ეროვნული ლიგის მეთვრამეტე ტური: პრევიუ

ოთხ ივლისს ეროვნული ლიგის მეთვრამეტე ტური აირებს სტარტს. Fanebi.Com-ი გთავაზობთ პრევიუს.

სამტრედიის “სამტრედია” – თბილისის “საბურთალო”

დასაწყისი: 4 ივლისი, 18:00

მეთვრამეტე ტური ლანჩხუთში, “ევგრაფი შევარდნაძეზე” “სამტრედიასა” და “საბურთალოს” შორის დაპირისპირებით გაიხსნება. იმერლებმა უკანასკნელი ხუთი შეხვედრიდან ოთხი წააგეს და ერთი ფრე დაასრულეს. ამ გუნდს ახლა ცხრა ქულა აქვს და მეათე ადგილზეა. რაც შეეხება “საბურთალოს”, მან უკანასკნელი სამი მატჩი ისე მოიგო, რომ მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა. იგი 40 ქულით პირველ პოზიციაზეა და შეეცდება, რომ “დინამოსთან” ხუთქულიანი უპირატესობა შეინარჩუნოს.

ქუთაისის “ტორპედო” – ფოთის “კოლხეთი”

დასაწყისი: 4 ივლისი, 19:30

კიდევ ერთი მატჩი, რომელიც ტურის პირველ დღეს გაიმართება, იმერულ-მეგრული დაპირისპირებაა. “ტორპედომ” ბოლოს “სიონი” დაამარცხა და ახლა 24 ქულით მეხუთე პოზიციას იკავებს. “კოლხეთმა” უკანასკნელი ოთხი შეხვედრიდან ვერცერთი ვერ მოიგო. ის 14 ქულით მერვეზეა. მას მხოლოდ ერთი ქულით ნახსენები ბოლნისური კლუბი ჩამორჩება.

საჩხერის “ჩიხურა” – ბოლნისის “სიონი”

დასაწყისი: ხუთი ივლისი, 18:00

საჩხერის სოფელ ივანწმინდაში, “ცენტრალურ სტადიონზე” “ჩიხურა” “სიონს” მიიღებს. სამსონ ფრუიძის ბიჭები მეჩვიდმეტე ტურში ლიდერ “საბურთალოსთან” დამარცხდნენ და ახლა 28 ქულით მეოთხე პოზიციას იკავებენ. რაც შეეხება “სიონს”, ამ კლუბმა ბოლო ორ შეხვედრაში ვერცერთი ქულა ვერ აიღო და ახლა 13 ქულით მეცხრეზეა.

თბილისის “ლოკომოტივი” – რუსთავის “რუსთავი”

დასაწყისი: ხუთი ივლისი, 18:00

თბილისში, “მიხეილ მესხი 2”-ზე “ლოკო” “რუსთავს” მიიღებს. მიუხედავად იმისა, რომ “რკინიგზელები” ცოტა გამოცოცხლდნენ, წინა ტურში “დილასთან” დაძაბულ ბრძოლაში მაინც დამარცხდნენ და ახლა მეშვიდე პოზიციაზე ჩაინაცვლეს. “რუსთავმა” კი, “სამტრედიას” მოუგო და ახლა 20 ქულით მეექვსეა.

თბილისის “დინამო” – გორის “დილა”

დასაწყისი: ხუთი ივლისი, 21:00

ტურის ცენტრალური შეხვედრა “დინამოსა” “დილას” შორის გაიმართება. უკანასკნელი ორი მატჩის მოგების შემდეგ, დედაქალაქელები 35 ქულით მეორე ადგილზე არიან. “დილამ” “ლოკომოტივთან” გამარჯვებსი შემდეგ 34 ქულა დააგროვა და ახლა მასპინძელთა ძლევის შემთხვევაში, მეორე ადგილზე გადაინაცვლებს.

 

ბოლნისის “სიონი” ქუთაისის “ტორპედოსთან” დამარცხდა (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის მეჩვიდმეტე ტურის შეხვედრაში, “მიხეილ მესხი 2”-ზე ბოლნისის “სიონმა” ქუთაისის “ტორპედო” მიიღო.

ანგარიში 46-ე წუთზე მასპინძლის სტატუსის მქონე გუნდმა გახსნა: გოლის ავტორი გიორგი ბერიაშვილი გახდა. ბოლნისლები 40 წუთის მანძილზე იგებდნენ, თუმცა, 85-ეზე ჯერ თენგიზ წიქარიძემ გაათანაბრა, ხოლო, შემდეგ პირველ დამატებით წუთზე გიორგი ქიმაძემ გაამრჯვების გოლი შეაგდო. საბოლოოდ, 1-2 იმერელთა სასარგებლოდ.

ამ წაგების შემდეგ “სიონი” 13 ქულით მეცხრე ადგილზეა. ხოლო, “ტორპედო” 24 ქულით მეხუთე პოზიციაზეა.

 

ეროვნული ლიგის მე-16 ტური: პრევიუ

დღეს სტარტს აიღებს ეროვნული ლიგის მეთექვსმეტე ტური. Fanebi.Com-ი ამ ტურის პრევიუს გთავაზობთ.

თბილისის “ლოკომოტივი” – ფოთის “კოლხეთი”

დასაწყისი: 22 ივნისი, 18:00

“მიხეილ მესხი 2”-ზე “ლოკომოტივი” “კოლხეთს” მიიღებს. ეს იქნება ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფი კლუბების დაპირისპირება. “რკინიგზელებმა” ბოლოს დაახლოებით ერთი თვის წინ მოიგეს. მას შემდეგ “საბურთალოსთან” ფრე, 1:1 ითამაშეს და “სიონთან” მინიმალური ანგარიშით დამარცხდნენ. ამ გუნდს ახლა 15 ქულა აქვს და მეშვიდე ადგილზეა. რაც შეეხება “კოლხეთს”, მეგრელებს ბოლო სამი თამაშია, არ მოუგიათ. ისინი 14 ქულით მერვე საფეხურზე არიან.

