ბუფონი: “მატჩი “სიგნალ იდუნა პარკზე” არასდროსაა მოსაწყენი”

“ბორუსია დორტმუნდთან” გამართულ მატჩამდე, ჯანლუიჯი ბუფონმა პრეს-კონფერენციაზე მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ დღეს ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ორი განმეორებითი მატჩი გაიმართება, ერთ-ერთში კი “სიგნალ იდუნა პარკზე” “ბორუსია” “იუვენტუსს” მიიღებს.

“სიგნალ იდუნა პარკი? – აქ მატჩი არასდროსაა მოსაწყენი. გულშემატკივრებისგან სითბოს პირველიდან ბოლო წუთამდე გრძნობ”.

“გულშემატკივრების აქტიურო მხარდაჭერა მასპინძლების პლიუსია, მაგრამ ვეცდებით, მათი ეს უპირატესობა არ გავხადოთ შესამჩნევი”.

პირველ მატჩში, “იუვენტუსმა” მეტოქე 2:1 დაამარცხა.

სიმეონე: “პირველი სეივი პენალტების სერიაში გადამწყვეტი აღმოჩნდა”

მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარმა მწვრთნელმა “ბაიერ ლევერკუზენთან” მატჩის შემდეგ პრეს-კონფერენცია გამართა.

ესპანური გუნდის ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში “ფარმაცევტების” ძლევით გავიდა. დაპირისპირება ორი მატჩის ჯამში 1-1 დასრულდა, ხოლო “ლეიბებმა” პენალტების სერია 3-2 მოიგეს.

“ბიჭებმა გუნდურად ბრწყინვალედ იმუშავეს. 1/4 ფინალში ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით. ამას გარდა, ბოლო წუთები ათი კაცით გავატარეთ. მე ვამაყობ ჩემი მოთამაშეებით, რომლებიც ბოლო დროს პროგრესს განიცდიან,”-განუცხადა სიმეონემ უეფას ოფიციალურ ვებ-გვერდს.

“პენალტების სერიისთვის ვარჯიშზე დიდად არ მოვმზადებულვართ. ყველა თემა ეხებოდა მხოლოდ იმ საკითხებს, რომელიც 90 წუთიან ფეხბურთში ხდება. ობლაკს როდესაც მოედანზე შესვლა მოუწია, ვატყობდი ძალიან ნერვიულობდა, მაგრამ მატჩისთვის მზად იყო. პირველი სეივი პენალტების სერიაში გადამწყვეტი აღმოჩნდა, მან სიმშვიდე გასაოცრად შეინარჩუნა, რაც მის ასპარეზობაზეც აისახა”.

“ატლეტიკო დაუღალავად მუშაობს და ჩვენ ყოველთვის მეტი გვსურს. მე ასეთი გუნდი მომწონს, რომელმაც ბოლო ორი წლის განმავლობაში ბევრი სირთულე გადალახა. სასიხარულოა, რომ კიდევ ერთხელ, ევროპის რვა საუკეთესო გუნდში მოვხვდით. ჩვენთვის ყველა მატჩი ერთი დონისაა, რადგან ყველგან მოსაგებად გავდივართ. ამას გულშემატკივრებისთვის ვაკეთებთ,”-დაასრულა ჩოლო სიმეონემ.

ნერვების თამაში მადრიდელებმა მოიგეს

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური განმეორებითი შეხვედრა “ვისენტე კალდერონზე”, სადაც დიეგო სიმეონეს შეგირდებმა მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვეს.

როგორც ჩანს, ფსიქოლოგიურად მასპინძლები კარგად იყვნენ მომზადებულნი. პირველი მატჩი გერმანიაში, “ბაიარენაზე” ჩატარდა, სადაც ჩალჰანოღლუს გოლით “ფარმაცევტებმა” მინიმალური ანგარიშით იმარჯვეს. ასეთი შედეგის შემდეგ, განმეორებითი მატჩისთვის ორივე გუნდი პენალტების სერიისთვის კარგად ემზადება, მაგრამ “ბაიერ ლევერკუზენმა” 5 დარტყმიდან სამი თერთმეტმეტრიანი საშინლად შეასრულა.

