„ბაიერნი“ იოზილის გადაბირებას ცდილობდა

ესპანური გამოცემის „El Confidencial“-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს მიუნხენის „ბაიერნის“ ხელმძღვანელობა მადრიდის „რეალის“ ექს-ნახევარმველის მესუთ იოზილის შეძენას ცდილობდა.

ბავარიელები მზად იყვნენ, შესაძლო ტრანსფერის სანაცვლოდ 42,5 მილიონი ფუნტი გადაეხადათ. აღსანიშნავია, რომ შარშან „არსენალს“ მესუთის ტრანსფერი სწორედ ამდენი დაუჯდა.

წყაროს მტკიცებით, მოთამაშის გაშვება „მეთოფეთა“ მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა იუარა.

მესუთ იოზილი სამ თვემდე იუქმებს

ლონდონის „არსენალის“ ნახევარმცველმა მესუთ იოზილმა გერმანიის ნაკრების ბოლო ვარჯიში გამოტოვა, რისი მიზეზიც ტრავმა აღმოჩნდა.

სამედიცინო შემოწმებამ აჩვენა, რომ მესუთმა მუხლი დაიზიანა, რის გამოც 10-12 კვირის გამოტოვება მოუწევს. ამის შესახებ „ბუნდესტიმის“ ტვიტერის ოფიციალურმა გვერდმა დაწერა.

აღსანიშნავია, რომ იოზილის გარდა, „მეთოფეთა“ ლაზარეთში ამჟამად ოლივიე ჟირუ, აარონ რემზი, მიკელ არტეტა და თეო უოლკოტიც იმყოფებიან.

მიმდინარე სეზონში 25 წლის ნახევარმცველმა ლონდონური კლუბის მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში რვა მატჩი ჩაატარა.

TOP 10: მოჩხუბარი მწვრთნელები

გასულ უქმეებზე, ინგლისის პრემიერ ლიგაში, “ჩელსისა” და “არსენალს” შორის გამართული მატჩის მიმდინარეობისას ჟოზე მოურინიოსა და არსენ ვენგერს შორის სიტუაცია დაიძაბა.

საფეხბურთო პორტალმა FTBPRO-მ საინტერესო ათეული გამოაქვეყნა, რომელსაც ჩვენ აქვე გთავაზობთ.

10. მარკ ჰიუზი – მარტინ იოლი

9. არსენ ვენგერი – კენი დაგლიში

8. ნაიჯელ კლაფი – ბილი დეივისი

7. დელიო როსი – ადემ ლაიალიჩი

6. რობერტო მანჩინი – დევიდ მოიესი

5. ელი მაკკოისტი – ნილ ლენონი

4. ალან პარდიუ – დევიდ მეილერი

3. სერ ალექს ფერგიუსონი – რობერტო მანჩინი

2. ალან პარდიუ – არსენ ვენგერი

1. ჟოზე მოურინიო – ტიტო ვილანოვა

რა მოხდა ფაბრეგასსა და უილშირს შორის?

გასულ უქმეებზე, ინგლისის პრემიერ ლიგაში, “ჩელსისა” და “არსნელს” შორის გამართული მატჩის მიმდინარეობისას ჯეკ უილშირი მსაჯის ერთ-ერთ გადაწყვეტილებას აპროტესტებდა, მასთან კი სესკ ფაბრეგასი მივიდა.

thumb (1)

thumb (2)

thumb

ვენგერი მასსა და მოურინიოს შორის გაწევ-გამოწევაზე

ინგლისის პრემიერლიგის VII ტურში “ჩელსისა” და ლონდონის “არსენალს” შორის გამართული მატჩის მიმდინარეობისას “მეთოფეთა” მთავარ მწვრთნელ არსენ ვენგერსა და “პენსიონერთა” თავკაც ჟოზე მოურინიოს შორის უთანხმოებას გაწევ-გამოწევა მოჰყვა. ამ შემთხვევის შესახებ ფრანგმა სპეციალისტმა ისაუბრა.

“ვნანობ თუ არა? არა. რატომ უნდა ვნანობდე? A პუნქტიდან B პუნქტისკენ მინდოდა გადაადგლება, თუმცა ვიღაცამ გზა გადამიღობა”, – ციტირებს ფრანგი თავკაცის სიტყვებს Yahoo.

ვენგერი ამბობს, რომ მას მხოლოდ იმის გარკვევა სურდა, თუ რა მოუვიდა ალექსის სანჩესს, რომლის წინააღმდეგაც “ჩელსის” მცველმა გარი კეჰილმა უხეშად თამაშა. “არსენალის” მთავარი მწვრთნელის თქმით, ამ შემთხვევაში, B პუნქტი სწორედ სანჩესი იყო.