რუსთავის “რუსთავი” – გორის “დილა”

დასაწყისი: 22 ივნისი, 21:00

კიდევ ერთი მატჩი, რომელიც დღეს შედგება, “რუსთავისა” და “დილას” დაპირისპირებაა. იგი “მიხეილ მესხზე” გაიმართება. რუსთაველებს ბოლო ოთხ თამაშში ორი წაგება და ორი ფრე აქვთ. ამჟამად ისინი 16 ქულით მეექვსე ადგილზე არიან. რაც შეეხება “დილას”, ეს გუნდი წინ მიიწევს: ბოლო ორი მატჩი მოგო და ახლა მეორე ადგილზეა. ის მხოლოდ ოთხი ქულით ჩამორჩება “დინამოს”.

სამტრედიის “სამტრედია” – საჩხერის “ჩიხურა”

დასაწყისი: 23 ივნისი, 18:00

უკვე ხვალ, ლანჩხუთში, “ევგრაფი შევარდნაძეზე” “სამტრედია” “ჩიხურას” დაუპირისპირდება. მასპინძლის სტატუსის მქონენი ცხრა ქულით მეათე ადგილზე არიან. მათ ბოლო ოთხ შეხვედრაში სამი წაგება იწვნიეს და ერთი ფრეც გააგორეს. “ჩიხურამ” კი გასულ ტურში “ტორპედო” მინიმალური ანგარიშით დაამარცხა და ახლა 25 ქულით მეოთხეა.

თბილისის “დინამო” – ბოლნისის “სიონი”

დასაწყისი: 23 ივნისი, 20:00

ხვალ “დინამო” საკუთარ მოედანზე “სიონს” მიიღებს. დედაქალაქელებმა უშუალო მეტოქესთან, “საბურთალოსთან” ბოლო მატჩი მინიმალური ანგარიშით წააგეს და მესამე ადგილზე დაქვეითდნენ. სამაგიეროდ “სიონმა” მოიგო. მან სამი ქულა “ლოკოსთან” მოიპოვა. იგი 13 ქულით მეცხრეა და ოთხით უსწრებს “სამტრედიას”.

ქუთაისის “ტორპედო” – თბილისის “საბურთალო”

დასაწყისი: 23 ივნისი, 21:00

ტურის ცენტარლური მატჩი ქუთაისში, “რამაზ შენგელიაზე” შედგება. “ტორპედომ”, როგორც ვთქვით, “ჩიხურასთან” ვერცერთი ქულა ვერ აიღო. ახლა ის 21 ქულით მეხუთეა. ხოლო, “საბურთალომ” კი, “დინამო” დაამარცხა და პირველ ადგილზე მყარადაა.

ეროვნული ლიგა: “ჩიხურამ” “ტორპედო” დაამარცხა და “დინამოს” მიუახლოვდა (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის მე-15 ტურში საჩხერის “ჩიხურა” საკუთარ მოედანზე ქუთაისის “ტორპედოს” დაუპირისპირდა.

მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და ერთადერთი გატანილი გოლით დასრულდა. მისი ავტორი საჩხერელთა შემტევი, გიორგი გაბედავა გახდა. მან მე-40 წუთზე ირაკლი ბურღიძის შემდეგ მოახერხა გოლის გატანა. საბოლოოდ, 1-0.

ამ გამარჯვების შემდეგ “ჩიხურამ” 25 ქულა დააგროვა და მეოთხე ადგილზე იმყოფება. მასსა და მესამე ადგილზე მყოფ “დინამოს” შორის სხვაობა ოთხი ქულაა. ხოლო, “ტორპედო” 21 ქულით მეხუთეა.

 

“საბურთალომ” “დინამო” დაამარცხა და ლიდერობა გაიმყარა (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის მეთხუთმეტე ტურში თბილისური დერბი შედგა: “მიხეილ მესხზე” ერთმანეთს “საბურთალო” და “დინამო” დაუპირისპირდნენ. პირველ- და მეორეადგილოსნებს შორის სხვაობა მატჩამდე ორი ქულა იყო და თუ სტუმრები მოიგებდნენ, სწორედ ისინი გალიდერდებოდნენ.

დაპირისპირება გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და ერთადერთი გატანილი გოლით დასრულდა. მისი შეგდება მატჩის მეორე დამატებით წუთზე ვაგნერ გონსალვეშმა მოახერხა. მან ბექა გვარაძის ჩაწოდებული ბურთი თავით გადაგზავნა კარში. საბოლოოდ, 1-0.

ამ გამარჯვების შემდეგ “საბურთალო” 34 ქულით პირველია. ხოლო, “დინამოს” 29 ქულა დარჩა და მესამე ადგილზე გადაინაცვლა. მას გორის “დილაც” უსწრებს, რომელმაც თავის მხრივ “სამტრედია” ანგარიშით, 3:0 გაანადგურა.

 

ეროვნული ლიგა: “სიონმა” “ლოკომოტივი” დაამარცხა (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის მეთხუთმეტე ტურის მატჩში ბოლნისის “სიონი” “მიხეილ მესხი 2”-ზე თბილისის “ლოკომოტივს” დაუპირისპირდა.

თამაში გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და ერთადერთი გატანილი გოლით დასრულდა. მისი ავტორი 44-ე წუთზე ბოლნისელთა ფეხბურთელი, ზვიად სიხარულია გახდა. საბოლოოდ, “სიონმა” მინიმალური ანგარიშით იმარჯვა.

ამ მოგების შემდეგ კობა ჟორჟიკაშვილის შეგირდები 13 ქულით მეცხრე პოზიციაზე არიან. ხოლო, “ლოკო” 15 ქულით მეშვიდეა.

