ჩხეტიანი: “ამხანაგურ თუ ოფიციალურ შეხვედრაში, “ტორპედო” ყოველთვის გამარჯვებისთვის იბრძვის” (ვიდეო)

გუშინ საქართველოს ჩემპიონი, ქუთაისის “ტოპრედო” თურქეთში, ამხანაგურ შეხვერდაში ყაზახურ “აქტობეს” დაუპირისპირდა და მეტოქესთან ანგარიშთ, 0:2 დამარცხდა.

მატჩის შემდეგ იმერელთა მთავარმა მწვრთნელმა, კახა ჩხეტიანმა გუნდის არხთან, “ტორპედო TV”-სთან ისაუბრა.

“კმაყოფილი ნამდვილად ვერ ვიქნებით, იმიტომ, რომ დავმარცხდით. ამხანაგური თუ ოფიციალური თამაში იქნება, ქუთაისის “ტორპედო” ყოველთვის გამარჯვებისთვის უნდა იბრძოდეს. მთლიანობაში, ბიჭების მონდომება, მათი დამოკიდებულება ვარჯიშებისა და თამშებისადმი, იმედს გვაძლევს. ისინი ძალიან მოტივირებულები არიან და გრძნობენ იმ პასუხისმგებლობას, რომელიც ჩემპიონ გუნდს უნდა ჰქონდეს.”

“მოსამზადებელი პერიოდია და ცუდი იყო, რომ დავმარცხდით. ვეცდებით, რომ ის შეცდომები, რაც ამ თამაშში იყო დაშვებული, ვარჯიშებით გამოვასწოროთ. თამაშდან თამაშამდე გუნდი დარწმუნებული ვარ, რომ მოუმატებს და უფლის წყალობით ჩემპიონატს მომზადებულნი შევხვდებით,” – ამბობს ჩხეტიანი.

იხილეთ ვიდეო

 

 

თბილისის “საბურთალო” ამხანაგურ შეხვედრაში უკრაინულ “სტალს” გაეჯიბრება

თბილისის “საბურთალო” თურქეთის ქალაქ სიდეში ახალი სეზონისთვის მზადებას განაგრძობს.

როგორც ცნობილი გახდა, ხვალ დედაქალაქური კლუბი მორიგ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. გიორგი ჭიაბრიშვილის შეგირდები უკრაინულ “სტალს” გაეჯიბრებიან. ეს გუნდი უმაღლეს ლიგაში ბოლო ადგილს იკავებს. აქვე გეტყვით, რომ მატჩი თბილისის დროით 18:30 საათზეა დაგეგმილი.

“საბურთალომ” წინა სეზონში ეროვნული ლიგის გათამაშებაში, 36 ტურში 60 ქულა დააგროვა და მეოთხე პოზიციაც დაიკავა.

საქართველოს ეროვნული ნაკრები მარტში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მიმდინარე წლის მარტში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ლიტვასთან 24 მარტს დაგეგმილი შეხვედრის შემდეგ, ვლადიმირ ვაისის გუნდი 27 მარტს ესტონეთის ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლებს. ორივე შეხვედრა უეფას ერთა ლიგის გათამაშების მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში საქართველოში გაიმართება.

ესტონეთი C ლიგის მეორე ჯგუფში უნგრეთის, საბერძნეთისა და ფინეთის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს.
საქართველოს ნაკრები D  ლიგის პირველ ჯგუფში ლატვიას, ყაზახეთს და ანდორას დაუპირისპირდება.

უეფას ერთა ლიგის გათამაშება 2018 წლის სექტემბერში იწყება.

Gff.Ge

საქართველო – ბელარუსი (სასტარტო შემადგენლობა)

დღეს ქუთაისში, “რამაზ შენგელიაზე”, 18:00 საათზე საქართველოს ნაკრები ბელარუსის ეროვნულ გუნდს მიიღებს. აღნიშნულ ამხანაგურ შეხვედრაში ცნობილია ქართველების სასტარტო შემადგენლობა.

