ლეგიონი: “ლუცერნმა” “გრასშოპერი” დაამარცხა – გვილიამ სასტარტოდან დაიწყო

დღეს შვეიცარიის სუპერ ლიგაში 35-ე ტურის მატჩები შედგა.

ერთ-ერთ შეხვედრაში “ლუცენრი” “გრასშოპერს” დაუპირისპირდა და ფრე, 1-1 ითამაშა. საგულისხმოა, რომ მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო ვაკო გვილია, რომელმაც მოედანზე 63 წუთი გაატარა. მის მაგივრად მთავარმა მწვრთნელმა შვეიცარიელი, ფილიპ უგრინიჩი შეიყვანა მოედანზე.

ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე “ლუცერნი” 53 ქულით მესამე პოზიციაზე იმყოფება. ეს გუნდი ამ ზაფხულში ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს.

საქართველოს ნაკრებს ესტონეთთან შეხვედრაში ვაკო გვილია დააკლდება

საქართველოს ნაკრები ხვალ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ესტონეთს ამხანაგურ შეხვედრაში მიიღებს.

როგორც ცნობილი გახდა, აღნიშნულ დაპირისპირებაში მონაწილეობას ვერ მიიღებს ჩვენი გუნდის ნახევარმცველი, ვაკო გვილია. “ლუცერნის” მოთამაშემ მცირე ტრავმა მიიღო და ამიტომ ხვალ მისი მინდორზე გასვლა გამოირიცხა. გარდა ნახსენებისა, ვაისი ჯანო ანანიძისა და გიორგი ჩაკვეტაძის გამოყენებას ვერ შეძლებს. პირველ მათგანს ჯვარედინი იოგები აქვს დაზიანებული და ექვსი თვე იუქმებს. ხოლო, 18 წლის მოთამაშე, შეთანხმების თანახმად, ლიტვასთან დაპირსპირების შემდეგ, “გენტს” შეუერთდა.

შეგახსენებთ, რომ მატჩი 19:00 საათზე დაიწყება. დასწრება უფასოა!

გვილია: “ვცდილობდი, უთამაშებლობა ნაკრებში არ შემტყობოდა – “ბატეს” დუბლებშიც კი გამოვდიოდი”

დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრები “მიხეილ მესხზე” ლიტვას დაუპირისპირდა და ამხანაგური მატჩი ანგარიშით, 4-0 მოიგო. გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტებს ჩვენი გუნდის ნახევარმცველი, ვაკო გვილია ესაუბრა.

“თავიდანვე მაღალი ტემპის პრესინგით დავიწყეთ. გამჭოლი პასები, ბურთის კონტროლი, ამ ყველაფერმა შედეგი გამოიღო. მნიშვნელოვანია, რომ ეს შემართება შევინარჩუნოთ – შემდეგ კი ყველაფერი ასე კარგად იქნება. პირადად მე, რამდენიმე ხანი უთამაშებელი ვიყავი, თუმცა როცა ნაკრებში ჩამოვდიოდი ვცდილობდი, ეს არ შემტყობოდა და ბოლომდე დავხარჯულიყავი. “ბატეში” როცა ვთამაშობდი, დუბლებშიც გამოვდიოდი, რომ ნაკრების თამაშებისთვის მზად ვყოფილიყავი. ახლა ბედნიერი ვარ არსებული სიტუაციით – იმედია, ყველაფერი კიდევ უფრო უკეთესობისკენ წავა,” – ამბობს გვილია.

ვაკო გვილიას საგოლე გადაცემა შვეიცარიის ჩემპიონატში (ვიდეო)

დღეს შვეიცარიის სუპერ ლიგის 24-ე ტურის მატჩები გაიმართა. ერთ-ერთ მათგანში “სიონი” “ლუცერნს” დაუპირისპირდა. სწორედ ამ უკანასკნელში თამაშობს ქართველი ნახევარმცველი, ვალერიან გვილია.

ვაკომ სასტარტოდან დაიწყო ასპარეზობა. მის გუნდს 31-ე წუთზე გაუტანეს, თუმცა პირველი ნახევრის მეხუთე დამატებით წუთზე შიურპფმა ანგარიში გაათანაბრა. ამ მომენტში მას საგოლე გადაცემა სწორედ გვილიამ გაუკეთა. საბოლოოდ, მატჩი ანგარიშით, 1-1 დასრულდა. ამ ფრის შემდეგ “ლუცერნი” 31 ქულით მეექვსე პოზიციას იკავებს.