 

ევროსეზონი ახლოვდება – როგორია ეროვნული ლიგის კლუბების პერსპექტივა

მსოფლიოს ჩემპიონატის მოლოდინში მყოფ ქართველ გულშემატკივრებს კიდევ ერთი საინტერესო მოვლენა ელით – 12 ივნისს ევროტურნირების საწყისი ეტაპების წილისყრა გაიმართება, ჩვენ კი 20 ივნისს შევიტყობთ იმ კლუბების ვინაობას, რომლებიც ევროპა ლიგაზე ჩვენს წარმომადგენლებს გაუწევენ მეტოქეობას.

რაც შეეხება საქართველოს ჩემპიონს – ქუთაისის ტორპედო 19 ივნისს შეუწყვილდება რომელიმე ევროპულ გუნდს. ჩემპიონთა ლიგაზე ტორპედო პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება და განუთესავი იქნება. მისი პოტენციური მეტოქეების სია საკმაოდ შთამბეჭდავია:

აპოელი (კვიპროსი), ჰაპოელი ბეერშევა (ისრაელი), ლუდოგორეცი (ბულგარეთი), ყარაბახი(აზერბაიჯანი), სელტიკი (შოტლანდია), ცრვენა ზვეზდა (სერბეთი), რუსენბორგი (ნორვეგია), მალმიო (შვედეთი), შერიფი (მოლდოვა), კუკეში (ალბანეთი), ვიდეოტონი (უნგრეთი), ასტანა(ყაზახეთი), ზრინსკი (ბოსნია), ნიუ საინთსი (უელსი), ჰიკი (ფინეთი).

ტორპედო პირველ მატჩს 10 ან 11 ივლისს გამართავს.

როინ კვასხვაძეტორპედოს კაპიტანი:

ჩემპიონთა ლიგა განსაკუთრებული ტურნირიარომელსაც განსაკუთრებული მომზადება სჭირდებასაქართველოს ჩემპიონები ვართრაც გვავალდებულებსჩვენი ქვეყნის ღირსება დავიცვათევროსეზონამდემცირე დრო რჩება და იმედიაამ პერიოდში ტორპედო შემადგენლობის გაძლიერებას მოასწრებს.

რაც შეეხება სავარაუდო მეტოქეებსყველა მათგანი თავისი ქვეყნის ჩემპიონია და შესაბამისადნებისმიერშემთხვევაშიმაღალი კლასის გუნდთან გვექნება საქმექუთაისელი და ზოგადადქართველი ქომაგი ჩვენგანწარმატებას ელის და ყველაფერს ვიღონებთ საიმისოდრომ იმედი არ გავუცრუოთ.

 

ჩემპიონთა ლიგაზე ამ სეზონიდან არაერთი სიახლეა – გაზრდილია საკვალიფიკაციო ეტაპების რაოდენობა (პირველ რაუნდს, წინ წინასწარი რაუნდი უძღვის, რომლისგანაც საქართველოს ჩემპიონი თავისუფალია), მომატებულია ჯგუფურ ეტაპზე ავტომატურად შემსვლელთა რაოდენობაც და შესაბამისად, საკვალიფიკაციოდან იქ მოხვედრა – ერთი-ორად გართულებულია. პატარა ქვეყნებისთვის შეღავათი მხოლოდ ისაა, რომ პირველ რაუნდში მარცხის შემთხვევაშიც კი, კლუბი ევროპა ლიგაზე გადაინაცვლებს.

აუცილებლად სათქმელია, რომ მიმდინარე ეროვნულ ლიგაში ტორპედო არასტაბილურად ასპარეზობს და სატურნირო ცხრილის შუაშია მოქცეული. თუმცა ქუთათურებს იმედი აქვთ, რომ ჩემპიონთა ლიგისთვის გაძლიერდებიან და გუნდიც უკეთეს კონდიციაში იქნება.

გადავინაცვლოთ ევროპა ლიგაზე, სადაც სამი ქართული კლუბი ითამაშებს და ბრძოლას სამივე პირველი ეტაპიდან დაიწყებს. იღბლიანი წილისყრის ყველაზე მეტი შანსი კი დინამოს აქვს, რადგან ქართულ კლუბებს შორის განთესილი მხოლოდ საქართველოს ვიცე-ჩემპიონია.

დინამოს სავარაუდო მეტოქეები:

სკუპი (მაკედონია), კუპსი, ილვესი, ლაჰტი (ყველა – ფინეთი), შამროკ როვერსი, დერი სიტი (ორივე – ირლანდია), რიგასი, ლიეპაია (ორივე – ლატვია), ნარვა, ტრანსი (ესტონეთი), სტუმბრასი, თრაკაი (ორივე – ლიეტუვა), განძასარი, ბანანცი, პიუნიკი (ყველა – სომხეთი), ბალზანი (მალტა), რასინგი, პროგრესი (ორივე – ლუქსემბურგი), კოლრეინი, გლენავონი, კლიფტონვილი (ყველა – ჩრდილოეთ ირლანდია), ნომადსი (უელსი), რუნავიკი, ტორსჰავნი (ორივე – ფარერები), ვადუცი (ლიხტენშტაინი), ლევადია (ესტონეთი), სტიარნანი, იბვ (ორივე – ისლანდია), ფერენცვაროში, უიპეშტი (ორივე – უნგრეთი), დუნაისკა სტრედა (სლოვაკეთი), პოდგორიცა (ჩერნოგორია), შიროკი ბრიეგი (ბოსნია), პარტიზანი, ლუფტელარი, ლაცი (ყველა – ალბანეთი), მილსამი, პეტროცუბი, ზარია (ყველა – მოლდოვა), ევროპა (გიბრალტარი).

