საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და დნეპროპეტროვსკის “დნიპროს” ნახევარმცველ ჯაბა კანკავას უკრაინული კლუბის დატოვება სურს.
როგორც მოგეხსენებათ, ქართველი ფეხბურთელით ფრანგული “რეიმსი” დაინტერესდა და ახლა კლუბებს შორის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
“დნიპროს” არაოფიციალური ვებგვერდის FCDNIPRO.COM-ის ინფორმაციით, ჯაბა კანკავამ უკრაინული კლუბის დატოვება ისურვა. დნეპროპეტროვსკიდან 29 წლის ქართველი ფეხბურთელის წასვლის ალბათობა საკმაოდ მაღალია.