კონტე: “ბენფიკას” ფინალში გასვლა არ დაუმსახურებია”

ტურინის “იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ “ბენფიკასთან” გამართული შეხვედრა შეაფასა და თქვა, რომ პორტუგალიურ კლუბს ევროპის ლიგის ფინალში გასვლა არ დაუმსახურებია.

შეგახსენებთ, 1 მაისს, ევროპის ლიგის ნახევარფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში, “იუვენტუსმა” “ბენფიკასთან” ფრედ 0:0 ითამაშა, ორი მატჩის ჯამში კი (1:2), ფინალში ლისაბონელები გავიდნენ.

“მოვლენები ჩვენთვის ცუდად წარიმართა. “ბენფიკას” ფეხბურთელებს დრო გაყავდათ, მსაჯი კი მათ ამაში ხელს უწყობდა. ცუდია, რომ პორტუგალიელებმა ორ შეხვედრაში მხოლოდ ორჯერ დაარტყეს ჩვენი კარის მიმართულებით და ფინალში გავიდნენ”, – ამბობს კონტე.

კიელინი: „ფინალში გასვლას ჩვენ უფრო ვიმსახურებდით“

უეფას ევროპის ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე ტურინის „იუვენტუსსა“ და ლისაბონის „ბენფიკას“ შორის გამართული განმეორებითი მატჩი უგოლოდ დასრულდა. პირველი შეხვედრა პორტუგალიელებს ანგარიშით 2:1 ჰქონდათ მოგებული და შესაბამისად, ფინალის საგზური მათ მოიპოვეს.

მატჩის შემდეგ „ბებერი ქალბატონის“ მცველმა ჯორჯო კიელინიმ განაცხადა, რომ ფინალში გასვლას „იუვენტუსი“ იმსახურებდა.

„ბენფიკას“ პატივს ვცემთ, მაგრამ ვთვლი, რომ ფინალში გასვლას ჩვენ უფრო ვიმსახურებდით. ძალიან ვწუხვარ, რომ ყველაფერი ასე დასრულდა. თითოეული ჩვენგანი იმედგაცრუებულია, რომ საშინაო ფინალში ვერ ითამაშებს. ჩვენ ჩვენივე შეცდომების გამო დავისაჯეთ, თუმცა ეს გაკვეთილად უნდა იქცეს. ვწუხვარ, რომ ფინალში არ ვიქნებით“, – კიელინის სიტყვები „ტუტომერკატომ“ გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ლიგის ფინალური მატჩი „სევილიასა“ და „ბენფიკას“ შორის 14 მაისს, ტურინში შედგება.

ბექა დოგრაშვილი

ევროპა ლიგის ფინალი: სევილია – ბენფიკა

დღეს, ტურინსა და ვალენსიაში ევროპა ლიგის განმეორებითი ნახევარფინალური მატჩები გაიმართა.

იუვენტუსი 0-0 ბენფიკა

“იუვენტუსმა” “ბენფიკასთან” საშინაო შეხვედრაში სტუმართა კარში გოლის გატანა ვერ მოახერხა და საშინაო ფინალის საგზურის გარეშე დარჩა. ტურინელები მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდნენ ტერიტორიულ უპირატესობას და მომენტებიც უხვად შექმნეს, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ასპროცენტიანი მომენტები პორტუგალიელთა კართან არც თ ისე ბევრი იყო.

მეორე ტაიმში “იუვენტუსმა” მეტოქეზე ზეწოლა გააძლიერა, თუმცა “ბენფიკა” კარგად იცავდა თავს. პორტუგალიელები მატჩის დამთავრებამდე 23 წუთით ადრე რიცხობრივ უმცირესობაშიც დარჩნენ, თუმცა ამას სტუმრებისთვის ხელი არ შეუშლია.

ვალენსია 3-1 სევილია

გოლები: ფეგული 14′ (1:0); ბეტო (ს.კ. 26′); მატიუ 70′ (3:0); მბია 90+4 (3:1)

ვალენსიაში გამართული მეორე ნახევარფინალური დაპირისპირება საკმაოდ დრამატული გამოდგა. გასვლით მატჩი 0-2 წაგების შემდეგ “ვალენსიამ” “სევილიას” პირველივე წუთებიდან აგრესიულად შეუტია, რამაც შედგი გამოიღო. მასპინძლებმა ანგარიში მე-14 წუთზე ფეგულის ლამაზი გოლით გახსნეს. 26-ე წუთზე კი ბეტოს ავტოგოლის შემდეგ ორი შეხვედრის ჯამში ანგარიში გათანაბრდა.

“ვალენსიამ” მეორე ტაიმიც პირველის მსგავსად დაიწყო. “სევილიას” კი, ფაქტობრივად არაფერი არ გამოსდიოდა. 70-ე წუთზე კუთხურის შემდეგ მატიუმ კიდევ ერთი გოლი გაიტანა უნაი ემერის გუნდის კარში და ანგარიში 3:0 გახადა. ამ გოლის შემდეგ “მესტალიაზე” შეკრებილი გულშემატკივრები ფინალში გასვლას ზეიმობდნენ, თუმცა 94-ე წუთზე სტეფან მბიას გატანილი გოლით “სევილია” ფინალში აღმოჩნდა.