ოთარ კიტეიშვილი, დინამოს კაპიტანი:

„გუნდი საკმაოდ კარგ ფორმაშია და დარწმუნებული ვარ, ევროპა ლიგის სტარტისთვის კიდევ უფრო უკეთეს კონდიციებში ვიქნებით. კარგია, რომ ევროტურნირებისთვის მზადება ეროვნული ჩემპიონატის მიმდინარეობისას გვიწევს.

რაც შეეხება პირველი რაუნდის წილისყრას, არ ვანიჭებთ განსაკუთრებულ მნიშვნელობას მეტოქის ფაქტორს. ეს ეტაპი ყოველ მიზეზგარეშე უნდა გადავლახოთ და შევეცდებით, სხვა მეტოქეებსაც ვაჯობოთ.“

ახალი ამბები
ევროსეზონი ახლოვდება – როგორია ეროვნული ლიგის კლუბების პერსპექტივა
11 ივნისი, 2018 – 19:18

ვრცლად წილისყრის და მოახლოვებული ევროტურნირების შესახებ
მსოფლიოს ჩემპიონატის მოლოდინში მყოფ ქართველ გულშემატკივრებს კიდევ ერთი საინტერესო მოვლენა ელით – 12 ივნისს ევროტურნირების საწყისი ეტაპების წილისყრა გაიმართება, ჩვენ კი 20 ივნისს შევიტყობთ იმ კლუბების ვინაობას, რომლებიც ევროპა ლიგაზე ჩვენს წარმომადგენლებს გაუწევენ მეტოქეობას.

რაც შეეხება საქართველოს ჩემპიონს – ქუთაისის ტორპედო 19 ივნისს შეუწყვილდება რომელიმე ევროპულ გუნდს. ჩემპიონთა ლიგაზე ტორპედო პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება და განუთესავი იქნება. მისი პოტენციური მეტოქეების სია საკმაოდ შთამბეჭდავია:

აპოელი (კვიპროსი), ჰაპოელი ბეერ-შევა (ისრაელი), ლუდოგორეცი (ბულგარეთი), ყარაბახი (აზერბაიჯანი), სელტიკი (შოტლანდია), ცრვენა ზვეზდა (სერბეთი), რუსენბორგი (ნორვეგია), მალმიო (შვედეთი), შერიფი (მოლდოვა), კუკეში (ალბანეთი), ვიდეოტონი (უნგრეთი), ასტანა (ყაზახეთი), ზრინსკი (ბოსნია), ნიუ საინთსი (უელსი), ჰიკი (ფინეთი).

ტორპედო პირველ მატჩს 10 ან 11 ივლისს გამართავს.

როინ კვასხვაძე, ტორპედოს კაპიტანი:

„ჩემპიონთა ლიგა განსაკუთრებული ტურნირია, რომელსაც განსაკუთრებული მომზადება სჭირდება. საქართველოს ჩემპიონები ვართ, რაც გვავალდებულებს, ჩვენი ქვეყნის ღირსება დავიცვათ. ევროსეზონამდე მცირე დრო რჩება და იმედია, ამ პერიოდში ტორპედო შემადგენლობის გაძლიერებას მოასწრებს.

რაც შეეხება სავარაუდო მეტოქეებს, ყველა მათგანი თავისი ქვეყნის ჩემპიონია და შესაბამისად, ნებისმიერ შემთხვევაში, მაღალი კლასის გუნდთან გვექნება საქმე. ქუთაისელი და ზოგადად, ქართველი ქომაგი ჩვენგან წარმატებას ელის და ყველაფერს ვიღონებთ საიმისოდ, რომ იმედი არ გავუცრუოთ.“

ტორპედო

ჩემპიონთა ლიგაზე ამ სეზონიდან არაერთი სიახლეა – გაზრდილია საკვალიფიკაციო ეტაპების რაოდენობა (პირველ რაუნდს, წინ წინასწარი რაუნდი უძღვის, რომლისგანაც საქართველოს ჩემპიონი თავისუფალია), მომატებულია ჯგუფურ ეტაპზე ავტომატურად შემსვლელთა რაოდენობაც და შესაბამისად, საკვალიფიკაციოდან იქ მოხვედრა – ერთი-ორად გართულებულია. პატარა ქვეყნებისთვის შეღავათი მხოლოდ ისაა, რომ პირველ რაუნდში მარცხის შემთხვევაშიც კი, კლუბი ევროპა ლიგაზე გადაინაცვლებს.

აუცილებლად სათქმელია, რომ მიმდინარე ეროვნულ ლიგაში ტორპედო არასტაბილურად ასპარეზობს და სატურნირო ცხრილის შუაშია მოქცეული. თუმცა ქუთათურებს იმედი აქვთ, რომ ჩემპიონთა ლიგისთვის გაძლიერდებიან და გუნდიც უკეთეს კონდიციაში იქნება.

გადავინაცვლოთ ევროპა ლიგაზე, სადაც სამი ქართული კლუბი ითამაშებს და ბრძოლას სამივე პირველი ეტაპიდან დაიწყებს. იღბლიანი წილისყრის ყველაზე მეტი შანსი კი დინამოს აქვს, რადგან ქართულ კლუბებს შორის განთესილი მხოლოდ საქართველოს ვიცე-ჩემპიონია.

