ბონუჩი: „იუვენტუსს“ უფრო მეტი გოლი უნდა გაეტანა“

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ დორტმუნდის „ბორუსიასთან“ მოგებული შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

„ვიცოდით, რომ ამ მატჩის წინ თავდაჯერებულები ვიყავით, მეტოქის არ გვეშინოდა. ვიცოდით, თუ რა გაგვეკეთებინა უპირატესობის შესანარჩუნებლად. კარგი კონტრშეტევები გვქონდა, კიდევ რამდენიმე გოლი უნდა გაგვეტანა. ბუფონს თამაშში ჩართვა სულ ერთხელ მოუწია, რაც აჩვენებს, თუ რამდენად კარგად ვითამაშეთ. ეს წინ გადადგმული ნაბიჯია“, – განაცხადა ბონუჩიმ.

კლოპი: „როისი არანორმალურად მოიქცა, როდესაც „ბორუსიაში“ დარჩა“

დორტმუნდის „ბორუსიას“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა გუნდში მარკო როისის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„იმის თქმა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის როისი, მისი კონტრაქტის ვადის გამომდინარეც შეიძლება. ჩვენი საკრედიტო ისტორიისა და მისი სათამაშო დონის გათვალისწინებით, ლოგიკური იქნებოდა, თუ მარკო სხვაგან გადავიდოდა. თუმცა, საბოლოოდ, მან თქვა, რომ აქ დარჩება. ჩემი აზრით, მისი ასაკის ადამიანისთვის ეს არანორმალური და სამაგალითო საქციელია. ამიტომაც მე მას დიდებულ მოთამაშეთა და ადამიანად ვთვლი“, – განაცხადა კლოპმა.

მხითარიანი „იუვენტუსთან“ არ იქნება?

დორტმუნდის „ბორუსიას“ ნახევარმცველმა გენრიხ მხითარიანმა, შესაძლოა, ტურინის „იუვენტუსთან“ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩი გამოტოვოს.

„კიოლთან“ გერმანიის ჩემპიონატის გუშინდელ მატჩში სომხეთის ნაკრების მოთამაშემ ფეხის ტრავმა მიიღო, რის გამოც მისი იტალიურ კლუბთან თამაში დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.

ცნობისთვის, „ბორუსია“ – „იუვენტუსის“ შეხვედრა ოთხშაბათს, 18 მარტს შედგება. პირველი მატჩი ტურინელთა გამარჯვებით, 2:1 დასრულდა.

“ბორუსიამ” ბენდერი გაურკვეველი ვადით დაკარგა

გერმანული “დორტმუნდის” ნახევარმცველმა სვენ ბენდერმა გუნდის გუშინდელი ვარჯიშის ჩამთავრება ვერ მოახერხა.

25 წლის ფეხბურთელს თეძო ტრავმა აქვს და დიდი ალბათობით, ბუნდესლიგის 25-ე ტურში “კიოლნთან” 14 მარტს და ტურინის “იუვენტუსთან” 18 მარტს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გასამართ შეხვედრებში ვერ ითამაშებს.

ფეხბურთელის გამოჯანმრთელების ვადებზე არაფერია ცნობილი.

გერმანიაში ნიღბის ტარებისთვის მოთამაშეებს ბარათით დასჯიან

პიერ-ემერიკ ობამეიანგისა და მარკო როისის შოუს გამო გერმანიის ფეხბურთის ფედერაციამ ახალი კანონი შემოიღო, რომლის მიხედვითაც, მსაჯებმა, მატჩის დროს ნიღბის გაკეთების შემთხვევაში, ფეხბურთელს ყვითელი ბარათი უნდა უჩვენონ. ამის შესახებ „ევროსპორტი“ იტყობინება.

აღსანიშნავია, რომ ობამეიანგმა ბოლოს ნიღაბი მარკო როისთან ერთად „შალკეს“ კარში გატანილი გოლის შემდეგ გაიკეთა. სათქმელი ისიცაა, რომ ასე იგი გერმანიის სუპერთასის მატჩშიც მოიქცა, თუმცა მაშინ მან ადამიანი-ობობას ნიღაბი გაიკეთა.

 

როისი: „შალკესთან“ წაგების უფლება არ გვაქვს“

დორტმუნდის „ბორუსიას“ ნახევარმცველმა მარკო როისმა „შალკესთან“ მოახლოებული შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

„ბოლო დროის „შალკე“ სოლიდურად გამოიყურება. გუნდი დაცვიდან კარგად თამაშობს და მისი სტილი დაწვრილებით უნდა შევისწავლოთ. მატჩის წინ ვთქვი, რომ შანსები თანაბარია.

იმ მეტოქეს ვხვდებით, რომელთანაც წაგების უფლება არ გვაქვს. ეს დერბია, რომელშიც ბოლომდე ბრძოლაა საჭირო. გულშემატკივართათვის ეს შეხვედრა ბევრს ნიშნავს.

რა თქმა უნდა, შედეგების გაუმჯობესება გვჭირდება. სეზონის პირველი ნახევარი ცუდი არ იყო, მაგრამ რაღაც დაგვაკლდა. ბოლო მატჩები აჩვენებენ, რომ ჩვენ საკუთარი ფორმა ვიპოვეთ“, – თვლის როისი.