იხილეთ მატჩის მიმოხილვა

 

 

საქართველოს ნაკრებმა ვენაში ავსტრიასთან ფრე ითამაშა

დღეს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მორიგი შეხვერდები გაიმართა.

ვენაში, “ერნსტ ჰაპელზე” ავსტრიის ნაკრებმა საქართველოს ეროვნული მიიღო. ჩვენმა ბიჭებმა ანგარიში თამაშის დაწყებიდან მალევე გახსნეს – მერვე წუთზე ვაკო გვილიამ შესანიშნავი ცრუმოძრაობით ჩამოიცილა ერთი მეტოქე და მეკარსგან მარცხენა კუთხეში შეაგდო ბურთი.

პირველი ტაიმის ბოლო ეტაპზე, 43-ე წუთზე ლუის შაუბმა ანგარიში გაათანაბრა. მეორე ნახევარში მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა.

საბოლოოდ, 1-1.

ამ ფრის შემდეგ საქართველოს ხუთი ქულა აქვს და მეხუთე ადგილზეა. ავსტრია 9 ქულით მეოთხეზეა.

ავსტრია: ლინდნერი, დრაგოვიჩი, ჰინტერეგერი, არნაუტოვიჩი, ალაბა, ჰარნიკი, ბაუერი, ბაუმგარტლინგერი, გრილიტში, კაინცი, დანსო.

საქართველო: მაკარიძე, კაშია, კვერკველია, ნავალოვსკი, კაკაბაძე, კანკავა, ყაზაიშვილი, ანანიძე, გვილია, კვეკვესკირი, ქვილითაია.

გვილია: “რა გვჭირდება? უფრო მეტი გამამწვავებელი პასი და მომენტების რეალიზაცია!”

ირლანდიის ნაკრებთან ნათამაშები ფრის (1-1) შემდეგ, საქართველოს ეროვნული გუნდის ფეხბურთელმა, ვაკო გვილიამ Fanebi.Com-თან ისაუბრა.

“ირლანდია სერბეთთან პირველ-მეორე ადგილებს იყოფდა და აქ მოსაგებად ჩამოვიდა. შესაბამისად, ვცოდით, რომ რთული თამაში გველოდა. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ასეთ მეტოქესთან წარმატებას მიგვეღწია. ვფიქრობ, ფრე არ არის ცუდი შედეგი. თუმცა, რაც არ უნდა იყოს, მაინც მოგებაზე უნდა ითამაშო და სულ ამ მიზანზე უნდა იფიქრო.”

“რა დაგვაკლდა? ალბათ, უფრო მეტი გამჭოლი პასი უნდა გავაკეთოთ და მომენტების რეალიზების კომპონენტშიც გავუმჯობესდეთ. ამ მხრივ, დღეს ვაკომ შესანიშნავად ითამაშა. მან მშვენიერი გოლი გაიტანა. ვფიქრობ, კარგი კომბიანცია გამოგვივიდა და მან დააგვირგვინა დაწყებული საქმე,” – განაცხადა გვილიამ.

 

“ბატემ” “ალაშკერტს” სომხეთში სძლია – გვილია სათადარიგოთა სკამზე დარჩა

დღეს ჩემპიონთა ლიგის მეორე სკავალიფიკაციო ეტაპის განმეორებთი მატჩები იმართება.

ერევანში ადგილობრივი “ალაშკერტი” ბორისოვის “ბატეს” დაუპირისპირდა. ამ უკანასკნელში თამაშობს ქართველი ნახევარმცველი, ვაკო გვილია. იგი სათადარიგოთა სკამზე იჯდა და მატჩში მონაწილეობა არ მიუღია.

დაპირისპირებაში ანგარიში სომხებმა გახსნეს. თუმცა, შემდეგ სტუმრებმა სამი გოლი გაიტანეს. ორი მატჩის ჯამში – 4-2 “ბატეს” სასარგებლოდ და შემდგ ეტაპზე სწორედ გვილიას კლუბი გავიდა.