დინამოს სავარაუდო მეტოქეები:

სკუპი (მაკედონია), კუპსი, ილვესი, ლაჰტი (ყველა – ფინეთი), შამროკ როვერსი, დერი სიტი (ორივე – ირლანდია), რიგასი, ლიეპაია (ორივე – ლატვია), ნარვა, ტრანსი (ესტონეთი), სტუმბრასი, თრაკაი (ორივე – ლიეტუვა), განძასარი, ბანანცი, პიუნიკი (ყველა – სომხეთი), ბალზანი (მალტა), რასინგი, პროგრესი (ორივე – ლუქსემბურგი), კოლრეინი, გლენავონი, კლიფტონვილი (ყველა – ჩრდილოეთ ირლანდია), ნომადსი (უელსი), რუნავიკი, ტორსჰავნი (ორივე – ფარერები), ვადუცი (ლიხტენშტაინი), ლევადია (ესტონეთი), სტიარნანი, იბვ (ორივე – ისლანდია), ფერენცვაროში, უიპეშტი (ორივე – უნგრეთი), დუნაისკა სტრედა (სლოვაკეთი), პოდგორიცა (ჩერნოგორია), შიროკი ბრიეგი (ბოსნია), პარტიზანი, ლუფტელარი, ლაცი (ყველა – ალბანეთი), მილსამი, პეტროცუბი, ზარია (ყველა – მოლდოვა), ევროპა (გიბრალტარი).

ოთარ კიტეიშვილი, დინამოს კაპიტანი:

„გუნდი საკმაოდ კარგ ფორმაშია და დარწმუნებული ვარ, ევროპა ლიგის სტარტისთვის კიდევ უფრო უკეთეს კონდიციებში ვიქნებით. კარგია, რომ ევროტურნირებისთვის მზადება ეროვნული ჩემპიონატის მიმდინარეობისას გვიწევს.

რაც შეეხება პირველი რაუნდის წილისყრას, არ ვანიჭებთ განსაკუთრებულ მნიშვნელობას მეტოქის ფაქტორს. ეს ეტაპი ყოველ მიზეზგარეშე უნდა გადავლახოთ და შევეცდებით, სხვა მეტოქეებსაც ვაჯობოთ.“

კიტეიშვილი

ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩების გამართვის თარიღი 12 ივლისი და 19 ივლისია.

შედარებით რთულად არის იმერული კლუბების საქმე. საქართველოს თასის მფლობელი საჩხერის ჩიხურა და ეროვნული ლიგის ბრინჯაოსმედალოსანი სამტრედია ევროპა ლიგის პირველ რაუნდში განუთესავები იქნებიან.

ესეც რომ არ იყოს, დასაფიქრებელია მათი ამჟამინდელი ფორმა. განსაკუთრებით საფრთხილო სამტრედიას ბოლოდროინდელი შედეგებია – ამ მომენტისთვის, ბადრი კვარაცხელიას გუნდი ეროვნულ ლიგაში ბოლო ადგილზეა…

შოთა კერძევაძე, სამტრედიას კაპიტანი:

„დღეს სამტრედია ვერ აჩვენებს კარგ შედეგებს, მაგრამ მეც და ჩემს თანაგუნდელებსაც გვჯერა, რომ ეს ჩავარდნა დროებითია და მალე პროგრესის გზას დავადგებით. ევროტურნირები კარსაა მომდგარი და დროულად გვმართებს ფორმაში შესვლაც და შემადგენლობის გაძლიერებაც.

იქ არ არსებობს იოლი მეტოქე და თუნდაც ერთი ეტაპის გადასალახად დიდი ძალისხმევა გვმართებს. იმედია, წილისყრაშიც გაგვიმართლებს. ამ შემთხვევაში სრულიად რეალურად მიმაჩნია, რომ სამტრედიამ ქვეყნის სახელი ღირსეულად დაიცვას.“

თუმცა ამ ორ კლუბს შორის განსხვავება სხვა რამეშიცაა: საჩხერელები არსებული რესურსით აპირებენ ევროპაში თამაშს, სამტრედიელები კი ლეგიონერების ჩამოყვანას და გუნდის ამ გზით გაძლიერებას გეგმავენ…

საჩხერელთა და სამტრედიელთა სავარაუდო მეტოქეთა სიაც მეტად სოლიდურია:

კოპენჰაგენი, ნორდშელანდი (ორივე – დანია), მარიბორი, დომჟალე (ორივე – სლოვენია), მაქაბი თელ-ავივი, ბეითარი (ორივე – ისრაელი), პარტიზანი, რადნიჩკი, სპარტაკი (ყველა – სერბეთი), მიოლდე (ნორვეგია), აპოლონი, ანორთოსისი (ორივე – კვიპროსი), დინამო, შახტიორი (ორივე – ბელარუსი), ლეხი, გურნიკი (ორივე – პოლონეთი), ფჰ (ისლანდია), დანდალკი (ირლანდია), ჟალგირისი (ლიეტუვა), გაბალა, კეშლა, ნეფთჩი (ყველა – აზერბაიჯანი), ოსიეკი (ხორვატია), ვარდარი (მაკედონია), ტრენჩინი, სლოვანი (ორივე – სლოვაკეთი), ვიტორული (რუმინეთი), აიკ, ჰეკენი (ორივე – შვედეთი), ნიომე (ესტონეთი), სლავია, ცსკა, ლევსკი (ყველა – ბულგარეთი), ვენტსპილსი (ლატვია), რეინჯერსი, ჰიბერნიანი (ორივე – შოტლანდია), ქაირათი, ირტიში, ტობოლი (ყველა – ყაზახეთი), ფოლა (ლუქსემბურგი), სარპსბორგი (ნორვეგია), რაბოტნიჩკი (მაკედონია), სარაევო, ჟელეზნიჩარი (ორივე – ბოსნია), მლადოსტი (ჩერნოგორია).

სოსო ფრუიძე, ჩიხურას მთავარი მწვრთნელი:

„ევროსეზონს გაახალგაზრდავებული გუნდით ვხვდებით. ასეთ სიტუაციაში არაერთხელ ვყოფილვართ, მაგრამ თავი არ შეგვირცხვენია.

ყველანაირად ვეცდებით, რომ ამჯერადაც ღირსეულად გამოვიდეთ. საამისოდ კი, ცხადია, იღბლიანი წილისყრაც დაგვჭირდება. მაგალითად, ვისურვებდი, რომელიმე ბალტიისპირული კლუბი გვერგოს მეტოქედ.“

ELIGA.GE

“ლოკომოტივმა” საქართველოს მოქმედი ჩემპიონი დაამარცხა (ვიდეო)

თბილისის ლოკომოტივმა ეროვნული ლიგის მოქმედი ჩემპიონი, ქუთაისის ტორპედო დაამარცხა. 20 მაისს, მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე გამართული დაპირისპირება, ლაშა ჭაღიაშვილის გუნდმა მინიმალური ანგარიშით მოიგო.

მატჩის ერთადერთი გოლი, 72-ე წუთზე, ლუკა კიკაბიძემ გაიტანა.

დინამო თბილისთან, სტუმრად მოგებული მატჩის შემდეგ, ჭაღიაშვილმა ძირითად შემადგენლობაში ერთადერთი ცვლილება განახორციელა. ტრავმირებული დავით სამურკაოსვის ადგილი ლუკა კიკაბიძემ დაიკავა, რომელიც 3 ქულის მომტანი გოლის ავტორი გახდა.

ტორპედოსთან დაპირისპირება ორთაბრძოლებით დატვირთული გამოდგა. პირველ ნახევარში მხოლოდ ორი სახიფათო მომენტი შეიქმნა. პირველ შემთხვევაში გავაშელიშვილს შეეძლო გატანა.

მოედნის ცენტრიდან, ლოკოს მე-9 ნომერს ლუკა კიკაბიძემ კარგი პასი მისცა, გავაშელიშვილმა ერთი ფეხბურთელი მოატყუა და დაარტა, თუმცა ბურთი გიორგი გურულს შეეხო და კარს მცირე მანძილით აცდა.

გატანა შეეძლო თორნიკე ძებნიაურსაც, მისი დარტყმა როინ კვასხვაძემ მოიგერია.

მეორე ნახევრის დებიუტში, ლოკომ კარგი მომენტი შექმნა. თეიმურაზ შონიამ მეტოქის საჯარიმოსთან კარგად ითამაშა და საჯარიმოში მარტო მყოფი ჯიქია მოძებნა, რომელმაც კიდევ ერთი მომენტი ვერ გამოიყენა, ბურთი კვასხვაძის კარს მცირე მანძილით აცდა.

72-ე წუთზე, მარჯვენა ფლანგიდან გიორგი გაბაძის ჩაწოდების შემდეგ, ანგარიში თავური დარტყმით ლუკა კიკაბიძემ გახსნა. 23 წლის ნახევარმცველმა, მიმდინარე სეზონში პირველი გოლი გაიტანა.

ამ ეპიზოდის შემდეგ, ლოკომ და ტორპედომ მომენტები გაცვალეს. დავით ჯიქიასა და ლევან კუტალიას დარტყმები სახიფათო, თუმცა არაზუსტი აღმოჩნდა.

მატჩის მიწურულს ჭაღიაშვილმა სამივე ცვლილება გამოიყენა. გოლის ავტორის ნაცვლად, 79-ე წუთზე, თამაშში ლაშა გვალია ჩაერთო.

89-ე წუთზე, ოთარ კობახიძე თეიმურაზ ღონღაძემ შეცვალა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, მოედანზე ლაშა ოზბეთალაშვილი შევიდა, რომელმაც დავით ჯიქია შეცვალა. ოზბეთელაშვილისთვის, ტორპედოსთან მატჩი, ლოკომოტივის მაისური სადებიუტოა.

12 ტურის შემდეგ, ლოკოს 11 ქულა აქვს და მე-8 ადგილზეა. ხოლო, “ტორპედო” 17 ქულით მეხუთეა.

ეროვნული ლიგის მეთორმეტე ტური: პრევიუ

დღეს სტარტს აიღებს ეროვნული ლიგის მეთორმეტე ტური. Fanebi.Com-ი გთავაზობთ პრევიუს.

სამტრედიის “სამტრედია” – თბილისის “დინამო”

დასაწყისი: 19 მაისი, 17:00

“ლანჩხუთში, “ევგრაფი შევარდნაძეზე” “სამტრედია” “დინამოს” მიიღებს. მასპინძლებს ზედიზედ ათი ტურია არ მოუგიათ. მათ ჰაერივით ესაჭიროებათ გამარჯვება და ამის მიღწევას დედაქალაქურ გუნდთან შეეცდებიან. თავის მხრივ, წინა ტურში, “დინამო” მოულოდნელად, საკუთარ მოედანზე ბოლოადგილოსან “ლოკომოტივთან” დამარცხდა და პირველადგილოსანმა “საბურთალომ” მას უკვე ოთხი ქულით გაუსწრო. შესაბამისად, კახა კაჭარავას ბიჭებსაც მოსაგები აქვთ მატჩი.

ფოთის “კოლხეთი” – ბოლნისის “სიონი”

დასაწყისი: 19 მაისი, 20:30

უკვე ზესტაფონში, “დავით აბაშიძეზე” “კოლხეთი” “სიონთან” შეეცდება ქულების მოპოვებას. მეგრელები წინა ტურში განადგურდნენ: “საბურთალოსთან” ანგარიშით, 0:5 წააგეს. ახლა ისინი ცხრა ქულით მეშვიდე ადგილზე არიან. რაც შეეხება “სიონს”, ეს გუნდი უარეს სიტუაციაშია. ოთხმატჩიანი წაგებათა სერიის შემდეგ, ბოლნისლებმა უკანასკნელ ტურში “სამტრედიასთან” ფრე გააგორეს. ახლა “სიონი” რვა ქულით მეცხრე პოზიციაზეა.

