ჩავიმ დი მარიასთან შესაძლო თანამშრომლობა განიხილა

“ბარსელონამ” ანხელ დი მარიას მიმართ ინტერესი გამოხატა.

ესპანური “ასის” ცნობით, კატალონიური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ჩავი ერნანდესმა პირადად განიხილა არგენტინელ ფეხბურთელთან თანამშრომლობის შესაძლებლობა.

ანხელ დი მარიას “პარი სენ-ჟერმენთან” კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება. მხარეები შრომითი ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ აპირებენ.

დი მარიას კარიერის გაგრძელების კიდევ ერთ ვარიანტად ტურინის “იუვენტუსი” აქვს, თუმცა იტალიურ კლუბთან ოფიციალური შეთანხმება არ მიღწეულა.

ანხელ დი მარიამ საფრანგეთის ჩემპიონატის გასულ გათამაშებაში 26 მატჩი ჩაატარა, ხუთი ბურთი გაიტანა და შვიდი შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

ჩავი: “საფრანგეთის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერაფრით მომხიბლა”

ესპანეთის ნაკრებისა და “ბარსელონას” ყოფილი ნახევარმცველი ჩავი ერნანდესი გამოტყდა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე საფრანგეთის ეროვნული გუნდის თამაშით მოხილბული არ დარჩა. მისი თქმით, ფრანგები მუნდიალზე ზედმეტად პრაგმატულ ფეხბურთს უჩვენებდნენ.

“მსოფლიოს ჩემპიონატზე მწვრთნელები ძალზედ პრაგმატულად მოქმედებენ, ვინაიდან ტურნირიდან გამოვარდნის ეშინიათ. ერთი შეცდომა და ნახვამდის. მე სხვა სკოლიდან ვარ და ის ბურთის ფლობასა და გარისკვას გულისხმობს. მუნდიალზე გუნდების 70-80 პროცენტი არ რისკავს და ელოდება მეტოქის შეცდომას. ეს ცუდია.

საფრანგეთის ნაკრებმა ვერაფრით მოგვხიბლა, მხოლოდ ის გვიჩვენა, რომ ჩემპიონია. ფრანგებს ორგანიზებული გუნდი ჰყავდათ, ბევრი კარგი თვისებით შემკული, მაგრამ სილაღე აკლდათ. ანტუან გრიზმანსა და კილიან მბაპეს მოულოდნელად აფეთქება შეუძლიათ, მაგრამ მე ამ თამაშით აღფრთოვანებული არ ვარ”, – თქვა ჩავიმ “მარკასთვის” მიცემულ ინტერვიუში.

ჩავი: “მესი უკეთესია, ვიდრე რონალდუ”

“ბარსელონას” ყოფილმა ნახევარმცველმა ჩავი ერნანდესმა, რომელიც დღესდღეობით ყატარის “ალ სადის” ღირსებას იცავს, ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ ერთმანეთს შეადარა.

“რონალდუ მეგოლეა, როგორც მესი, თუმცა ლეო ბევრად უფრო გუნდური მოთამაშეა, ვიდრე კრიშტიანუ.

ჩემი აზრით, მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. ფეხბურთში მნიშვნელოვანია ორი ფაქტორი: ფიზიკური ფორმა და ჭკუა. რონალდუ ძალზედ ძლიერი ფეხბურთელია, თუმცა მესი ძლიერიც არის და ჭკვიანიც. მარტივად რომ ვთქვა, მესი უკეთესია, ვიდრე რონალდუ”, – ციტირებს ჩავის სიტყვებს Goal.com-ი.

 

ჩავი: “მესის გარეშე “ბარსა” და “რეალი” თანაბარი ძალისანი არიან”

“ბარსელონას” ყოფილი ნახევარმცველი ჩავი ერნანდესი ესპანეთის პრიმერადივიზიონის მე-12 ტურში გასამართ “ელ კლასიკოს” გამოეხმაურა. მისი თქმით, თუ აღნიშნულ შეხვედრაში ლეო მესი ვერ ითამაშებს, გუნდები მოედანზე აბსოლუტურად თანაბარი ძალით წარსდგებიან.

შეგახსენებთ, რომ კატალონიელთა ლიდერმა მუხლის ტრავმა მოიშუშა, თუმცა სასტარტო შემადგენლობაში მისი ყოფნა მაინც საეჭვოა.