 

ქართველი ფეხბურთელების პროგნოზი ჩემპიონთა ლიგის ფინალზე

3 ივნისს კარდიფში, “ნეიშენალ სთეიდიუმზე” ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიმართება. სეზონის გადამწყვეტ შეხვედრაში ერთმანეთს ტურინის “იუვენტუსი” და მადრიდის “რეალი” დაუპირისპირდებიან.

Fanebi.Com-ი ამ უმნიშვნელოვანესი შეხვედრის წინ ცნობილ ქართველ ფეხბურთელებს დაუკავშირდა და მათ ფინალთან დაკავშირებით პროგნოზის გაკეთება სთხოვა.

გიორგი ქვილითაია (“რაპიდი”, ავსტრია): “ჩემი აზრით, “იუვენტუსი” მოიგებს. “ბარსელონას” ქომაგი ვარ და არც მინდა “რეალმა” გაიმარჯვოს. როცა “ბარსას” მშრალად მოუგებ, ამით ყველაფერი ნათქვამია. ვთვლი, რომ “იუვე” წელს საოცარი გუნდია.”

ჯიმი ტაბიძე (“ურალი”, რუსეთი): “მართალია, “ბარსელონას” გულშემატკივარი ვარ, მაგრამ, ჩემი აზრით, “რეალი” მოიგებს ჩემპიონთა ლიგას. ის ერთი თავით მაღლა დგას მეტოქეზე. თუმცა, სხვა ეტაპებისგან განსხვავებით, ფინალი ერთი თამაშია და არაფერი არ არის გამორიცხული.”

საბა კვირკველია (“ლოკომოტივი”, რუსეთი): “ბავშვობიდან “იუვენტუსისა” და იტალიის ნაკრების ფანი ვარ. მინდა, რომ “ბებერმა ქალბატონმა” მოიგოს. ამის შესაძლებლობა რომ არ ქონდეს, ფინალშიც ვერ გავიდოდა.”

საბა ლობჟანიძე (“დინამო”, საქართველო): “იუვე” მოიგებს ნებისმიერ შემთხვევაში. ხუთი წლიდან ამ კლუბისა და დელ პიეროს გულშემატკივარი ვარ. ორივეს ძალიან მაგარი სეზონი ჰქონდა და ორივე იმსახურებს გამარჯვებას. მაგრამ მინდა, რომ სამში ბუფონმა აწიოს თასი!”

ნიკა კვეკვესკირი (“ტობოლი”, ყაზახეთი): “რომელი მოიგებს, რთული სათქმელია. თუმცა, ჩემი სურვილია, “იუვენტუსს” ხვდეს ეს პატივი წილად. მინდა, რომ ისეთი ფეხბურთელი, როგორიც ბუფონია, ერთხელ მაინც გახდეს ჩემპიონთა ლიგის თასის მფლობელი. თუ ეს ასე მოხდა, დარწმუნებული ვარ “ჯიჯი” ოქროს ბურთსაც მოიპოვებს, რომელსაც, ასევე, ცალსახად იმსახურებს. მოკლედ, ისე გამოდის, რომ ძალიან სუბიექტური ვარ და მხოლოდ ერთ ადამიანს ვგულშემატკივრობ ფინალში.(იღიმის, ავტ.).”

ლადო დვალიშვილი (“ატირაუ”, ყაზახეთი): “იუვეს” მოგება მინდა. სწორედ მას ვგულშემატკივრობ. ბუფონი იმსახურებს ამ ტიტულის მოგებას!”

ოთარ კიტეიშვილი (“დინამო”, საქართველო): “პროგნოზის გაკეთება ძალიან რთულია. ორივე გუნდი მაგარ ფორმაშია. მაგრამ მაინც “იუვეს” ვფიქრობ. რატომ? ამას მხოლოდ ინტუიციით ვამბობ. ისეთი გუნდები თამაშობენ, რა იქონიებს ზეგავლენას შეხვედრაზე და როგორ წარიმართება იგი, ამის თქმა ძალიან ძნელია.”

