ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ ჩილეს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსის სანჩესმა ახალგაზრდა ჩილელ ფეხბურთელს ბუცები აჩუქა.
ჭდე: ალექსის სანჩესი
როგორ მღერის და ცეკვავს ალექსის სანჩესი (ვიდეო)
ინტერნეტ-სივრცეში გვრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ მღერის და ცეკვავს ალექსის სანჩესი.
რა გაუკეთა ალექსის სანჩესმა რამდენიმე მეტოქეს საჯარიმოში (ვიდეო)
12 ივნისს, კოპა ამერიკაზე, ჩილესა და ეკვადორის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში (2:0), ალექსის სანჩესმა მეტოქის საჯარიმოში რამდენიმე ფეხბურთელი მოატყუა.
მესი, ნეიმარი და სხვა ვარსკვლავები, რომელთა გამო „კოპა ამერიკას“ უნდა ვუყუროთ
მიუხედავად იმისა, რომ მოახლოებულ სამხრეთ ამერიკის თასს, ლუის სუარესის სახით, ერთი ვარსკვლავი დააკლდება, „კოპა ამერიკა“ მაინც ცხელი უნდა გამოვიდეს, რადგან მას არაერთი სხვა წამყვანი ფეხბურთელი დაამშვენებს.
ლიონელ მესი (არგენტინა)
განაცხადში მესის გვარის ხილვა ტურნირისადმი ინტერესს ავტომატურად ზრდის. 2015 წელს მარტინოს მესი არ შეუწუხებია – ორ ამხანაგურ მატჩში ლეო სათადარიგოთა სკამზე დარჩა, მესამე კი ჩემპიონთა ლიგის ფინალის გამო გამოტოვა. თუმცა, უკვე ჩილეში, როგორც მწვრთნელი, ისე გულშემატკივრები მესისგან ბეჯით თამაშს ელიან.
როგორც ჩანს, ამაში მწვრთნელისა და ფეხბურთელის სურვილები ერთმანეთს ემთხვევიან. რა თქმა უნდა, ლეოს, რომელსაც აქამდე სანაკრებო დონეზე ტიტული ჯერ არ მოუგია, კარიერაში არგენტინასთან ერთად წარმატების მიღწევა სურს.
სერხიო აგუერო (არგენტინა)
განვლილი საკლუბო სეზონი აგუეროსთვის, პირადი სტატისტიკის მხვრივ, წარმატებული გამოდგა. ჩემპიონატში 26 გოლი მას აქამდე არ გაუტანია. ნაკრების ბოლო ორ სპარინგში კი მან ხერარდო მარტინოს დაუმტკიცა, რომ ძირითად შემადგენლობაში მოხვედრას იგუაინზე მეტად იმსახურებს.
ეკვადორის კარში სერხიომ ერთი გოლი გაიტანა, ბოლივიასთან კი ჰეთთრიკი მიითვალა, ამიტომაც ტურნირის დასაწყისში ცენტრალური თავდამსხმელის პრობლემა არგენტინის ნაკრებში არ უნდა იყოს. თანაც, სერხიოს „მანჩესტერ სიტისთან“ წელს ვერაფერი მოუგია, ამიტომაც მას ორმაგი მოტივაცია უნდა ჰქონდეს.
ნეიმარი (ბრაზილია)
სუარესის არყოფნაში მესის პირველი კონკურენტი, სავარაუდოდ, სწორედ მისი თანაკლუბელი ნეიმარი იქნება.
დუნგამ ნეიმარი არამხოლოდ კაპიტნად, არამედ ნაკრების მთავარ იმედად აირჩია. სკოლარის პერიოდში იგივე იყო – გასულ ზაფხულში ბრაზილიელები მასზე დიდ იმედს ამყარებდნენ. მის გარეშე „სელესაო“ გერმანიის ნაკრებთან უშანსოდ განადგურდა. ასაკის მიუხედავად (23 წელი), ნეიმარს დიდი პასუხისმგებლობა აკისრია. ამიტომაც, ჩილეში მისგან ვირტუოზული თამაშის ნაცვლად, პროდუქტიულ ფეხბურთს ითხოვენ. აქ ნეიმარს მესისა და სუარესის მსგავსი პარტნიორი არ ჰყავს, ასე რომ, ვარსკვლავს ბევრი შრომა მოუწევს.