ასე და ამგვარად, “ლეიბები” ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში არიან.

“ატლეტიკო მადრიდი” 1:0 “ბაიერ ლევერკუზენი”(პირველი მატჩი 1-0)(პენალტების სერია – 3:2)

გოლი: სუარესი ’27

ატლეტიკო: მოია(ობლაკი 23), გამესი, გიმენესი, მირანდა, ხუანფრანი, თურანი, სუარესი, კოკე, კანი(გარსია 46), გრიზმანი, მანჯუკიჩი(ტორესი 83)

ლევერკუზენი: ლენო, ჰილბერტი, ტოპრაკი, სპაჰიჩი, ვენდელი, კასტრო, ბენდერი(პაპადოპულოსი 104), ბელარაბი, ჩალჰანოგლუ, სონი(როლფესი 77), დრმიჩი(კისლინგი 69)

ნედვედი: „გვიხარია, რომ „ბორუსია“ შეგვხვდა“

„იუვენტუსის“ სპორტულმა დირექტორმა პაველ ნედვედმა უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის კენჭისყრის შედეგი შეაფასა, რომლის მიხედვითაც, მისი გუნდის მეტოქე დორტმუნდის „ბორუსია“ იქნება.

„ყურადღებით უნდა ვიყოთ, რადგან დორტმუნდელებს ბევრი ახალგაზრდა ტალანტი ჰყავთ. თუმცა, შესაძლოა, ყველაფერი უარესად ყოფილიყო, არსებობდა „ბაიერნთან“ ან „რეალთან“ თამაშის ალბათობაც. არის რამდენიმე გუნდი, რომელთანაც თამაში არარეალური. გვიხარია, რომ შანსი მოგვეცა. კლოპის დიდი თაყვანისმცემელი ვარ და ჩვენი გუნდების ევროპულ დაპირისპირებას სიამოვნებით ვნახავ. „ბორუსიასთან“ მატჩები ჩვენს დონეს აჩვენებენ“, – ციტირებს ნედვედს უეფა-ს ოფიციალური საიტი.

ჩემპიონთა ლიგის მეათე დღე: FANEBI.COM-ის მომხმარებელთა პროგნოზი

გაიხსნა უეფას ჩემპიონთა ლიგის 2014/15 წლების გათამაშების ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის მეორე სათამაშო დღე. Fanebi.com-ის მომხმარებლებმა თავიანთი ვარაუდი გამოთქვეს, თუ რა შედეგით დასრულდება დღევანდელი დღის რვა მატჩი. პროცენტულად გთავაზობთ, თუ როგორ გადანაწილდა ხმები.

“ზენიტი” (68 %) ფრე (17 %) “ბენფიკა” (15 %)
“ატლეტიკო” (99 %) ფრე (1 %) “ოლიმპიაკოსი” (0 %)
“მალმიო” (1 %) ფრე (4 %) “იუვენტუსი” (95 %)
“ლუდოგორეცი” (4 %) ფრე (4 %) “ლივერპული” (92 %)
“ბაზელი” (1 %) ფრე (2 %) “რეალი” (97 %)
“ლევერკუზენი” (88 %) ფრე (9 %) “მონაკო” (3 %)
“ანდერლეხტი” (37 %) ფრე (14 %) “გალათასარაი” (49 %)
“არსენალი” (63 %) ფრე (16 %) “დორტმუნდი” (21 %)

მესამე ტურის ხუთი საუკეთესო გოლი (ვიდეო)

წარმოგიდგენთ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის ხუთი საუკეთესო გოლის ამსახველ ვიდეოს.

„გალათასარაი“ – „ბორუსია“ 0:4

უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის D ჯგუფის მესამე ტურის ფარგლებში სტამბულის „გალთასარაიმ“ დორტმუნდის „ბორუსია“ მიიღო და ანგარიშით 0:4 განადგურდა.