ვაკო გვილია (“ბატე”, ბელორუსი): “ჩემპიონთა ლიგას “იუვენტუსი” მოიგებს. ისინი ამ თასისკენ მიისწრაფვიან უკვე რამდენიმე წელია, დაუღალავად და დიდი სიყვარულით აკეთებენ თავიანთ საქმეს! ამ სეზონს კი გამორჩეულად კარგად ატარებენ! მარტო “ბარსელონასთან” ჩატარებული ორივე მატჩი რად ღირს! მე დიდი იმედი მაქვს, რომ ისინი გაიმარჯვებენ. ბავშვიბიდან “იუვეს” გულშემატკივარი ვარ (იცინის, ავტ.). ბუფონი, ბოლოს და ბოლოს, აღმართავს მისთვის სანატრელ თასს და გაიმარჯვებს ოქროს ბურთისთვის ბრძოლაში!”

გიორგი არაბიძე (“შახტარი”, უკრაინა): “ვფიქრობ, ჩემპიონთა ლიგას “რეალი” მოიგებს. ეს გუნდი “იუვენტუსზე” მაღალი დონის ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული და, შესაბამისად, დონით მასზე მაღლა დგას. მადრიდელები ფავორიტები არიან!”

ბაჩო არაბული (“დინამო”, საქართველო): “სიმართლე რომ ვთქვა, ნამდვილად არ ვიცი, ვინაა ფავორიტი და ვის აქვს მეტი შანსი. ჩემი აზრით, ასეთი თანაბარი გუნდები დიდი ხანია არ ყოფილან ფინალში. “რეალის” უპირატესობა ინდივიდუალურად ძლიერ ფეხბურთელებშია. “იუვე” უფრო გუნდური თამაშით გამოირჩევა. საბოლოოდ, ვიტყვყი, რომ შანსები 50/50-ზეა.”

გიორგი ნავალოსვკი (“ნეფთჩი”, აზერბაიჯანი): “ჩემი აზრით, “იუვე” მოიგებს. არ მინდა, “რეალი” გახდეს გამარჯვებული. არ ვიცი, რომელი გუნდი სჯობს, თუმცა იტალიელების გამარჯვებას ვფიქრობ.”

ბუბა დაუშვილი (“დიოშგიორი”, უნგრეთი): “რეალი” მოიგებს, იმიტომ, რომ “რეალია”.

ირაკლი სირბილაძე (“კპვ”, ფინეთი): “შანსები 50/50-ზეა. მე ორივე გუნდის გულშემატკივარი ვარ, მაგრამ მგონია, რომ “იუვე” მოიგებს. ალეგრის ფიზიკურად უფრო მომზადებული და ტაქტიკურად გამართული გუნდი ჰყავს. ვფიქრობ, ტურინელები გაიმარჯვებენ.”

ოთო კაკაბაძე (“ხიმნასტიკი”, ესპანეთი): “მიუხედავად იმისა, რომ, რატომღაც, “იუვენტუსის” მოგება გამიხარდება, ვფიქრობ, “რეალი” მას უშანსოდ დატოვებს.” (იცინის, ავტ.).

გვილია ბელარუსის ჩემპიონია!

დღეს ბელარუსის პრემიერ ლიგის 25-ე ტურის მატჩები გაიმართა.

ერთ-ერთ შეხვედრაში მიკაშევიჩის “გრანიტი” ბორისოვის “ბატეს” დაუპირისპირდა. სწორედ ამ უკანასკნელში თამაშობს ქართველი ნახევარმცველი, ვაკო გვილია. შეხვედრაში ერთადერთი გოლი 87-ე წუთზე ნიკოლაი სიგნევიჩმა გაიტანა. საგულისხმოა, რომ საგოლე კომბინაცია სწორედ გვილიამ წამოიწყო.

ამ გამარჯვებით “ბატემ” მის უშუალო მეტოქეს, “შახტარს” 18 ქულით გაასწრო და 5 ტურით ადრე გაინაღდა ჩემპიონობა!

ცნობისთვის გეტყვით, რომ ქართველმა ფეხბურთელმა მოედანზე 90 წუთი შეუცვლელად ითამაშა.

 

ვლადიმერ ვაისი: “ჩვენ გვაქვს მიზანი და მისი მიღწევა ძალიან რეალურია!”

9 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე შეხვედრას გამართავს. ჩვენები უელსელების წინააღმდეგ შეეცდებიან წარმატების მოპოვებას.

ქართველთა მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმერ ვაისმა წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა.

“ალბათ, ეს იქნება ბოლო შანსი, რომ სასურველი მიზნისთვის ვიბრძოლოთ. ჩვენ გვაქვს ოცნება, რომლის ახდენაც ძალიან რეალურია.”