ალექსის სანჩესი (ჩილე)
ჩილეს ნაკრები კონტინენტის საუკეთესო გუნდი არასდროს გამხდარა, მაგრამ საშინაო ტურნირზე მცირე იმედი მაინც აქვს. ამ იმედს გუნდის ლიდერების ბრავოს, ვიდალისა და ალექსის სანჩესის კარგი სათამაშო ფორმა ზრდის.
ხორხე სამპაოლის კოზირი სწორედ ალექსისია. კატალონიიდან ინგლისში გადასვლა თავდამსხმელს ძალიან გამოადგა. თუ „ბარსაში“ სანჩესი მცოდნე ფეხბურთელის როლს თამაშობდა, „არსენალში“ ის ნამდვილი ოსტატია. სადებიურო სეზონში ყველა ტურნირზე 25 გოლი ჩინებული შედეგია. მართალია, ნაკრებში წელს მას ჯერ არ გაუტანია, თუმცა, შესაძლოა, ეს დამატებით მოტივაციის მიზეზიც კი გახდეს.
ხამეს როდრიგესი (კოლუმბია)
ხამეს როდრიგესის მადრიდული პრემიერა ნამდვილად წარმატებული გამოდგა, რასაც „გოლი+პასის“ სისტებით 26 ქულა ადასტურებს. კარგი იქნებოდა, თუ ის ტიტულსაც მოიგებდა, მაგრამ გასულ სეზონში „რეალს“ ეს ვერ გამოუვიდა.
სხვათა შორის, ხამესი 2015 წლის „კოპა ამერიკას“ მონაწილეთა შორის თავისი სატრანსფერო ფასით მეორეა. გასულ ზაფხულში „რეალმა“ მის სანაცვლოდ 80 მილიონი ევრო გადაიხადა, რაც 3,5 მილიონზე ნაკლებია იმ თანხაზე, რომელიც „ბარსამ“ ნეიმარზე დახარჯა. რაც შეეხება მესის, ის არავის უყიდია, ასე რომ, მის სატრანსფერო ფასზე საუბარი არ ღირს.
რადამელ ფალკაო (კოლუმბია)
რამდენიმე წლის წინ ფალკაო სატრანსფერო ბაზარზე ძალიან პოპულარული იყო. ფენომენალური გოლეადორის შეძენა ევროპის თითქმის ყველა გრანდს სურდა. ამ მხვრივ, ინტუიციამ კოლუმბიელს უღალატა – მან „მონაკო“ და საფრანგეთის ჩემპიონატი აირჩია, რაც პოტენციალის გამოსამჟღავნებლად საუკეთესო ვარიანტი არ ყოფილა.
რადამელმა კარიერის საუკეთესო წლების გახსენება „მანჩესტერ იუნაიტედში“ სცადა, მაგრამ იმდენად წარუმატებელი სეზონი გამოუვიდა, რომ იჯარის შემდეგ კვლავ საფრანგეთში დაბრუნდა. მისთვის მოახლოებული „კოპა ამერიკა“ თავისებური გამოწვევაა. 30 წლის ფეხბურთელს იმის დამტკიცება მოუწევს, რომ საუკეთესო ბობმარდირული შესაძლებლობები ჯერ არ დაუკარაგავს.
რაფაელ მარკესი (მექსიკა)
მარკესს „კოპაზე“ ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში უთამაშია და მას ის „ბარსელონაც“ ახსოვს, რომელშიც მესი ჯერ არ თამაშობდა. ლეგენდარულობის მიუხედავად, მექსიკელი ვეტერანი ბუტსების ლურსმანზე დაკიდებას არ ჩქარობს. აშშ-სა და სამშობლოში თავგადასავლის შემდეგ რაფა მოულოდნელად ევროპაში დაბრუნდა, სადაც „ვერონას“ შემადგენლობაში არც თუ ისე ცუდი სეზონი გამოუვიდა.
