პირლო “ნიუ იორკ სიტის” მატჩს დაესწრო (ფოტო)

ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი ანდრეა პირლო “ნიუ იორკ სიტის” უახლოვდება.

კვირას 36 წლის იტალიელი ფეხბურთელი კლუბის ახალწვეულ ფრენკ ლამპარდთან ერთად “ნიუ იორკ რედ ბულსის” წინააღმდეგ გამართულ მატჩს დაესწრო.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ანდრეა პირლო “ნიუ იორკ სიტისთან” კონტრაქტს ამ კვირაში გააფორმებს.

რაც შეეხება ლამპარდს, მას 12 ივლისს “ტორონტოს” წინააღმდეგ გასამართ მატჩში თამაში შეეძლება.

Lampard - Pirlo

 

ანდრეა პირლოს 15 საუკეთესო ფოტო

გთავაზობთ ტურინის “იუვენტუსის” ფეხბურთელის ანდრეა პირლოს 15 ყველაზე გამორჩეულ ფოტოს.

1

2

3

4

175717_0020_2919352.jpg

6

Roma vs Juventus - Serie A Tim 2013/2014

8

9

10

11

12

13

14

15

პირლო MLS-ში წასასვლელად მზადაა

“იუვენტუსის” ნახევარმცველი, ანდრეა პირლო მზადაა, კარიერა ოკეანის იქით გააგრძელოს.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, იტალიის ეროვნული ნაკრების წევრი თანახმაა, მისი მომავალი გუნდი “ნიუ-იორკი” იყოს.

ნახევარმცველი მზადაა, “ბიანკონერში” 2015 წლის ზამთრამდე დარჩეს და შემდეგ გადავიდეს ამერიკის შეერთებულ შტატებში.

გასულ სეზონში, ანდრეა პირლომ სერია ა-ში 20 მატჩი ჩაატარა. ვეტერანი იტალიელი ოთხ-ოთხი საგოლე გადაცემითა და გოლით გამოირჩა.

“იუვეს” გენდირექტორი პირლოსა და ტევესის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

ტურინის “იუვენტუსის” გენერალური დირექტორი ჯუზეპე მაროტა ანდრეა პირლოსა და კარლოს ტევესის თაობაზე ინფორმაციას ავრცელებს. მისი თქმით, იტალიელი ნახევარმცველი კლუბში დარჩება, ტევესის საკითხი კი უახლოეს პერიოდში უნდა გადაწყდეს.

“დღევანდელი დღის მდგომარეობით, პირლოს “იუვენტუსიდან” წასვლის მიზეზი არ აქვს. რაც შეეხება ტევესს, ჩვენ მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ, თუმცა მისგან პასუხს კვირის ბოლომდე ვითხოვთ.

პოლ პოგბათი ბევრი კლუბია დაინტერესებული. რაც შეეხება ჟოფრი კონდოგბიას, ჩვენ ეს ფეხბურთელი არ გვაინტერესებს. დომენიკო ბერარდი “სასუოლოს” მოთამაშეა. ჩვენ ამ კლუბის მესვეურებს შევხვდებით და ამ საკითხსაც გავარკვევთ”, – მაროტას სიტყვებს Football Italia აქვეყნებს.

შეგახსენებთ, რომ კარლოს ტევესი შეიძლება “ბოკა ხუნიორსში” დაბრუნდეს.

 

პირლო: „ნაკრებში მინიმუმ ევრო 2016-მდე ვითამაშებ“

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ანდრეა პირლომ განაცხადა, რომ ეროვნულ ნაკრებში ევროპის 2016 წლის ჩემპიონატამდე ითამაშებს. ხორვატიასთან შეხვედრის შემდეგ ანდრეას „ნიუ-იორკ სიტიში“ შესაძლო გადასვლის შესახებ ჰკითხეს, თუმცა პასუხის გაცემისგან მან თავი შეიკავა.
„ჩემი მომავალი? ამჟამად სანაკრებო კვირაა, ასე რომ, მხოლოდ „სკუადრა აძურაზე“ ვფიქრობ. ვითამაშებ თუ არა ევრო-2016? დიახ, ამას ვაპირებ“, – ციტირებს პირლოს Football-Italia.net-ი.

 

CalcioMercato: პირლო ყატარში მიდის

Calciomercato.com-ის ცნობით, ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი ანდრეა პირლო, რომელსაც დღეს იუბილე აქვს, ზაფხულში კლუბს დატოვებს.

წყაროს თანახმად, 36 წლის იტალიელი ფეხბურთელი კარიერას ყატარში გააგრძელებს. “ალ ჯაიში” და “ალ სადი” მზად არიან, პირლოს სარფიანი კონტრაქტი შესთავაზონ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბარსელონას” ნახევარმცველი ჩავი ერნანდესიც სწორედ “ალ სადში” გადავა.

ცნობისთვის, ანდრეა პირლოს “ბებერ სინიორასთან” მოქმედი შრომითი ხელშეკრულება 2016 წლის 30 ივნისს ეწურება.

იტალიელი ფეხბურთელი “იუვენტუსის” ღირსებას 2011 წლიდან იცავს. ის წელიწადში ჯამაგირის სახით 3,8 მილიონ ევროს იღებს.

ანდრეა პირლომ იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ 18 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.

 

ალონსო პირლოს შემცვლელად, პირლო ჯერარდის შემცვლელად

“დეილი ექსპრესის” ცნობით, მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველმა ჩაბი ალონსომ შესაძლოა, კარიერა ტურინის “იუვენტუსში” გააგრძელოს.