ანგარიში უკვე მე-6 წუთზე ობამეიანგმა გახსნა, რომელმაც 12 წუთში უკვე დუბლი მიითვალა. 41-ე წუთზე სტუმართა უპირატესობა სამ ბურთამდე მარკო როისმა გაზარდა. წერტილი ამ შეხვედრაში ადრიან რამოსმა დასვა, რომელმაც 83-ე წუთზე ზუსტად დაარტყა.

საბოლოოდ, 0:4 და ბორუსიელები 100-პროცენტიანი შედეგით ჯგუფს ერთპიროვნულად ლიდერობენ.

„რომა“ – „ბაიერნი“: სასტარტო შემადგენლობები

დღეს, თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე უეფა-ს მჩემპიონთა ლიგის E ჯგუფის ცენტრალური შეხვედრა დაიწყება. „სტადიო ოლიმპიკოზე“ ერთმანეთს „რომა“ და მიუნხენის „ბაიერნი“ დაუპირისპირდებიან.

წარმოგიდგენთ გუნდთა სასტარტო შემადგენლობებს.

„რომა“: დე სანკტისი; ტოროსიდისი, იანგა-მბივა, მანოლასი, კოული; ნაინგოლანი, დე როსი, პიანიჩი; იტურბე, ტოტი, ჟერვინიო

„ბაიერნი“: ნოიერი; ბერნატი, ბოატენგი, ბენატია, ალაბა; ალონსო, ლამი; რობენი, მიულერი, გიოტცე

ცსკა „მანჩესტერ სიტისთან“ მარცხს გადაურჩა (ვიდეო)

დასრულდა უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის E ჯგუფის მესამე ტურის პირველი მატჩი, რომელიხ ხიმკიში გაიმართა,ს ადაც ერთმანეთს მოსკოვის ცსკა და „მანჩესტერ სიტი“ დაუპირისპირდნენ და ფრედ 2:2 ითამაშეს.

არადა, სტუმართათვის პირველი ტაიმი ჩინებულად განვითარდა. 29-ე წუთზე ანგარიში კუნ აგუერომ გახსნა. ორამდე პელეგრინის გუნდის უპირატესობა მილნერმა გაზარდა, რომელმაც აკინფეევის კარი 38-ე წუთზე აიღო.

მეორე ნახევარში კი, ყველაფერი პირიქით განვითარდა. 65-ე წუთზე ანგარიშში სხვაობა შეცვლაზე შესულმა სეიდუ დუმბიამ შეამცირა, რომლის წაქცევისთვის შეხვედრის მთავარმა არბიტრმა ისტვან ვლადმა ოც წუთში ჯო ჰარტის კარის მიმართულებით თერთმეტმეტრიანი დანიშნა. პენალტის ნიშნულთან ნათხო მივიდა, რომელმაც ზუსტად დაარტყა.

საბოლოოდ, 2:2 – „ქალაქელები“ ორი ქულით ჯგუფის მესამე ადგილზე დარჩნენ, ხოლო „არმიელებმა“ თავის აქტივში პირველი ქულა ჩაიწერეს.

ცსკა – „მანჩესტერ სიტი“ 2:2 (0:2)

გოლები: დუმბია 65′, ნათხო 86′ – აგუერო 29′, მილნერი 38′

ცსკა: აკინფეევი; მარიო ფერნანდესი, ვ. ბერეზუცკი, იგნაშევიჩი, ა. ბერეზუცკი (დუმბია 56′, ცაუნა 90′), შენიკოვი; ტოშიჩი (ეფრემოვი 69′), ნათხო, ერემენკო, მილანოვი; მუსა

„მანჩესტერ სიტი“: ჰარტი; საბალეტა, კომპანი, მანგალა, კოლაროვი; მილნერი, ფერნანდო (იოვეტიჩი 86′), ტურე, დავიდ სილვა; აგუერო, ჯეკო (ნავასი 72′)

გაფრთხილება: ფერნანდო 57′

„ბარსელონამ“ ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგა მოიგო

დღეს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში, ახალგაზრდული უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს „ბენფიკა“ და „ბარსელონა“ დაუპირისპირდნენ.