პოლ პოგბას ბრწყინვალე თამაში “ბენფიკასთან”

1 მაისს, ევროპის ლიგის გათამაშებაში “იუვენტუსსა” და “ბენფიკას” შორის გამართულ მატჩში პოლ პოგბამ გულშემატკივრებს მშვენიერი ეპიზოდი შესთავაზა

კიელინი: “გოლი არ უნდა გავუშვათ”

ტურინის “იუვენტუსის” მცველმა ჯორჯო კიელინიმ “ბენფიკასთან” მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა და თქვა, რომ “ბიანკონერიმ” საკუთარ კარში გოლი არ უნდა გაუშვას.

შეგახსენებთ, რომ “ბენფიკასა” და “იუვენტუსს” შორის გამართული პირველი შეხვედრა პორტუგალიელთა გამარჯვებით, 2:1 დასრულდა.

“ძალიან მინდა, თამაში მალე დაიწყოს. პირველ შეხვედრაში მეორე გოლი მატჩის ბოლოს გავუშვით, რაც სასიამოვნო ნამდვილად არ არის. რა თქმა უნდა, ფინალში გასვლა გვინდა, ამიტომ დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმას, რომ საკუთარ კარში ბურთი არ მივიღოთ”, – ამბობს კიელინი.

ლიმას ლამაზი გოლი “იუვენტუსის” კარში

24 აპრილს, ევროპის ლიგის გათამაშებაში, “ბენფიკასა” და “იუვენტუსს” შორის გამართულ მატჩში, ლიმამ მეტოქეს ლამაზი გოლი გაუტანა.

ევროპის ლიგაზე მასპინძლები იგებენ

ევროპის ლიგაზე პირველი ნახევარფინალური მატჩები შედგა. “ბენფიკამ” ტურინის “იუვენტუსს” უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით, 2:1 დაამარცხა. ანგარიში მასპინძლებმა მესამე წუთზე, გარაის გოლით გახსნეს. ტევესმა წონასწორობა 73-ე აღადგინა. თუმცა, ბოლო სიტყვა ამ მატჩში “ბენფიკამ” თქვა. შეხვედრის დამთავრებამდე 6 წუთით ადრე ლიმამ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

მეორე, ესპანურ ნახევარფინალში “სევილიამ” “ვალენსია” მიიღო და ორი უპასუხო ბურთიც გაიტანა. მბიამ და ბაკამ სამწუთიანი ინტერვალით 33-ე და 36-ე წუთებზე დალაშქრეს სტუმართა გუნდის კარი.

 

ბენფიკა 2-1 იუვენტუსი

სევილია 2-0 ვალენსია

„ბენფიკამ“ „პორტუს“ სამწლიანი ჰეგემონია დაამხო

პორტუგალიის ჩემპიონატის 28-ე ტურში „ბენფიკამ“ „ოლიანენსე“ მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა. „ეშტადიუ და ლუჟზე“ გამართულ მატჩში ორივე გოლი ლისაბონელთა ბრაზილიელმა თავდამსხმელმა როდრიგო ლიმამ გაიტანა.

ამ გამარჯვებით „ბენფიკამ“ პორტუგალიის ჩემპიონატის გამარჯვებულის ტიტული გაინაღდა. ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე ჟორჟე ჟეზუშის გუნდი მადევარ „სპორტინგს“ 7 ქულით უსწრებს და ამ სხვაობის აღმოფხვრის თეორული შანსიც აღარ არსებობს.

შეგახსენებთ, რომ უკანასკნელი სამი წელია, პორტუგალიის ჩემპიონი „პორტუ“ ხდებოდა, „ბენფიკა“ კი მეორე ადგილს იკავებდა.

„ბენფიკა“ პორტუგალიის ჩემპიონი 33-ედ გახდა, რაც ამ ტურნირის საუკეთესო მაჩვენებელია. „პორტუს“ პორტუგალიის ჩემპიონატი 27-ჯერ აქვს მოგებული.

ბექა დოგრაშვილი

“ბარსელონას” ახალგაზრდა ფეხბურთელის ბრწყინვალე გოლი

14 აპრილს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას ახალგაზრდული ლიგის ფინალი გაიმართა. “ბენფიკასა” და “ბარსელონას” 19-წლამდელთა გუნდებს შორის ჩატარებული მატჩი კატალონიელთა დამაჯერებელი გამარჯვებით, 0:3 დასრულდა.

შეხვედრაში დუბლის გაფორმება მოახერხა მუნირ ელ ჰადადიმ. მისი ერთ-ერთი გოლი კი აღნიშვნის ღირსი ნამდვილად არის.

