტანული პრესის ცნობით ლონდონელები კამერუნელის იჯარაზე მუშაობენ. ინგლისური კლუბის გარდა სონგს “ნაპოლი” და “გალათასარაიც” იწვევენ.

საუთჰემპტონს თაუნსენდი სურს

“საუთჰემპტონი” “ტოტენჰემიდან” ენდროს თაუნსენდის გადაბირებას ცდილობს. ლონდონელებმა რამდეინმე წინადადებაზე უარი კი თქვეს, თუმცა რონალდ კუმანმა განაცხადა, რომ თაუნსენდისთვის მისი გუნდი ბოლომდე იბრძოლებს.

რედნაპი რემის წასვლას ადასტურებს

ქპრ-ს მთავარმა მწვრთნელმა ჰარი რედნაპმა ლოიკ რემის “ჩელსიში” წასვლა დაადასტურა. რედნაპის თქმით, ტრანსფერი ფაქტობრივად გადაწყვეტილია და უახლოეს მომავლაში შემტევი ლონდონურ გრანდს შეუერთდება.

ფალკაოსთვის სიტიც იბრძოლებს

“მანჩესტერ სიტი” “მონაკოს” ფორვარდის, რადამელ ფალკაოსთვის ბრძოლაში ჩაერთო. “ქალაქელებს” კოლუმბიელის იჯარით სურთ აყვანა. შეგახსენებთ, “სიტის” გარდა ფალკაოსთვის “რეალი”, “არსენალი” და “იუვენტუსი” იბრძვიან.

სონგმა პოდოლსკი, როსიცკი და ჯურუ გამოიწვია

კატალონიის “ბარსელონას” ნახევარმცველმა ალექს სონგმა ცივი წყალი გადაისხა და ლუკაშ პოდოლსკი, ტომაშ როსიცკი და იოან ჯურუ გამოიწვია.

მარსელი სონგით დაინტერესდა

“ბარსელონას” ნახევარმცველი ალექს სონგი, შესაძლოა, “მარსელის” ფეხბურთელი გახდეს. ესპანური პრესის ცნობით, ფრანგული კლუბის მწვრთნელი მარსლეო ბიელსა ფეხბურთელის გადაბირებით პირადად ყოფილა დაინტერესებული. თუმცა, აღსანიშნავია, რომ “ბარსელონაში” კამერუნელის წასვლა არ სურთ.

“მარსელის” გარდა სონგით რამდენიმე ინგლისური კლუბი ინტერესდება, მათ შორის “ჩელსი” და “მანჩესტერ იუნაიტედიც”.

სონგი “ბარსელონას” ღირსებას 2012 წლიდან იცავს.

ყოფილი “მეთოფე” “ეშმაკებს” სურთ

“მანჩესტერ იუნაიტედი” “ბარსელონას” ნახევარმცველის, ალექსანდერ სონგის გადმობირებას ცდილობს.

“ნოუ კამპზე” გატარებული 2 წლის განმავლობაში სონგმა თავის გამოჩენა ვერა და ვერ შეძლო. მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 53 შეხვედრაში, მან მხოლოდ 28-ში ითამაშა.

როგორც Goal – ი იტყობინება, პრემიერ-ლიგის მოქმედი ჩემპიონები უკვე დაუკავშირდნენ “ბარსელონას” და მას შესთავაზეს 12.5 მლნ. ფუნტი, მაგრამ შესაძლოა ეს თანხა არასაკმარისი აღმოჩნდეს.

2012 წლის ზაფხულში თავად “ბარსამ” 15 მლნ. ფუნტი გადაუხადა “არსენალს”, ამიტომაც ახლა შეეცდება მთელი თანხა უკან დაიბრუნოს, გარდა ამისა, სონგს კიდევ სამი წელი აკავშირებს “ბარსელონასთან” კონტრაქტის მიხედვით.

“არსენალში” თამაშის დროს სონგი არამარტო კარგად ართმევდა თავს ჩამშლელი ნახევარმცველის მოვალეობას, არამედ ხშირად რობინ ვან პერსის ასისტენტადაც გამოდიოდა, რომელიც სწორედ “იუნაიტედში” თამაშობს ამჟამად.

წყარო: მანჩესტერ იუნაიტედის ფანკლუბი საქართველოში – http://redarmy.ge/

ადრიანომ და სონგმა ნეიმარი წააქციეს

სახალისო კადრები დააფიქსირეს ვიდეო კამერებმა კატალონიის “ბარსელონას” ვარჯიშზე.

სონგი: ბარსელონა და არსენალი ერთ სტილში თამაშობენ

“ბარსელონას” ნახევარმცველმა ალეკსანდ სონგმა “არსენალის” და კატალონიური კლუბის სათამაშო სტილი შეადარა ერთმანეთს.

“ბარსელონაში “არსენალიდან” მოვედი. გუნდები სათამაშო სტილი ნამდვილად ძალიან გავს ერთმანეთს, უბრალოდ “ბარსაში” უფრო მაღალი დონის შემსრულებლები არიან.

სისწრაფე და თამაშის ხარისხი. სწორედ ამაშია მთავარი განსხვავება.
მარტინო ძალიან კარგი მწვრთნელია. ის “ბარსელონაში” მოსლვამდე იყო ფართოდ ცნობილი. რამოდენიმე მატჩი კი წავაგეთ, მაგრამ გუნდი სწორი გზით მიდის” – განაცხადა კამერუნელმა.

“ბარსელონას” ფეხბურთელები გულშემატკივრებს შობას ულოცავენ

ინტერნეტ-სივრცეში ვიდეო გავრცელდა, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ ულოცავენ “ბარსელონას” ფეხბურთელები გულშემატკივრებს შობა-ახალ წელს.

ალექს სონგი უცნაური ჩაფხუტი

როგორც ყველასათვისაა ცნობილი, კატალონიის “ბარსელონას” ნახევარმცველს, ალექს სონგს მოდურად ჩაცმა უყვარ. სოციალურ ქსელში კი გავრცელდა ფოტო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორი, უცნაური ჩაფხუტი ახურავს კამერუნელ მოთამაშეს.

ნეიმარმა სონგს ფინტების მასტერკლასი ჩაუტარა

კატალონიის “ბარსელონას” ვარჯიშზე ბრაზილიელმა ნეიმარმა თანაგუნდელ სონგს რამდენიმე ლამაზი ფინტი გაუკეთა.

სონგი: “ფაბრეგასი ჩემთვის ძმასავითაა”

კატალონიის “ბარსელონას” ნახევარმცველი, სესკ ფაბრეგასი აცხადებს, რომ მისთვის, თანაგუნდელი სესკ ფაბრეგასი ძმასავითაა.

როგორც ცნობილია, “ბლაგაურნამ” კამერუნელი ფეხბურთელი 2012 წლის ზაფხულში 18 მილიონ ევროდ შეიძინა, თუმცა ამ დროიდან მოყოლებული, სონგს ესპანეთის ჩემპიონატში მხოლოდ 22 მატჩი აქვს ჩატარებული.

“პირველ წელთან შედარებით, ახლა თავს უკეთესად ვგრძნობ. როდესაც ახალ ქვეყანაში გადადიხარ, იქაურ ტრადიციებს, ცხოვრებას და სალაპარაკო ენას უნდა შეეჩვიო. ეს ყოველივე, რასაკვირველია, დროს მოითხოვს. “ბარსელონა” ერთი დიდი ოჯახია და აქ კარგად დამხვდნენ. რაც შეეხება ფაბრეგასს, ის ჩემთვის ძმასავითაა. სესკი ბევრ რამეში დამეხმარა”, – ამბობს სონგი.