თბილისის “ლოკომოტივი” – ქუთაისის “ტორპედო”

დასაწყისი: 20 მაისი, 16:30

ტურის მეორე დღე თბილისში, “მიხეილ მესხი 2”-ზე “ლოკოტივისა” და “ტორპედოს” დაპირისპირებით დაიწყება. “რკინიგზელებზე” უკვე ვისაუბრეთ და ვთქვით, რომ ლიდერს სძლიეს, თუმცა მაინც ბოლო პოზიციაზე (რვა ქულით) არიან. ხოლო, იმერლებმა უკანასკნელ ტურში “რუსთავს” მოუგეს და მათ 17 ქულა აქვთ. “ტორპედო” ცხრილში მეხუთეა.

რუსთავის “რუსთავი” – საჩხერის “ჩიხურა”

დასაწყისი: 20 მაისი, 19:00

“მიხეილ მესხზე” “რუსთავი” “ჩიხურას” შეერკინება. პირველ მათგანზე იმას დავამტებ, რომ 14 ქულა აქვს და მეექვსე საფეხურს იკავებს. რაც შეეხება “ჩიხურას”, ამ გუნდმა საკუთარ მოედანზე წააგო “დილასთან”, 0-3. სამსონ ფრუიძის შეგირდები 19 ქულით მეოთხე პოზიციაზე არიან.

გორის “დილა” – თბილისის “საბურთალო”

დასაწყისი: 20 მაისი, 21:00

“დილას” ამჟამინდელი მეტოქე ლიდერი “საბურთალოა”. ეს ტურის ცენტრალური შეხვედრაა, რომელიც გორში, “თენგიზ ბურჯანაძეზე” შედგება. მასპინძლებზე უკვე ვთქვით. ისინი 20 ქულით მესამე ადგილზე გადავიდნენ. ხოლო, “საბურთალომ” “კოლხეთს” მოუგო, 27 ქულა დააგროვა და ლიდერობა კიდევ უფრო განიმტკიცა.

ეროვნული ლიგის მეთერთმეტე ტური: პრევიუ

დღეს სტარტს აიღებს ეროვნული ლიგის მეტერთმეტე ტური. Fanebi.Com-ი მის პრევიუს გთავაზობთ.

თბილისის “საბურთალო” – ფოთის “კოლხეთი”

დასაწყისი: 11 მაისი, 20:30

“მიხეილ მესხზე” ერთმანეთს “საბურთალო” და “კოლხეთი” დაუპირისპირდებიან. დედაქალაქურმა გუნდმა ზედიზედ ორი შეხვედრა მოიგო და ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს. მას 24 ქულა აქვს და “დინამოს” ორი ქულით უსწრებს. რაც შეეხება “კოლხეთს”, მათ ბოლო ორი მატჩი ფრედ ითამაშეს. ახლა “კოლხეთი” ცხრა ქულით მეშვიდეა. მას “სამტრედია” და “სიონი” მოსდევენ 7-7 ქულით.

ბოლნისის “სიონი” – სამტრედიის “სამტრედია”

დასაწყისი: 12 მაისი, 15:00

უკვე შაბათ დღეს “სიონი” “სამტრედიას” “მიხეილ მესხი 2”-ზე მიიღებს. ბოლნისლები საშინელ ფორმაში არიან. მათ უკანასკნელი ოთხი მატჩი წააგეს და ახლა შვიდი ქულით მეათე ადგილზე იმყოფებიან. რაც შეეხება “სამტრედიას”, ამ გუნდმა წინა ტურში ბოლოადგილოსან “ლოკომოტივთან” ფრე გააგორა და, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მერვე ადგილზე იმყოფება.

საჩხერის “ჩიხურა” – გორის “დილა”

დასაწყისი: 12 მაისი, 17:00

ივანწმინდაში, “ცენტრალურ სტადიონზე” “ჩიხურა” “დილას” დაუპირისპირდება. სამსონ ფრუიძის შეგირდები ბოლოს “კოლხეთს” ეთამაშნენ და ფრე, 2-2 დააფიქსირეს. თუმცა, მანამდე მათ ორი მატჩი მოიგეს. ახლა იმერული კლუბი 19 ქულით მესამეა. “დილამ” ზედიზედ ორი დაპირისპირება დაასრულა ანგარიშით, 1:1 (“დინამოსა” და “ტორპედოსთან”) და ახლა 17 ქულით მეოთხეა.

ქუთაისის “ტორპედო” – რუსთავის “რუსთავი”

დასაწყისი: 12 მაისი, 20:30

ქუთაისში, “რამაზ შენგელიაზე” “ტორპედო” “რუსთავს” დაუპირისპირდება. მასპინძლებზე უკვე ვთქვით, რომ “დილასთან” ვერ იმარჯვეს. ახლა მათ 14 ქულა აქვთ და მეხუთე ადგილს იკავებენ. “რუსთავსაც”, ბოლო ტურში “დინამოსთან” წაგების შემდეგ, ამდენივე ქულა აქვს და ბურთების უარესი შეფარდების გამო, “ტორპედოს” ერთი პოზიციით ჩამორჩება.

თბილისის “დინამო” – თბილისის “ლოკომოტივი”

დასაწყისი: 13 მაისი, 16:00

ტურის ცენტრალური შეხვედრა თბილისური დერბია, რომელიც კვირას, “დინამო არენაზე” შედგება. მასპინძლებმა ბოლოს 15 აპრილს წააგეს, როცა მათი მეტოქე ასევე დედაქალაქური გუნდი, ლიდერი “საბურთალო” იყო. მას შემდეგ კახა კაჭარავას შეგირდებმა სამი შეხვედრა მოიგეს და ერთი ფრეც ითამაშეს. “დინამო” 22 ქულით მეორე ადგილზეა. რადიკალურად სხვა სიტუაციაშია “ლოკომოტივი”,  რომელმაც ბოლოს ოთხ აპრილს უკვე ნახსენებ “საბურთალოსთან” მოიგო. მას შემდეგ ხუთი ტური გავიდა – ოთხი წაგება, ერთი ფრე. ახლა “რკინიგზელები” ხუთი ქულით ბოლო პოზიციას იკავებენ.