“თუ მესი მოედანზე არ გავა, გუნდები ერთმანეთის წინაშე თანაბარი ძალით წარსდგებიან. “რეალსაც” ჰყავს ტრავმირებული მოთამაშეები, მაგრამ არა ისეთი მნიშვნელოვანი, როგორიც ლეო არის “ბარსელონასთვის”. “სანტიაგო ბერნაბეუზე” გამარჯვება ძალზედ რთული საქმეა, მესის გარეშე კი ეს კიდევ უფრო გაჭირდება. ამის მიუხედავად, “ბარსელონას” კარგი შემადგენლობა ჰყავს და წარმატებების მიღწევა შეუძლია”, – ციტირებს ჩავის სიტყვებს ESPN.

 

ჩავის უნიკალური მიღწევა

უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე მიუნხენის “ბაიერნის” წინააღმდეგ გამართული საპასუხო მატჩი “ბარსელონას” ნახევარმცველ ჩავი ერნანდესისთვის ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე ჩატარებული 150-ე შეხვედრა გახლდათ.

35 წლის ფეხბურთელი პირველია, რომელმაც ასეთ ნიშნულს მიაღწია.

მეორე ადგილზეა მადრიდის “რეალის” მეკარე იკერ კასილასი, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე 149 მატჩი აქვს ჩატარებული.

შემდეგ პოზიციებზე არიან: რაიან გიგზი (145 მატჩი), რაული (142 მატჩი) და კლარენს ზეედორფი (125 მატჩი).

 

“ალ სადი” ჩავის ტრანსფერს უარყოფს

ყატარულმა “ალ სადმა” “ბარსელონას” ნახევარმცველ ჩავი ერნანდესის ტრანსფერი უარყო.

მიუხედავად იმისა, რომ კლუბის გენერალურმა დირექტორმა აბდულა ალ ბერიკმა სოციალურ ქსელში ჩავის ტრანსფერი დაადასტურა, კლუბი აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფს. ცნობისთვის, 35 წლის ესპანელი ნახევარმცველი დოჰაში იმყოფება, სადაც მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ 2012-დან 2014 წლამდე “ალ სადის” ღირსებას მადრიდის “რეალისა” და ესპანეთის ეროვნული ნაკრების ყოფილოი თავდამსხმელი რაული იცავდა.

 

ჩავი ყატარში მიდის

“ბარსელონას” ნახევარმცველი ჩავი ერნანდესი კარიერას ყატარში გააგრძელებს. ამ ინფორმაციას ავტორიტეტული ესპანური სპორტული ინტეტნეტპორტალი sport.es ავრცელებს.

წყაროს ცნობით, 35 წლის ფეხბურთელი მომავალი სეზონიდან “ალ სადის” ღირსებას დაიცავს. მხარეებს შორის სამწლიანი კონტრაქტი გაფორმდება. ესპანელი ნახევარმცველი წელიწადში ჯამაგირის სახით 10 მილიონ ევროს მიიღებს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჩავი ყატარის ნაკრებში კონსულტანტადაც იმუშავებს და გუნდს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატისთვის მოამზადებს.

 

ჩავი: “ყოველთვის იმას ვფიქრობ, რა იქნება კატალონიელი ხალხისთვის უკეთესი”

“ბარსელონას” ნახევარმცველმა ჩავი ერნანდესმა კატალონიაში არსებული პოლიტიკური სიტუაციის შესახებ ისაუბრა.

“ყოველთვის იმას ვფიქრობ, რა იქნება კატალონიელი ხალხისთვის უკეთესი. აქ ვცხოვრობ, ჩემი ფესვები აქედან არის. ნათელია, რომ მადრიდში ჩვენ არავინ მოგვისმენს. არანაირი დიალოგი არ არის და ვფიქრობ, არც იქნება. ეს იგივეა, ჩემი მეგობარი იყოთ, ტელეფონით გირეკავდეთ და ყურმილს არ იღებდეთ”, – ციტირებს ჩავის სიტყვებს კატალონიური გამოცემა “მუნდო დეპორტივო”.

შეგახსენებთ, რომ ჩავი ერნანდესი “ბარსელონაში” 1991 წლიდან გამოდის. 1997 წელს მან კატალონიური გრანდის მეორე გუნდში პირველი შეხვედრა ჩაატარა. იმავე სეზონში ის მთავარ გუნდში გადაიყვანეს. ჩავის “ბარსელონას” რიგებში ჩატარებულ 486 მატჩში 57 გოლი აქვს გატანილი.

ჩავი ერნანდესი ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში 2000-დან 2014 წლამდე გამოდიოდა. მას “ფურია როხას” რიგებში ჩატარებულ 133 შეხვედრაში 12 გოლი გაუტანია.