წყაროს თანახმად, 33 წლის ბასკი ფეხბურთელი ტურინში შეიძლება იმ შემთხვევაში გადავიდეს, თუ ანდრეა პირლო “ბებერ სინიორას” დატოვებს. როგორც მოგეხსენებათ, იტალიელი ფეხბურთელით რამდენიმე ინგლისური გუნდია დაინტერესებული. კერძოდ, საუბარია პირლოს მიმართ “ლივერპულისა” და ლონდონის “ჩელსის” ინტერესზე.

“მეტრო” წერს, რომ მერსისაიდული გუნდის მთავარი მწვრთნელი ბრენდან როჯერსი პირლოს უკვე მოელაპარაკა და მას საკმაოდ სარფიანი წინადადებაც შესთავაზა. “წითლები” იტალიელ ნახევარმცველს სტივენ ჯერარდის შემცვლელად მოიაზრებენ. ეს უკანასკნელი მომავალი სეზონიდან “ლოს ანჯელეს გალაქსიში” ითამაშებს.

 

“იუვენტუსის” ლიდერები “ინტერთან” მატჩს გამოტოვებენ

იტალიის სერია A-ს 36-ე ტურის ცენტრალური მატჩი “ჯუზეპე მეაცაზე” გაიმართება, სადაც მილანის “ინტერი” ტურინის “იუვენტუსს” მიიღებს, რომელსაც საჩემპიონო ტიტული განაღდებული აქვს. გუნდს ამ სეზონში ორი ფინალი აქვს სათამაშო — კოპა იტალიაზე რომის “ლაციოს” და ჩემპიონთა ლიგაზე “ბარსელონას” წინააღმდეგ.

“ბებერი სინიორას” მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ არ დამალა, რომ “ინტერთან” მატჩში შემადგენლობის როტაციას მიმართავს და გუნდის ლიდერებს დასვენების საშუალებას მისცემს.

“ინტერთან” გასამართ მატჩზე არ წამოგვყვებიან კარლოს ტევესი, ანდრეა პირლო, ჯანლუიჯი ბუფონი, პატრის ევრა და არტურო ვიდალი. ისინი ტურინში დარჩებიან”, – ციტირებს ალეგრის სიტყვებს AFP.

მატჩი “ინტერსა” და “იუვენტუსს” შორის შაბათს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

 

პირლო: “პოგბა “მანჩესტერში” არ დაბრუნდება, რადგან იქ არ აფასებენ”

ახალგაზრდა ფრანგი მის ყოფილ კლუბში უპატივცემულობის გამო არ დაბრუნდება.

იტალიელმა ნახევარმცველმა, ანდრეა პირლომ განაცხადა, რომ პოგბას “ოლდ ტრაფორდზე” დაბრუნების შანსი ძალიან მცირეა, რადგან ფრანგს კიდევ ახსოვს სერ ალექს ფერგიუსონის მიყენებული შეურაცხყოფა.

“ევროპული გიგანტების ყურადღება პოლის მიმართ გასაკვირი არაა. როდესაც მატჩებს მაღალ დონეზე ატარებს, რა საკვირველია, შენით ბევრი გრანდი ინტერესდება. ვფიქრობ, პოგბა “იუვენტუსში” ბედნიერია, მის შესაძლო წასვლასთან დაკავშირებით არაფერი ვიცი, მაგრამ იგი “მანჩესტერში” არ დაბრუნდება”.

“პოგბას ახსოვს, თუ როგორ უსამართლოდ მოექცნენ “ოლდ ტრაფორდზე”. სერ ალექს ფერგიუსონი ყოველდღიურად ამცირებდა. მომავალში ის წავა იქ, სადაც მისი მისვლა ყველაზე მეტად გაუხარდებათ და დააფასებენ,”-დაასრულა იტალიელმა ვეტერანმა.

“ლივერპული” “იუვენტუსის” სუპერვარსკვლავით დაინტერესდა

იტალიური გამოცემა “ტუტოსპორტი” იუწყება, რომ “ლივერპული” ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველ ანდრეა პირლოთი დაინტერესდა.

წყაროს ცნობით, მერსისაიდული გუნდის წარმომადგენლებმა შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით “ბებერ სინიორასთან” მოლაპარაკების დაწყება უკვე სცადეს.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, პირლოს მიმართ ინტერესს ლონდონის “ჩელსი”, არგენტინული “ბოკა ხუნიორსი” და MLS-ის კლუბები იჩენენ. თავად ფეხბურთელი თვლის, რომ მისთვის ევროპის დატოვება ჯერ ადრეა.

შეგახსენებთ, რომ ანდრეა პირლოს “იუვენტუსთან” მოქმედი კონტრაქტი 2016 წელს ეწურება.

 

პირლო: „მადრიდში ასე უნდა ვითამაშოთ“

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი ანდრეა პირლო მადრიდის „რეალთან“ ნაჩვენები თამაშით კმაყოფილია.

„დღეს ყველას დავუმტკიცეთ, რომ ფინალში გასვლა გვსურს და ამისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ. მადრიდში მიზნის მიღწევის უნდა გვჯეროდეს. გასვლაზე დღეს ნაჩვენები ფეხბურთი უნდა გავიმეოროთ და ზუსტად ასეთი კონცენტრაცია და ტექნიკა ვაჩვენოთ“, – განაცხადა ანდრეამ.



ანდრეა პირლომ მსოფლიოს ხუთი საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველმა, ანდრეა პირლომ სპეციალურად უეფას ოფიციალური ვებ-გვერდისათვის ხუთკაციანი გუნდი შეადგინა, რომელშიც მისი ყოფილი თანაგუნდელები მოხვდნენ.

ჯანლუიჯი ბუფონი

1

პაოლო მალდინი

2

ალესანდრო ნესტა

3

ანდრეა პირლო

FBL-EUR-C3-JUVENTUS-LYON

რონალდო

4

cats