მარკესზე უფროსი სამხრეთ ამერიკის თასზე მხოლოდ 37 წლის პარაგვაელი მეკარე ხუსტო ვილარია. სამაგიეროდ, ნაკრებში ყველაზე მეტი მატჩი (126) სწორედ რაფაელს აქვს ჩატარებული. მექსიკის ნაკრებისთვის კაპიტნის გამოცდილება სერიოზულია პლუსია. მისთვის მოახლოებული „კოპა ამერიკა“ უკვე მეხუთე იქნება: წინა ოთხ გათამაშებაში მან სამი მედალი მოიპოვა – ორი ბრინჯაოს და ერთი ვერცხლის.
ედინსონ კავანი (ურუგვაი)
ურუგვაის ფეხბურთის ფედერაციას ფიფა-სგან ლუსი სუარესის ამნისტიის მიღება ვერ გამოუვიდა, რაც იმას ნიშნას, რომ საჩემპიონო ტიტულის დაცვა კავანის მარტოს მოუწევს.
ბოლო ორ მოსამზადებელ მატჩში ედინსონის სამი გოლი ურუგვაელებს იმის იმედს აძლევს, რომ პსჟ-ს ფორვარდი სუარესის შეცვლას მოახერხებს, ამავდროულად ნათელია, რომ სუარესის დაკარგვა უკვალოდ მაინც არ ჩაივლის…
ალექსის სანჩესმა სეზონი შეაფასა
“არსენალის” ფორვარდი ალექსის სანჩესი გასული სეზონის უკმაყოფილოა. შეგახსენებთ, რომ მეთოფეებმა პრემიერ ლიგა მესამე საფეხურზე დაასრულეს და ინგლისის თასის მოგებაც შეძლეს. თავად სანჩესმა კი ყველა ტურნირში 24 გოლის გატანა მოახერხა.
“ჩემპიონთა ლიგის ფინალში ან პრემიერ ლიგის მოგება მსურდა. დარწმუნებული ვარ, რომ გუნდში ამის რესურსი არის. სეზონის უკმაყოფილო ვარ იმიტომ რომ მეტის მიღწევა შეგვეძლო” – განაცხადა სანჩესმა.
ალექსის სანჩესის სამაგალითო საქციელი სანტიაგოს აეროპორტში (ვიდეო)
ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ რა მოხდა ჩილეში, სანტიაგოს აეროპორტში.
ვენგერი სანჩესის „კოპა ამერიკაზე“ წასვლით უკმაყოფილია
ინგლისის თასის ფინალური შეხვედრის შემდეგ „არსენალის“ ერთ-ერთ ლიდერს ალექსის სანჩესს „კოპა ამერიკაზე“ გამგზავრება მოუწევს, რითაც „მეთოფეთა“ თავკაცი არსენ ვენგერი უკმაყოფილია.
„გამიკვირდა, რომ ფიფა-მ მსგავსი რამ დაუშვა. „კოპა ამერიკას“ ნერვიულობით ვუყურებ. მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ სანჩესმა „არსენალში“ მთელი სეზონი ითამაშა, ახლა კი მას კვლავ გამგზავრება მოუწევს.
ფიფა ფეხბურთელების ჯანმრთელობაზე ბევრს საუბრობს, თუმცა ტურნირის ჩასატარებლად ასეთ თარიღს ირჩევს“, – განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა.
არსენ ვენგერის რეაქცია, როცა აარონ რემზიმ ბურთი ძელს გაარტყა (ვიდეო)
სანჩესმა ინგლისი და ესპანეთი ერთმანეთს შეადარა
„არსენალის“ ნახევარმცველმა ალექსის სანჩესმა „ბარსელონაში“ გატარებული პერიოდი გაიხსენა.