კვასხვაძე, შერგელაშვილი, კაშია, ხოჭოლავა, გეგეჭკორი, კანკავა, აბურჯანია, გვილია, ჯიღაური, სიხარულიძე, პაპუნაშვილი.

 

ესპანეთის ნაკრები ნოემბერში ორ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს

ევროპაში დასრულდა მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი. ესპანეთის ნაკრებმა G ჯგუფში ათი შესაძლო შეხვედრიდან, ცხრა მოიგო, ერთი ფრე ითამაშა და რუსეთის საგზური 28 ქულით მოიპოვა.

საგულისხმოა, რომ ნაყოფიერი შესარჩევის შემდეგ, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ორი ამხანაგური მატჩი დაგეგმა. ისინი ექვს და ცხრა ნოემბერს შედგება. ამ თამაშებში “ფურია როხა” ჯერ მეზობელ პორტუგალიას დაუპირისპირდება, შემდეგ კი რუსეთში, კერძოდ, სანკტ-პეტერბურგში ადგილობრივ ნაკრებს შეერკინება.

აქვე გეტყვით, რომ ესპანურ-რუსული დაპირისპირება პირველად 46 წლის წინ შედგა, როცა პირენეელები “სსრკ”-ს ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდნენ და მოსკოვში ანგარიშით, 1-2 დამარცხდნენ.

18-წლამდე ნაკრებმა ორი ამხანაგური შეხვედრა დაგეგმა

საქართველოს 18-წლამდე ნაკრები 2-4 მაისს ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. ჩვენი მეტოქე უზბეკეთის 18-წლამდელები იქნებიან. ორივე შეხვედრა თბილისში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ეს ის ნაკრებია, რომელიც 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მომავალ შესარჩევ ეტაპზე მიიღებს მონაწილეობას.
საქართველოს 18-წლამდე ნაკრების მწვრთნელმა ვასილ მაისურაძემ უკვე შეარჩია ის 23 ფეხბურთელი, რომელიც შეკრებას ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ 28 აპრილიდან დაიწყებს.

დემეტრე ბულისკერია (დინამო თბ), გიორგი მამარდაშვილი (დინამო თბ), დავით კერესელიძე (ცხინვალი), პაატა კიტეიშვილი (დინამო თბ), ანდრია ფურცელაძე (საბურთალო), იური ტაბატაძე (საბურთალო), ლუკა ქაფიანიძე (დინამო თბ), ირაკლი ჯავახიშვილი (საბურთალო), ჯაბა კასრელიშვილი (ცხინვალი), ალექსანდრე შეწირული (ლოკომოტივი), დავით კიკალიშვილი (დინამო თბ), ბექა დარცმელია (დინამო თბ), ალექსანდრე ანდრონიკაშვილი (ლოკომოტივი), ლაშა ნიკოლეიშვილი (საბურთალო), თორნიკე ძებნიაური (ლოკომოტივი), ლაშა ოზბეთელაშვილი (ლოკომოტივი), გიორგი ივანიაძე (საბურთალო), გიორგი ქოჩორაშვილი (ლოკომოტივი), ბექა ქავთარაძე (დინამო თბ), აკაკი ნინუა (სამტრედია), თამაზ ბაბუნაძე (დინამო თბ), ლუკა სილაგაძე (დინამო თბ), მიხეილ ერგემლიძე (დინამო თბ).

Gff.Ge

დრამა მესხზე: საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ისლანდიასთან ორბურთიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა

დღეს მიხეილ მესხის სახელობის მოედანზე ამხანაგურ შეხვედრაში ერთმანეთს საქართველოსა და ისლანდიის 21-წლამდე ნაკრებები დაუპირისპირდნენ.

შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. მატჩში ანგარიშის გახსნა არნორ რაგნარსონმა მე-15 წუთზე მოახერხა. ორ წუთში ლუკა ზარანდიამ უძლიერესი დარტყმით ლამაზი გოლის გატანა შეძლო და ანგარიში გაათანაბრა. ოთხ წუთში კი ისლანდეიელმა დუბლი შეასრულა და სტუმრები ისევ წინ გაიყვანა. 30-ე წუთზე ჩვენებმა კვლავ შეძლეს გატანა: ამჟამად ირაკლი  ბიძინაშვილი გამოირჩა.

მეორე ნახევარში მაყურებელმა ორი გოლი იხილა, სამწუხაროდ, ორივე ისლანდიელებისგან. ჯერ 51-ე წუთზე ალფონს სამპსტედმა წინ გაიყვანა სტუმრები, ხოლო  69-ე წუთზე აქსელ ანდერსონმა საერთოდ ორ ბურთიანი გახადა სხვაობა.

თუმცა, 89-ე წუთზე ქართველთაგან იმნაძე გამოირჩა. ხოლო, სულ მალე ზარიამ შეძლო ანგარიშის გათანაბრება და ამ საოცარ მატჩში ბოლო წერტილი დასვა.

საბოლოოდ, ეს მატჩი, ანაგრიშით, 4-4 დასრულდა.

“რეალმა” “ბაიერნი” დაამარცხა (ვიდეო)

დღეს გამთენიისას “ჩემპიონთა საერთაშორისო თასზე” გაიმართა მიუნხენის “ბაიერნისა” და მადრიდის “რეალის” დაპირისპირება.

შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. პირველ ტაიმში გოლი არ გასულა.

მეორე ნახევარში მადრიდელები მცირე უპირატესობას დაუფლნენ, რამაც შედეგი გამოიღო – მატჩის 79-ე წუთზე “რეალის” მარჯვენა მცველმა, დანილომ გერმანელების კარის აღება მოახერხა.

ნახსენები გოლი იყო ერთადერთი, რომელიც თამაშში გავიდა. საბოლოოდ, ესპანურმა კლუბმა “რეკორდმაისტერზე” ანგარიშით 1:0 იმარჯვა.

“პსჟ”-მ “რეალს” სძლია (ვიდეო)

დღეს გამთენიისას “ჩემპიონთა საერთაშორისო თასის” ეგიდით გამართულ შეხვედრაში ერთმანეთს მადრიდის “რეალი” და პარიზის “პსჟ” დაუპირისპირდნენ.

მატჩის პირველი ნახევარი ფრანგების უპირატესობით დაიწყო. ჯერ სულ რაღაც ერთი წუთი და წამები იყო გასული, როცა იკონემ მისი გუნდი დააწინაურა. 35-ე და მე-40 წუთებზე პარიზელთა ბელგიელმა მარჯვენა მცველმა, მუნიემ დუბლი შეასრულა. ერთადერთი, რაც მადრიდელებმა მოახერხეს, მარსელოს პენალტია, რომელიც მან 44-ე წუთზე გაიტანა.

მეორე ნახევარში “რეალი” გააქტიურდა, მაგრამ “პსჟ” კარგად იცავდა თავს. საბოლოოდ, აღარაფერი შეცვლილა და თამაში ანგარიშით 1-3 დასრულდა.

“რუსთავმა” “დილას” სძლია

დღეს, გორში რუსთავის “რუსთავი” ადგილობრივ “დილას” ესტუმრა და ამხანაგური შეხვედრა გამართა…

მატჩი სტუმრების უპირატესობით დაიწყო. ბურთს, ძირითადად, ისინი ფლობდნენ. ლოგიკურია, რომ ანგარიში “პირველ ლიგაში” მოასპარეზე გუნდმა გახსნა. თავის გამოჩენა ჩიკვაიძემ შეძლო. შესვენებამდე კიდევ ერთხელ გორელების კარი გიგაურმა აიღო.

მეორე ტაიმში “დილას” გააქტიურება იყო მოსალოდნელი. თუმცა, რუსთაველთა მხრიდან კილასონიამ ზუსტად შეასრულა საჯარიმო და საბოლოო ანგარიში 0:3 დააფიქსირა.