ცნობისთვის, „ბორუსია“ – „შალკეს“ მატჩი შაბათს, თბილისის დროით, 18 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.

კლოპი: „იმედია, შაბათს სტადიონზე ბომბი არ იქნება“

დორტმუნდის „ბორუსიას“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა გელზენკირხენის „შალკესთან“ გერმანიის ჩემპიონატის 23-ე ტურის მოახლოებული მატჩის შესახებ ისაუბრა.

იმედია, შაბათს მატჩის დროს არანაირი ბომბი არ იქნება. „შალკე“ თავისუფალ სივრცეს არ მოგვცემს. ეს ის მეტოქეა, რომელიც კარგად თამაშის საშუალებას არ იძლევა, შესაბამისად, ფრთხილად უნდა ვიყოთ. ჩვენი პრობლემის შესახებ ძალიან კარგად ვიცით. უფრო სტაბილური ფეხბურთის თამაში ძალიან მნიშვნელოვანია. მეტოქის კართან სახიფათო მომენტები გოლებით უნდა დავასრულოთ“, – განაცხადა დორტმუნდელთა დამრიგებელმა.

ალეგრი: „მატჩი სამართლიანად დასრულდა“

„იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი დორტმუნდის „ბორუსიასთან“ მოგებული მატჩის შემდეგ ჟურნალისტების წინაშე წარსდგა.

„შედეგი სამართლიანია. თუმცა, სათქმელია, რომ მეტი გოლის გატანა შეგვეძლო. შესვენების შემდეგ უფრო მეტი შანსი გვქონდა. ვიცით, რომ „ბორუსია“ კარგი გუნდია, მაგრამ ის გავაკეთეთ, რაც უნდა გაგვეკეთებინა. კონტრშეტევების გამოყენებაც შეგეძლო. მოგებით მაინც კმაყოფილნი ვართ“, – განაცხადა ტურინელთა თავკაცმა.

როისი: „დაცვაში უკეთესად თამაში შეგვიძლია“

დორტმუნდის „ბორუსიას“ ნახევარმცველი მარკო როისი „იუვენტსთან“ წაგებული მატჩის შემდეგ გულშემატკივრებს გაესაუბრა.

„ჩვენ ვიცით, რომ დაცვაში უეკთესად თამაში შეგვიძლია. მეორე მატჩში მსგავსი შეცდომების დაშვების უფლება არ გვექნება. რაც შეეხება ჩვენს გოლს, მან ის თავდაჯერებულობა არ მოგვცა, რომლის მიღების იმედი გვქონდა. შესვენების შემდეგ წინ სახიფათოდ არ ვთამაშობდით. ამის მიუხედავად, სერიაში გადაწყვეტილი ჯერ არაფერია“, – განაცხადა მარკომ.

კლოპი: „ნორმალურ შედეგს მივაღწიეთ“

დორტმუნდის „ბორუსიას“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა „იუვენტუსთან“ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის წაგებულ შეხვედრაზე ისაუბრა.

„პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ და „იუვენტუსს“ პრობლემები შევუქმენით. იმ გოლების გათვალისინწინებით, რომლებიც გავუშვით, სიტუაციასთან შეგუება რთულია. „იუვეს“ მეორე გოლამდე პასიურები გავხდით. შესვენების შემდეგ რამდენიმე მომენტი გვქონდა, მაგრამ მეტოქეს უკეთესი შესაძლებლობები შეექმნა. შესაბამისად, საბოლოო შედეგი ნორმალურია“, – განაცხადა დორტმუნდელთა დამრიგებელმა.

ლიპი: „იუვენტუსი“ ფავორიტია, თუმცა „ბორუსია“ მაინც სახიფათოა“

„იუვენტუსისა“ და იტალიის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა მარჩელო ლიპიმ „იუვე“ – „ბორუსიას“ მოახლოებული მატჩის შესახებ ისაუბრა.

„დარწმუნებული ვარ, რომ ჩემპიონატში უიღბლობის შემდეგ „ბორუსია“ თავის გამოჩენას ჩემპიონთა ლიგაზე შეეცდება. ასე რომ, ამის დავიწყება არ შეიძლება. ამის მიუხედავად, ჩემი აზრით, ორმტაჩიანი სერიის ფავორიტი მაინც „იუვენტუსია“, – განუცხადა ლიპიმ გერმანულ პრესას.

როისი: „ბორუსიასთან“ ერთად ბუნდესლიგის მოგება მსურს“

დორტმუნდის „ბორუსიას“ ლიდერმა მარკო როისმა თავისი მიზნების შესახებ ისაუბრა.

„აქ დარჩენა იმიტომ გადავწუვიტე, რომ დორტმუნდი ჩემი მშობლიური ქალაქია. აქ ჩემი ოჯახი და მეგობრები ცხოვრობენ. „ბორუსიასთან“ ერთად ბუნდესლიგის მოგება მსურს. ამ მიზნის მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებ“, – განაცხადა მარკომ.

შეგახსენებთ, რომ როისმა ცოტა ხნის წინ „ბორუსიასთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა.