ესპანეთის ნაკრებმა ხუთი გოლი უკანასკნელად 51 წლის წინათ გაუშვა

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ესპანეთისა და ჰოლანდიის ნაკრებებს შორის გამართული მატჩი „ნარინჯისფერთა“ დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 5:1 დასრულდა.

ესპანელებმა ხუთი და მეტი ბურთი უკანასკნელად შორეულ 1963 წელს გაუშვეს. მაშინ „ფურია როხა“ შოტლანდიის ნაკრებთან ანგარიშით 2:6 განადგურდა.

რაც შეეხება მსოფლიოს ჩემპიონატს, ესპანელებმა ამ ტურნირზე ოთხ გოლზე მეტი უკანასკნელად სწორედ ბრაზილიაში გაუშვეს. 1950 წლის ბრაზილიის მსოფლიო პირველობაზე ესპანელები მასპინძლებთან ანგარიშით 1:6 განადგურდნენ.

 

სამუნდიალე კონკურსის პირველი დღის გამარჯვებულები

როგორც მოგეხსენებათ, 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატთან დაკავშირებით მიმდინარეობს Fanebi.com-ისა და Europe-bet-ის ერთობლივი პროექტი – „სამუნდიალე კონკურსი“, რისი მეშვეობითაც ფულადი ჯილდოს მოგების შანსი გეძლევათ. პირველ ჯერზე ბრაზილიისა და ხორვატიის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩთან დაკავშირებული 4 კითხვა შემოგთავაზეთ, რომელზეც ყველაზე მეტი სწორი პასუხის ავტორ პირველ 10 მომხმარებელს „ევროპა ბეთის“ ანგარიშზე 15-15 ლარი დაერიცხათ.

კონკურსის პირველი დღის გამარჯვებულთა სია ასე გამოიყურება:

otto
Neymar.
kvinikadze25
del10piero
operoni
madridfun
diasamidze2014
kupria5
GRMICFA
milanist222

ესპანეთი — ჰოლანდია (სასტარტო შემადგენლობები)

სულ ცოტა დრო რჩება 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის B ჯგუფის გახსნითი მატჩის დაწყებამდე, რომელიც ესპანეთისა და ჰოლანდიის ნაკრებებს შორის შედგება.

გთავაზობთ გუნდების სასტარტო შემადგენლობებს.

ესპანეთი: კასილასი, სერხიო რამოსი, პიკე, ასპილიკუეტა, ჟორდი ალბა, ინიესტა, ჩავი ალონსო, ჩავი, დავიდ სილვა, ბუსკეტსი, დიეგო კოსტა.
მთავარი მწვრთნელი: ვისენტე დელ ბოსკე.

ჰოლანდია: სილესენი, ვლაარი, იანმაატი, ბლინდი, დე ვრეი, მარტინს ინდი, რობენი, სნეიდერი, დე იონგი, დე გუზმანი, ვან პერსი.
მთავარი მწვრთნელი: ლუი ვან გაალი.

მთავარი მსაჯი: ნიკოლა რიცოლი (იტალია).

 

სამუნდიალე კონკურსი (ესპანეთი — ჰოლანდია)

როგორც მოგეხსენებათ, მსოფლიოს ჩემპიონატთან დაკავშირებით გთავაზობთ სამუნდიალე კონკურსს, რისი მეშვეობითაც ფულადი ჯილდოს მოგების შანსი გეძლევათ. გუშინ ტურნირთან დაკავშირებით პირველი კონკურსი შემოგთავაზეთ და უკვე გვყავს 10 გამარჯვებული, რომლებსაც „ევროპა ბეთის“ ანგარიშზე 15 ლარი დაერიცხებათ. დღეს გთავაზობთ ესპანეთისა და ჰოლანდიის ნაკრებებს შორის გასამართ მატჩთან დაკავშირებულ 4 საკონკურსო კითხვას.

ჩვენს მიერ მოცემულია ესპანეთისა და ჰოლანდიის ნაკრებებს შორის გასამართ შეხვედრასთან დაკავშირებული 4 კითხვა, რომელსაც სწორად უნდა უპასუხოთ. გამარჯვებულად ჩაითვლება ის პირველი 10 რეგისტრირებული მომხმარებელი, რომლებიც ოთხივე კითხვაზე სწორ პასუხს დაწერენ. თუ 4-ივე კითხვაზე სწორ პასუხს ამ რაოდენობის მომხმარებლები ვერ გამოიცნობენ, დანარჩენი საპრიზო ადგილები გადანაწილდება იმ კონკურსანტთა შორის, რომლებსაც ყველაზე ადრე ექნებათ დაწერილი 3 სწორი პასუხი (და ასე შემდეგ). იმ მომხმარებლებს, რომლებსაც 4-ივე კითხვაზე ექნებათ გაცემული სწორი პასუხი, „ევროპა ბეთის“ ანგარიშზე 15 ლარი დაერიცხებათ, ხოლო თუ გამარჯვებულთა სიაში 3 კითხვაზე სწორად გაცემული პასუხების ავტორებიც მოხვდებიან, მათ 10 ლარი ჩაერიცხებათ.