“ვიმედოვნებ, არა მარტო უელსთან, არამედ სხვა დანარჩენ გუნდებთან, ყველა მატჩში შევძლებთ ქულების აღებას. გვაქვს პოტენციალი, რომელიც ბოლომდე უნდა გამოვავლინოთ: უნდა გამოვიყენოთ საგოლე მომენტები და დაცვაში უაზრო შეცდომები არ დავუშვათ. აუცილებელია ბალანსის პოვნა შეტევასა და დაცვას შორის.”

“საქართველოსთვის წარმატების მიღწევა საკმაოდ რეალურია,” – განუცხადა ჟურნალისტებს ვაისმა.

 

ქართველი ლეგიონერები: გუშინდელი დღის მომოხილვა (24 სექტემბერი)

გუშინ რამდენიმე ქართველმა ლეგიონერმა თავიანთ გუნდებში იასპარეზა.

Fanebi.Com-ი გთავაზობთ ინფორმაციას 24 სექტემბერს გამორჩეული ქართველი ლეგიონერების მიერ ჩატარებული მატჩებზე.

რუსეთის პრემიერ ლიგის მერვე ტურში თორნიკე ოქრიაშვილის “კრასნოდარი” მოსკოვში ადგილობრივ “ცეესკას” დაუპირისპირდა. საბოლოოდ, მატჩი, ანგარიშით, 1-1 დასრულდა. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს მოედანზე გამოსვლის საშუალება არ მისცემია. მან სათადარიგოდან ადევნა შეხვედრას თვალი. რაც შეეხება ჩვენებურის გუნდს, კრასნოდარელებს 12 ქულა აქვთ და მეექვსე პოზიციაზე იმყოფებიან.

საბერძნეთის სუპერ ლიგაში, მესამე ტურში, ორი წაგების შემდეგ, პირველი მატჩი მოიგო გიორგი ნავალოვსკის “ვერიამ”. თავიდანვე გეტყვით, რომ გიორგიმ 90 წუთი შეუცვლელად ითამაშა! მე-80 წუთზე ჩვენმა თანამემამულემ ყვითელი ბარათიც მიიღო. ნავალოვსკის გუნდს, სამი ტურის შემდეგ 3 ქულა აქვს და მეცხრე ადგილზეა.

უნგრეთის ჩემპიონატში მეთერთმეტე ტურის შეხვედრები ჩატარდა. მურთაზ დაუშვილის “დიოშდიორი” “დებრესენს” დაუპირისპირდა და საკუთარ მოედანზე, ორბურთიანი სხვაობით, 1-3 დამარცხდა. ქართველმა საყრდენმა შეუცვლელად ითამაშა და 59-ე წუთზე ყვითელი ბარათიც მიიღო. დაუშვილის გუნდს ამ წაგების შემდეგ 8 ქულა დაუგროვდა და ბოლო – მე-12 ადგილს იკავებს.

უკრაინის პრემერ ლიგის მეცხრე ტურში ქართველი მოთამაშეების გუნდები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. კონკრეტულად, ჯაბა ლიპარტიას “ზორია” საკუთარ მოედანზე ალექსანდრე კობახიძის “ვორსკლას” შეერკინა. შეხვედრა ლიპარტიას კლუბის გამარჯვებით – 2-1 დასრულდა. არცერთს გოლი არ გაუტანია. კობახიძემ ძრითადიდან დაიწყო და 75-ე წუთზე შეცვალეს. ხოლო, ჯაბა მოედანზე ზუსტად 75-ეზე შევიდა და სათამაშოდ 15 წუთი მიეცა. “ზორიას” 9 ტურის შემდეგ 20 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა. სანდროს კლუბი კი 12 ქულით მეექვსე პოზიციას იკავებს.

24 სექტემბერს ავსტრიის ბუნდესლიგაში გიორგი ქვილითაიას “რაპიდმა” ითამაშა სტუმრად და “პოლტენს” დაუზავდა (1-1). ჩვენებური მოედანზე არ გამოსულა. ვენურ კლუბს 9 ტურის შემდეგ 16 ქულა აქვს და მესამე ადგილზეა.

ასევე, იხილეთ:  “ხიმნასტიკში” ოთარ კაკაბაძის დებიუტი შედგა