„როდესაც „ბარსელონას“ ფერებს ვიცავდი, გასაგები იყო, რომ საშინაო შეხვედრებში თამაში უფრო გვიადვილდებოდა, რადგან ჩვენ თავდაჯერებულები ვიყავით. ამის წყალობით „ბარსელონა“ ყოველთვის იმარჯვებდა. ასეა თუ ისე, პრემიერლიგაში ეს საკმარისი არ არის. აქ მეტოქე ბოლომდე იბრძვის.
პრემიერლიგაში აუტსაიდერთან ანგარიშით 0:3 წაგება სავასებით რეალურია. ამაში გასაკვირი არაფერია. აქ გულშემატკივრებისა და საზოგადოების დიდი ზეწოლა იგრძნობა, რაც ძალიან მომწონს“, – განუცხადა ჩილელმა „მეთოფეთა“ ოფიციალურ საიტს.
როგორ კენწლის ალექსის სანჩესი ძალიან პატარა ბურთს (ვიდეო)
ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ კენწლის პატარა ბურთს ალექსის სანჩესი.
პრემიერ ლიგის 7 ახალწვეული, რომლებმაც მოლოდინს გადააჭარბეს
Fanebi.Com გთავაზობთ 5 ფეხბურთელს, რომელებიც პრემიერ ლიგაში იმაზე უკეთესად თამაშობენ, ვიდრე მათგან ამას ელოდნენ.
7. ფრეიზერ ფორსტერი – “საუთჰემპტონი”
6. მარკოს როხო – “მანჩესტერი”
5. ალექსის სანჩესი – “არსენალი”
4. ფრენკ ლამპარდი – “მან.სიტი”
3. გრაციანო პელე – “საუთჰემპტონი”
2. ემრე ჯანი – “ლივერპული”
1. დიაფრა სახო – “ვესტ ჰემი”
ჟირუ: “ალექსისს ზედმეტსახელად Duracell-ს ვეძახით”
“არსენალის” თავდამსხმელმა, ოლივიე ჟირუმ გუნდის სამი ფეხბურთელი – მესუთ ოზილი, ალექსის სანჩესი და სანტი კასორლა შეაფასა.
“ალექსის სანჩესისა და მესუთ ოზილის მოსვლამ გუნდი საგრძნობლად გააძლიერა. ჩვენ გუნდს დიდ კლუბებთან შეჭიდება და წარმატების მიღწევა შეუძლია,”-განაცხადა ჟირუმ Goal.com-თან.
“სანჩესს ზედმეტსახელად Duracell-ს ვეძახით. “არსენალისთვის” ძალებს არ ზოგავს და 20 წლის ბიჭივით მოტივირებულია”.
“მესუთი ძალიან მშვიდი და ყურადღებიანია. ტექნიკურ ასპექტებში თავს კომფორტულად გრძნობს. კასორლა ყურადღებას კარგი თამაშით იქცევს. ბედნიერი ვარ, რადგან ამ ფეხბურთელებმა ჩემთან ერთად თავი “არსენალში” მოიყარეს. ჩვენ ერთმანეთის ჩინებულად გვესმის,”-შეაჯამა ფრანგმა.
სოფელი, სადაც ალექსის სანჩესი გაიზარდა [ფოტოები]
ჩვენი საიტი შემოგთავაზებთ იმ სოფლის ფოტოებს, სადაც ლონდონის “არსენალისა” და ჩილეს ეროვნული ნაკრების ვარსკვლავი, ალექსის სანჩესი გაიზარდა.
ლონდონური გუნდის მიმდინარე სეზონის ლიდერს ბავშვობაში უზრუნველი ცხოვრება ნამდვილად არ ჰქონია. ალექსისი ჩილეს სოფელ ტოკოპილიეში გაიზარდა, იქ ფეხბურთის სათამაშო პირობები კი არა, საცხოვრებელი გარემოც კი არ იყო.
ალექსისის “საოჯახო ბუდე”.
ჩილეს სოფელი – ტოკოპოლიე
ალექსის სანჩესი ბავშვობაში, საფეხბურთო გუნდში.
ალექსის სანჩესის ქუჩა ჩილეში