კომენტარები ამავე პუბლიკაციის გვერდზე უნდა მიუთითოთ. გასათვალისწინებელია, რომ კონკურსში მონაწილეობს მხოლოდ ჩვენი საიტის სისტემით დამატებული კომენტარები. ფეისბუქით მითითებული კომენტარები არ ჩაითვლება! თითოეული მომხმარებლისგან მიიღება ერთი (პირველი) კომენტარი.

„ევროპა ბეთის“ ანგარიშის პინ-კოდი დაურთიეთ საკონკურსო კომენტარს.

საკონკურსო კითხვებია:

1) რა იქნება მატჩის საბოლოო შედეგი (1 – X – 2)
2) გაიტანს თუ არა ორივე გუნდი?
3) იქნება თუ არა თერთმეტმეტრიანი?
4) იქნება თუ არა გაძევება?

P.S. დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით Fanebi.com-ის ოფიციალური Facebook გვერდის საშუალებით.

 

ნეიმარი: „ყველაფერი გაცილებით უკეთ განვითარდა, ვიდრე წარმოვიდგენდი“

ბრაზილიის ნაკრების თავდამსხმელმა ნეიმარმა ხორვატიის ნაკრების წინააღმდეგ გამართული მატჩის (3:1) შესახებ ისაუბრა.

„ყველაფერი გაცილებით უკეთ წარიმართა, ვიდრე წარმოვიდგენდი. იმედი მქონდა, რომ გავიმარჯვებდით, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატის გახსნით მატჩში დუბლის შესრულება მართლაც ენით აღუწერელი სიხარულია.

რაც შეეხება პენალტს, თავი ზედმეტი ფიქრებისგან არ უნდა გადავიტვირთოთ. ფოკუსირება უნდა გავაკეთოთ იმაზე, რომ ჩვენი თამაში ვაჩვენოთ.

თერთმეტმეტრიანის შესრულების დროს მინდოდა, რომ ბურთი მარცხენა კუთხეში გამეგზავნა, თუმცა ყველაფერი ასე მარტივად არ მოხდა. გამიმართლა, რომ მეკარემ ხელები არ გაამაგრა და ბურთი კარში შევიდა“, – ნეიმარის სიტყვებს „ტუტომერკატო“ ციტირებს.

 

ნიკო კოვაჩი: „ხორვატიის ნაკრებს პატივი არ სცეს“

ბრაზილიისა და ხორვატიის ნაკრებებს შორის გამართული მატჩის (3:1) შემდეგ, ბალკანელთა დამრიგებელმა ნიკო კოვაჩმა იაპონელი არბიტრი იუიტი ნისიმურა ღიად გააკრიტიკა.

„თუ ეს პენალტი იყო, ფეხბურთის თამაშს ახლავე უნდა დავანებოთ თავი. მოდით, ფეხბურთის ნაცვლად კალათბურთი ვითამაშოთ. სამარცხვინოა. პატივისცემაზე ვსაუბრობთ, თუმცა ხორვატიის მიმართ ეს არ იგრძნობოდა. მსოფლიოს ჩემპიონატი თუ ასე იწყება, ასეთივე წარმატებით მივატოვებთ ყველაფერს და სახლში დავბრუნდებით.

ჩემმა ფეხბურთელებმა შესანიშნავი შთაბეჭდილება მოახდინეს. ჩემთვის პატივია, რომ ასეთ გუნდს ვწვრთნი“, – განაცხადა კოვაჩმა მატჩის შემდეგ.

 

კაკას მიერ გადაღებული ნეიმარის პენალტი

ბრაზილიისა და ხორვატიის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩს (3:1) ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელები ესწრებოდნენ. მათ შორის იყო რიკარდო კაკაც, რომელიც რამდენჯერმე მოხვდა ტელეობიექტივში. კაკა ტელეეკრანებზე მაშინაც გვაჩვენეს, როცა ნეიმარი პენალტს არტყამდა. „მილანის“ ნახევარმცველმა ეს ეპიზოდი საკუთარი აპარატით გადაიღო და შემდეგ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

დელ პიერო: „პენალტი არ ყოფილა“

2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა ალესანდრო დელ პიერომ ბრაზილიისა და ხორვატიის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში დანიშნული თერთემეტრიანის შესახებ კომენტარი გააკეთა. ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი თვლის, რომ იაპონელი არბიტრი იუიტი ნისიმურა პენალტის დანიშვნისას შეცდა.

„ვფიქრობ, თერთმეტმეტრიანი არ ყოფილა. კი ბატონო, მცველი ფრედს შეეხო, თუმცა ეს პენალტის დასანიშნად არ კმარა. შესაძლოა, მსაჯმა იმიტომ ჩასტვინა, რომ ხორვატი მცველი ბურთზე ვერ თამაშობდა“, – განაცხადა დელ პიერომ „სქაი სპორტსის“ ეთერში.

შეგახსენებთ, რომ პენალტი ნეიმარმა გამოიყენა და „სელესაო“ დააწინაურა. საბოლოო ჯამში კი, ბრაზილიელებმა მეტოქე ანგარიშით 3:1 დაამარცხეს.

 

ბრაზილია — ხორვატია (მატჩის გმირი)

ბრაზილიისა და ხორვატიის ნაკრებებს შორის გამართული მატჩის (3:1) საუკეთესო ფეხბურთელად ნეიმარი დაასახელეს.

მსოფლიოს ჩემპიონატის გახსნით შეხვედრაში „ბარსელონას“ თავდამსხმელმა დუბლი შეასრულა. ნეიმარმა პირველ ტაიმში ანგარიში გაათანაბრა, მატჩის მეორე ნახევარში კი თერთმეტმერიანი დარტყმა გამოიყენა და „სელესაო“ დააწინაურა.

ნეიმარმა მოედანზე 88 წუთი დაჰყო, გააკეთა 49 გადაცემა და კარში ოთხჯერ დაარტყა.

 

ლინეკერი: „მატჩის გმირის წოდებისთვის ნეიმარსა და ნისიმურას შორის დიდი ბრძოლა გაიმართა“

ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა გარი ლინეკერმა ბრაზილიისა და ხორვატიის ნაკრებებს შორის გამართული მატჩის (3:1) შესახებ საკუთარი აზრი გამოთქვა.

„მატჩის მოთამაშის წოდებისთვის ნეიმარსა და არბიტრ ნისიმურას შორის მჭიდრო ბრძოლა გაიმართა. ტურნირის მასპინძელს მხოლოდ ერთხელ შეუძლია მსაჯის მიერ გამოტანილი შოკისმომგვრელი გადაწყვეტილებით ისარგებლოს. ბრაზილიამ ეს საშუალება ნაადრევად გამოიყენა.

საოცარი თამაში გამოვიდა. გოლები, საკამათო ეპიზოდები და ნეიმარის მიერ დადგმული შესანიშნავი შოუ. მსოფლიოს ჩემპიონატი ხმაურიანად დაიწყო!“ – დაწერა ლინეკერმა სოციალურ ქსელში.

 

ბრაზილია — ხორვატია (სასტარტო შემადგენლობები)

სულ ცოტა დრო რჩება 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის გახსნითი მატჩის დაწყებამდე, რომელიც ბრაზილიისა და ხორვატიის ნაკრებებს შორის შედგება.

გთავაზობთ გუნდების სასტარტო შემადგენლობებს.

ბრაზილია: ჟულიო სეზარი, დანი ალვესი, ტიაგო სილვა, დავიდ ლუისი, მარსელო, ლუის გუსტავო, პაულინიო, ოსკარი, ფრედი, ჰალკი, ნეიმარი.
მთავარი მწვრთნელი: ლუიშ ფელიპე სკოლარი.

ხორვატია: პლეტიკოსა, სრნა, ჩორლუკა, ლოვრენი, ვრსალიკო, მოდრიჩი, რაკიტიჩი, პერიშიჩი, კოვაჩიჩი, ოლიჩი, იელავიჩი.
მთავარი მწვრთნელი: ნიკო კოვაჩი.

მთავარი მსაჯი: იუიტი ნისიმურა (იაპონია).

ჩავი: „გამარჯვება ან სიკვდილი ჩვენი სათამაშო სტილით“

ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველმა ჩავი ერნანდესმა განაცხადა, რომ მისი გუნდი შემტევი სტილის შეცვლას არ აპირებს. ჩავიმ ლონდონის „ჩელსიში“ დღეს გადასულ ფრანჩესკ ფაბრეგასთან გასაუბრებაც მოასწრო.

„ესპანეთის ნაკრები ითამაშებს ისე, როგორც აქამდე თამაშობდა. გავიმარჯვებთ ან დავიხოცებით ჩვენი სათამაშო სტილით.

რაც შეეხება ფაბრეგასს, ის კმაყოფილია. ეს „ბარსელონასთვის“, რა თქმა უნდა, დიდი დანაკლისია, თუმცა ვიცი, რომ მას ამ ნაბიჯის გადადგმა სურდა“, – ჩავის სიტყვები „დეილი მეილმა„ გამოაქვეყნა.