ვენგერი აცხადებს, რომ მან უმნიშვნელოდ უბიძგა მოურნიოს.

“ახლა ხელს მართლა გკრავთ და მიხვდებთ, რას ნიშნავს ხელის კვრა”, – უთხრა ვენგერმა ჟურნალისტს.

“სიმართლე გითხრათ, არც გამგია, რა მითხრა იმ მომენტში მოურინიომ”, – დაამატა ვენგერმა.

“ჩელსიმ” ედენ აზარისა (პენალტი) და დიეგო კოსტას გოლების წყალობით “არსენალი” ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

 

მოურინიო მასსა და ვენგერს შორის გაწევ-გამოწევაზე

ინგლისის პრემიერლიგის VII ტურში “ჩელსისა” და ლონდონის “არსენალს” შორის გამართული მატჩის მიმდინარეობისას “მეთოფეთა” მთავარ მწვრთნელ არსენ ვენგერსა და “პენსიონერთა” თავკაც ჟოზე მოურინიოს შორის უთანხმოებას გაწევ-გამოწევა მოჰყვა. ამ შემთხვევის შესახებ პორტუგალიელმა სპეციალისტმა ისაუბრა.

“პირადად ჩემთვის ინციდენტი ამოწურულია.
ტექნიკური ზონები ნათლად არის გამოყოფილი, მე ჩემი ტერიტორია მაქვს, მას – თავისი. ვენგერს არ აქვს უფლება, ჩემს ზონაში შემოვიდეს და არბიტრს ჩემი ფეხბურთელისთვის წითელი ბარათის ჩვენება მოსთხოვოს.
მე მას მოვუწოდე, რომ ჩემი ტექნიკური ზონიდან გასულიყო”, – ციტირებს მოურინიოს სიტყვებს ESPN.

“ჩელსიმ” ედენ აზარისა (პენალტი) და დიეგო კოსტას გოლების წყალობით “არსენალი” ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

 

სესკ ფაბრეგასმა მესუთ იოზილი მინდორზე მოსვა

5 ოქტომბერს, ინგლისის პრემიერ ლიგაში, “ჩელსისა” და “არსენალს” შორის გამართულ მატჩში სესკ ფაბრეგასმა მესუთ იოზილს ბურთი მშვენივრად აართვა.

ჟოზე მოურინიომ არსენ ვენგერს ხელი არ ჩამოართვა

5 ოქტომბერს, ინგლისის პრემიერ ლიგაში, “ჩელსისა” და “არსენალს” შორის გამართული მატჩის დასრულების შემდეგ, ჟოზე მოურინიომ არსენ ვენგერისთვის ხელის ჩამორთმევა არ ისურვა.

სესკ ფაბრეგასის შესანიშნავი პასი და დიეგო კოშტას ეფექტური გოლი

5 ოქტომბერს, “ჩელსისა” და “არსენალს” შორის გამართულ მატჩში სესკ ფაბრეგასმა დიეგო კოშტას შესანიშნავი პასი გაუკეთა.

დიეგო კოშტამ “არსენალის” ცარიელ კარს რამდენიმე მეტრიდან ააცილა

5 ოქტომბერს, ინგლისის პრემიერ ლიგაში, “ჩელსისა” და “არსნელს” შორის გამართულ მატჩში კურიოზული რამ მოხდა.

ტიბო კურტუა ჰოსპიტალიზირებულია

ლონდონის “ჩელსის” მეკარე ტიბო კურტუა ჰოსპიტალიზირებულია.

ინგლისის პრემიერლიგის VII ტურში “ჩელსისა” და ლონდონის “არსენალს” შორის გამართული მატჩის მიმდინარეობისას ბელგიელ კიპერს “მეთოფეთა” თავდამსხმელი ალექსის სანჩესი შეეჯახა. კურტუამ წამიერად გონება დაკარგა და თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო, შემდეგ კი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ბელგიელი მეკარის ნაცვლად მოედანზე პეტრ ჩეხი გამოვიდა, რომელიც ანალოგიური შეჯახების გამო უკვე დიდი ხანია, სპეციალურ თავსაბურავს ატარებს.

“ჩელსიმ” ედენ აზარისა (პენალტი) და დიეგო კოსტას გოლების წყალობით “არსენალი” ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

 

ვენგერისა და მოურინიოს გაწევ-გამოწევა (ვიდეო)

5 ოქტომბერს, ინგლისის პრემიერ ლიგაში, “ჩელსისა” და “არსენალს” შორის გამართულ მატჩში მოურინიოსა და ვენგერს შორის სიტუაცია დაიძაბა.