ინგლისის პრემიერ ლიგის მე-16 ტურის შეხვედრაში მანჩესტერული დერბი შედგება: “იუნაიტედი” და “სიტი” ერთმანეთთან ურთიერთობას “ოლდ ტრაფორდზე’ გაარკვევენ. საგულისხმოა, რომ ამ თამაშში ნებისმიერი შედეგი, საკუთარი მოგების შემთხვევაში, ხელს აძლევს ლონდონის “ჩელსის”, რომელიც მესამე ადგილზეა. შესაბამისად, დედაქალაქელები თუ სამ ქულას მოიპოვებენ, ისინი ერთ-ერთ ან ორივე მანჩესტერულ გუნდს უფრო მიუახლოვდებიან.
“არისტოკრატები” ხვალ “ვესტ ჰემ იუნაიტედს” დაუპირისპირდებიან. მატჩის წინ ჟურნალისტებს სეზარ ასპილიკუეტა ესაუბრა.
“პირველ და მეორე ადგილზე მყოფი კლუბები ერთმენთს ხვდებიან. ორივე მათგანს სამი ქულის მოპოვება არ შეუძლიათ. შესაბამისად, თუ ამ შანსს გამოვიყენებთ, რომელიმესთან ჩამორჩენას, რაღაც დონეზე, აღმოვფხვრით. აუცილებელია, დაკვირვებულად ვიმოქმედოთ. ჩვენი თავის უნდა ვირწმუნოთ და შედეგიც მოვა.”
“დეკემბერში თამაშები ყოველ სამ დღეში გვაქვს. ამ თვეში, ფაქტობრივად, ძალიან სწრაფად რამდენიმე უმნიშვნელოვანესი სამი ქულისთვის ვიბრძვით. თუ ახლა გავუძლებთ ამ დატვირთვას და წარმატებულად გადავიტანთ აღნიშნუ პერიოდს, სეზონის ბოლოს სასურველ სიტუაციაში ვიქნებით,” – აცხადებს ესპანელი.