იტალიური “მილანის” კოლუმბიელმა ფორვარდმა, რომლის გადაბირებითაც “ატლეტიკოა” დაინტერესებული, პრესასთან საუბრისას აღნიშნა, რომ მის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
“ჩემი მომავალი ღმერთის ხელშია. ყველამ იცის, რომ “მილანთან” 4-წლიანი კონტრაქტი მაკავშირებს.” – განუცხადა მან AS-ის ჟურნალისტს.
“არის რამოდენიმე შემოთავაზება და არის ინტერესები ინგლისური, ესპანური, იტალიური, ფრანგული და გერმანული კლუბების მხრიდან. ასე რომ, გადაწყვეტილების მიღება არც ისე ადვილია.
თუმცა, ჯერ დრო გვაქვს, მშვიდად ვართ. ჩემი წარმომადგენელი უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს კლუბებთან და “მილანთან”.
ჩემი ოცნება ჩემპიონთა ლიგაზე თამაშია და ამ ოცნების ასასრულებლად ყოველდღე ვმუშაობ. მინდა ლიგაზე “მილანთან” ერთად ვითამაშო, საუბედუროდ ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც გინდა.”