„ბარსელონამ“ ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგა მოიგო

დღეს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში, ახალგაზრდული უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს „ბენფიკა“ და „ბარსელონა“ დაუპირისპირდნენ.

შეხვედრა კატალონიელთა დამაჯერებელი გამარჯვებით – 0:3 დასრულდა. მე-9 წუთზე ანგარიში როდრიმ გახსნა. 33-ე წუთზე კი „ბლაუგრანასის“ უპირატესობა ორამდე ელ-ჰადადიმ გაზარდა, რომელმაც შეხვედრის მიწურულს დუბლიც შეასრულა.

„ბენფიკა“ (U19) – „ბარსელონა“ (U19) 0:3 (0:2, 0:1)

14 აპრილი, 18:30, „კოლოვრეის სტადიონი“

გოლები: როდრი 9′, ელ-ჰადადი 33′, 88′

„ბენფიკა“: გრამა, რამუში, რებოშუ, ჟოაუ ნუნეში, ჟილსონ კოშტა (ილდებერტუ 64′), როშინია, ეშტრელა, ალფიატე (ჟოაუ გომეშ 83′), გონსალუ გედეში, ნუნუ სანტუში, რომარიუ

„ბარსელონა“: ონდოა, კინტილია, რიერა, ეკსპოლო, რორი, ენგენ (ხუან ანტონიო 72′), ორტეგა, კაპტუმი (ებველე 89′), ტრეორე, ელ-ჰგადადი (როლონი 90′), ელ-ურიაში

გაფრთხილებები: ექსპოლო (14), ორტეგა (16), გონსალუ გედეში (17), ნუნუ სანტუში (28), ომარიუ (41), რიერა (42), ელ-ჰადადი (59), ხუან ანტონიო (81), როშინია (90), ჟოაუ ნუნეში (90)

ტოპ 10: ყველაზე ძვირადღირებული მცველები ფეხბურთის ისტორიაში

საფეხბურთო პორტალმა GiveMeSport-მა ფეხბურთის ისტორიაში, ყველაზე ძვირად შეძენილი ათი მცველი დაასახელა.

ათეული ასე გამოიყურება:

*თანხები მოცემულია ფუნტ სტერლინგის სახით

10. რიკარდო კავალიუ

“პორტუდან” “ჩელსიში” – 26.5 მილიონი

Chelsea v Cardiff City - FA Cup 5th Round

9. პეპე

“პორტუდან” “რეალში” – 26.5 მილიონი

FBL-EUR-C1-DORTMUND-REAL-MADRID

8. დავიდ ლუისი

“ბენფიკადან” “ჩელსიში” – 26.5 მილიონი

8

7. ფაბიო კოენტრაო

“ბენფიკადან” “რეალში” – 26.5 მილიონი

7

6. ალესანდრო ნესტა

“ლაციოდან” “მილანში” – 27 მილიონი

6

5. მარკინიოსი 

“რომადან” “პარი სენ-ჟერმენში” – 27.5 მილიონი

5

4. დანი ალვეში 

“სევილიადან” “ბარსელონაში” – 31 მილიონი

4

3. ლილიან ტურამი 

“პარმადან” “იუვენტუსში” – 36.5 მილიონი

France's former World Cup winner Lilian

2. ტიაგო სილვა 

“მილანიდან” “პარი სენ-ჟერმენში” – 37 მილიონი

2

1. რიო ფერდინანდი 

“ლიდსიდან” “მანჩესტერ იუნაიტედში” – 40.5 მილიონი

1

ნედვედი: „ფავორიტად „ბენფიკას“ ვთვლი“

უეფას ევროპის ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე ტურინის „იუვენტუსი“ ლისაბონის „ბენფიკას“ დაუპირისპირდება. „ბებერი ქალბატონის“ ელჩი პაველ ნედვედი აღნიშნულ წყვილში ფავორიტად პორტუგალიურ გუნდს თვლის.

„ძალიან რთული მეტოქე გვერგო. გასულ წელს „ბენფიკა“ ფინალში „ჩელსის“ შეხვდა. ფეხბურთელებს, რომლებმაც უკვე ითამაშეს ფინალურ მატჩში, ძალიან უნდათ თასის მოგება. ფავორიტად „ბენფიკას“ ვთვლი. პორტუგალიელები ბოლო წლებში ევროპის ლიგაზე წარმატებით გამოდიან. 2011 წელს „ბენფიკამ“ ნახევარფინალამდე გააღწია, გასულ სეზონში კი – ფინალამდე. ამიტომ, ვთვლი, რომ „ბენფიკას“ უფრო დიდი შანსი აქვს“, – განაცხადა ნედვედმა „ევროსპორტის“ ეთერში.

„ბენფიკასა“ და „იუვენტუსს“ შორის პირველი მატჩი 24 აპრილს, ლისაბონში გაიმართება, განმეორებითი კი – 1-ელ მაისს, ტურინში.

ბექა დოგრაშვილი