ეროვნული ლიგა: “დინამომ” “რუსთავი” დაამარცხა და მეორე ადგილი განიმტკიცა (ვიდეო)

მეათე ტურის მატჩი რუსთავსა და დინამოს შორის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა. თამაშის დაწყებამდე ოთარ კიტეიშვილს ელიგამ პირვლი წრის საუკეთესო ფეხბურთელისთვის განკუთვნილი ტიტული გადასცა.

მატჩი საშუალო რიტმში დაიწყო, პირველი სახიფათო მომენტი კი მასპინძლებმა შექმნეს. 23- ე წუთზე თამაზ მაქაცარია გაცდა დინამოს მცველებს და ბოლო მომენტში დემეტრე ბულისკერიას ვეღარ აჯობა. დინამოელებმა რამდენჯერმე სახიფათოდ შეუტის, თუმცა რეალურ საგოლე მომენტამდე საქმე არ მისულა. 33- ე წუთზე კი კახი კაჭარავამ ლაშა ქოჩლაძის ნაცვლად მოედანზე ნიკა ძალამიძე შეუშვა. ცოტახანში რუსთაველთა კარში სახიფათო საჯარიმო დაინიშნა, ნიკა ნინუას დარტყმული კი ნუკრი რევიშვილმა მოიგერია. ტაიმი ესეც დასრულდა.

მეორე ნახევარი გუნდებმა პირველთან შედარებით გაცილებით აქტიურად განაგრძეს. დინამოელთა რამდენიმე სახიფათო მომენტის შემდეგ რუსთაველებს ჰქონდათ კარგი სიტუაცია, მაკრატელათი ბექა მიქელთაძე ცდილობდა გატანას, თუმცა არაზუსტად დაარტყა. 61- ე წუთზე კი აკაკი შულაიამ ინდივიდუალური ოსტატობით ჩამოიტოვა მცველი და ძლიერი მოჭრილი დარტყმით გახსნა ანგარიში. დინამომ მეორე გოლიც მალე გაიტანა და ფაქტიურად გადაწყვიტა შეხვედრაში გამარჯვებულის ბედი. გიორგი ივანიშვილის აქტიურობას პენალტი მოჰყვა, თერთმეტმეტრიანი დარტყმა კი ზუსტად კაპიტანმა შეასრულა. შულაიას კიდევ ერთი გოლის გატანა 83- ე წუთზე შეეძლო. ლევან ხარაბაძის ჩაწოდებულს ერთი შეხებით ასრულებდა, ბურთი კი სანტიმეტრებით აცდა კარს. ორიოდე წუთში ბუდუ ზივზივაძეს მართებდა გოლის გატანა, მაგრამ ნუკრი რევიშვილს ვერ აჯობა. საბოლოოდ შეხვედრა დინამოელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა. შემდეგ მატჩს ჩვენი გუნდი 13 მაისს დინამო არენაზე ლოკომოტივის წინააღმდეგ გამართავს.

გოლი: 0:1 შულაია 61’  0:2 კიტეიშვილი 66’

გაფრთხილება: ცხოვრებოვი 65’  ხადარცევი 72’

რუსთავი: რევიშვილი, პაპავა, მაქაცარია (მარცვალაძე 80), გეგეჭკორი, მიქელთაძე (ფონიავა 87), ცინცაძე, კობახიძე, ხადარცევი (ენდელაძე 77), ცხოვრებოვი, გაბულოვი, ცარიკაევი

დინამო: რევიშვილი, რუხაია, ივანისენია, კობოური, ხარაბაძე, ნინუა, ქოჩლაძე (ძალამიძე 33), შულაია, ო. კიტეიშვილი, ივანიშვილი (ერგემლიძე 87), ზივზივაძე (ბაბუნაძე 88)

მსაჯი: გ. ვადაჭკორია

დრამა ზესტაფონში: “კოლხეთისა” და “ჩიხურას” შედეგიანი ფრე (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის მეათე ტურის შეხვედრები გაიმართა. ერთ-ერთ მათგანში ფოთის “კოლხეთი” საჩხერის “ჩიხურას” ზესტაფონში, “დავით აბაშიძეზე” დაუხვდა.

23-ე წუთზე ვლადიმერ პანამარიოვმა სახიფათო თამაშის გამო წითელი ბარათი მიიღო და ფოთელები ათი კაცით დარჩნენ. თუმცა, ზუსტად ექვს წუთში ლაშა გოგონაიამ “კოლხეთის” დაწინაურება მოახერხა. მეორე ნახევარში მოედანზე დავით იონანიძე გამოვიდა, რომელმაც შესვლიდან შვიდ წუთში, 64-ე წუთზე გაათანაბრა ანგარიში. 69-ეზე გიორგი ბუხაიძემ თავური დატყმით მეგრელთა კარი აიღო და წინ გაიყვანა იმერული კლუბი. ამის შემდეგ “ჩიხურას” რამდენიმე კარგი მომეტი ჰქონდა, თუმცა მთავარმა გოლეადორმა, გიორგი გაბედავა ვერ ივარგა. სამაგიეროდ, არ დანებდა “კოლხეთი” და 79-ე წუთზე პეტერსონ კაბორეს ლამაზი, გამჭოლი გადაცემის შემდეგ, ილია მიხაილოვმა შეაგდო. საბოლოოდ, ეს დაძაბული მატჩი ანგარიშით, 2-2 დასრულდა.

ამ ფრის შემდეგ “კოლხეთს” ცხრა ქულა აქვს და მეშვიდე ადგილზეა. ხოლო, “ჩიხურა” 19 ქულით მესამე საფეურზე იმყოფება.

&nbsp