 

ჩავი: “მესი ინგლისის პრემიერლიგაში კიდევ უფრო კარგად ითამაშებდა”

“ბარსელონას” ნახევარმცველმა ჩავი ერნანდესმა გამოთქვა მოსაზრება, რომ კატალონიური გუნდის ლიდერი ლიონელ მესი ინგლისის პრემიერლიგაში კიდევ უფრო კარგად წარმოაჩენდა საკუითარ შესაძლებლობებს.

“ვფიქრობ, მესი ინგლისში კიდევ უფრო კარგად ითამაშებდა, რადგან იქ ნაკლებ ყურადღებას აქცევენ დაცვას. ინგლისური კლუბები თამაშობენ პრონციპით “ერთი ერთის წინააღმდეგ”, რაც მცველების მხრიდან უფრო მეტ ენერგიას მოითხოვს. პრემიერლიგაში მესი უფრო მეტ თავისუფალ ზონას მოძებნიდა, ვიდრე პრიმერადივიზიონში”, – აღნიშნა ჩავიმ.

ჩავი: “კლასიკო” ჩვენი გამარჯვებით უნდა დავასრულოთ, სხვა გზა არ გვაქვს”

“ბარსელონას” ნახევარმცველმა ჩავი ერნანდესმა ესპანეთის პრიმერადივიზიონის VIII ტურში “ეიბარის” დამარცხების (3:0) შემდეგ იმედი გამოთქვა, რომ კატალონიური გუნდი მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ 25 ოქტომბერს გასამართ მატჩშიც მოიპოვებს გამარჯვებას.

“პირველი გოლის გასატანად გარკვეული დრო დაგვჭირდა, თუმცა ამის შემდეგ საქმე მნიშვნელოვნად გაიოლდა. კარგად ვითამაშეთ და გოლი არც ამჯერად გაგვიშვია. რაც შეეხება “ელ კლასიკოს”, უნდა გავიმარჯვოთ. სხვა გზა არ გვაქვს”, – ციტირებს ჩავის სიტყვებს Tuttomercatoweb-ი.

“რეალსა” და “ბარსელონას” შორის მატჩი 25 ოქტომბერს, “სანტიაგო ბერნაბეუზე” გაიმართება და თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

 

მესი “ნაპოლის” წინააღმდეგ ვერ ითამაშებს — “ბარსას” განაცხადი

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ის ფეხბურთელები დაასახელა, რომლებსაც ოთხშაბათს, “ნაპოლის” წინააღმდეგ გასამართ ამხანაგურ მატჩში შეეძლებათ მონაწილეობის მიღება.

აღსანიშნავია, რომ სიაში ვერ მოხვდნენ ლეო მესი, ხავიერ მასკერანო, ჩავი, ჟერემი მატიე და დანი ალვესი.

“ბარსელონას” შემადგენლობა ასე გამოიყურება: ტერ შტეგენი, ბრავო, მასიპი, მონტოია, ბარტრა, პიკე, ალბა, ბუსკეტსი, ინიესტა, სერხი რობერტო, რაკიტიჩი, რაფინია, დეულოფეუ, ედგარი, გრიმალდო, სამპერი, ჰალილოვიჩი, ადამა, მუნირი, სანდრო.

“ნაპოლისა” და “ბარსელონას” შორის გასამართი ამხანაგური მატჩი დღეს, საქართველოს დროით 22:00 საათზე დაიწყება.

 

ჩავი „ბარსელონაში“ რჩება

„ბარსელონას“ მთავარ მწვრთნელ ლუის ენრიკესთან და კლუბის პრეზიდენტ ხოსეპ ბარტომეუსთან შეხვედრის შემდეგ ჩავი ერნანდესმა „ნოუ კამპზე“ დარჩენა გადაწყვიტა. 24 ივლისს ფეხბურთელი კატალონიურ გუნდში ახალი სეზონისთვის მზადებას შეუდგება.

ლუის ენრიკემ გასაგებად აუხსნა ჩავის, თუ რას ელის მისგან დამდეგ სეზონში. გარდა ამისა, ბარტომეუმ ფეხბურთელი დაარწმუნა, რომ თავს კომფორტულად იგრძნობდა იმ ახალ პროექტში, რომელსაც „ბარსელონა“ ახორციელებს. „ბლაუგრანას“ ხელმძღვანელობამ აღნიშნა, რომ ჩავის მომავალი მხოლოდ მისსავე ხელშია.

ფეხბურთელის წარმომადგენელი ივან კორეტია არ გამორიცხავს, რომ ჩავი მაინც „ნიუ-იორკ სიტიში“ გადავიდეს. მოლაპარაკებები გრძელდება, თუმცა პროცესი არ დაჩქარდება. სავარაუდოდ, ჩავი დამდეგ სეზონს „ბარსელონაში“ გაატარებს, აშშ-ს კი ერთი წლის შემდეგ მიაშურებს.