შეხვედრა კატალონიელთა დამაჯერებელი გამარჯვებით – 0:3 დასრულდა. მე-9 წუთზე ანგარიში როდრიმ გახსნა. 33-ე წუთზე კი „ბლაუგრანასის“ უპირატესობა ორამდე ელ-ჰადადიმ გაზარდა, რომელმაც შეხვედრის მიწურულს დუბლიც შეასრულა.

„ბენფიკა“ (U19) – „ბარსელონა“ (U19) 0:3 (0:2, 0:1)

14 აპრილი, 18:30, „კოლოვრეის სტადიონი“

გოლები: როდრი 9′, ელ-ჰადადი 33′, 88′

„ბენფიკა“: გრამა, რამუში, რებოშუ, ჟოაუ ნუნეში, ჟილსონ კოშტა (ილდებერტუ 64′), როშინია, ეშტრელა, ალფიატე (ჟოაუ გომეშ 83′), გონსალუ გედეში, ნუნუ სანტუში, რომარიუ

„ბარსელონა“: ონდოა, კინტილია, რიერა, ეკსპოლო, რორი, ენგენ (ხუან ანტონიო 72′), ორტეგა, კაპტუმი (ებველე 89′), ტრეორე, ელ-ჰგადადი (როლონი 90′), ელ-ურიაში

გაფრთხილებები: ექსპოლო (14), ორტეგა (16), გონსალუ გედეში (17), ნუნუ სანტუში (28), ომარიუ (41), რიერა (42), ელ-ჰადადი (59), ხუან ანტონიო (81), როშინია (90), ჟოაუ ნუნეში (90)

ზლატანი „ჩელსისთან“ გასამართ განმეორებით მატჩს გამოტოვებს

„პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე ლონდონის „ჩელსის“ წინააღმდეგ გასამართ განმეორებით მატჩს გამოტოვებს. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა L’Equipe აქვეყნებს.

წუხელ გამართული შეხვედრის (3:1) მეორე ტაიმის შუაწელს შვედმა ფორვარდმა მოედანი ტრავმის გამო დატოვა. მატჩის შემდეგ პარიზული კლუბის პრეზიდენტმა ნასერ ელ-ხელაიფიმ განაცხადა, რომ იბრაჰიმოვიჩს რამდენიმე კვირის გამოტოვება მოუწევს. შვედი ფეხბურთელი უახლოეს პერიოდში სამედიცინო გამოკვლევას ჩაიტარებს, რომელიც დაადგენს, რამდენად მძიმეა ტრავმა.

საფრანგეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში და ჩემპიონთა ლიგაზე ერთად იბრაჰიმოვიჩმა 38 მატჩი ჩაატარა, 35 გოლი გაიტანა და 13 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

ბექა დოგრაშვილი

დანიელ ალვეში: „მანჩესტერ სიტი“ „ბარსელონას“ დონის გუნდად ვერასდროს ჩამოყალიბდება“

„ბარსელონას“ მცველმა დანიელ ალვეშმა „მანჩესტერ სიტისთან“ მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ბლაუგრანასის“ დონემდე „ქალაქელებს“ კიდევ ბევრი უკლიათ.

„სიტის“ კარგი მოთამაშეები ჰყავს, თუმცა ეს გუნდი „ბარსელონად“ ვერასდროს ჩამოყალიბდება. თანამედროვე ფეხბურთი დიდი ფულითა და ტრანსფერებით ვითარდება, ხოლო „ბარსა“ – ისტორიას, კლასსა და ტრადიციას წარმოადგენს.

„ბარსელონა“ წარმატებას, პირველ რიგში, თავისი აკადემიის აღზრდილთა წყალობით აღწევს, რაც ნებისმიერი კლუბისთვის პრიორიტეტად უნდა ითვლებოდეს.

ამავე დროს, გვესმის, რომ „სიტისთან“ რთული გამოცდა გველის“, – აღნიშნა ბრაზილიელმა.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტი“ – „ბარსელონას“ მატჩი სამშაბათს, თბილისის დროით 23 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

ალექსანდრე მატევოსოვი